Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი
On 11/24/2020 at 8:45 PM, marguerite said:

პ.ს. რომელი იუზერი ხარ?

 

:hey:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

 

 

 

დღეს ანა კალანდაძის დაბადების დღეა 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

 

ყველაზე უკეთ პოეტი კითხულობს საკუთარ ლექსს

 

აქვე, თემატურად

შენ გაირყვნები... აშკარა არი...

ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.

შენი სხეული ნაქანდაკარი,

ხელიდან ხელში წავა ფარულად.


შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,

მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...

შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად, 

როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!


შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,

დაგეწურება მკერდი მტევნებად -

და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,

სიძვა მრუშება, აგედევნება.


მოგენატრება ეს სიყმაწვილე, 

როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,

და იტყვი: "რისთვის დავანაწილე

მე სიყვარული ხარისხეულად!


რა მომელოდა და რა დამარქვეს!

ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?

სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,

რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"


მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,

სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -

მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ

მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.


არც ჩამოკრული, არც საყვედური,

მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.

მე, ბედნიერი და უბედური -

წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.


გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,

მომიახლოვდი... მომეცი ხელი...

თუ პირველობა მე არ მაღირსე,

ვიქნები მაინც უკანასკნელი...

პ.ს. ვცდილობდი დედასთვის რამე, თითქოს მისთვის უცნობი, ლამაზი ლექსი წამეკითხა, ყველა ზეპირად მომიყვა რაც კი დავიწყე :love:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share