Jump to content
×
×
  • Create New...

რომაული ელიტები და მათი ფრაქციები სპარტაკის ომისას და შემდეგ


York Ge
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
  1. საიდან გაუჩნდათ აჯანყებულებს ვეტერანი უნტერ-ოფიცრები და ოფიცრები?
  2. ვინ შეადგინა მათი შტაბი, საველე დაზვერვა, ანალიზისა და ზურგის სამსახურები?
  3. როგორ მოხდა, რომ ეს არმია თავისი ბრძოლისუნარიანობით სრულიად შეესაბამებოდა რომაულ არმიას?
  4. რატომ გასხვავდება ომის უკანასკნელი ბრძოლა (სილარიუსთან) ამ ომის სხვა დანარჩენი ბრძოლებისაგან ისე, თითქოს აჯანყებულების არმია საკუთარმა სარდლობამ მიატოვა?
  5. რატომ არ აქცევდა რომი ამ აჯანყებას ყურადღებას ვარინიუსის დამარცხებამდე და რატომ მიანიჭა მას უმაღლესი პრიორიტეტი ამის შემდეგ?
Share on other sites

  • ფორუმელი

ცნობილია (ან ითვლება, რომ ცნობილია) სპარტაკის კილიკიელ მეკობრეებთან კავშირების შესახებ. კილიკიის გუბერნატორი (პროკონსული) იყო ლუკულუსი, რომელსაც კარგი ურთიერთიბა ჰქონდა მეკობრეებთან, არაფერში უშლიდა ხელს და იყენებდა მათ ფლოტს საკუთარ ინტერესებში.

სხვა დამთხვევებია:

ძვ. წ. 74 წელი: ლუკულუსი კონსულია, იწყება სპარტაკის აჯანყების მომზადება

ძვ.წ. 73 წელი: რომის კონსული ლუკულუსის ძმაა, რომი არ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას სპარტაკის ომს

ძვ. წ. 72 წელი: ლუკულუსმა უკვე დაამარცხა მითრიდატე, მაგრამ არ ასრულებს ომს. რომში არმიითურთ დასაბრუნებლად მას მხოლოდ საბაბი ესაჭიროება. სპარტაკი ანადგურებს ორ კონსულარულ და ერთ პროკონსულარულ არმიას

ძვ. წ. 71 წელი: რომის სენატი წყვეტს ლუკულუსის სამხედრო, ფინანსურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას

ძვ. წ 70 წელი: აჯანყება დამარცხდა. ლუკულუსს ჩამოართვეს ჯერ აზიის პროკონსულობა, მერე კილიკიის და, ბოლოს, ბითვინიისა.

 

ასეთია დამთხვევები.

Share on other sites

  • ფორუმელი

პოსტულატის სახით რომ ვთქვათ, სპარტაკის არმია იყო სტანდარტული რომაული არმია, რომლის ბირთვსაც შეადგენდა ან მოკავშირეთა ომის დროს დამარცხებულები, ან... სულას ვეტერანები.

Share on other sites

  • ფორუმელი

პატივცემულო იორკ,

მე პირადად რომ მოგყვეთ, აქტიურად დამჭირდება გუგლი და ცოტა მეტი თავისუფალი დრო :user:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Say_or said:

მე პირადად რომ მოგყვეთ, აქტიურად დამჭირდება გუგლი და ცოტა მეტი თავისუფალი დრო

მეც იგივე მესაჭიროება იმისათვის, რომ უფრო ვრცლად დავწერო :)

Share on other sites

  • ფორუმელი

ლუკულუსის მოტივი ჩანს შემდეგი დაშვებებიდან:

  • პერპერნა ოდნავ ნიჭიერი გენერალი რომ ყოფილიყო, პომპეუსი და მეტელუსი კიდევ ერთი წლით შეყოვდებოდნენ ესპანეთში
  • სპარტაკს რომ კრასუსი დაემარცხებინა, რომი მხოლოდ ლუკულუსების არმიების ამარა რჩებოდა
  • ასეთ შემთხვევაში ლუკულუსი დაბრუნდებოდა არმიით და გადააფორმატებდა ავტორიტეტდაკარგულ რომაულ ელიტას სურვილისამებრ
  • რადგან პომპეუსმა მოასწრო იტალიაში დაბრუნება, კრასუსის განადგურება მხოლოდ დაარღვევდა ბალანსს მეტელუსების სასარგებლოდ. შესაბამისად, აჯანყებულები განადგურდნენ ისე, თითქოს მათ აღარავინ მეთაურობდა

შესაძლოა, სწორედ ასეთი "ჩაწობილი" ბრძოლის გამო არ მიანიჭეს კრასუსს ტრიუმფი

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

სპარტაკის ომის ერთ-ერთი შედეგი სულას კონსტიტუციის გაუქმება იყო გამარჯვებული ოპტიმატების (!) მიერ. ითვლება, რომ სულა ოპტიმატების ბელადი იყო, მაგრამ რატომ ითვლება ასე?

  • მართალია, რომ სულამ პრაქტიკულად გაანულა სახალხო ტრიბუნების უფლებამოსილებები, მაგრამ სახალხო ტრიბუნის პოსტი დიდი ხანია, პატრიციატის მიერ იყო "დაჰაკული"
  • სულამ საკუთარი თავი გამოაცხადა მუდმივ დიქტატორად, ანუ, გააკეთა ის, რაც ძალიან არ უყვარს ოლიგარქიას და მოწონს პლებსს. ცუდად ორგანიზებული პლებსი სიამოვნებით უჭერს მხარს დიქტატორს, რადგან მხოლოდ მისი დახმარებით შეუძლია ოლიგარქიის კონტროლი. პლებსი არასდროს იბრძვის თავისუფლებისათვის. იგი იბრძვის სამართლიანობისათვის, რაც, სხვა რამეებთან ერთად, მოიცავს ქონების გადანაწილებასაც. რით შეუძლია ოლიგარქიას ამასთან დაპირისპირება? თავისუფლებისათვის ბრძოლის ლოზუნგით. "ვის გინდათ იყოთ მაძღარი მონა? არავის? მშვენიერია! გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!"
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ოპტიმატები და პოპულარები ერთმანეთისაგან მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მეთოდებით განსხვავდებოდნენ
  • სულას ახალგაზრდობას თუ გავიხსენებთ, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა მას თბილი გრძნობები ნობილიტეტის მიმართ მაშინ, როდესაც მისი ახალგაზრდობა გამწარებული იყო ნობილების მიერ მისი იგნორირებით. სულამ მოღვაწეობა დაიწყო პოპულარების ფრაქციაში, სადაც დაწინაურდა მისი ქვისლის, გაიუს მარიუსის დახმარებით. მისი გადასვლა ოპტიმატების ფრაქციაში წააგავს დემოკრატი ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის კონტროლის ხელში ჩაგდებას და ტრადიციული დისკურსის ჩანაცვლებას დემოკრატიული პარტიის შედა დაპირისპირებით
  • სულამ შეასუსტა ნობილების ტრადიციული კლანების გავლენა სენატორების რაოდენობის გაორმაგებით. გარდა ამისა, სენატორობა მოიპოვებოდა ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცითაც, თუ ლეგიონერები თანამებრძოლს corona civica-ს მიანიჭებდნენ
  • სულას გადადგომა მთლად ნებაყოფლობითი არ ყოფილა. მისი დაპირისპირება ოპტიმატებთან გაცხადდა მას შემდეგ, რაც მაშინ სრულიად ახალგაზრდა კატონ უმცროსმა საჯაროდ დადო ფიცი, რომ დიქტატორს საკუთარი ხელით მოკლავდა. შემდეგ სულასთან დაპირისპირება ღიად დააფიქსირეს კატულუს კაპიტოლინუსმა და მეტელუს პიუსმა, ხოლო პომპეუსის განდგომის შემდეგ ოპტიმატების ხელში აღმოჩნდა ვეტერანების არმიაც. დიდი ალბათობით, სულა შეძლებდა ამ კოალიციის დამარცხებას, მაგრამ უკვე დემობილიზებულია არმიის არწივებქვეშ გამოხმობა, განსაკუთრებით მისი (სულას) ავადმყოფობის პირობებში, პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში, სულა გაერიდა დაპირისპირებას, მაგრამ მის ერთგულ ლუკულუსს დიდი დიქტატორის პოლიტიკური დღის წესრიგი კარგად ახსოვდა
  • საბოლოო ჯამში, სულას პროგრამა კეისარმა და ავგუსტუსმა განახორციელეს. გულისხმიერმა მარიუსმა კეისარს იუპიტერის ფლამინობა (Flamen Dialis) მიანიჭა და ეს სტატუსი გამორიცხავდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორე მხრივ, თუ ფლამინი პომერიუმის გარეთ 48 საათს (თუ სწორად მახსოვს) გაატარებდა, მისი სტატუსი ნულდებოდა. კეისარს პოლიტიკური კარიერის დასაწყებად ესაჭიროებოდა ფლამინების კოლეგიის დატოვება ისე, რომ ხალხს ასეთი რამ მკრეხელობად არ ჩაეთვალა. სულამ მაშინვე ამოიღო კაისარი პროსკრიფციებიდან, როგორც კი ეს ვადა გავიდა და სულასვე მიღებული კანონის საფუძველზე გახდა კეისარი სენატორი.

 

Edited by York Ge
Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/23/2020 at 9:32 PM, York Ge said:

პოსტულატის სახით რომ ვთქვათ, სპარტაკის არმია იყო სტანდარტული რომაული არმია, რომლის ბირთვსაც შეადგენდა ან მოკავშირეთა ომის დროს დამარცხებულები, ან... სულას ვეტერანები.

რატომ რომაული და არა ელინური? პონტო არ იყო აქტორი მაშინ?

ადრე ერიკს @Eric ქონდა სპარტაკზე თემა და რაღაც მსგავს ინფოს წავაწყდი ზერელედ გადაგუგვლისას. https://forum.ge/?showtopic=35114132&f=&st=15&#entry55205351

 

პს. @York Geეს თემა რომ საჯაროდ განვიხილოთ, რა დაშავდება? მეტი შანსია დისკუსია გამოვწვიოთ. გაოფებით ისედაც ვერავინ გააოფებს აქ. მაგ, შეგვიძლია ისტორიის განყი შევქმნათ და იქ გადავიტანოთ.

შემიძლია მოდერის ფუნქცია ჩაგირთოთ და საკუთარი თემების მოდერირებასაც გაგიმარტივებდათ და ბადესაც დაეხმარებოდით. 

აქ სხვა მომენტიცაა - კლუბებმა ვერ გაამართლა მაინცდამაინც ტექნიკურად, ვერც პრაქტიკულია და აღებას ვფიქრობთ :esraaris:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share