Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Civilian said:

შეუძლიათ ბადედან წაგაშლევინონ? 

ცადონ

25 minutes წინ, Seth said:

:seth: 

@Moorქმედუნარიანი?

 
სოზარი თუ მთავრობა :lol:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

სოზარი თუ მთავრობა

ეგ ერთი და იგივე არაა?

 

სიმყიფის ქრესტომათიული მაგალითი 2.0

Share on other sites

Guest Genetic Miracle

ომბუდსმენი - ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით

ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსს.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლომჯარია წერს, მრავალი წელია, საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოებისგან უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

„წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების, თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის, თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებს ლომჯარიამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

Share on other sites

Guest Genetic Miracle

გიგა ბოკერია - ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება - ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი

გიგა ბოკერია - ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება - ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი
fbshare.png
print.png

ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ განაცხადა, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება.

ბოკერიას შეფასებით, ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, ამასთანავე, მან უტიფროფა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.

„პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის. მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის. ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

 


:givikoebi:
 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვნახოთ ივანიშვილის მილიარდები და გავლენები რამდენად იმუშავებენ და დღეს გავა თუ არა ეთერში სიუჟეტი :chups: 

სავარაუდოდ გაუშვებენ და მერე წავა გადაბრალების პოლიტიკა მარა წავა რა უკვე ეგაა 

აუ რა მოისმენს მელაძის ბლუყუნს. მოდერ გასული სიუჯეტიდან საინტერესო ადგილები დაგვიდე ალაგ-ალაგ სანახავი მხოლოდ :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ეთერში როგორ არ გავა, მარა ფეიქიაო იტყვიან 

გია ვოლსკი  ჩანაწერებზე - 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ

 

3 საათის წინ, Seth said:

ეგ ერთი და იგივე არაა?

 

სიმყიფის ქრესტომათიული მაგალითი 2.0

სიმყიფე რატოა? საზოგადოება როგორ რეაგირებს, მაგას უნდა შეადარო

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Moor said:

სიმყიფე რატოა?

 

20 minutes წინ, Moor said:

საზოგადოება როგორ რეაგირებს, მაგას უნდა შეადარო

კარგი :lool:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

:uyhuhu:

რომელ საათზეა ეგ გადაცემა? არასდროს მიყურებია

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(12)
    • Chrome(32)
    • Googlebot(2)