Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

      Полевой цветок
      В лучах заката меня
      Пленил на миг.

 

 

      Притихли травы,
      Некому больше слушать
      Шелест ковыля.

 

 

      Ты проснись скорей,
      Стань товарищем моим,
      Ночной мотылек!

 


      Вновь выпил вина,
      А все никак не усну,
      Такой снегопад.

 

ჰაიკუებში ბოდიალი რომ ნეტარებაა დამვიწყნია თურმე, კითხულობ და წარმოსახვაში მოგზაურობ ...

Спать бы у реки
Среди пьянящих цветов
Дикой гвоздики.

 

      Прощайте, вишни!
      Цветенье ваше мой путь
      Теплом согреет.

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/07/amerikelebi.jpg

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

 

რობერტ ფროსტი

 

თავისდამღწევი

 

დევნილს არა ჰგავს – თავს კი აღწევს, თავისდამღწევი.

ვერ დაინახავ, მოიბრიცოს უკან კისერი.

შიში ზურგსუკან კი არ მისდევს, გვერდით მიყვება

რომ მხარზე ხელი დაჰკრას, მისი გზა და მიზანი

ოდნავ შეირყეს, მაინც სწორი, როგორც ისარი.

პირი გზისკენ აქვს. და თვითონვე არის მდევარი.

მაძებარია, თავის გზაზე რომელიც ისევ

მაძებარს ეძებს, გადაკარგულს სადღაც შორეთში.

და სხვაც, ვინც ეძებს, ისევ ეძებს იმ მეორეში

მაძებარს. დევნის დევნაშია მთელი ცხოვრება.

მომავალია, ხელუკუღმა მის აწმყოს რაც წერს.

სწრაფვის ჯაჭვია უსასრულოდ გადაჭიმული.

 

 

ადრიანა რიჩი

 

მამიდა ჯენიფერის ვეფხვები

 

მამიდა ჯენიფერის ვეფხვები ჩარჩოს ნახტომით ავსებენ.
მწვანე სამყაროში უბრწყინავთ თვალები ტოპაზის არსებებს.
მათ შიში არ აქვთ ხეებთან ჩასაფრებული კაცების.
მიწასაც არ ეხებიან მედიდურობის ასლები.

მამიდას მფრთხალი თითები ტანჯვით დართული მატყლიდან
სპილოს ძვლის ნემსში უყრიან ძაფს და ძაფივით გაწვრილდა
გულიც. ბიძიას ნიშნობის ბეჭედი მსხვილი კარატით
სიმძიმედ აწევს ზემოდან მამიდა ჯენის არათითს.

როცა მამიდა მოკვდება, გულხელს დაიკრეფს წარსული,
ჩამოცვივდება ხელები, თმენისგან ბეჭედდასმული.
ტილოდან გააგრძელებენ მისი ნაქარგი ვეფხვები
თვალებში თვალების გაყრას უშიშრად, პირგამეხებით.

 

დილან ტომასი

 

ნუ წახვალ მშვიდად იმ გრძელ ღამემშვიდობისაში

ნუ წახვალ მშვიდად იმ გრძელ ღამემშვიდობისაში.

ასაკსაც წვა და ღელვა მართებს დაღამებამდე.

ხმა აიმაღლე მომაკვდავი სხივის წინაშე.

 

თუმც ყველა ბრძენი ხედავს, ბოლოს ბნელი იმარჯვებს,

რადგან ბასრ სიტყვას ძალუძს მხოლოდ წამით ელავდეს,

მშვიდად არ წავლენ იმ გრძელ ღამემშვიდობისაში.

 

კეთილ ხალხს, ბოლოს გულდაფლეთილს იმის ხილვაში,

როგორ ფარავენ სათნოებას სარეველები,

ბრძოლა სწყურიათ მომაკვდავი სხივის წინაშეც.

 

შმაგნი, ფრენით რომ მზესაც შეწვდნენ და მის ბრწყინვაში

იმღერეს, თუმცა გლოვად ექცათ ეს გაგელვება,

მშვიდად ვერ წავლენ იმ გრძელ ღამემშვიდობისაში.

 

პირმოქუფრულნი, სიკვდილის წინ ცრემლის სიმლაშით

სტირიან ჩავლილ, დაუნახავ ბედნიერებას,

ვერ ნებდებიან მომაკვდავი სხივის წინაშე.

 

შენც, მამაჩემო, გთხოვ, ამ მაღალ მწუხარებაში,

დამწყევლე, მლოცე, გადმოღვარე, რაც გემეტება.

ნუ წახვალ მშვიდად იმ გრძელ ღამემშვიდობისაში,

ხმა აიმაღლე მომაკვდავი სხივის წინაშე.

 

სილვია პლათი

შემაწუხებელი მუზები

დედა, დედა, რომელ უზნეო დეიდას,

ნეტავ რომელ დაბრეცილ, გონჯ ბიძაშვილს

დაუდევრობით არ გაუგზავნე მოსაწვევი

ჩემს ნათლობაზე, რომ მან სანაცვლოდ

აი, ასეთი ქალბატონები გამომიგზავნა –

თავებს საკემსი კვერცხებივით რომ აქნევენ

და აქნევენ და აქნევენ ჩემს პაწია ფეხებთან, თავთან,

სარწეველას მარცხენა მხარეს დამდგარან აქვე.

 

დედა, ნეტავ ვინ შეუკვეთა ძველი ამბები

მიქსი ბლექშორტის, გმირული დათვის,

დედა, ვისი ალქაჯებიც სულმუდამ, მუდამ

ჯანჯაფილის თაფლაკვერებში ცხვებოდნენ, ნეტავ

თვალი თუ მაინც მოგიკრავს მათთვის, თუ ბუტბუტებდი

სიტყვებს, რომ სამი ქალბატონი ამრიდებოდა

ჩემი საწოლის გარშემო რომ ყოველღამ თავებს

აქნევენ უთმოს, ამოკემსილს, თვალების და პირის გარეშე.

 

ქარიშხალისას, როცა მამის კაბინეტის

თორმეტივე ფანჯარა შიგნით იზნიქებოდა,

როგორც ბუშტები გასკდომის წინ, გვკვებავდი ტკბილი

ორცხობილებით, ხორბლის წვენით მე და ძამიკოს

და შენს ხმას ჩვენსას აყოლებდი მხიარულ ქოროდ:

„თორი გაბრაზდა: ბუხ ბუხ ბუხ

თორის ქუხილზე აბა ვინ წუხს!“

მაგრამ ამ სამმა ქალმა მინები შემოამსხვრია.

 

როცა სკოლაში გოგონები ბზრიალებდნენ ფეხისწვერებზე,

აციმციმებდნენ თვალებს, ფარნებს,

უმღეროდნენ ციცინათელებს, მე არ შემეძლო

ფეხის განძრევა და ჩემს მბზინავ ქვედაბოლოში,

ასე, ტერფებდამძიმებული, განზე ვიდექი,

ჩემი დაღვრემილთავებიანი ნათლიებისგან

დაცემულ ჩრდილში. და შენ ყვიროდი და ყვიროდი:

მაგრამ ჩრდილი იწელებოდა და ფარავდა ყველა სინათლეს.

 

დედა, შენ მე ფორტეპიანოს გაკვეთილები ამაღებინე,

ჩემს ორნამენტებს, წკრიალა ხმას ასხამდი ხოტბას,

თუმცა ყველა მასწავლებელი იმავეს გრძნობდა –

რაღაც უცნაურ გახევებას, მთელი სპექტრის მიუხედავად

და თუმცა მრავალ გაკვეთილზე ყური ვაწვალე,

ბგერისთვის ისევ ყრუ ვიყავი, უსწავლებელი.

და მე მასწავლეს, მე მასწავლეს, სხვაგან მასწავლეს

მუზებმა, შენ რომ არასოდეს გიქირავია შვილისთვის, დედა.

 

ერთ დღესაც ასე გავიღვიძე, შენ დაგინახე,

დედა, თავსზემოთ ტივტივებდი ცისფერ ჰაერში,

ხასხასა ბუშტი მილიონი ყვავილით ენთო,

ლურჯი ჩიტები შემორტყმოდნენ, რომლებიც არსად,

არასდროს, არსად, არასოდეს არ არსებულან.

ციცქნა პლანეტა მიცურავდა საპნის ბუშტივით,

ვიდრე იდექი ზედ და მიხმობდი.

მე კი აქ დავრჩი, მარადიულ თანამგზავრებთან.

 

ახლა დღისითაც და ღამითაც, თავთან, მხართან, ფეხებთან დგანან

მარად ფხიზელნი, ძველებურად, ქვის მანტიებში,

ცარიელი აქვთ სახეები როგორც იმ დღეს, როცა მე გავჩნდი,

დაგრძელებიათ ჩრდილები და ამ ჩრდილში გაჩრილ

მზეს ვხედავ, რომ ვერც ამოდის და ვერც დაბლა ჩადის.

აი, ეს არის ის სამეფო, რომლისთვისაც ამქვეყნად მშობე,

დედა. ასეა. მაგრამ ჩემმა შუბლმა, თვალებმა

იციან, როგორ არ უნდა გასცენ სამუდამო თანამგზავრები.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/07/ilia-chanturia.jpg

შენიშვნები

ისინი ამბობენ:

ჩვენ განვვლეთ ცხოვრების გზა,

ჩვენ გადავლახეთ მრავალი ბარიერი,

ჩვენ ვიცხოვრეთ,

ახლა კი დროა ჩამოვჯდეთ და ვთქვათ,

ჩვენ რამდენიმე შენიშვნა გვაქვს თქვენს მიმართ და უნდა გაგვიგოთ,

პირველ რიგში,

უნდა იყოთ კეთილები, თუკი ხართ უპოვრები, თუკი ხართ ღარიბები.

 

ისინი ამბობენ:

უნდა მოიქცეთ დადგენილი ეტიკეტის მიხედვით, რა საჭიროა ბღავილი და ყვირილი ფულის თხოვნისას,

ფეხებზე ჩამოკიდებებზე არც ვლაპარაკობთ.

 

ისინი ამბობენ:

ამაზრზენია!

მოიქეცით ისე როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან,

რა საჭიროა შეფურთხება ფულის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რა საჭიროა ეს ყველაფერი.

ისინი ამბობენ:

ჰიგიენა! ჰიგიენა დაიცავით ხოლმე,

ქუჩები ყარს თქვენი სუნით!

 

ისინი ამბობენ:

საერთოდ არ გვიხბლავს თქვენი ქცევები, ვეღარ დაიმსახურებთ ჩვენს სიმპატიას,

ალბათ ხვდებით, რომ გჭირდებით.

 

ისინი გვირჩევენ:

შეიცვალეთ!

 

ისინი გვსაყვედურობენ:

სიჩუმე! სიჩუმე! სიჩუმე!

 

ისინი გვიფრთხილდებიან:

ნუღარ! ნუღარ!

ვეღარ შევთანხმდებით!

 

ჩვენ კი არ ვჩუმდებით და მაღალ ხმაზე გავყვირით:

მათ ეშინიათ! მათ ეშინიათ!

მათ ეშინიათ ჩვენი!

 

ჩვენ ეს უკვე ვიცით და ვამბობთ ამაყად:

ბოლო სიტყვა ჩვენი იქნება!

ბოლო ტყვია ჩვენგან იქნება!

ბოლო წერტილს ჩვენ დავსვამთ!

„უკანასკნელი მომენტი მაინც ჩვენ გვეკუთვნის –

აგონია ჩვენი ტრიუმფია!“

გვჯერა!

 

 

***

უთხარი ყველას,

გააგებინე,

ჩემი სახელია წვიმა.

უთხარი ყველას,

რომ ახლა, ამ წუთას

ისინი წვანან სველ ასფალტზე,

აფარიათ საბანი და

უყურებენ ცას

და მღერიან სიმღერებს

ომიდან ვერდაბრუნებულ შვილებზე.

უთხარი ყველას,

როცა სახლიდან გამოვდივარ

მხვდება ქალაქი,

რომელიც მე შეიძლება ვყოფილიყავი,

რომელიც მე არ ვარ.

გააგებინე

მე დავიღალე

შენ დაიღალე

ჩვენ დავიღალეთ ამდენი ბრძოლისგან

და დროა დავსხდეთ სკამებზე და

მოვუსმინოთ შოპენს ან შოსტაკოვიჩს.

უთხარი ყველას

მე ვდგავარ ჩემივე კარის ზღრუბლთან და ვაბრახუნებ კარზე

სანამ არ ჩატყდება,

სანამ მიწა არ ჩაყლაპავს არემარეს,

მე მანდ ვიდგები,

სანამ ვარსკვლავები არ გადაწყვეტენ მოგზაურობას სხვა შორი გალაქტიკებისკენ.

უთხარი ყველას

მე დავიღალე,

ჩემი სახელია წვიმა.

