Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

***
 
ხანდახან ისე მენატრები,
როგორც ზაფხული,
როგორც გროვა
ყვავილების,
თვალთარნახულის.
ხანდახან ისე მენატრები,
როგოც ივლისი,
ზაფხულის ხვატში
ცარიელი ჩემი
თბილისი!
 
მ.მ.

50654682_2275706896033084_3958886504519958528_n.jpg

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, iaiameri said:
***
 
ხანდახან ისე მენატრები,
როგორც ზაფხული,
როგორც გროვა
ყვავილების,
თვალთარნახულის.
ხანდახან ისე მენატრები,
როგოც ივლისი,
ზაფხულის ხვატში
ცარიელი ჩემი
თბილისი!
 
მ.მ.

50654682_2275706896033084_3958886504519958528_n.jpg

:gurabe2:

იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ,
იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს
მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო
უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -

პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან,
სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით,
მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და
მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -

შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც
ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ,
იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა,
რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -

შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით,
ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია...
დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები
მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@margueriteუწმაწურნარევები მოსულა?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

@margueriteუწმაწურნარევები მოსულა?

ეს წმაწურებისთისაა, მაგრამ თუ ასატანად უწმაწურო, მაგრამ ლამაზი და კარგი ლექსია. რატომაც არ :classic_blink:

 

პ.ს. რომელი იუზერი ხარ?

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი, ვთქვათ გახდი, _
რაც გულით გსურდა,
ვთქვათ, დღეს შენი შურს, _
შენ ვისიც გშურდა.
მერე?

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share