Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

დიოკლეტიანე გალერიუსმა წააქეზაო, ხო გქონდათ თეორია

არსად არ მქობდა წაქეზების თეორია. ადრეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ - დიოკლეტიანეს რელიგიური პოლისის ავტორი დიდი ალბათობით იყო მისი ცეზარი. ამას ვამბობ დიოკლეტიანეს შემდეგ გაბვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით რაზეც ზევით დავწერე.

1 საათის წინ, Moor said:

არანაირი მარტოხელა მმართველი ეგ არ ყოფილა. მაქსიმიანი და კონსტანტინე დიდის მამა სად წავიდნენ? 

არსად არ წასულან. დიოკლეტიანესვე მიერ განხორციელებული 4 პირის მმართველობის შედეგად იქვე იყვნენ. მარტოხელა მმართველი გახდა თავისივე კუთვნილ ტერიტორიაზე. 

1 საათის წინ, Moor said:

ეგ კონსტანტინეს უფრო აწყობდათქო

შეიძლება მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და არც აქვს კავშირი იმასთან რასაც აქ ვარჩევთ. კოწია გალერიუსთანაც და მის მემკვიდრე ლიცინიუსთანაც აქტიურად თანამშრომლობდა ჯასთ ბოლო პერიოდამდე. 

მოწყობით კი ქრისტიანულ სექტას ყველაზე მეტად აწყობდა და რა?

1 საათის წინ, Moor said:

საერთოდ კონსტანტინეს პრეტენზიებს მოყვა დიოკლეტიანეს მემკვიდრეობის და მართვის მოდელის განადგურება

ჰეჰე. მართვის მოდელის განადგურება რას ქვია? :დ მართვის მოდელი იგივე დარჩა, გარდა იმ კომპონენტისა რომ 4 პირის ნაცვლად მართავდა 1. საერთოდ, დიოკლეტიანეს მემკვიდრეობა გახდა იმის საფუძველი რომ ჯერ რომის და შე,დეგ ბიზანტიის იმპერიამ იმდენი ხანი იარსება. შესაბამისად არაფერი არ განადგურებულა, პირიქით.

49 minutes წინ, kvipriane said:

თქვენ წარმოიდგინეთ სერ, რომ კონსტანტინემ სწორედ ელენას დაავალა უფლის ჯვრის მოძიება და იერუსალიმის პატრიარქ მაკარისტან გაგზავნა 

გასაგებია სენიორ. როგორც ვთქვი ჰელენას საინტერესო როლი აქვს. და დიახ, სადაც გვხვდება სულ ქრისტიანებთან კავშირში გვხვდება. ჩემთვის ამას აქვს 2 ახსნა - 1. მაშინდელი ქრისტიანების პიარია - ნახეთ როგორ უვლის ქრისტიანობას კოწია, რომ დედაც კი ჩართული ყავს. 2. კოწიას თანხმობით ჰელენა არის ქრისტიანული სექტის მთავარი ლობისტი იმპერატორის კარზე.

49 minutes წინ, kvipriane said:

რაც შეეხება კონსტანტინეს, იგი როგორც წყაროები ირწმუნებიან სიკვდილის წინ მოინათლა, და ეს ჩემთვის გასაგები თემაა იმდენად რამდენადაც, ქრისტიანული წესით, მონათვლისას, მონათვლამდე არსებული უკლებლივ ყველა ცოდვა იხსნება ...

მე ეჭვი მეპარება რომ კოწიას ცოდვების მონანიება ადარდებდა :დ თუმცა გამორიცხვა არაფრის შეიძლება.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
42 minutes წინ, Seth said:

მოწყობით კი ქრისტიანულ სექტას ყველაზე მეტად აწყობდა და რა?

არაფერი არ ვიცით მათ შესაძლებლობებზე. ჯერ კიდევ ნაზარეველის თანამედროვეებს ქონდათ შანსი, რომში ლეგალური რელიგია გამხდარიყვნენ. მერეც მხოლოდ ქრისტიანებს ერჩოდნენ. ისიც პერიოდულად. ებრაულ-რომაული ომები და ქრისტიანების ამბებიც ხშირად ემთხვეოდა. რაღაც გავლენები სულ ქონდათ, როგორც ჩანს. ღარიბი ბომჟების კლუბი არ იყო არასდროს. რამდენიც არ უნდა ეშეიმინგებინა მდიდრები, მისი ცხედარი ჯვარცმის მერე მისმა მდიდარმა მოწაფეებმა გამოისყიდეს. მიმდევრებში მდიდრები თავიდანვე იყვნენ. 

ეგ კიარა, კვიპრიანეს კარგად ემახსოვრება. როცა ქრისტეს ამბავს განიხილავენ ფარისევლები, არავინ არ ახსენებს რომ ჭეშმარიტ რწმენასაა აცდენილი ან ხალხი გადაყავს ჭეშმარიტი რწმენიდან. რომ მივუშვათ თავის ნებაზე, მერე რომაელები მოვლენ და ყველაფერს წაგვართმევენო. და ჯობია, ერთი კაცი გავწიროთ, ვიდრე მთელი ხალხიო. ბოლოს ისე შეფუთეს, რომ ვითონ ერთერთმა მათგანმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე ხალხისთვის აღესრულებოდა და ეს ხალხს გააერთიანებდა. მაგის მერე გადასცეს რომს. მაგის მერე იწყება პირველი ებრაულ-რომალური ომიც და ქრისტიანობის გავრცელებაც რომში.  

 

Quote

 

არასწორად განვმარტავ ვითომ? 

47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? 48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. 49. ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, 50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. 51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. 52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად. 53. მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი. 54. ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით.

 

 

42 minutes წინ, Seth said:

ჰეჰე. მართვის მოდელის განადგურება რას ქვია? :დ მართვის მოდელი იგივე დარჩა, გარდა იმ კომპონენტისა რომ 4 პირის ნაცვლად მართავდა 1. საერთოდ, დიოკლეტიანეს მემკვიდრეობა გახდა იმის საფუძველი რომ ჯერ რომის და შე,დეგ ბიზანტიის იმპერიამ იმდენი ხანი იარსება. შესაბამისად არაფერი არ განადგურებულა, პირიქით.

1 საათის წინ, kvipriane said:

ხო, ოთხეულზე ვამბობდი, მეტი არაფერი :დ

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

5 საათის წინ, Moor said:

ისე მაგ პერიოდებშიც იყო შიდა გადაფორმატებები, არა? მეორეს მხრივ, ეგ განმანათლებლობა და ჰუმანიზმიც იარაღი იყო. 

მაგ, ინგლისს დაეხმარა იტალიური/კათოლიკური კლანებისგან ცალკე ცენტრი შეექმნა 

დიახ, აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით რეგიონალურ ფორმატირებებზე.

ეს საკითხი რაზეც ვსაუბრობთ კი გლობალურია.

1917 ში რუსეთი გადაფორმატდა, მანამდე საფრანგეთი, ინგლისიც მარა ეს მთლიანობაში იყო ერთი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეშ. საბოლოოდ ელიტა მაინც რჩებოდა ამ 2000 წლიანი იუდეურქრისტიანული ცივილიზაციის პარადიგმაში.

გლობალური ფორმატირება ყოველთვის (ალბათ/ლოგიკურად) იწყება ჰეგემონის ცენტრში და ცუნამის ტალღასავით ვრცელდება 360 გრადუსზე.

მაშინ როცა რეგიონული ფორმატირება მხოლოდ რეგიონს ეხება იგივე პრინციპით. ანუ საფრანგეთის გადაფორმატება არ ეხება ინგლისის ელიტას და პირიქით.

რომში რაც მოხდა მაშინ კი საბოლოოდ შეეხო ყველას.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ჰელენას საინტერესო როლი აქვს. და დიახ, სადაც გვხვდება სულ ქრისტიანებთან კავშირში გვხვდება.

