Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Say_or said:

იშვიათი შემთხვევაა, როგორც წესი, ჩვენს საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეებზე

არაფერი არ მოქმედებს

დიახ. მერე გამახსენდა, როგორხ მიყვებოდნენ- განათლებით გამოირჩეოდა დანარჩენი არაფორმალებისგაბლნ :დ და ცოტა წაუგიჟებდა კიდეც (აქ იგულისხმება ის რომ ნამეტანი რეალურად იდეალისტი გახლდათ)

Share on other sites

  • ფორუმელი

ვსოოო გადაწყდა, მოინათლა აქცია უკვე თურქეთის ქსენოფობიის სახელით, საჭირო  ხალხის მიერ.

ამდენი სასარგებლო იდიოტი ერთად როგორ, ან რა ძალამ შეყარა.

დენია ძმაუუუუ საჭირო

დეფიციტიიიიი

ეკონომიკა ვერ ვითარდებააა

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ხოლო ორივე პუნქტი ერთად = მენტალიტეტ დებილ.

როგორ სწორად დაგვისვა დიაგნოზი ბოსხკამპმა :დ

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
33 minutes წინ, Seth said:

აქ იგულისხმება ის რომ ნამეტანი რეალურად იდეალისტი გახლდათ

არადა იდეალისტები იქნებიან "მისწრება" ამ სიტუაციაში,  არადა რატომღაც იდეალისტებს გიჟებს ვეძახით!

ერთიორი კაი იდეალისტი დახატავდა საქმეს, მერე მიბაძავდნენ მაინც - კარგი მაგალითი გადამდებია . . . 

 

მარააააააა ვინ გაახარებს იდეალისტს ჩვენში - ეშინიათ ამ კაი ხალხის!

Edited by ASIA
Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

როგორ სწორად დაგვისვა დიაგნოზი ბოსხკამპმა :დ

ვფიქრობ ეს ბოსხამპის აღზრდის ხარვეზებზე უფრო მიუთითებს ვიდრე გამჭრიახობაზე :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

ვფიქრობ ეს ბოსხამპის აღზრდის ხარვეზებზე უფრო მიუთითებს ვიდრე გამჭრიახობაზე

ჰაჰა ეგეც მართალია... გამოიმასქნდა პატიოსნად აღზრდილი ჰევროპელი 

12 minutes წინ, ASIA said:

მარააააააა ვინ გაახარებს იდეალისტს ჩვენში - ეშინიათ ამ კაი ხალხის!

ან იყენებენ 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
32 minutes წინ, Seth said:

ან იყენებენ

ხო, ეგეც . . .  იყენებენ და მერე ამარგინალებენ, ამიტომაც აღარ გვყავს იდეალისტები . . .

 

მართლა რა ბინძურია პოლიტიკა . . . 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ენერგომოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ყოველ წელს ქვეყანაში მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მოსახლეობას უშუალოდ უნდა ესაუბროს და მათ ჰესების პროექტების სიკეთეები აუხსნას.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას ჩასვლა და მოსახლეობის „წუხილების“ მოსმენა დაავალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილი უკვე 130 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის სიახლოვეს, კარვებში მორიგეობს, რათა მშენებლობის პროცესს ხელი შეუშალოს.

სააგენტო „ქუთაისი პოსტთან“ საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათი მხრიდან „მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით აქტივისტების პოზიცია უკომპრომისოა.

„უნდა შევთანხმდეთ დიალოგის ფორმატზე, სადაც სხვა ადამიანებიც ჩაერთვებიან და თუ იქნება მინი ჰესის პროექტი, სადაც ბუნებაც არ დაზიანდება და ჩვენს ინტერესსაც გაითვალისწინებენ, ამაზე საუბარი შეიძლება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

წუხილები ნამახვანჰესის გარშემო

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი რიგ წუხილებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ადგილობრივებთან სათანადო კომუნიკაციის ნაკლებობა ჰესის სადავო მშენებლობის საქმეში მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის.

სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის დადებულ კონტრაქტზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ კომპანიისთვის მიცემული არაერთი გარანტია „მძიმე“ ტვირთი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მაშინ, როდესაც თავად კომპანია ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზების ვალდებულებას არ იღებს. ორგანიზაციის თქმით, ყოველივე ეს „აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებს“.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები. ისინი შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ახლომდებარე სოფლებს, ასევე იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს და შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად არის საჭირო.

პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობამ თურქული კომპანია „ენკას“ და ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ იმერეთსა და ლეჩხუმში „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და მართვის უფლება 2019 წელს მიანიჭა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ: 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share