Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%

რუსეთის ბანკის მმართველის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის წარმოებისათვის გაშვებული პროტოკოლის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბანკის მიზანია 2022 წლიდან კრიპტოვალუტა სატესტო რეჟიმში გაუშვას.

აღნიშნული განცხადება მოსკოვში მიმდინარე ეკონომიკური სკოლის ფორუმზე გააკეთა ზობოტკინმა. მან თქვა, რომ პროტოტიპი საცდელ რეჟიმში გაეშვება, ამიტომ რეალურ გარიგებას არ განახორციელებს, მაგრამ უფრო მეტად გახდება ეკოსისტემის მშენებლობის საწყისი წერტილი.

”ამ პროტოტიპის საფუძველზე, ჩვენ, მომავალ წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ”,- აღნიშნა ალექსეი ზაბოტკინმა.

როგორც ცნობილი იყო, რუსეთის ბანკმა სტაბილკოინის შექმნის შესახებ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რა დროსაც გამოაქვეყნა საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ.

2021-ს დასაწყისში ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ ახალი კრიპტო პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს დიდ რისკებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰაკერულ თავდასხმებთან და თაღლითობასთან. შესაბამისად, მათ გადაავადეს მიმდინარე პროექტი, რათა შეძლონ პროგრამის დახვეწა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა.

The post რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)