ფორუმელი Moor Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება. ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“. განცხადებას ხელს აწერენ: რობერტ მენენდესი აშშ-ის სენატიდან; ტომ ტუგენდჰატი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატიდან; ნორბერტ როტგენი გერმანიის ბუნდესტაგიდან; პაველ ფიშერი ჩეხეთის სენატიდან; მარეკ კუჩინსკი პოლონეთის სეიმიდან; ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმიდან; მარკო მიჰკელსონი ესტონეთიდან და რიჰარდს კოლსი ლატვიიდან. ასევე წაიკითხეთ: სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 28 თებერვალი, 2021 Author Posted 28 თებერვალი, 2021 (შესწორებული) ჰაუსის საგარეოს შეფიც შეუერთდა ხელმომწერებს Edited 28 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 ბნ გახარია მოსკოვში საფრანგეთის შსს -ს მინისტრს შეხვდა. - ოო. ამაზე რამე ვიცით? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 (შესწორებული) On 2/26/2021 at 12:07 PM, Moor said: 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება On 2/26/2021 at 12:07 PM, Moor said: დაარღვია. საინტერესოა აი ამას რატომ აწვებიან ხაზგასმით? კაცმა არ იცის იქ რა ეწერა რეალურად :დ შესაბამისად გამოდის რომ რაღაცას შეპირდნენ და გადააგდეს. თუ კარლის უფროსობამ აპატია, ამერიკელები (იგულისხმება ევროპელი ამერიკელებიც) არ აპირებენ ეს გადაყლაპონ. რაში შეიძლება ყოფილიყო ეს გადაგდება? Edited 28 თებერვალი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 28 თებერვალი, 2021 Author Posted 28 თებერვალი, 2021 4 minutes წინ, Seth said: კაცმა არ იცის იქ რა ეწერა რეალურად :დ მმართველი გუნდი და ოპოზიცია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდნენ: 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება. ვადამდელის ნაცვლად, საარჩევნო რეფორმაზე აწვებიან ეგენიც Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 1 minute წინ, Moor said: მმართველი გუნდი და ოპოზიცია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდნენ: 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება. და რა დაარღვიეს მაშინ? გვატყუებენ ხო? Edited 28 თებერვალი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 28 თებერვალი, 2021 Author Posted 28 თებერვალი, 2021 (შესწორებული) @Seth ეგ პირობები ზედმიწევნით შესრულდა. მაგის გარდა, ნიუსშიც წერია, მანდ შეთანხმდნენ რომ პოლიტიკური დევნაც შეწყდებოდა და დაჭერილებს გამოუშვებდნენ. ეგ დაირღვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყველაფერი შეთახნმებულია“. „ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა ეს ჩვენთვის. აბსოლუტურად პრინციპული იყო“, – აღნიშნა მანვე და იქვე დასძინა, რომ „პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“ და პოლიტიკური დევნისთვის „შეთითხნილი“ საქმეები გაჩერდება. გამომრჩა ზემოთ Edited 28 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 9 minutes წინ, Moor said: ეგ პირობები ზედმიწევნით შესრულდა. მაგის გარდა, ნიუსშიც წერია, მანდ შეთანხმდნენ რომ პოლიტიკური დევნაც შეწყდებოდა და დაჭერილებს გამოუშვებდნენ. ეგ დაირღვა აჰა, ე.ი. პოლიტიკური დევნა გაგრძელდა? :დ ოკ, დავუშვათ (ცოტა ხნით) რომ ეს ასეა. რურუა? რურუა მარტიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გამოდის (ნუ ამაზე ქოცებმა შეიძლება თქვან რომ რურუა არ ითვლებოდაო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სისულელ იქნება რადგანაც ახლაც გაჩნდა რურუა კავბოების ჩამონათვალში) და მაშინ არ იყო დარღვეული? და/ან მელაკუდას რომ გირაოს გადასახდელად დასდევდნენ მთელი ეს პერიოდი ეგ არ იყო პოლიტდევნა მაგ შეთანხმების მიზნებისთვის? :დ Edited 28 თებერვალი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა