Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ფარული ჩანაწერის სავარაუდო თარიღი

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „ყვითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. მისივე თქმით, ჩანაწერი „აბსოლუტური ფაბრიკაციაა“, დამონტაჟებული „კგბ“-ის მეთოდებით და „მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი“.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის განცხადებამდე, ივანიშვილების ოჯახს, მათ შორის, ბერა ივანიშვილსაც, ქართული საზოგადოება ახლოს ნაკლებად იცნობდა.

2010 წელს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღაიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ივანიშვილისვე ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ბერა ივანიშვილის ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი იყო.

2010 წელს ანზორ ჩუბინიძე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა. 2014 წლიდან დღემდე კი იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე იგი პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა.

თავად ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა და 2017 წელს მას არცერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა.

ამბის კონტექსტი

ფარული ჩანაწერების დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით დეკემბრიდან გაჩერებული დიალოგი განახლდა.  ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი „გაყალბების“ გამო არ აღიარებს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. კრიზისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

ჩანაწერებზე საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს ხალხი [ქართული ოცნება] არის საშიში ხალხი, საქართველოს მომავლისთვის“. მანვე მამუკა მდინარაძის განმარტებას, რომ ჩანაწერი 2010 წლის არის, უპასუხა – „ძალაუფლება რომ არ ჰქონდათ მაშინ იქცეოდნენ ასე?!“.

ჩანაწერების სრულად გაშვებამდე, ანონსზე დაყრდნობით გააკეთა კომენტარი ნინო ლომჯარიამ. საქართველოს სახალხო დამცველმა ფარული ჩანაწერების გაკეთების პრაქტიკა დაგმო და ამ კუთხით სათანადო გამოძიების ნაკლებობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, მხოლოდ „ეფექტიანი“ გამოძიებით შეიძლება შეფასდეს „შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“.

„ტელეკომპანია პირველმა“ საკითხზზე ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმა ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს..

Edited by Moor

 

 
Share on other sites

ესეიგი გაჩერებას არ აპირებენ. დიდებულია.

მოძრაობა მხოლოდ მოძრაობა

... მოძრაობა დამანახვეთ იობანი ვროტ (ქეცბაია)

Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Eric said:

ესეიგი გაჩერებას არ აპირებენ. დიდებულია.

თვითმკვლელები .... მოუწევთ ... : " - ....მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონის, ირაკლისა..."

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

გაპრავდა

სუბარი: შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად

 

"როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად" – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი TV პირველის ანონსს, სადაც, ავტორების მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. 

"უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება – მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას.

ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა ის. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას". – თქვა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

 
 

 

 
Share on other sites

20 minutes წინ, Moor said:

სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. 

 

შეუძლიათ ბადედან წაგაშლევინონ? 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   314 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 312 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(4)