Jump to content
×
×
  • Create New...

ახალი ომი უკრაინაში?


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

სენიორ მიმდევრობა არ დავიცავი, რადგან თემა ეხებოდა არა ინგლის ჰოლანდიის განვითარებას არამედ რუსეთის და იქ ორივე ერთად შევყარე უბრალოდ

გასაგებია სენიორ. 

იმჰო, ჰოლანდებმა ფრიცების ხელით გააკეთეს ეს ლოთური იმპერია. რატომ და რისთვის სამსჯელოა. მაგრამ მე-18 საუკუნის შუაში ბრიტებმა წაიღეს (ტრადიციას დაუდეს სათავე :დ) 

ასევე საინტერესოა ბრიტებიდან ფრიცებთან რანაირად, როდის და რატომ აღმოჩნდა :დ უკან დაბრუნება ვიცით უკვე :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Seth said:

საინტერესოა ბრიტებიდან ფრიცებთან რანაირად, როდის და რატომ აღმოჩნდა :დ უკან დაბრუნება ვიცით უკვე :დ

ყურმოკვრით მსმენია რომ ლავრენტი პავლოვიჩს გეგმა ქონდა გერმანიის გაერთიანების და დასავლეთთან ურთიერთობის დათბობისო ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ჰოოოო ... იქეთ ფორუმს გადავხედე დილით ... იქ ერთი ოს-აფსუა აჯმაჯუზების ჩანერგილი აგენტი Butkuj-ის "გაშიფვრის" პროცესში საინტერესო ინფოს წავაწყდი მინდა შემოგთავაზოთ : (ამ პოსტს წერს სხვა იუზერი მაგ ბუტკუჭას)

 

შენი თეორია არის ძალიან ზედაპირულ და შერჩეულ ფაქტებზე აგებული.

საღორეთი რომ დასავლეთის "პროექტი" იყოს, მაშინ დასავლეთისთვის ტრამპი უნდა ყოფილიყო ყველაზე საუკეთესო და სასურველი აშშ-ს პრეზიდენტი იმიტომ რომ ტრამპი ღორებს ზედმეტად აქებდა სიძლიერის და მნიშვნელობის გამო, და ამასთანავე როცა საჭირო იყო ძალიან ჩუმად ამტვრევდა რქებს.

არც ევროპის, კერძოდ გერმანიას და საფრანგეთს, და არც აშშ-ს ელიტას ტრამპი არ ევასებოდა. ამის მიზეზი იყო მისი პოზიცია ჩინეთის და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ახლო აღმოსავლეთში ევროპელების, სპეციფიურად გერმანია-საფრანგეთის, სადაო წერტილი არის თურქეთი. თურქეთი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახლო ურთიერთობებშია ბრიტანეთთან და გერმანიასთან. ეს ფაქტია, მაგრამ გერმანია-თურქეთს შორის ერდოღანის დროს ურთიერთობა გრილია. სამხედრო სფეროშიც შემცირდა კოლაბორაცია ამ ორ ქვეყანას შორის და თურქებმა ტექნოლოგიები შესყიდვა დაიწყეს კანადა-აშშ-დიდი ბრიტანეთისგან. იზრაელთან ქონდათ ერთი პერიოდი ქიშპი მაგრამ ტრამპის დროს ყველაფერი მოგვარდა ძალიან მალე და დაუბრუნდნენ ცივი ომის დროინდელ პარტნიორობას სამხედრო ტექნოლოგიებში.

რა არის ამ ყველა საკითხებში საერთო ელემენტი? საღორეთი. გერმანია-თურქეთს შორის ურთიერთობა შეიცვალა მას შემდეგ რაც საღორეთმა გაზსადენის მშენებლობა შუა-აზიიდან კავკასიის და თურქეთის გავლით ევროპაში ჩაშალა და ამაში გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვოდა, კონცერნიდან გამოვიდნენ და დაფინანსება შეუწყვიტეს. ამის მერე გააქტიურდა თურქეთი კავკასიაში რადგან პან-ოსმალიზმის პოლიტიკის დიდი დატორმუზება იყო მაგ პროექტის ჩაშლა.

მეორე საკითხი იყო თანამედროვე აბრეშუმის გზის პროექტი რომლის თურქეთზე გამავალ ვარიანტს საღორეთი დღემდე ეწინააღმდეგება და ამაში გერმანელები გვერდზე უდგანან.

ანუ თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის შეცვლის მიზეზი არის საღორეთი და მისი რეგიონალური პოლიტიკა. ანუ ის კონცეფცია რომ რუსეთი და თურქეთი ერთად თამაშობენ (რასაც შენ თავს გვახვევდი ყარაბაღის კონფლიქტის დროს) არ არის მართებული. ეს ორი სახელმწიფო არის გეო-პოლიტიკური რეგიონალური მეტოქე. გერმანიამ რუსული ბენზინკალონკა არჩია თურქებს და ამიტომაც შეიცვალა ურთიერთობაც.

