Jump to content
×
×
  • Create New...

ახალი ომი უკრაინაში?


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Moor said:

ერთის მხრივ ერდოღანს არ აწყობს შავ ზღვაზე რუსეთის დომინირების გაზრდა +ყირიმელი თათრებიც ურჩევნია, რომ უკრაინის იურისდიქციაში იყვნენ და არა რუსეთის. მეორს მხრივ,  თურქეთს ურჩევნია,  მონტროს ზავით არსებული დომინირება შეინარცუნოს შავ ზღვაზეც და სრუტეებზეც.

ამ დროს უკრაინა ცდილობს  ამერიკული და  ბრიტანული ძალებისთვის ბაზების შექმნას. რაც დღის წესრიგში დააყენებს, თურქეთის როლის გადახედვას.  თუ შავ ზღვაში ამერიკა და ინგლისი შემოვა, თურქეთიც და რუსეთიც დაკარგავენ ამ წყელბზე უპირატესობას. 

ხოდა

ასეთ დროს შეიძლება ერჩივნოს მთლიანად რუსეთმა წაიღოს უკრაინული შავიზღვისპირეთი. არა?

ეს საჩემო არგუმენტო უფროა.

ფაქტი არის ერთი - არავინ ექაჩებოდა ენაზე სულთანს მინსკის შეთანხმებაზე ხაზი გაესვა. მაგრამ მაინც გაუსვა. მინსკის შეთანხმების შესრულება არის პრობლემა კიევისთვის და იმათთვის ვინც განცხადებებით აფერსტობს.

რისთვის დაჭირდა ამაზე სპეკულაციები უამრავია. 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" წაკითხულიც გვაქვს და ნანახიც, განსაკუთრებით ბოლო ფილმი, მშვენიერი გამოვიდა მართლაც, თუ არ ჩავთვლით ქერა ნატაშა როსტოვას შავი წარბებით. 

გახსოვთ ალბათ წიგნიდანაც და ფილმიდანაც ნევსრასთენიულ დეპრესიული თავადი ანდრეი ბოლკონსკი რომელიც აუსტერლიცის კატასტროფისას ფელდმარშალ კუტუზოვის თვალწინ ძირს დაცემულ იმპერიის დროშას აიღებს ხელში გამოქცეულ ჯარისკაცებს შეაჩერებს და იერიშზე გაუძღვება

დიდებული მომენტია.

ყველაფერი მართლაც ასე იყო ერთის - თავადი ანდრეი ბოლკონსკის გარდა, მის მაგივრად ეს მანევრი) შეასრულა კუტუზოვის სიძემ ფიოდორ ივანოვიჩ ტიზენგაუზენ -მა ( ბერენდ გრეგორ ფერდინანდ გრაფ ფონ ტიზენჰაუზენ

 

რისი თქმა მსურს ამდენი კიმბრების და ტევტონების შემოტანით, და ამ სიის გაზრდა უსაზღვროდ შეიძლება უშუალოდ იმპერიის ისტორიის მწერლებით ...

 

რუსეთის არმია შექმნილია გერმანელების მიერ და თავიდან ბოლომდე გერმანული ინსტიტუტია დღემდის.

რუსეთი არასოდეს ომობს გერმანიის წინააღმდეგ ბოლომდე! და თუ ომობს რუსეთის ომში გამარჯვების შემთხვევაშიც კი საბოლოოდ გერმანია იგებს)))  იხ მაგალითად 7 წლიანი ომის პერიპეტიები ფრიად გაოცებულები დარჩებით.

იმისთვის რომ რუსეთმა გერმანიის წინააღმდეგ მართლა იომოს საჭიროა სტალინური რეპრესიები )))

ეს ერთადერთი შემთხევვაა როცა რუსეთმა მართლა დაამარცხა გერმანია. მაგრამ ამისთვის 37 წლის რეპესიები და არმიის ოფიცერთა მსუყე ნაწილის დადეპრესირება გახდა საჭირო და კიდევ უკან წაგრადიტელნი ბატალიონები ...

და ამ ყველაფრის მიუხედავად რუსეთის შძ ების გერმანულმა ლობმა მაინც აღიდგინა პოზიციები და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამხანაგ სტალინის არაგერმანული ელიტის კვლავაც გერმანულ წიაღში დაბრუნებაში.

მანამდე I მსოფლიო ომი სამარცხვინოდ წააგეს გერმანელებთან და არამარტო ტექნიკური ჩამორჩენილობის გამო არამედ თვითონ სამხედრო ინსტიტუტში დიდი საბოტაჟის გამო რადგან არაფრით სურდათ გერმანელებს გერმანელების წინააღმდეგ ომი  იმის გამო რომ მთავრობა ფრანგული ორიენტაციის გხლდათ

საბოტაჟის მაშტაბები გრანდიოზულია , დაწყებული ჯარში პატარა ზომის ჩექმების და შარვლების რომლებიც იმდენად პატარა იყო რომ სალდათებს უკანალზე ასკდებოდათ შეძენით

დამთავრებული საზღვარგარეთ საარტილერიო ჭურვების შეძენით რომელიც რომ ჩამოიტანეს უზარმაზარი რაოდენობა გაირკვა რომ სხვა კალიბრის იყო :gigi:

ნუ აღარაფერს ვიტყვი II მსოფლიო ომზე სადაც რეპრესია გადავლილმა გადარჩენილმა გერმანულმა აგენტურამ იმდენი მაინც მოახერხა რომ ივნისიდან სექტემბრამდის 2 მილიონამდე ჯარისკაცი ტყვედ ჩააბარა პატრონებს :gigi:

 

აქედან გამომდინარე, ის რაც უკრაინის საზღვრებთან ხდება ფრიად საინტერესო გამოდის ქვეკონტექსტებით ხოლო რას იტყვიან ეს თუ ის ოფიციალური პირები არის მეორეხარისხოვანი, თუ მეშვიდე არა.

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

რუსეთი არასოდეს ომობს გერმანიის წინააღმდეგ ბოლომდე! და თუ ომობს რუსეთის ომში გამარჯვების შემთხვევაშიც კი საბოლოოდ გერმანია იგებს)))

სამთა კავშირი - გერმანია, ავსტრია-უნგრეტი, იტალია

ანტანტის კავშირი - საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი 

გერმანიისავსტრია-უნგრეთისა და იტალიის ბლოკისაფრანგეთისაგან კონტრიბუციის მიღებისა და გერმანიის ჯარების გაყვანის შემდეგ ბისმარკმა მიიჩნია, რომ მესამე რესპუბლიკის სამხედრო სიძლიერის აღდგენა მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ვითარდებოდა. ამიტომ მან მოინდომა საფრანგეთთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცეს რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ხელს არ აძლებდათ საფრანგეთის ხარჯზე გერმანიის შემდგომი გაძლიერება.

ბისმარკი შეუდგა რთულ დიპლომატიურ თამაშს. მისი მიზანი იყო დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთდაპირისპირება, რათა მათთვის საშუალება მოესპო მხარი დაეჭირათ საფრანგეთისთვის გერმანიასთან ომის შემთხვევაში.

ბისმარკმა განიზრახა სამხედრო კავშირის ჩამოყალიბება გერმანიის ხელმძღვანელობით1879 წელს გერმანიამ და ავსტრია-უნგრეთმა, რომელიც ძლიერი მფარველის მოძებნას ცდილობდა, ხელი მოაწერეს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ საიდუმლო სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ბისმარკმა ისარგებლა საფრანგეთის კოლონიური იმპერიის გაფართოებისაკენ მისწრაფებით და წააქეზა მესამე რესპუბლიკა, დაეპყრო ტუნისი, რომელზედაც თვალი ეჭირა იტალიას. საფრანგეთის მიერ განაწყენებულმა იტალიამ საიდუმლო წარმომადგენლები გააგზავნა ბისმარკთან ანტიფრანგული კავშირის დასადებად. ბისმარკმა იტალიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გზა რომიდან ბერლინისაკენ ვენაზე გადის. ავსტრია-უნგრეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მიუხედავად (იტალიის ტერიტორიულ პრეტენზიებს შორის ავსტრია-უნგრეთის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეტენზია სანავსადგურო ქალაქ ტრიესტზე), იტალია იძულებული გახდა შეერთებოდა გერმანია-ავსტრია-უნგრეთის კავშირს1882 წელს გერმანიასა და იტალიას შორის დაიდო საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ხელშეკრულება. ამგვარად შეიქმნა 1879-1882 წლებში საიდუმლო სამთა კავშირი.

რამდენიმეჯერ ვადის გაგრძელების შემდეგ სამთა კავშირმა 1915 წლამდე იარსება. ამის მიზეზი იტალიის უარი იყო დახმარება გაეწია მოკავშირეებისთვის, როცა მათ ომი გამოუცხადეს დიდ ბრიტანეთს.

 

Europe_alliances_1914-ka.png

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

Россия приостановила авиасообщение с Турцией и Танзанией https://www.kommersant.ru/doc/4771128

 საწყალი ანჟელა ბებო, ვერ გაასწრო :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, Seth said:

საწყალი ანჟელა ბებო, ვერ გაასწრო :დ

 

მაკრონი  შორიდან აკვირდება

 

 

index.jpg

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share