დიახ მუსიე სეტ, ამას გავუსვი ხაზი სწორედ, ისეთი საპატრიარქო როგორიც იერუსალიმის საპატრიარქოა, არ არის უბრალო სუბიექტი, - რელიგიურად ამხელა რამ - ქრისტეს ჯვრის პოვნა - ეს ნიშნავს დიდ წინსვლას ყველა მხრივ, როგორც რელიგიურად , ისე ფინანსურად და ისე პოლიტიკურად, - ეს არის ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ რელიგიურ თანხმობას გულისხმობს, არამედ შემდგომი ნდობის წინაპირობას დიდი საქმეებისათვის ... 

ამგვარი ურთიერთობები როგორც სენიორ ერიკი ამბობს და ეს ასეცაა დამყარებულია ჭეშმარიტებაზე, ნდობაზე და ღირსებებზე

ხოლო ის პირველი საუკუნეების ქრისტიანი ეპისკოპოსები და მღვდელმთავრები სწორედ ასეთები იყვნენ, ზედმიწევნით ასრულებდნენ წმიდა წერილის მცნებებს, ხოლო ასეთებთან ურთიერთობას რა სჯობს, როდესაც შენს წინ პატიოსანი, წესიერი, ღირსეული, მშვიდი და მოაზროვნე ადამინია, რომელსაც ამხელა ავტორიტეტი აქვს და ყველას უყვარს ???, ასეთთან საქმის კეთება ერთი სიამოვნებაა ...

 

31 minutes წინ, Moor said:

კვიპრიანეს კარგად ემახსოვრება.

 

31 minutes წინ, Moor said:

47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? 48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. 49. ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, 50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. 51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. 52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად. 53. მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი. 54. ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით.

მანდ ისაა ნათქვამი სენიორ მურ, რომ ებრაელი მღვდელმთავრები პირველი საუკუნისათვის უკვე გამატერიალიზებულები იყვნენ უკვე, ღვთიური მათ თითქმის აღარაფერი ქონდათ შერჩენილი , - არა და, მესიის მოსვლას ძალიან დიდი ხანი ელოდა კაცობრიობა, ებრაელებს ეს კარგად ახსოდათ თავიანთი წინაპრებისგან და წინასწარმეტყველებისგან, რომ მპვიდოდა მესია და მათ იხსნიდა, რაც შეეხება ხსნას, ამის გაგება გადაუგვარდათ, ისინი ელოდნენ მხსნელს არა ისეთს როგორიც მოვიდა, არამედ ისეთს რომელიც მათ მთელს მსოფლიოს დაუმორჩილებდა და აქცევდა მათ მთელი მსოფლიოს ხალხების მეფეებად , - აი ესეთს ელოდნენ ... ის რაც მათ უფალმა შეთავაზათ, - მეორედ მოსვლამდე დაკმაყოფილებულიყვნენ იმ ქვეყანიური სასუფევლის სიამენით, და არა დედამიწის მათ ფეხ-ქვეშ განრთხმით , ეს არ აწყობდათ, ძალიან კარგად მიხვდენენ რასაც სთავაზობდათ, მაგრამ მიიჩნიეს იმად რასაც თქვენ ამბობთ, - რომ მოვლენ ჰრომნი და გაგვანადგურებენო ... მოკლედ, ცოტა გრძელი თემაა ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Eric said:

რომში რაც მოხდა მაშინ კი საბოლოოდ შეეხო ყველას.

ის რაც რომში მოხდა სენიორ ერთ დღეში, ერთ წელში და თუნდაც 10 წელში ხომ არ მოხდა, ამას გარკვეული დიდი დროის განმავლობაში ქონდა თავისი მოსამზადებელი პერიოდი , ასე არ არის ??? 