 

დედაჩემის საყიდლების სია

საჭმელი პროდუქტები:

კარტოფილი, ხახვი, ნიორი,

ყველი (სულგუნის).

სარეცხი საშუალებები:

„ფეირი“, სარეცხი ფხვნილი.

წამლები მოხუცებისთვის:

სენადე, ვალიდოლი, კაპტოპრილი

და პარაცეტამოლი (ბაბუაჩემის ტკივილების გასაყუჩებლად)

პამპერსი ბებიასთვის.

სახატავი ფანქრები ჩემი პატარა დისთვის,

და დიაზეპამი მამაჩემისთვის (უძილობა დასჩემდა ამდენი ღამის თენებისგან)

და ბევრი დამამშვიდებელი თავისთვის,

ბევრი, ბევრზე ბევრი.

 

ბრტყელტუჩა

როგორ იწყენს ხოლმე,

როცა მარტო დევს.

დევს კარადაში,

ან სკივრში

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

რომელსაც მავანნი მოიხსენიებენ როგორც პლოსკოს.

ცხონებული ჩემი მეზობელი,

გიჟი კუკურიც სულ პლოსკოს ეძახდა.

ჩამოჯდებოდა ქუჩაში და

გამვლელ პატარა ბიჭუნებს

თავისი პლოსკოთი კუტუს გაწელვით აშინებდა.

ბავშვები გარბოდნენ.

კუკური ხარხარებდა.

მაგრამ ეს ლექსი არ არის კუკურიზე,

ეს ლექსი ბრტყელტუჩაზეა,

ჩემ ბრტყელტუჩაზე,

რომელიც დიდი ხანია მარტო დევს

ხან კარადაში,

ხან სკივრში,

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

 

***

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე ეკლესიაში შენი ხატის წინ მდგარი,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელიც შენი ხატის წინ დგას და ცრემლები იღვრება მისი თვალებიდან,

ღმერთო, დალოცე შენი ხატის წინ მდგარი მტირალი ქალი მარინე, რომელიც ვერ გეკარება,

რადგან სისხლმდინარია იგი.

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, ეკლესიის კუთხეში რომ დგას განმარტოებით,

მოხურული აქვს შავი შარფი თავზე და ლოცულობს ჩუმად,

ლოცულობს ჩურჩულით, იმისთვის, რომ მისი ხმა მრევლმა არ გაიგოს,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე შენს ტაძარში განმარტოებით მდგარი,

რომელსაც ელოდება სახლში სამი ბავშვი, სამი შვილი, რომლებსაც შიათ,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელმაც სამი წლის ასაკში ნახა თავის ოთახში ჩამომხვრჩალი მამიდაშვილი, მერე ოთახიდან გავიდა და დედას უთხრა,

„დედა, ნანო კიდია ჭერზე“

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელსაც ორი წელია დედა გარდაეცვალა და

გარდაცვლილი დედის პენსიას იღებს დღემდე და საერთოდ არ ცხვენია ამის,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, გუშინ რომ შეუსრულდა 44 წელი, ქირის გადაუდელობის გამო კი მალე ბინიდან გააგდებენ,

ღმერთო, მიიღე ეს ლოცვა მისგან,

მიიღე და ნუღარ გაკიცხავ, რომ გუშინ იწვა  და გუშინწინაც და ალბათ იმის წინაც

სხვა და სხვა კაცთან 20 ლარისთვის,

ღმერთო, მიიღე 44 წლის ქალი მარინე, მიიღე,

რამეთუ დგას ის შენს წინ და ცრემლები იღვრება მისი თვალებიდან,

ასეა, ცრემლები ასველებენ მის ღაწვებს,

თვითონ კი ლოცულობს,

ლოცულობს ჩუმად ისე, რომ სხვამ არ გაიგოს,

გარეთ კი ერთი მათხოვარი უწყრება მეორეს, იმისთვის რომ ადგილი წაართვა,

ღმერთო!

 

© არილი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/07/tornike-robakidze-1.jpg

* * *

ქალი კარგად ერკვეოდა ღვინოში

და გრამატიკაში.

და ეს ორი რაღაცით გავდა ერთმანეთს.

 

კაცი კი ზედაპირულად.

 

არომატის მიუხედავად სვამდა ბოთლიდან,

შეცდომების მიუხედავად საუბრობდა შეუჩერებლად.

