Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

2 minutes წინ, Eric said:

თუ არა პლანეტარული პუტჩი (ისევე როგორც 2000 წლის წინ ) მაშ სხვა რა? რაღა რჩება?

მაშ ასე, დავიწყოთ პლანეტარული პუტჩის შესახებ ...

ყველაზე ადრეული მოვლენები რაც კი ადამაიანმა სადმე შეიძლება ამოიკითხოს შემდეგია :

- თავდაპირველას იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1.1)

განვმარტოთ : - ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს სადაა ჩვენი საწყისი, საიდან მოვდივართ ადამიანთა მოდგმა და ამ კითხვას უამრავი სხვადასხვა წარმართული თუ რელიგიური სწავლებები თავისებურად ეხმიანებიან, ზოგნი ენკი და ენლილს ემადლიერებიან ჩვენს შექმნას , ზოგნი გაც-გაიმს, ზოგნი ზევსსა და მის "ღმერთთა" პანთეონს, მაგამ ვერავინ ვერასოდეს და ვერსად ვერ ამბობს იმას რაც ზემოთ მოყვანილ იოანეს მახარებლის სიტყვებშია აღწერილი, - ესაა შემდეგი აზრი : - ვინმემ აუცილებლად შექმნა სინამდვილეში სამყარო, ვუყურებთ რა სამყაროს, ვხვდებით და ვეთანხმებით, რომ თავისით არაფერი იქმნება, ამიტომ მოდით ყოველივეს შემქმნელს მომავალში ვუწოდოთ სამყაროს შემომქმედი და დავარქვათ (თუნდაც სიმბოლურად) სახელი ღმერთი ...  ღმერთი ანუ სამყაროს შემომქმედი, ზოგისთვის ენკია ან ენლილი, ზოგისთვის მუჰამედია მისი წინასწარმეტყველი, ზოგისთვის ბუდა და ასე უსასრულოდ, მაგრამ უკლებლივ ყველა სწავლება ღმერთის (სამყაროს შემომქმედის) შესახებ სდუმს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მანამდე , სანამ ღმერთი (სამყაროს შემომქმედი) სამყაროს და ყოველისვეს შექმნას განიზრახავდა, სად იყო იგი, მარტო იყო, ვინმესთან ერთად იყო, თუ საერთოდ რა ხდებოდა ??? ამ კითხვის პასუხი აღწერა იოანე მახარებელმა :

როდესაც მას კითხულობ , იგებ რომ - თავდაპირველად იყო სიტყვა და ფიქრობ, ვინაა ეს სიტყვა, მაშ ღმერთი ეს სიტყვაა თუ თავდაპირველად ეს იყო ??? და აქვე პასუხია, - სიტყვა იყო ღმერთთან, ანუ ღმერთი სხვაა და ეს სიტყვა სხვაა ??? მაშ უკვე ორნი არიან ??? ჰო და, კაი ეს ღმერთი ვიცით ყოველივეს შემომქმედია და აბა ეს სიტყვა არ არის ღმერთი თუ ვინაა საერთოდ ??? და აქვე პასუხი, - და სიტყვა იყო ღმერთი ... ა-ჰაა, ესეიგი ორი ღმერთი ???  თუ როგორ არის ეს ??? და აქ თავად სიტყვა გიხსნის თუ რატომ დაარქვა "მეორე" ღმერთს სახელი "სიტყვა" - როგორც წინადადების წარმოთქმისას ჯერ გონებაში იხარშება აზრი (სიტყვიერება) და ეს აზრი სიტყვას გამოაქვს, ასე მამის ნააზრევი გამოიტანა სიტყვამ და მოიტანა ჩვენამდე ... სიტყვა - ესაა ღვთაებრივობის მეორე მონაწილე პირი - ძე !!! 

ესეიგი ღმერთი მამა, ღმერთი ძე და მესამე პირი ღმერთი სულიწმიდა - ეს მუდამ იყო და იყო ერთიანი, ანუ ერთი  !!!

