Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს

Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით  საფონდო ბაზარზე გავიდეს. 

Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა განიხილოს აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“.

უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

 აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით.

Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი – ეს ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase  Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია.

წყარო: https://www.coindesk.com

 

The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   10 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 9 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(22)
    • Facebookexternalhit(59)
    • YandexBot(1)