Guest Merlin Posted 11 მარტი, 2021 Posted 11 მარტი, 2021 რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტნიკმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბანკი ციფრული რუბლისთვის პლატფორმის პროტოტიპის ამოქმედებას აპირებს, მისი ტესტირება კი 2022 წელს დაიწყება. „ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპის წარდგენას შევძლებთ – ტექნოლოგიური პლატფორმის, რომელიც „ხელშესახები“ იქნება, მაგრამ მის ფარგლებში რეალური ტრანზაქციების განხორციელება ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი, ამ პროტოტიპის ბაზაზე, მისი სრულყოფის გათვალისწინებით, უკვე დავიწყებთ ტესტირების რაუნდებს.“ ცოტახნით ადრე პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამაც. მან თქვა, რომ მიმდინარეობს თავად ციფრული რუბლის კონცეფციაზე მსჯელობა. პლატფორმა სავარაუდოდ ორდონიანი იქნება – კომერციული ბანკები მის გამოყენებას კლიენტების მომსახურებისთვის შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, ნაბიულინამ ციფრული რუბლის ტესტირების შესაძლებლობა უკვე 2021 წელს დაუშვა. როგორც ჩანს, აქტივის კონცეფციის განხილვისა და პლატფორმის ამოქმედების ვადები გაიწელა. წყარო: https://bits.media The post 2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა