Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში არსებულ კრიზისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება.

ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“.

განცხადებას ხელს აწერენ: რობერტ მენენდესი აშშ-ის სენატიდან; ტომ ტუგენდჰატი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატიდან; ნორბერტ როტგენი გერმანიის ბუნდესტაგიდან; პაველ ფიშერი ჩეხეთის სენატიდან; მარეკ კუჩინსკი პოლონეთის სეიმიდან; ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმიდან; მარკო მიჰკელსონი ესტონეთიდან და რიჰარდს კოლსი ლატვიიდან.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჰაუსის საგარეოს შეფიც შეუერთდა ხელმომწერებს

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 2/26/2021 at 12:07 PM, Moor said:

2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება

 

On 2/26/2021 at 12:07 PM, Moor said:

დაარღვია.

საინტერესოა აი ამას რატომ აწვებიან ხაზგასმით? კაცმა არ იცის იქ რა ეწერა რეალურად :დ შესაბამისად გამოდის რომ რაღაცას შეპირდნენ და გადააგდეს. თუ კარლის უფროსობამ აპატია, ამერიკელები (იგულისხმება ევროპელი ამერიკელებიც) არ აპირებენ ეს გადაყლაპონ.

რაში შეიძლება ყოფილიყო ეს გადაგდება? :seth:

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

კაცმა არ იცის იქ რა ეწერა რეალურად :დ

 

მმართველი გუნდი და ოპოზიცია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდნენ:

  • 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად).
  • პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება;
  • აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

ვადამდელის ნაცვლად, საარჩევნო რეფორმაზე აწვებიან ეგენიც

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 minute წინ, Moor said:

მმართველი გუნდი და ოპოზიცია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდნენ:

  • 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად).
  • პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება;
  • აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

და რა დაარღვიეს მაშინ? :seth:

 

გვატყუებენ ხო? :user:

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth ეგ პირობები ზედმიწევნით შესრულდა. მაგის გარდა, ნიუსშიც წერია, მანდ შეთანხმდნენ რომ პოლიტიკური დევნაც შეწყდებოდა და დაჭერილებს გამოუშვებდნენ. ეგ დაირღვა

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყველაფერი შეთახნმებულია“. „ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა ეს ჩვენთვის. აბსოლუტურად პრინციპული იყო“, – აღნიშნა მანვე და იქვე დასძინა, რომ „პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“ და პოლიტიკური დევნისთვის „შეთითხნილი“ საქმეები გაჩერდება. 

 

გამომრჩა ზემოთ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Moor said:

ეგ პირობები ზედმიწევნით შესრულდა. მაგის გარდა, ნიუსშიც წერია, მანდ შეთანხმდნენ რომ პოლიტიკური დევნაც შეწყდებოდა და დაჭერილებს გამოუშვებდნენ. ეგ დაირღვა

აჰა, ე.ი. პოლიტიკური დევნა გაგრძელდა? :დ ოკ, დავუშვათ (ცოტა ხნით) რომ ეს ასეა.

რურუა? რურუა მარტიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გამოდის (ნუ ამაზე ქოცებმა შეიძლება თქვან რომ რურუა არ ითვლებოდაო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სისულელ იქნება რადგანაც ახლაც გაჩნდა რურუა კავბოების ჩამონათვალში) და მაშინ არ იყო დარღვეული? და/ან მელაკუდას რომ გირაოს გადასახდელად დასდევდნენ მთელი ეს პერიოდი ეგ არ იყო პოლიტდევნა მაგ შეთანხმების მიზნებისთვის? :დ

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share