აი მიზეზი თუ რატომ დარჩა მარტო.

 

* * *

თმის შამპუნის სუნი აივანზე.

ამ დროს ჩვეულებრივ მოთუშული  ხახვის სუნი ამოდის ხოლმე,

მაგრამ ახლა,

რომელიღაც მეზობელმა თავი ისე აიქაფა,

რომ ყველა სურნელი გადაფარა თავის შამპუნით.

ღმერთო ჩემო,

ავყურებ ვარსკვლავებს და ვტკბები

შამპუნის სუნით უკუნით ღამეში.

ეს სუნი ქალს მახსენებს,

ერთი მოგონებიდან, სასტუმროში,

თავზეპირსახოც შემოხვეული

რომ გამოვიდა აბაზანიდან და ჩემს წინ დადგა.

არანაირი სექსუალური მოტივი არ ყოფილა. თუმცა ეს სხვა ისტორიაა…

და ახლა აქ ვარ რეალობაში,

ჰაერში გაჯერებულ შამპუნის სუნს ვყლაპავ,

ის არის თბილი

და გემრიელი, კრემიანი ფუნთუშასავით,

სულს ვიტკბარუნებ.

მაგრამ ამ ჭრიჭინების გალობაში

თვალები მისევდიანდება, როგორც მაშინ იმ სასტუმროში.

 

* * *

მემშვიდობება და წასვლის წინ,

სიგარეტის კოლოფს მიტოვებს.

წითელ “Marlboro”-ს.

შიგნით ორად ორი ღერია მხოლოდ.

სწრაფად ვეწევი

მარტო რომ ვრჩები.

ცარიელ კოლოფს კი მისგან სახსოვრად,

გულის ჯიბეში ფრთხილად ვინახავ.

ასე ვაქცევ საჩუქრებად უბრალო ნივთებს.

ასე იდებენ მოგონებები ჩემს ოთახში

თავიანთ ბინას.

 

ორი წლის შემდეგ

მემშვიდობება

და წასვლის წინ აღარაფერს აღარ მიტოვებს.

გათეთრებული აეროპორტი.

მე ვხედავ როგორ ქრება მისი სხეული,

ეძებს სხვის მკლავებს

ვინც აგვიანებს მასთან შეხვედრას.

 

* * *

გმირთა მოედანზე გდია  კნუტი.

მოსახვევში, წრიულზე,

ნაწლავები აქვს  ამოყრილი.

მანქანამ გაიტანა, ჩაჭყლიტა დიდი ბორბლით.

სხვა მანქანები მგონი ვერ ხედავენ

და კიდევ ჭყლეტენ მას.

პიურესავითაა ფისო,

 

მისგან მხოლოთ პატარა თავი დარჩა,

რომელიც ალბათ ცხრაჯერვე გადაურჩა გადავლას….

 

ქალაქი ჩემში

(მე უნდა ვწერო.

მაგრამ ბევრი არაფერი გამომდის.)

 

როგორ დავბრუნდე იმ ქალაქში ?

როგორ დავწერო იმ ქალაქზე ?

როგორ ?

როგორ წავიდეთ ისევ ერთად

ერთ ჩვეულებრივ სანაპიროზე, როგორ უნდა გნახო ისევ ?

როგორ ჩავჯდეთ იმ დალეწილ ავტობუსში,

იმ ნაგიჟარ ხალხში როგორ გავერიოთ ისევ ?

როგორ მოვხვდეთ  იმ ქალაქში ?

მითხარი როგორ ?

სად არის ის ქალაქი,

რუკაზე რატომ ვერ ვპოულობ ?

რა გეოგრაფიული მდებარეობაა ?

მე მინდა ისევ შენთან ერთად იმ ქალაქში,

მინდა თვალები დავხუჭო და ისე ვწერო იმ ქალაქზე .

მინდა შენ დაგინახო ჩემს გვერდით როცა თვალებს ვხუჭავ.

 

მინდა ვწერო უკან მოუხედავად ისევ იმ ქალაქზე

და არ ვიფიქრო სტილისტურ შეზღუდვებზე,

მინდა ვაწკაპუნო და ვწერო თრეში,

ნამდვილი  თრეში,

ოღონდ ისევ ვაჩვენო ყველას თუ როგორ მიყვარხარ.

 

 

გახსოვს სანაყინეები ?

ათასნაირი გემოები…

გახსოვს გვიან ღამით მე მოვამზადე ჩაი და ვეგეტარიანული ბურგერი შენთვის,

გახსოვს როგორ გაწვიმდა იმ ღამეს და ჩვენ მოვყვევით ამ წვიმაში.

შენი წითელი კაბა იყო ფრანი,

წითელი ფრანი მოელვარე.

გახსოვს შუქი ჩაქრა სასტუმროს პატარა საზმარეულოში და მე ავანთე  რომანტიკული სანთელი ჩვენთვის.

გახსოვს ?

თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო..

მინდა მე იმ ქალაქში.

პატარა მიყრუებულ ქალაქში.

სადაც ხალხი ცხოვრობს ძალიან უცნაურად.

სადაც ჩემზე ცუდად იციან ინგლისური.

სადაც სუპერმარკეტში საღამოს ცხრის მერე არ მომყიდიან ალკოჰოლს.

სადაც ერთ სასტუმრო ოთახში ვისხედით

და შენ, შენი შეყვარებული გენატრებოდა.

შენ გეძინა იმ ქალაქში,

 

გეძინა ჩემს გვერდით, ერთ სასტუმრო ოთახში

და სასტუმროს მენეჯერი იყო ინდოელი ღარიბი კაცი,

რომელიც უცნაურად იღიმოდა.

 

(მე თვალებს ვხუჭავ რომ დავძლიო ყველანაირი უხერხულობა

და ისე ვწერ).

ისე ვფიქრობ შენზე,

ისე ვფიქრობ იმ ქალაქზე,

ისე ისე ისე ვკვდები იმ ქალაქით.

მე მენატრები ძალიან როცა ასე ვიქცევი,

მე მეშინია

და ამიტომ ჩავკეტე ის ქალაქი ჩემში,

თავის ყველა მელანქოლიით,

თავის ყველა სიხარულით,

ყველა ავტობუსით და მეტროთი,

ჩვენი ყველა უბილეთო მგზავრობით  ჩავკეტე ის ქალაქი ჩემში,

ჩავკეტე ჩვენი ფეხით სიარული,

ჩვენი საუზმე და ვახშამი,

ჩავკეტე ჩვენი მოსმენილი მუსიკა,

ჩავკეტე, ჩავკეტე, ამის დედაც ყველაფერი ჩავკეტე.

და ახლა როცა თვალებს მაგრად ვხუჭავ, მე იქ ვარ.

ჩაკეტილ ქალაქში,

სადაც შენ გაიზარდე ხეებზე მაღალი,

სადაც გაშალე ხელები,

ხეებზე მაღალი ხელები,

და ხარ მოდებული მთელ ქალაქს,

სავსეა ის ქალაქი შენით.

მე გიხსენებ თვალებდახუჭული,

მე გიხსენებ

და ენერგიისგან ვიცლები.

არ ვფიქრობ,

არ ვფიქრობ საერთოდ.

მინდა ტექსტი იყოს დაუფიქრებელი და ნაღდი,

ნაღდი და ნამდვილი,

როგორც ის ქალაქი.

მე ვუსმენ ჯიმ მორისონს ყოველ დღე,

რადგან მას მოვუსმინე პირველად იმ ქალაქში შენთან ერთად.

მე ვუსმენ სიმღერას სახელწოდებით „ქალი ფანჯარასთან“

და ვიქცევი ნამდვილი მიცვალებულივით,

გულზე მაქვს დაკრეფილი ხელები,

არ მაქვს ჰაერი და მიწყვია წარმოსახვითი ყვავილები.

მე მახსენდება როგორ იღიმოდი,

როცა ჩამივლიდი გვერდით.

მე მახსენდება,

როგორ მოდიოდა მდინარე ჩვენს სახლებთან

როგორ იჯექი შენ მდინარესთან

და მზის სხივებით იკვებებოდი.

მე მახსენდება ჩვენი ყველა გამარჯობა,

მე მახსენდება შენი მწვანე თმა,

მე მახსენდება ჩემი ყველა სიჩუმე,

რომელიც აღიქმებოდა ჩემს შიშებად,

მე მახსენდება ყველა უხერხულობა რომელიც შევქმენი,

მახსენდება ამ უხერხულობაში ჩავარდნილი ბავშვი,

ჩემი თავი ბავშვი.

მე ბოდიშს ვუხდი იმ ქალაქს,

მე ბოდიშს გიხდი შენ.