მეორე მიმართულება არის ჩინეთის პოლიტიკია. ობამაც და ტრამპიც ჩინეთის ფინანსურ პოლიტიკას აღიქვავდნენ როგორც პრობლემატურს და ცდილობდნენ ამ პოლიტიკის შეცვლას. განსხვავება იყო იმაში რომ ობამა ცდილობდა კოალიციის შექმნას ევროკავშირი-აშშ რადგანაც საერთო ინტერესები ამოძრავებდათ, ტრამპი ცალმხრივ პოლიტიკის მომხრე იყო. ობამას შეთავაზება მერკელმა დაიკიდა და პირდაპირ უთხრა რომ გერმანიისთვის ჩინეთი არის მომავლის პარტნიორიო. ეს ამერიკელებმა გაიგეს ძალიან კარგად და ტრამპის მოსვლის თანავე ევროკავშირს დააჯვეს. ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან იყო სწორედ ამ პროცესის ნაწილი. ტრამპი ცდილობდა ანგლო-საქსონური კავშირის შექმნას და მასში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანებას, რაც ნაწილობრივ შეძლო.

როგორც კი ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მას მოყვა პარალელური ტარიფები ევროპელებზე. რა თქმა უნდა პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს ტარიფები არ მიიღეს იმიტომ რომ მოყვენ გამონაკლისებში. მერკელმა იწუწუნა და დათანხმდა აშშ-ს თხევადი გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე გერმანიაში და პოლონეთში. და ჩრ. ნაკადის ფუნქცია მნიშვნელოვნდა შეკვეცა. პოლონეთს და აღმოსავლეთ ევროპას ალტერნატიული გაზის წყარო აქვს ჩრ. ნაკადი რომც დასრულდეს. ანუ აშშ-მ გერმანიის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თუ აშშ და გერმანია ერთი გეო-პოლიტიკური მოთამაშეა - დასავლეთი, მაშინ აშშ-ს არ დაჭირდებოდა ამხელა ზეწოლა და ინვესტიციები რათა ჩრ. ნაკადის გავლენა შეემცირებინა. ეს მეტყველებს იმაზე რომ როგორც მინიმუმ გერმანიას აშშ არ ენდობა და სავარაუდოდ გრძელვადიან გათვლაში მას არც განიხილავს როგორც პარტნიორს გეოპოლიტიკურ თამაშში.

ამაზე მეტყველებს მეორე და მესამე ხარისხოვანი ფაქტორებიც; აშშ-ს ჯარების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანაზე საუბარი, ახალი ბაზის აშენება პოლონეთში რომელიც დაკომპლექტება გერმანიაში მყოფი დაჯგუფებით, იზრაელ-არაბებს შორის ურთიერთობების დათბობით და ამგვარად რეგიონში სტაბილურობის და სათანადოდ ენერგო-რესურსების მოწოდების სტაბილურობის აღდგენა.

ანუ, ამ ელემენტებიდან შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე სხვა და სხვა დასკვნა, მაგრამ იმაზე საუბარი რომ "დასავლეთი" რაღაც მონოლითურ პოლიტიკას ატარებს ძნელია. მეტიც, იკვეთება საღორეთ-გერმანიის ერთობლივი ენერგო პოლიტიკა და მის წინააღმდეგ შექმნილი შემაკავებელი პოლიტიკა აშშ, ბრიტანეთის და თურქეთის სახით.

ჩინეთთან სიტუაციას აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცვლის, ტარიფებს მოხსნიან მალე, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში და საღორეთის მიმართულებით პოლიტიკა არ შეცვლილა, მეტიც საღორეთის მიმართულებით გეოპოლიტიკური თამაშის ფასი გაიზარდა. თურქეთი ღორებს ავიწროვებს ამიერ კავკასიაში. მალე ცენტრალური აზიის პოლიტიკაშიც გაიჩითებიან თურქები. ანუ ხდება იმის დიამეტრალურად საპირისპირო რასაც შენ აწვები.

თურქები მარტო ვერ გაქაჩავენ ამ პოლიტიკას. უბრალოდ აშშ-ს და ბრიტანეთს შეუძლიათ გადაუკეტონ ტექნოლოგიური წყაროები. ეს არ ხდება. რატომ?

მოეშვი ამ თეორიას და გაუსწორე რეალობას თვალი, ღორები გაჭედილები არიან იმპერიალისტურ აზროვნებაში. ოლიგარქებმა რომ ნახეს ელცინის დროს ლიბერალიზმმა საფრთხე შეუქმნა მათ კლეპტოკრატიას, დასვეს "იმპერიალისტი". ხუილოს მადა ჭამაში მოუვიდა და ჩარეცხა გარშემო ჭკვიანი ხალხი. დარჩა იდიოტების გარემოცვაში და მიიღეს ამ იდიოტიზმის კანონზომიერი შედეგიც. სუფთა ქუჩურ პოლიტიკას ატარებდა და გაიჟიმება ამისთვის. არავის პროექტი არაა მაგ ჯუჯა, უბრალოდ ოლიგარქებმა კონტროლი დაკარგეს და ეხლა მიფრინავს ჯუჯა თავისუფლად.

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

გუშინდელია თუ არ ვცდები 

 

JZijjipHiJojF.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Moor said:

 

 

მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.

სულთანმა ხუმარას უთხრა რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს მინსკის შეთანხმების შესრულებითო.

Very not good for us.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Seth said:

სულთანმა ხუმარას უთხრა რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს მინსკის შეთანხმების შესრულებითო.

 

რამდენად რეალურია მერე ეგ? 2015 წლის მერე ყველა ლიდერი მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

8 minutes წინ, Seth said:

Very not good for us.

მინსკის შეთანხმება თუ დეესკალაცია?

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share