ფორუმელი Moor Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 (შესწორებული) ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღესვე ოპოზიციამ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქციაც დაანონსა. აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის პირველი საათისთვის ფილარმონიასთან დაიწყეს და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პროტესტანტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, სადაც ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და „საბოლოო გამარჯვებამდე“ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, დეკანოიძემ მომდევნო ორი კვირის საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. კერძოდ, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტს შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას აპირებს. 9 მარტს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს კი – საქალაქო სასამართლოსთან მოეწყობა, 13 მარტს კი – ოპოზიცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლის და საკანონმდელო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას „მუდმივი პროტესტის“ კერად აქცევს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას“, – დაამატა მან. ქვეყანაში არსებული „კრიზისის განსამუხტად“ „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები შეკრებილებს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ „ეს პოზიცია არ გადაისინჯება“. ლიდერების მიმართვის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას ერთი დღით ადრე წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება უძღოდა, რომელიც მართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გადადგა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში, „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. ასევე წაიკითხეთ: ფოტოამბავი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა Edited 27 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Author Posted 27 თებერვალი, 2021 პიკეტირება, აქციები, მარში პარლამენტთან - რას გეგმავს ოპოზიცია მარტის თვეში დღეს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, მოხდება სახელმწიფო შენობების პიკეტირება და აქცია-მსვლელობები. აქციების მთავარი მოთხოვნაა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას და ტელეკომპანია “მთავარის” მეწილის, გიორგი რურუას განთავისუფლება. ასევე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციის სამომავლო გეგმები დემონსტრანტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააცნო: 2 მარტს გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი; 5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ; 9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; 11 მარტს აქცია გაიმართება სასამართლოსთან; 13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა. „ამ გავრილოვებს მოუწევთ ჩვენი ხმის მოსმენა. საპროტესტო ტალღა არ დასრულდება მოკლე დროში. თავისუფლების მოპოვების გზა არის რთული, დაბრკოლებებით და მოუთმენლობით აღსავსე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას”, – განაცხადა აქციაზე ხატია დეკანოიძემ. დავით ფიფია/JAMnews ● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?● პირველი საერთაშორისო გამოხმაურებები მელიას დაკავებაზე● Foreign Policy: საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ სანქციების მოთხოვნა გამოიწვია _________________________________________________ ნიკა მელია 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მათი შედეგები არ აღიარა. მელიას დაკავებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში მუშაობს, ასევე ელჩებმა და დასავლელმა პარტნიორებმა ერთხმად დაგმეს მელიას დაკავება და მას დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ. ორივე მხარე გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა. ოპოზიციას დიალოგისთვის თავისი პირობა აქვს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება. _______________________________________________ ● “საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხის ქვეშაა” – ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების განცხადება● ნიკა მელიას დაკავება: პირველი რეაქციები ფეისბუკზე _________________________________________________ დავით ფიფია/JAMnews დავით ფიფია/JAMnews დავით ფიფია, JAMnews დავით ფიფია, JAMnews Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Author Posted 27 თებერვალი, 2021 "ლელო არ დაუჭერს მხარს ისეთ ქმედებებს, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო უწყებები ან მოძრაობა ქალაქში დაძაბოს და პარალიზება მოახდინოს, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ულტიმატუმების ენით საუბარი, ერთადერთ გზად მიმაჩნია დიალოგი. მე ვფიქრობ, რომ ოცნებაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უახლოეს ხანში, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გააგრძელებენ ე.წ. მეხუთე რაუნდს და ჩვენ გამოსავალს ვნახავთ ყველა ერთად შექმნილი ძალიან მძიმე სიტუაციიდან".- ეუბნება მამუკა ხაზარაძე ტვ.პირველს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Author Posted 27 თებერვალი, 2021 (შესწორებული) თაკო ჩარკვიანი - ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი "ბოკერია-ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! „ხალხნო 25-30 წელია კორუფციონერები კორუფციონერებზე საუბრობენ, რუსეთის აგენტები რუსეთის აგენტებზე, ეს რა უბედურებაა? ხალხი? ხალხი ჯიგარია, ბრძენია! ჩამოაშორეთ პროცესს ეს "გამობრძმედილი" რუსული ვექტორი, რის გაკეთებასაც -რასაც უბრძანებს ოკუპანტი, იმას გააკეთებინებს რუსეთზე მომუშავე ვექტორს, ამას რა მიხვედრა უნდა? ერთობა გასაგებია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, კი ბატონო, შევთანხმდით, მაგრამ ახლა რა ხდება? ცოტა "მეტ საშიშროებას"გრძნობს ხალხი და სწორად სვამენ კითხვებს, ლეგიტიმურად! გამორიცხულია ამ ზოგიერთ პოლიტთაღლითთან, მსხვილი, მნიშვნელოვანი, ღირებულებების საკითხში ერთად ყოფნა ხალხმა გაიგოს. თუ მხოლოდ ვადამდელის გამო ვართ, მაშინ ყოფილი პრეზიდენტის ლანძღვა ან საერთოდ პარტიულ ძალაუფლებებზე და წინსწრებით სამომავლო “ვლასტზე" და " იმ ვლასტით“ მობრუნებაზე ზრუნვა რა საჭიროა არ მესმის. სააკაშვილის წინააღმდეგ პირველ ჩვენებას რომ აწვება ბურჯანაძე (პოლიტიკური გვამია და "გაცოცხლებას" ლამობს ამ აქციებით), საქართველომ ომი დაიწყოო ( არადა სტრასბურგმა სხვა რამ თქვა), კოსაჩოვს 20 ივნისის ( თვალების დათხის შემდეგ, გავრილივის გამო ბოდიში მოუხადა) და მისი ჩვენებით ბრალი აქვს წაყენებული სააკაშვილს, არადა აქციაზე ძალიან ბევრი სწორედ მიშას მომხრეა, ყველა არა ცხადია, სრულიად სხვა პარტიის წარმომადგენლები და საერთოდაც "საქართველოისტები" არიან, ამ ხელისუფლებისგან შეწუხებული ხალხია, დროა პატივი ვცეთ ხალხს, იმისტებს-ამისტებს. პარტიადაშლილი ბოკერია, კაკო ბობოხიძის ამარა დარჩენილი, მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ კუთხე-კუთხე იყვიროს “მე კი ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი, მარა მიშას ბრალია ყველაფერიო", არადა სახელმწიფოში რაც ხდება პირველი ვინც უნდა იცოდეს -ანუ სცოდნოდა უშიშროებაა. ჰოდა ეს ბოკერია თავის თავზე, საკუთარ თავზე ხომ არ მოუყვებოდა სააკაშვილს? თუმცა მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს ბოკერია, კიდევ რანაირად შეძლო იმ კაცმა რამის გაკეთება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველოს ანექსიის, ქვეყნის გადაბარების საშიშროებაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ ფრთხილად! ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად, მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო! ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,"ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას "თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო” მათ ვპასუხობ- აქაც გეუბნებით პოლიტკოლეგებო და "იქაც" ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს, ჩემს სამეგობრობს „ფბ-ში“, რომ ყველაფრის შესახებ , რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ-პუტინთან ერთად „გავრილოვებს“ ვერ მოვუგებთ! და კიდევ: „პოლიტსიფათები" კი არა პიჯაკი და კაბა ბეზრდება ადამიანს ერთი და იგივე”,- წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. პაატა მანჯგალაძე - ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა. Edited 27 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Author Posted 27 თებერვალი, 2021 „შეხვედრაზე განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პარლამენტის შენობასთან და რომელიც მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, თუმცა ისინი იძლებულები გახდებიან გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან იმიტომ, რომ ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი გზით ჩვენი პროტესტი. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან, სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სამშაბათის აქციის დაგეგმვას, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში. მათ გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდებათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა