Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში არსებულ კრიზისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Seth მაგ ტექსტიდან როგორც ჩანს,  პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზეც შეთანხმდნენ. უგულავა და ოქრუაშვილი მაგის მერე შეიწყალა დიალოგამ.

რურუა არ ჩაითვალა მნიშვნელოვნად და აღარ გაჭედეს. არჩევნებიც ცნეს, მარა რაკი პოლიტიკური დევნის საკითხის ისევ დღის წესრიგში დადგა ეგეც მიაბეს. რავი, ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელი მოაწერეს. 

 

თქვენ სხვა რამე გგონიათ?სპყ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

შეიძლება მაგიტომაც, რომ რურუა დაიკიდეს. ამათ ჩათვალეს, რომ 'არგუმენტები' ქონდათ და დასავლეთს მიატორმუზებინეს და ახლაც ასე იქნებოდა  :scared:

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

მაგ ტექსტიდან როგორც ჩანს,  პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზეც შეთანხმდნენ. უგულავა და ოქრუაშვილი მაგის მერე შეიწყალა დიალოგამ.

რურუა არ ჩაითვალა მნიშვნელოვნად და აღარ გაჭედეს. არჩევნებიც ცნეს, მარა რაკი პოლიტიკური დევნის საკითხის ისევ დღის წესრიგში დადგა ეგეც მიაბეს. რავი, ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელი მოაწერეს. 

სენიორ, შეუძლებელია ეს ასე ყოფილიყო. რურუას გამოშვება არაფერი იყო ოქროს და გიგის გამოშვებასთან შედარებით. და თუ მაინც ამაზე შეთანხმდებოდნენ, ეხლა კაპიტალისტები აღარ მიაბავდნენ, ასე უბრალოდ არ ხდება.

რაც შეეხება დოკუმენტს - უფრო სავარაუდოა რომ შეთანხმება შედგა სხვა კონკრეტულ საკითხებზეც რაც ისევ არ შესრულდა. რეტროსპექტიული ხედვით, მათ შორის ესეც შეიძლება ყოფილიყო პატივცემულის "გაგაზვის" მოტივატორი.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth რამე მინიშნება ხო მაინც უნდა გვქონდეს რომ კულუარული შეთანხმებაც მოხდა. ამ ტექსტის მეტი არაფერი გვაქვს ჯერ :meravi:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

რამე მინიშნება ხო მაინც უნდა გვქონდეს რომ კულუარული შეთანხმებაც მოხდა

რატომ უნდა გვქონდეს? :დ რისი თქმა გინდათ რომ დემოკრატიის მამები ხალხს ზურგს უკან რამეზე თანხმდებიან? :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

რატომ უნდა გვქონდეს? :დ რისი თქმა გინდათ რომ დემოკრატიის მამები ხალხს ზურგს უკან რამეზე თანხმდებიან? :boli:

იკადრებდნენ? :დ

ეგ კი, მარა ძაან დიდი გასაქანი ეძლევა მერე ფანტაზიას. მირჩევნია რამე მქონდეს ხელში თეორიის ასაგებად :seth:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Moor said:

მირჩევნია რამე მქონდეს ხელში თეორიის ასაგებად

პატივცემულმა გაგაზა, მერე ის ვითომმაგარიროჟა უკან მიყვა + რურუა დააბრუნეს პოლიტპატიმრებში + შეთანხმება დაარღვისო (ამას საერთოდ არ იტყოდნენ, იტყოდნენ პოლიტდევნა და ბლაბლაბლა) რითი არაა საკმარისი თეორიისთვის? :დ

თუ სელაპის ნაბოდიალებია საკმარისი, რომელმაც ბაი ზი ვეი რამე განცხადება გააკეთა თუ ნოვოსიბირსკშია ისევ? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

ფასილიტატორების განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ

თბილისი, 08/03/2020 - 13:17, UNIQUE ID: 200308_4

ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს  დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. 

შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ. https://eeas.europa.eu/delegations/georgia/75746/ფასილიტატორების-განცხადება-საქართველოში-პოლიტიკური-დიალოგის-შესახებ_ka

 
 

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 10/03/2020 - 14:37, UNIQUE ID: 200310_11

Press releases

გასული კვირა დღე გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები - ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელმოწერით - საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმდნენ.

,,გასული კვირა დღე გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები - ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელმოწერით - საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა დაფუძნებულია 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.

ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყანისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ პროცესს ფასილიტაცია გაუწია - კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, მის აღმატებულებას კარლ ჰარცელს.

ასევე მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. კვლავ გვსურს აღვნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამყარების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი დანიშვნების თავიდან აცილებას, რომელიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს.

მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს სრულად განახორციელონ შეთანხმება და უზრუნველყონ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებელი მიღება, რომ მომდევნო არჩევნები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს,  რადგან ეს ნაბიჯები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადამწყვეტი იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია უმნიშვნელოვანესია შეუფერხებელი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის. ”

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

მარინა კალჯურანდი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე

სვენ მიქსერი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები / ევროპის თავისუფალი ალიანსი, გერმანია), საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრი

https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20200310IPR74506/state...

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ

თბილისი, 14/04/2020 - 15:07, UNIQUE ID: 200414_77
Remarks
 

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.  

გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს.

 

 

 

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 09/03/2020 - 15:02, UNIQUE ID: 200309_4
Statements by the Spokesperson
 

კვირას, საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს.

Peter STANO peter.stano@ec.europa.eu(link sends e-mail)
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53

Adam KAZNOWSKI Adam.KAZNOWSKI@ec.europa.eu(link sends e-mail)
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 2 29 89359
+32 (0)460 768 088

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

თბილისი, 08/03/2020 - 13:29, UNIQUE ID: 200308_6
Remarks
 

ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს:

საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. 

ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით.

30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად.

საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 

2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის კონსტიტუციაში განსაზღვრული წესის მიხედვით. 

- - - - -

ხელმომწერი პარტია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და უზრუნველყოფს ხმებს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში მხარდასაჭერად.

პარტიების ერთობლივი განცხადება

თბილისი, 08/03/2020 - 13:21, UNIQUE ID: 200308_5
 

ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში  ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც  საქართველოს ხალხის ნებას ასახავს.  ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის  მნიშვნელობას. მიუხედავად  განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები  თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. 

 

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება

თბილისი, 15/05/2020 - 22:15, UNIQUE ID: 200515_24
Remarks

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

 

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას,  გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.

 

 

 

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება

თბილისი, 11/05/2020 - 18:00, UNIQUE ID: 200511_9
 

8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების  ისტორიული მიღწევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იქნა მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ  დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ქონოდათ. ამ დისკუსიების შინაარსის გასაჯაროება ან შეთანხმების ინტერპრეტაცი არ არის ჩვენი როლი.

 

დილოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.  დადებითად შეაფას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან - ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი  სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ.

სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას

სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას

სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას

სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას

სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას

 

ესაა თემა

 

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share