Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Eric

ეხლა ვკითხულობ აგერ მეჩეთში უკრაინა-სოფლელების ამბებს ნორს სტრიმთან დაკავშირებით. იკვეთება კონტურები ნელ-ნელა არა? თუ რაც მანდ წერია (ლინკი არ აქვთ მითითებული) მართალია, ე.ი. მინიმუმ ნაწილობრივ გარიგდნენ და უკრაინა მოაყოლეს :დ მერე ალბათ ჩვენს ბედსაც გავიგებთ, რომ აკურთხებენ მაგ ნორს სტრიმს, მერე. :(

Share on other sites

  • ფორუმელი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მწვანე შუქი აუნთო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მწვანე შუქი აუნთო. აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვიქტორია ნულანდის თქმით, შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს.

აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Deutschland said:

მართალი ყოფილა :დ ეგრე იცის ჩინეთში სირბილმა.

Share on other sites

7 საათის წინ, Seth said:

ე.ი. მინიმუმ ნაწილობრივ გარიგდნენ და უკრაინა მოაყოლეს :დ მერე ალბათ ჩვენს ბედსაც გავიგებთ, რომ აკურთხებენ მაგ ნორს სტრიმს, მერე.

ვერ გავიგე რას გულისხმობთ სენიორ.

გერმანია თავიდანვე გამოდიოდა ნორდსტრიმის პარალელურად უკრაინული ტრანზიტის შენარჩუნებაზე როგორც უკრაინის მეგობარი ))

ამერიკა ხო ისედაც უკრაინის ყველაზე ძველი მეგობარია ))

რაზე მორიგდნენ რეალში ღმერთმა იცის და ისე შორიდან ეს ამერიკის მარცხია, იქიდან გამომდინარე რაც ტრამპს სურდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ეგენი სენიორ ისედაც გარანტად გამოდიოდნენ, მაგრამ ვერ იმუშავა გარანტიამ შეცვლილი ვითარებისდა გამო. როგორც მოგეხსენებათ. 

აქაც იგივეა, უკრაინას დავეხმარებით ორივეს, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან არის სახის შენარჩუნება და ამერიკელებისთვის გაწვდილი ხელი, ნორდ სტრიმის მათი აღიარების სანაცვლოდ.

რეალურად კი ღმერთმა იცის 2 ვარიანტიდან რომელია სწორი დღეს

- ან გერმანელებმა მოიბეს ლოთები და გაურიგდნენ ანგლო-საქსებს ანტიჩინურ კოალიციაზე;

- ან ანგლოსაქსებმა მოიბეს ლოთები (ნორდ სტრიმის მწვანეთი + უკრაინით) და ჩააბავენ ანტიჩინურ ჰამბავში.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric@Seth

მგონი, ბებრებმა ჯიბეში ჩაიშვეს ამერიკული ისტაბლიშმენტი. 

აბა ეს მართლა ყოვლად ამოუხსნელი რაღაცაა, რაში აწყობდა ამერიკას ეს. 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Deutschland said:

აბა ეს მართლა ყოვლად ამოუხსნელი რაღაცაა, რაში აწყობდა ამერიკას ეს. 

რა სენიორ?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

რა სენიორ?

მაგ ტრუბის ამუშავება.

ასე რადიკალურად კურსის ცვლილება, როცა წინა ადმინკსტრწციამ ლამის ვენები გადაიხსნა მაგ ტრუბაზე. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   45 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 43 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(3)
    • t-90
    • Googlebot(1)