Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის 


Recommended Posts

  • ფორუმელი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“.

9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“.

აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ თეთრი სახლის შემდგომი პოლიტიკა თბილისთან მიმართებით განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, რომ ზუსტად დაიცვას ამერიკული მითითებები“.

„საქართველოს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, რომ საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად ვაშინგტონის მფარველობა მოიპოვონ, დე ფაქტო სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის სიტყვებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან, აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ხელით მართვას და კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Moor said:

რუსებს ველოდებოდით 

ქოცები გასაგებია და თქვენ რატომ ელოდებოდით?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

ქოცები გასაგებია და თქვენ რატომ ელოდებოდით?

:დ

არა, თქვენ ახსენეთ რუსების მოსალოდნელი გააქტიურება კრიზისის ფონზე მგონი

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

თქვენ ახსენეთ რუსების მოსალოდნელი გააქტიურება კრიზისის ფონზე მგონი

ეს არ მახსოვს, მაგრამ ეს გააქტიურება მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ამერიკელები გააქტიურდნენ. ქოცების დიდი ნაწილი რომ ლოთების ბანძი დასაყრდენია ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება :დ მაგრამ გაუჭირდა როგორც ჩანს მაგ ნაწილს.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, რუსებს რამდენად აქვთ არევის თავიო, მგონი ეგ თქვით.

გვაინტერესებდა, რატომ იყვნენ ჩუმად. 

16 minutes წინ, Seth said:

გაუჭირდა როგორც ჩანს მაგ ნაწილს.

 

რუსებს რა ბერკეტები აქვთ ტანკების გარდა? სპყ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

გვაინტერესებდა, რატომ იყვნენ ჩუმად. 

არ უჭირდათ ბანძების ნაწილს და იმიტომ, ახლა როგორც ჩანს გაუჭირდათ. აბა რას გამოხტნენ მაინცდამაინც ეხლა?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share