მე ვიყავი იდიოტი და ნამდვილი შეყვარებულივით ვიქცეოდი,

ვერ მოვატყუე ის ქალაქი,

ვერც შენ მოგატყუე,

ვერცერთი ადამიანი ვერ მოვატყუე

და ჩემი თვალები ყველასთვის აფრქვევდა სიმართლეს.

ვერაფერი გავაკეთე ისე დასრულდა ის ქალაქი,

შენ წახვედი თვითმფრინავით,

მეც წავედი თვითმფრინავით.

ერთად წავედით იმ  თვითმფრინავით,

ვისხედით გვერდი გვერდ,

ვხედავდი შენს მუხლებს

ვხუჭავდი თვალებს

და შენი მხრები ჩემ მხრებთან იყო ძალიან ახლოს,

შენ შეგეძლო თავიც კი გადმოგედო ჩემზე,

მაგრამ შენ გეძინა ძალიან ხისტად,

შენ გეძინა თავდაჭერილად.

შემდეგ დაეშვა თვითმფრინავი თბილისის უხეშ აეროპორტში,

იმ ქალაქიდან ძალიან შორს,

ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი ჩემოდნები,

შენ ელოდებოდი შენს შეყვარებულს,

შენს ბიჭს ელოდებოდი,

ის კი არ ჩანდა,

მე კი ვეძებდი ხელსაყრელ მომენტს

დასამშვიდობებლად,

მე მინდოდა მოვსულიყავი და უბრალოდ მაგრად ჩაგხუტებოდი,

მე მინდოდა ყველაზე ბანალურად მოვქცეულიყავი,

მე მინდოდა მეტირა როგორც ქალს,

მე მინდოდა მთელი აეროპორტის აფეთქება,

და შენი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოყვანა,

მე უბრალო ჰოლივუდურ სცენარზეც კი თანახმა ვიყავი,

სადაც ჩვენ ვკოცნიდით ერთმანეთს,

სადაც მე მეჭირებოდა შენი შეშინებული ხელები,

მაგრამ ასე არ მომხდარა.

არაფერი არ მომხდარა საერთოდ.

ჩვენ ვიყავით იმ ქალაქში,

ძალიან უცნაურ ქალაქში სადაც მიყვარდი ძალიან დიდხანს,

თითქოს მთელი ცხოვრება ვიყავი მხოლოდ იმ ქალაქში შენთან ერთად

და ახლა ის ქალაქი ცხოვრობს ჩემში,

თავისი ყველა ადამიანით და მაღაზიით,

საშოპინგო თუ გასართობი ადგილებით,

ათასგვარი პეიზაჟებით,

ძეგლებითა და წმინდანებით,

ის ქალაქი ცხოვრობს ჩემში

და შენ იმ ქალაქის ღმერთი ხარ.

 

© არილი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

 

მუხრან მაჭავარიანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ლეგენდა

სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთ
კაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...
წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე,იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

 

შოთა ნიშნიანიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

I want you to know
one thing.

You know how this is:
if I look
at the crystal moon, at the red branch
of the slow autumn at my window,
if I touch
near the fire
the impalpable ash
or the wrinkled body of the log,
everything carries me to you,
as if everything that exists,
aromas, light, metals,
were little boats
that sail
toward those isles of yours that wait for me.

Well, now,
if little by little you stop loving me
I shall stop loving you little by little.

 

If suddenly
you forget me
do not look for me,
for I shall already have forgotten you.

:fofo:

 

------------------------------------------

ПОЭМА 15

Мне нравится, когда молчишь, потому что тебя как будто нет.
Ты смотришь на меня издалека,
и мой голос до тебя не доносится, и твой взгляд словно летит,
и твои губы навсегда скрепила печать поцелуя.
Мне нравится, когда ты молчишь, и кажешься такой далекой,
и как-будто хочешь мне что-то сказать, словно трепетная бабочка.
Ты смотришь на меня издалека, но мой голос до тебя не доносится.
Пусти меня в свою тишину.
Позволь мне говорить с тобой твоим молчанием,
таким же ясным как луч света, твоим немеркнущим сиянием.
Ты такая тихая, как звездная ночь.
Твое молчание — это молчание звезды,
такой далекой и простой.
Пусти меня в свою тишину.

 

 

-------------------------

ნერუდა :love:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share