Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

Posted (შესწორებული)

მოკლედ სენიორას და სენიორეს, შემთხვევი გადავაწყდი ე.წ "რომის კლუბს" გარკვეული მასალების ანალიზისას)) , საკმაოდ სერიოზული და პატივსაცემი ორგანიზაციაა დამეთანხმებით, უსერიოზულესი ასე ვთქვათ. მე აქამდე რაღაც პოლიტიკურ ფინანსური გაერთიანება მეგონა))) არ ვიცოდი რომ გამოგიტყდეთ მაგრამ როგორც სჩანს ეს კლუბი საერთოდ არაა დაინტერესებული პოლიტიკაფინანსებით)

არამედ კაცობრიობის განვითარების გლობალური მოდელირებითა და ანალიზითაა დაკავებული და შემდეგ მისი რეკომენდაციებით უკვე ხელმძღვანელობენ ყველა დანარჩენი.  თუმცა მაინც ვერაფერი გავიგე რა უნდათ? თქვენი აზრი მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის.

პირველი რამაც დამაეჭვა ეს დამფუძნებლები და სტაფია , ესაა აურელიო პეჩჩეი - იტალიელი სპაგეტი, შემდეგ თურქი ბერძენი და ავსტრიელი ებრაელი

აშკარად ბუდეა. ძველი ძველი უძველესი რომელიღაც პტოლემიდ ვენეციური მართვის ცენტრია.

 

პირველი რაცაა, ამათ შეკრებამდე, ესეიგი სანამ ეს ოთხი შპიკი ერთმანეთს გამოძებინდა პლანეტაზე ყველაფერი კარგად იყო, ნუ კარგად რა იყო ჭამდნენ და ღადრავდნენ ერთამენთს და ტყავს აცლიდნენ მარა ნუ ამბობდნენ მაინც რო

I მსოფლიო ომი ეს არის ბოლო ომი პლანეტაზე ...აწი ყველაფერი კარგად იქნება იმიტო რო ჭკუა ვისწავლეთ ...

II მსოფლიო ომი ბოლოა, ამის მერე ნათელი ეპოქა დგება ...

შემდეგ ფანტასტების ეპოქა უცხოპლანეტელების შმეოსევები რომელთაც წარმატებით ვიგერიებთ და ადამიანი იპყრობს მზის სისტემას გადის გალაქტიკიდან და

... ნუ მოკლედ წარმატებების თუ ეპიზოდური წარუმატებლობების მიუხედავად მომავალი ნათელია, საჭიროა მხოლოდ მოინმდომო იბრძოლო განათლება სწრაფვა + "სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ mc², ეF, ფუძე √ ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ! " >> ეს არაა მხოლოდ ციტატა ფილმიდან ეს იმ ეპოქის გამოძახილია!!!

 

და ამ ყველაფრის შემდეგ იკრიბება ეს ოთხი ოლიგოფრენი და ტრენდი უკუღმა ტრიალდება.  პლანეტაზე შიშიანობა იწყება მათ პროგნოზებს შეჰყურებს მთელი დასავლური სააბდლეთი >> პროგნოზები:

აფრიკაში ეროზიააა შიმშილი ამოხოცავს მთელს კონტინენტს , ტვ -ში გამუდმებით მიდის კადრები მშიერი მუცელგაბერილი აფრიკელი საცოდავი ბავშვების

არიქა აფრიკა კვდება მიწა ამოშრა და გახმა ვაიმე უი უი -

- >> რა შიმშილი რი შიმშლი? აფრიკა დღესდღეობით დემოგრაფიული აფეთქების ზღვარზეა , პრინციპში რაღა ზღვარზე?

ბოდიშით ეხლა თუ ბნვ ეებით არ დარბიან აფრიკელები და რესტორნებს არ იკლებენ.

>> 2020 წლისთვის პლანეტაზე სასმელი წყლის პრობლემა დადგება სახელმწიფოები ომებს დაიწყებენ წყლის გამო ერთმანეთში.

რაი? :))) გამომრჩა რამე?

>> ნავთი გამოილევა , ამოიწურება თვითმფრინავები ვეღარ იფრენენ და ჩამოცვივდებიან მანქანები აღარ იმუშავებენ

გლოფსტრიმი გაჩერდება და ამის გამო წყლის დონე აიწევს ნიუ იორკს ჩარეცხავს ლოს ანჯელესში და ლოს ანჯელესს ჩამოიტანს სანტ იაგოში

მშიერი ინდოელები შეცვივდვებიან მშიერ ჩინეთში და მერე ეს გაერთიანებული მშიერი ბანდა გადაირბენს ავსტრალიაში სადაც ისედაც მიწა იქნება გამომშრალი და წყალი დამშრალი და

მოკლედ ვუი ვუი ვუი

არცერთი პროგნოზი პატივცემული ოთხი ოლიგოფრენის დაარსებული კლუბის არ ახდა ჯერჯერობით მარა მაინც მაგას შეჰყურებენ პირდაბჩენილები

და რაც მთავარია

თუ ადრე ეს ბანდა მხოლოდ ჩვენ გვაშინებდა ძირითადად ანუ მესამე ქვეყნებს ჭ კლასს ანუ

ეხლა უკვე იმათაც დაერივნენ მთლად A კლასს

არიქათ

ძროხები გაზებს გამოჰყოფენ და ამის გამო ატმოსფეროში ოზონის ხვრელი დიდდება, ამიტომ ძროხები არ გვჭირდება

ხორცი კიბოს აჩენს და ძროხები ატმოსფეროს კლავენ ამიტომ მასიურად გადავდივართ მწერების ჭამაზე

ტარაკნები ათასნაირი მრავალფეხები და მატლები

სექსი , ესეიგი მამრის და მდედრის კონტაქტი იწვევს საშვილონოს კიბოს ქალებში და პროსტატის ანთებას კაცებში, + სიელმეს და ხელების კანკალს ზოგად გამოსირებასთან ერთად, აი სამაგიეროდ ლესბოსური და ჰომო სექსები რამდენიც გინდათ, სწევს სიმხნევეს ზოგად ტონუსს, წმენდს სისხლს და ნულამდე დაყავს პროსტატის კიბოს შანსი

ტრანსგენდერები მთლად უკეთესი, მათ სიჭარბეს შეუძლია ძროხების გაზების გამოყოფით გამოწვეული ოზონის ატროფიაც კი გააჩეროს

რაც შეიძლება მეტი ტრანსგენდერი, იქ სადავ ტრანსგენდერები ტრიალებენ მცენარეები უფრო ადრე და დიდი ზომის იზრდეება

მარა სანამ ტრანსგენდერების რიცხვი მცირეა მანამდე საშინელებებია მოსალოდნელი

გლობალური დათბობა ამერიკას ჩაძირავს ხოლო სკანდინავია ბრიტანეთი გაიყინება , იელოსტოუნი ამერიკას შუაზე გახლიჩავს დოლარის კურსი დაეცემა და მსოფლიო კოლაფსი დადგება ჰოლანდია წყალში აღმოჩნდება მოსკოვი დაიტბორება ...

 

მოკლედ რუსთავი2 ის საინფორმაციო რომ იწყებოდა წლები (კაი ხანი არ მიყურებია) დუ დუ დუმ დუმ დუმ (ეს ქუდის მუსიკა )და წამყავნი ქალბატონის პირველი სიტყვები მოსალმების შემდეგ -> N რეგიონში შვილმა დედა მოკლა , ხაშურთან ავტოავარიაში  აღათგან ხერხეულიძე ცხრა ძმასთან ერთად ტრაილერმა გადასრისა , გააუპატიურეს ... მოკლეს   .... დააღრჩვეს ... მანამდე სცემეს ... დუ დუ, დუ დუმ დუმ

 

ტერორისტები იქით ტერორისტები აქეთ, ადრე ტერორისტები მხოლოდ მდიდარ და გავლენიან ხალხსს ხოცავდნენ ეხლა სულ ღარიბებს და თავისნაირებს ხოცავენ! და ვაბშე პატარა კატერებით დარბიან და უზარმაზარ საოკეანო ლაინერებს აყაჩაღებენ ისე როგორც 90 იანებში მცხეთის გზაზე ჟიგულლებს

პანდემიები , ღამურა? ბაზარში ))) და ჩინეთში აღარაა პანდემია სამაგიეროდ გარეთ ყველას მოედო ხორვატიული შტამი , ეკვადორის სტამი, ბილ გეიტსის ლექციები ტარაკნებზე და ვირუსებზე და ჰეჰ ჯერ სადა ხართო - -გაისად ნახეთ ტყუილად გიხარიათ რო გადარჩითო :))))

 

მოკლედ, რა უნდათ?  და რა დაამშვიდებთ?

 

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, Eric said:

პირველი რამაც დამაეჭვა ეს დამფუძნებლები და სტაფია , ესაა აურელიო პეჩჩეი - იტალიელი სპაგეტი, შემდეგ თურქი ბერძენი და ავსტრიელი ებრაელი

 

შოტლანდიელთან ერთად. ისე ქართველებიც იყვნენ მანდ. ვიღაც გვიშიანი ხელმძღვანელობდა საბჭოთა ფილიალს :დ

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Moor said:

ვიღაც გვიშიანი ხელმძღვანელობდა საბჭოთა ფილიალს :დ

ჰეჰ, პირდაპირ ჯდება. )))

დჟერმენ გვიშიანი, ნკვდ -ს გენერლის მიხაილ გვიშიანის შვილი, სახელი "დჟერმენ" დაარქვა დერჟინსკის და მენჟინსკის საპატივსაცემოდ.

დანარჩენი წერტილწერტილ - 'ჩვენი' კაცია ) ანუ კლუბნიკია.

 

ჰოდა რა უნდათ? )

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

თუ ადრე ეს ბანდა მხოლოდ ჩვენ გვაშინებდა ძირითადად ანუ მესამე ქვეყნებს ჭ კლასს ანუ

ეხლა უკვე იმათაც დაერივნენ მთლად A კლასს

აშკარად კლასით "ამაღლებულან" ;) 

 

1 საათის წინ, Eric said:

მოკლედ, რა უნდათ?  და რა დაამშვიდებთ?

ორი ძველი მეთოდი უშველის ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

დჟერმენ გვიშიანი

მაგ კლუბში სხვა ქართველებიც იყვნენ (ცნობილი ბრეგვაძის მიმდევრები)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

ორი ძველი მეთოდი უშველის

ვაგლახ) მეთოდებს ჩვენზე იყენებენ და არა პირიქით სენიორ.

ონლაინ, kvipriane said:

მაგ კლუბში სხვა ქართველებიც იყვნენ (ცნობილი ბრეგვაძის მიმდევრები)

ვაჰ, ერთაოზ ბრეგვაძის?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ვაჰ, ერთაოზ ბრეგვაძის?

დიახ სენიორ , - ვინცხა მაგათნაირ აბდალას ვუსმინე ერთი წლის წინ , რაცხა მაგნეირი კლუბიდან ვარო ამბობდა და იმან დაასახელს გვარები, თუ ვიპოვნე მოგახსენებთ , მაგრამ - დარწმუნებული ხართ რომ მაგათ ვინმე ყურს უგდებს ??? ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

2 minutes წინ, kvipriane said:

მაგრამ - დარწმუნებული ხართ რომ მაგათ ვინმე ყურს უგდებს ???

ყურს უგდებსოო.

უსერიოზულესი კლუბია, თავისი მეგალაბორატორიებით სენიორ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share