Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

39 minutes წინ, Seth said:

საქმე იმაშია სენიორ, რომ რატომღაც იტყუება, გაბანძდა, გადააგდეს სულ ჟოპოზე ისმის და ქოცი მაგარია :დ ჰოდა მიუკერძოებელი ექსპერტობა ეგრე ვერ გამოვა:დ

სპყ? ვისგან ისმის? სამი ოპოზიციონერის ციტატა დავდე და 2ზე თქვენ თქვით რომ იტყუებაო.  ;) 

 

39 minutes წინ, Seth said:

თავისთავად ის ფაქტი (და სავარაუდოდ ფაქტია) რომ ჟოპოს პოზიციაც კი არავის უკითხავს და შვედმა წასვლაზე გადაწყვეტილება მიიღო ბრიუსელთან ლაპარაკის შემდეგ (ბანძებთან გამოჩენის გარეშე) უკვე დიდწილად საკმარისია იმის სავარაუდოდ რომ ბანძებმა ჩაშალეს ეს მასკარადი.

 

მე არ მითქვამს რო ქოცებმა არ ჩაშალეს. მაგის გამო ზემოთ დებილები ვეძახე. თან დავაზუსტე კვიპრიანესთან, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს ვგულისხმობდი და არა პაიკებს.

39 minutes წინ, Seth said:

ეს ძალიან მეეჭვება. იმიტომ რომ 6 პუნქტიანი გეგმა გულისხმობს 6-ვე პუნქტზე პოზიციის გარკვევას. შესაბამისად შეუძლებელია იმის თქმა რომ კომიტეტი იყო რაღაცის სანაცვლოდ. უფრო ლოგიკური იქნებოდა ვარაუდი კომიტეტი რაღაცასთან ერთად, რაღაცის სანაცვლოდ.

 

 არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2024 წელს და კომიტეტებს გვირიგებდნენ კიდევო. ნუ, სხვა რამეებიც ეწერა, მარა მთავარი - ვადამდელი გამოვრიცხოთ. 

+ გვაქვს ელისაშვილის ვერსია, სადაც პლებისციტის 'ნაირსახეობაზეა' ლაპარაკი, რომელიც ოპოზიციამ ჩააგდოვო.  ალბათ ეგ იყო კომპრომისი?

39 minutes წინ, Seth said:

ესეც მარტივია, სადაც მოლაპარაკება არ დამთავრებულა, ბაზრობ რომ უმჯობესდება. ჩავარდება დააბრალეს მეორე მხარეს. 

ისე ვერ  დაბრალდებათ ქოცებს თუ ჯერ არ დაბრალებიათ? ბაზრობ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული ხარ და ცდილობ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ეს სულ უფრო ძნელდება და საბოლოოდ ამბობ, რომ არ გამოვიდა. უფრო სწორიცაა აუდიტორიისთვის და თანმიმდევრული პოლიტიკოსისთვის, არა? მოკლედ არ პრავდება. თავიდან პოზიტიურად იყო განწყობილი, მერე ნეგატიურად, მერე ისევ პოზიტიურად.  და რატო? ბოლოს რომ ეთქვა, ყოველ შემდეგ შეხვედრაზე უარესი ხდებოდაო? 

ქოცებს არასდროს დაუთმიათ ვადამდელი ან პოლიტპატიმრების თემა, რა გაუმჯობესებაზე ლაპარაკობდა თუ მაგიდაზე მეტი არაფერი იდო? 

 

აზრების და შეფასებების ბალანსს და კონტროლს რომ მთხოვთ, მაგას გავატარებ.  :დ

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ვისგან ისმის?

თქვენგან სენიორ.

6 minutes წინ, Moor said:

აზრების და შეფასებების ბალანსს და კონტროლს რომ მთხოვთ, მაგას გავატარებ

არაფრის კონტროლს არ გთხოვთ სენიორ. როგორ გეკადრებათ. ბოლო ბოლო დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში.

იმჰო, თქვენი სტანსი პოლიტიკური პროცესების ზემოდან ყურებაზე aka მიუკერძოებელ ექსპერტობაზე დიდი გამოცდის წინაშეა :დ და წვალობს სერიოზულად. მეტი არაფერი.