უბრალო რამაა, როდესაც უცხო ქვეყანაში საქმის კეთებას აპირებ, გჭირდება იმ ქვეყნის მოქალაქე, იგებ ამ ქვეყნის ტრადიციებს, ვინ რაზეა "სპასობნი", რომ იცოდე დაიჭიროთუ არა საქმე მათთან ... პირველი საუკუნეების ქრისტიანი მღვდელმთავრები კი როგორ ფიქრობთ ძნელი ამოსაცნობები იყვნენ ??? წაიკითხავ სახარებას და მიხვდები რაზე არიან ეს ხალხი "სპასობნი", ამიტომაც თუ ის მართალია რომ ვიღაცამ ისინი გამოიყენა გადაფორმატებისთვის, ეს ფაქტორი აუცილებლად ექნებოდა მხედველობაში ... დღეს კი ვინაა სანდო ??? ვისი იდეოლოგიაა სანდო ??? მარსელების ??? მწვანეების ??? წითლები ჩაფლავდნენ, კაპიტალიზმმა მოგჭამა ჭირი და რა ვიცი აბა ... რთული იქნება ქრისტიანობის სრული ჩანაცვლება, - ამას ამბობს უფალიც, ჩემს მეორედ მოსვლამდე ვერაფერს დააკლებენო ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

არაფერი არ ვიცით მათ შესაძლებლობებზე.

ვიცით. რომ არ ყოფილიყო ფინანსური, რელიგიური და პოლიტიკური გავლენების მქონე სექტა, არავის დასჭირდებოდა არც მათი დევნა, მერე მათი არდევნა, ედიქტები და მარაზმები :დ

ისიც კარგად ვიცით რომ მაშინდელი ქრისტიანობა დიდწილად დაფუძნებული იყო ბერძნულ ფილოსოფიურ სკოლაზე. ეს სკოლა კი ეგვიპტურთან ერთად წარმოადგენდა რომაული იმპერიის საფუძველს დასაბამიდან.

ჰელენა როგორც ქრისტიანების ფრანტი, ჯვრები ფარებზე და ანგელოზების გამოცხადებები ეს იგივეა რაც დღევანდელი სამების ტაძრის აშენება და ხელოვანთა წრის გადარჩენა, ხოლო ლიცინიუსის გოთებთან გაიგივება და წარმართობა კიდე ციხის კადრები.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, kvipriane said:

ეს ნიშნავს დიდ წინსვლას ყველა მხრივ, როგორც რელიგიურად , ისე ფინანსურად და ისე პოლიტიკურა

რა თქმა უნდა სენიორ.

Edited by Seth
Share on other sites

11 საათის წინ, Seth said:

ვიცით. რომ არ ყოფილიყო ფინანსური, რელიგიური და პოლიტიკური გავლენების მქონე სექტა, არავის დასჭირდებოდა არც მათი დევნა, მერე მათი არდევნა, ედიქტები და მარაზმები :დ

რომაელები არ დაინტერესდებოდნენ საერთოდ ქრისტიანებით ამ უკანასკნელებს რომ არ დაეწყოთ ძალაუფლების რესურსების ხელში აღება.

ის რომ მხოლოდ იკრიბებოდნენ და საყოველთაო სიყვარულს ქადაგებდნენ რომის კატაკომბებში ეს არის შემდგომი უკვე გამარჯვებული ელიტის ინტერპრეტაცია ფაქტების.

მე კი ასე მგონია რომ საყოველთაო სიყვარულთან და სათნოებასთან ერთად ქადაგებდნენ არ დამორჩილებოდნენ რომის სატნების მთავრობას

+ მსხვილ ლატიფუნდიებში მონების ამბოხებას და დაუმორჩილებლობას (არსებული ელიტის ეკონომიურ ბაზაზე დარტყმები)

+ საბოტაჟი სახელმწიფო აპარატში შეღწეული მომხრეებით რომლებიც მუშაობდნენ კონტრელიტაზე ტიპა "ქარხნები მუშებს მიწები გლეხებს"

ამან გამოიწვია რეპრესიები სახელმწიფო აპარატისგან. და ეს რეპრესირებულები შემდეგში გამარჯვებულმა თანამოაზრეებმა წმინდანებად შერაცხეს დროთა განმავლობაში.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   157 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 155 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • Googlebot(1)