ასეთია ყველაზე ადრეული მოვლენებიდა გამომდინარე აზრი, რომელიც ადამიანმა შეიძლება სადმე ამოიკითხოს, - ღმერთი (სამყაროს შემომქმედი) არის ერთი, მუდმივი (არ აქვს საწყისი და სასრული) - ამაზე სიტყვა იყო მიგვანიშნებს, და სამი სხვადასხვა სახით (რომელიც ადამიანმა შეიძლება აღიქვას) გვინახავს/წარმოგვიდგენია/აღგვიქვამს 

აი ამ ერთმა (სამპიროვანმა) ღმერთმა, რომელიც სიკეთის სრული სისავსეა, გადაწყვიტა რომ შეექმნა საკუთარი სიკეთით სავსე სამყარო  

ამისათვის, მან ჯერ შექმნა ანგელოსთა სამი ტრიადა (მათ აქვთ საწყისი და ანუ დასასრულიც) სამსახურებლად მისა უხილავ სამყაროში : (დიონისე არეოპაგელის მიხ.)

პირველი ტრიადა : საყდარნი, ქერუბიმნი, სერაბიმნი

მეორე ტრიადა : უფლებანი, ძალნი , ელმწიფებანი

მესამე ტრიადა : საწყისნი, მთავარანგელოსნი, ანგელოსნი

მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ხილული სამყაროს შექმნა , იშრომა 6 დღე, მე-6-ე დღის ბოლოს შექმნა ადამიანი , ხატად და მზგავსად მისა და დაადგინა ყოველივე ხილულის მმართველად, ოღონდ, იმის გამო, რომ ადამიანი ჯერ ნორჩი, არასრულყოფილი იყო დაუწესა სრულყოფილების მისაღწევი გზა, რომელიც მხოლოდ ერთ აკრძალვაზე გადიოდა ...

ამასობაში, ზემოთჩამოთვლილი ტრიადის ანგელოსთაგან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე ლამაზი, ბრწყინვალე და მომხიბლავი "გამოუვიდა", საკუთარი სიმშვენიერით მოხიბლული, განუდგა შემომქმედს , თავად მოინდომა ღმერთობა, გადაიბირა თავის მხარეს 1/3 შექმნილი ანგელოზებისა პრეტენზიები წამოაყენა , რომელზეც რა თქმა უნდა მიიღო უარი და ღვთის (ყოველივე შემომქმედის) ნებით, ჯანყის მოწყობისა (გადატრიალების), პირველქმნილი მკვლელობის, მტაცებლობის გამოვლენის და შემომქმედის უარყოფის გამო გადმოგდებულ იქნა ხილულ სამყაროში და მოკლებულ იქნა ღვთის სიკეთეს, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა კიდეც ... 

ამასობაში, შექმნილ სამყაროში, ადამიანი შემომქმედთან ერთობით ეწევა თავის საქმიანობას და ასრულებს პირველ საქმეს რომელიც მას ღმერთმა დაავალა, ყვლაფერს რაც შემომქმედმა შექმნა სახელებს არქმევს, შემომქმედს მიყავს ადამი თითოეულ შენაქმნთან, უხსნის აღნიშნული შენაქმნის შინაგან ბუნებას და აქედან გამომდინარე  ადამი ადამიანურ სახელს არქმევს (ხორბალი -  აბა, რა იცოდა ადამიანმა ხორბალი რომ უნდა დაეფქვა და მისგან პური გამოეცხო ?)

ხედავს გაამპარტავნებულ/გადმოგდებული ანგელოსი რომ ადამსა და ღმერთს შორის თანხმობაა, ადამი მას (ღმერთს) ეთაყვანება და უცებ გაუელვებს მზაკვრული ჩანაფიქრი, - ვაა, ადამი რომ მე მეთაყვანოს ხომ ვიქნები ღმერთი ??? - და დაიწყო !!!

აი აქედან დაიწყო სენიორ ერიკ და დღემდე მოდის !!! 

აღნიშნული ანგელოსის ამბიციამ მოიტანა ყოველივე ის ბოროტება, რომელიც ადამიანის ხელით გაკეთდა !!! 

დღეს ბევრს გონია რასაც ვერ ვხედავთ ის არც არსებობს, მაგრამ სიყვარული ხომ არსებობს, თუმცა ვერ ვხედავტ, სიძულვილი ??? არსებობს მაგრამ ვერ ვხედავთ , ტანჯვა, სიხარული, ცოდნა, აზრი .... 

