Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა

Recommended Posts

  • ფორუმელი

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა გასცა.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგობის გაწვევის შემთხვევაში სასამართლო პროკურატურას ძალის პროპორციულად გამოყენებით, მასალების იძულებით ამოღების საშუალებას აძლევს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ პროკურატურას არა ჩანაწერები, არამედ კონვერტი და ელექტონული მატარებელი აინტერესებს.

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. ასევე, გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მოსამართლის განჩინება

TV პირველის წამყვანი და მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება იძულებით მასალების ამოღებაში. მისივე თქმით, პროკურატურის მიზანია, დაადგინონ წყარო და არა უშუალოდ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ფაქტები.

ყველაზე გასაოცარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურას ეუბნება, რომ კონვერტზე და ელექტრონულ მატარებელზე, ამოღების უფლებას გაძლევო, მაგრამ თუ ვერ ამოიღებო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენეთ იძულებითი პროპორციული ზომაო. რას ნიშნავს, ანუ პროკურორები შემოიჭრებიან ტელევიზიაში და დაიწყებენ კომპიუტერებში ძებნას, კიბეს მოადგამენ თუ ნიუსრუმებს გაჩხრეკენ”, – ამბობს ნოდარ მელაძე. 

“ტვ პირველში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? აბა, გაბედეთ!” – ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისი თქმით, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს.

უგულავას თქმით, თავისუფალ მედიაზე შტურმი რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.

“მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა”, – ამბობს უგულავა.

JGiWEirriJHcV.thumb.jpg.e9d7aacd7d1d4f68a8c5c9b7da073f84.jpg

JGiLLijjiJHYl.thumb.jpg.3ad410c951de9c0c2985735fb53a84ee.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Moor said:

:idea: აი ყოჩაღ :დ მოფიქრება ხომ უნდა ამას? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

აი ყოჩაღ :დ მოფიქრება ხომ უნდა ამას?

მემგონი ქოცებს "ფარაონის" მოშორება თავად უნდათ ;) 

უჩალიჩებენ ნელ-ნელა ....

არა და გამოჩნდა ვისი "კოსვენნა-სანქცირებულიც" არის მაგ კადრები : - ... ბიძიკო, 12 საათში შეხვედრაზე მიღებულ შეთანხმებას თუ კიდე დაარღვევ, სხვა და მეტი კადრებიც არსებობსო" ... და მგონი გაიგეს ამგენმა, - დილას შნირ-ღარიბამ , - მზად ვართ დასალაპარაკებლადო ....

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

როგორც არ უნდა იყოს სენიორ, ეს ვინც მოიფიქრა ან ქლიავია და/ან მავნებელი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Seth said:

როგორც არ უნდა იყოს სენიორ, ეს ვინც მოიფიქრა ან ქლიავია და/ან მავნებელი

დიახ მუსიე, ესაა - მელია დვა ;)

მოასწრებენ ??? ... (სანამ ი მესენჯერი კაცი ჩამოვა მანამდე უნდა მოასწრონ, თორე მერე, ფლეშკის ამოღება კი არა მელიასაც გამოაშვებნებენ და რურუასაც)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

მოასწრებენ ?

გააჩნია ის ვაიჟურნალისტი რეალურად იმუქრება თუ არა :დ 

ისე ნოდარა მელაძე რომ ამ დღეში ჩაგაგდებს უნდა დაიხურო ქუდი და ცხვარში წახვიდე :roll:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Seth said:

გააჩნია ის ვაიჟურნალისტი რეალურად იმუქრება თუ არა :დ 

ისე ნოდარა მელაძე რომ ამ დღეში ჩაგაგდებს უნდა დაიხურო ქუდი და ცხვარში წახვიდე

:) დიახ ...

ის ვაიჟურნალისტი არ ვიცი, მაგრამ ინგულია იმუქრება, ზემოთ არ წაიკითხეთ ??? მოდით აბა თუ ბიჭები ხართო ;)

ისე , ინგა დიდი ძალაა ,,,

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 მარტის განჩინებით პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ 6 მარტს ეთერში გასული ფარული ჩანაწერების საქმეზე კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელევიზიისთვის გადაცემული „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის“, აგრეთვე იმ კონვერტის/შეფუთვის ამოღების უფლება მისცა, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული.

„საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა“, – ვკითხულობთ  ტელეკომპანია პირველის მიერ დღეს გასაჯაროებული განჩინებაში.

ამავე განჩინებით, საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია პირველიდან სასურველი მასალის ამოღებისთვის 30 დღიანი ვადა აქვს. განჩინების გასაჩვრება ერთჯერადად, აღსრულებიდან 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ტელეკომპანიის პასუხი

„ტელეკომპანია პირველის“ პროდიუსერი, ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ პროკურატურა ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევით არ ინტერესდება და ტელეკომპანიისგან, მხოლოდ იმ ნივთების ამოღებას ითხოვს, რითაც მათ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა“ გადაეცათ. აღნიშნული მას უჩენს ეჭვს, რომ საგამოძიებო უწყება „პირდაპირი და ირიბი ხერხებით“ წყაროზე გასვლას ცდილობს.

„ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი, როგორც პირადპირ არ ვუთხრათ წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელაძემ.

მელაძის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რა კონვერტს ითხოვს გამოძიება. „განჩინებაში მოყვანილი გარემოებები, რასაც ისინი ითოხვენ, ბუნებაში არ არსებობს“, – განმარტა მელაძემ და დაამატა, რომ იგი არ აპირებს იმის თქმას, თუ „როდის, რა ვითარებაში და ვისგან“ მიიღო მასალა.

მელაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურას შეეძლო ტელეკომპანიისთვის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოცემული მასალების გადაცემის მოთხოვნით მიემართა, თუმცა ასე არ მოიქცა, წავიდა სასამართლოში და მისგან ტელევიზიაში „ძალის გამოყენებით“ შესვლის უფლება მოითხოვა.

„[გენერალური პროკურორი] ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მისი მოტივი არის ტერორი, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან, რომ ამ ქვეყანაში დააშინონ და გააჩუმონ [კრიტიკული] მედია“, – თქვა ნოდარ მელაძემ.

იურისტების შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელი დირექტორი ნიკა სვიმონიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინება პროკურატურას „ტელეკომპანია პირველში“ შესვლისა და „ჩხრეკა-ამოღების“ ჩაატარების შესაძლებლობას აძლევს.

მისივე შეფასებით, ამ ფორმით, ტელეკომპანიაში შესვლის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგანაც პროცედურულად პროკურატურას სასურველი მასალის მიღების მოთხოვნით ჯერ ტელეკომპანიისთვის უნდა მიემართა, სასამართლოში კი – მოხლოდ უარის შემთხვევაში წასულიყო.

„ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არის პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და თუ სასამართლო განჩინება ან, ზოგადად, სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება იძლევა იმის საშუალებას, რომ გავიდეს წყაროზე, ეს პირდაპირ იქნება, თუ [ირიბად] არ არის კანონის შესაბამისი“, – დაამატა მან.

პროკურატურის გამოხმაურება

პროკურატურა უარყოფს ტელეკომპანიაში „შეჭრის“ გეგმის შესახებ „გავრცელებულ ინფორმაციას“ და განმარტავს, რომ ეს არის „სიცრუე“, რომელიც „ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.

მიუხედავად ჟურნალისტების უფლებისა, რომ „არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი [თუ] დოკუმენტი“, პროკურატურა იმედოვნებს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უზრუნველსაყოფად, „ტელეკომპანია პირველი“ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლებს და მათ ხელთ არსებულ ფარულ ჩანაწერებსა და „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას“ წარუდგენს.

რას ამბობს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის, პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით: მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება – ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით: „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება“.

ამბის წინაისტორია

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებშიც ისმის, რომ ბიძინა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დამცირებას, დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების მიხედვით, იგი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო და განმარტა, რომ მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზებიც.

ასევე წაიკითხეთ:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   200 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 198 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(14)
    • Safari(1)
    • t-90