გაამპარტავნებულ/გადმოგდებული მკვლელის მთავარი მიმართულებაა : - ჩაადენინე ცოდვა რომ შემოქმედს დაშორდეს და მერე უქენი რაც გინდა ...

ყოველივე აქედან მიზანიც ადვილი გამოსაცნობია და შემდეგში მდგომარეობს : - მე, გადმოგდებულ/გაამპარტავნებული ანგელოსი ვარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მე უნდა მეთაყვანოთ !!! მე ვარ სამყაროს ბატონ პატრონი და ჩემი მონები ხართ ყველა !!!  ერთი მეფე დედამიწაზე !!! ერტი მმართველობა !!! - ჩემი მმართველობა და არავითარი ღმერთი, მე ვარ თქვენი ღმერთი !!! ... 

... ჩემი სამეფო მოდის !!! - "იმეჯინ დრაგონს" (დემონ)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ეს ყველაფერი ვიცით 2000 წელია ხომ?

მანამდე ვიცოდით რომ აუარება ღმერთი ნახევრადღმერტი  ავი თუ კეთილი სული არსებობდა, ესეთი იყო ანტიკური სამყარო.

 

სენიორ პრეანტიკური და ანტიკური ცივილიზაცია თითქმის ორჯერ დიდია ვიდრე ეს არსებული ბოლო იუდეურქრისტიანული ცივილზიაცია.

2000 წელია ვიმყოფებით ქრისტიანულ ცივილიზაციაში მხოლოდ

მანამდე 3000 წელზე მეტი იყო ანტიკური ცივილიზაცია სენიორ.

 

ჯერ აქედან რომ გადავითვალოთ ქრისტეს დაბადებამდე რამხელა მანძილია და მერე იმის უკან კიდევ თითქმის ორჯერ მეტი.

21 minutes წინ, kvipriane said:

აი აქედან დაიწყო სენიორ ერიკ და დღემდე მოდის !!! 

და რა იყო ის > 3000 წელი?

 

იყო სხვა რწმენა, სხვა ელიტა, ყველაფერი სხვა.

კონტრელიტამ ქრისტიანობის მეშვეობით მოახდინა პუტჩი , ელიტის მცირე ნაწილის ინკორპორაცია ხოლო დანარჩენების სრული გადაფორმატება ექსპორპირაცია.

 

ამის შემდეგ ვიმყოფებით ჩვენ უკვე დღევანდელ ცივილზიაციაში ადამით და კიდობნებით.

 

ესეიგი რა გამოდის, დღევანდელი ელიტა ოდესღაც, 2000 წლის წინ იყო კონტრელიტა რომელიც მოვიდა პუტჩით, (ნუ სხვა გზა პრინციპში არც არსებობს) , ძველი ანტიკური ელიტა განულდა.

და დღეს მეორდება იგივე

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

სხვა ელიტა,

ეს საიდან ვიცით სენიორ? კონსტანტინეს და მისი რაზმის მაგალითი გვეუბნება რომ "ძველი" ელიტა (ან მისი დიდი ნაწილი) უპრობლემოდ გადაპორტირდა "ახალ" ელიტად.

 

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

კონსტანტინეს და მისი რაზმის მაგალითი გვეუბნება რომ "ძველი" ელიტა (ან მისი დიდი ნაწილი) უპრობლემოდ გადაპორტირდა "ახალ" ელიტად.

გადარბენები რომ იქნებოდა ეს ცხადია სენიორ.

ღალატი ყოველთვის არის , ყოველთვის.

მაგრამ მათი რიცხვი მათემატიკური მოდელითაც ვერ იქნებოდა დიდი, დავუშვათ 10% მაქსიმუმ

რადგან ამ შემთხვევაში პუტჩის აზრი იკარგება სენიორ.

რადგან რა აზრი აქვს პუტჩს თუ რესურსები ისევ მათ ხელში დარჩება ვინც პუტჩამდე ფლობდა?

 

განა დღეს იგივე არ ხდება? გადარბენ გადმორბენები იქნება სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

გადარბენები რომ იქნებოდა ეს ცხადია სენიორ.

ღალატი ყოველთვის არის , ყოველთვის.

მაგრამ მათი რიცხვი მათემატიკური მოდელითაც ვერ იქნებოდა დიდი, დავუშვათ 10% მაქსიმუმ

რადგან ამ შემთხვევაში პუტჩის აზრი იკარგება სენიორ.

რადგან რა აზრი აქვს პუტჩს თუ რესურსები ისევ მათ ხელში დარჩება ვინც პუტჩამდე ფლობდა?

 

განა დღეს იგივე არ ხდება? გადარბენ გადმორბენები იქნება სენიორ.

გასაგებია სენიორ. გეთანხმებით რომ ძველი ელიტის რაღაც ნაწილი ჩაირეცხებოდა, ახალ ელიტას ახალი, მანამდე უცნობი წევრები შეემატებოდნენ, მაგრამ პუტჩი? რაც უფრო მეტად ვუფიქრდები, მით უფრო ეჭვი მეპარება რომ პუტჩი ყოფილიყო.

უფრო ხავერდოვან ცვლილებას გავდა, იმჰო. 

მაგალითად დღეს მწვანე რელიგიას  რომ შევადაროთ - გასაგებია რომ ბევრი მეიჯორ ნავთობის კომპანია, როგორიცაა ჰალიბარტონი (მაგალითად) ჩაიძირება, მაგრამ სხვა, მაგალითად შელი გამწვანდება :დ შეიძლება ამას "გრეტას" სახელობის პუტჩი ეწოდოს? არამგონია. 

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Eric said:

2000 წელია ვიმყოფებით ქრისტიანულ ცივილიზაციაში მხოლოდ

მანამდე 3000 წელზე მეტი იყო ანტიკური ცივილიზაცია სენიორ.

სავსებით შესაძლებელია სენიორ მანამდეც კიდევ იყო, იმ 3000 წლამდეც, არსად არა ნახსენები გაამპარტავნებულ/გადმოგდებული ანგელოსების ადამიანებთან კოჰაბიტაციაში სევლა, არა და ესეც იყო ხომ ??? ტუმცა , ეს არ გამორიცხავს იმ საწყისს რაზედაც ვისაუბრეთ, ანუ - ადამამდე მხოლოდ 6 დღე იყო რომელსიც სამყარო და მასში არსებული შეიქმნა, - ხოლო ადამის მერე რა დროა გასული დღევანდელ დღემდე ქრისტეს გენეოლოგია გვეუბნება ... თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია რომ "იქ" ზევით , არის დაპირისპირებული ძალა და "აქ" ქვემოთ ამ ორი ძალის მომხრეთა სასტავები ... დანარჩენი ადვილია 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Seth said:

უფრო ხავერდოვან ცვლილებას გავდა, იმჰო. 

ნუ ეხლა მე პუტჩი დავუძახე სენიორ, თქვენ ხავერდოვანი ცვლილება მაგრამ ჩვენ არ ვიცით, წარმოდგენა არ გვაქვს რამდენად იყო ეს პუტჩი ხავერდოვანი, მაგალითად ძალიან გვიან საქართველოს მთიანეთში ამას მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია დასჭირდა მშიერი მთიელების წინააღმდეგ

და რა ამბები იქნებოდა იმ დროის მსოფლიოს უმდიდრეს არტერიებზე?

ამაზე რათქმაუნდა არავინ დაწერს და თუ ვინმემ დაწერა მოსპობდნენ კიდეც, ამისთვის დიდი დრო ჰქონდათ 2000 წელი ))

 

მარა ძღინკიანი საქართველოს რეგბის კავშირის პრეზიდენტობაზე რო ჯეელები თავებს ალეწავენ ერთმანეთს

მაგალითად ალექსანდრიის ტაძრებში რა ამბები იქნებოდა სენიორ? :gigi:

იმხელა რომი მოიმხეს სენიორ და ესაა ხავერდოვანი ცვლილება? საუკუნეები სიბნელეში ისხდნენ

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ნუ ეხლა მე პუტჩი დავუძახე სენიორ, თქვენ ხავერდოვანი ცვლილება მაგრამ ჩვენ არ ვიცით, წარმოდგენა არ გვაქვს რამდენად იყო ეს პუტჩი ხავერდოვანი

ესეც მართალია.

მე ვიგულისხმე ის რომ 2000 წლის მსოფლიო სამხედრო გადსტრილება/ომი არ მომხდარა ამ საკითხზე, თორემ თავებიც დააჭრეს და ბევრი გააუბედურეს კიდეც. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share