პ.ს. უტიფარის და შალიკოს გამონათქვამების სარწმუნო წყაროდ აღება და შედეგად ჟოპოს დახურება? ჰმ, რე ვიცი, რე ვიცი. თქვენი ნებაა ბატონო. მე უფრო სელექციურ მიდგომებს ვარჩევ ხოლმე :seth:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Seth said:

პ.ს. უტიფარის და შალიკოს გამონათქვამების სარწმუნო წყაროდ აღება და შედეგად ჟოპოს დახურება? ჰმ, რე ვიცი, რე ვიცი. თქვენი ნებაა ბატონო. მე უფრო სელექციურ მიდგომებს ვარჩევ ხოლმე :seth:

 

რატო ჯაფარაც დავდე, მაგრამ ეცაედთ რომ სასურველი ინტერპრეტაცია მიგეცათ :დ ხოდა ეგაა განსხვავება. ჩემთვის უტაფარს, თიკა ბოკუჩავას, გიგა ბოკერიას, კანდელაკს თუ მდინარაძეს და ა.შ. ერთი ფასი აქვს, როცა საჯაროდ გამოდიან. აი პირად საუბრებში უფრო საინტერესოები არიან ხოლმე :დ ხოდა ყველას იმიტომ ვუსმენ რომ გავფილტრო და არა იმიტომ რომ მომწონს რომელიმე.  ნათელაშვილი ან ელისაშვილი იტყუებაო, არცერთ ოპოს უთვამს, სხვათაშორის. ამიტომ არ ღირს ამის დაიგნორება. 

არცერთის მონაყოლი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. 

 

21 minutes წინ, Seth said:

არაფრის კონტროლს არ გთხოვთ სენიორ. როგორ გეკადრებათ. ბოლო ბოლო დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში.

 

სისხლიან 9 წელშიც ჭირდა ეგ

21 minutes წინ, Seth said:

იმჰო, თქვენი სტანსი პოლიტიკური პროცესების ზემოდან ყურებაზე aka მიუკერძოებელ ექსპერტობაზე დიდი გამოცდის წინაშეა :დ და წვალობს სერიოზულად. მეტი არაფერი.

 

უცხო არაა ჩემთვის არასასურველი პოზიციების ან შეფასებების გამო შეიმინგის მცდელობები. თქვენგან გამიკვირდა. :დ

რა პოზიციაც არ უნდა დავიკავო, ყველა პოზიციაში შეიძლება ფარული მესიჯბოქსის მოძებნა, მაგის მეტი რა მინახავს.  მით უმეტეს მეორე მხარე თუ დაინტერესებულია, ასეც ეცდება წარმოაჩინოს. 

 

 

21 minutes წინ, Seth said:

თქვენგან სენიორ.

ცდებით

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

უცხო არაა ჩემთვის არასასურველი პოზიციების ან შეფასებების გამო შეიმინგის მცდელობები. თქვენგან გამიკვირდა. :დ

რა პოზიციაც არ უნდა დავიკავო, ყველა პოზიციაში შეიძლება ფარული მესიჯბოქსის მოძებნა, მაგის მეტი რა მინახავს.  მით უმეტეს მეორე მხარე თუ დაინტერესებულია, ასეც ეცდება წარმოაჩინოს. 

ვფიქრობ ადრეც გითხარით. ძალიან ეჭვიანი ბრძანდებით სენიორ. შეიძლება ცუდი გამოცდილება გაქვთ ან არ ვიცი. ფაქტი ფაქტია.

არასასურველი პოზიცია და შეიმინგი არა ის :დ მეტი არ მაქვს საქმე :დ 

წინა დღეს მე მეუბნებით მიუკერძოებლობაზე და პროცესების ზემოდან ყურებაზე და მეორე დღეს საპირისპიროს აკეთებთ :დ ჰოდა ლოლ-იც ამან გამოიწვია:დ როგორც მიგეხსენებათ მხოლოდ ლოლ-ით დავკმაყოფილდი მაგრამ არაო და ... მერე აბა სად ვთქვიო, მერე არასწორად დავწერეო და ა.შ. 

მოკლედ, ვფიქრობ ამ საკითხზე ყველაფერი ცხადია დიდი ხანია უკვე და გავაგრძელოთ სიტუაციის განვითარებაზე თვალყურის დევნება :)

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Seth said:

წინა დღეს მე მეუბნებით მიუკერძოებლობაზე და პროცესების ზემოდან ყურებაზე და მეორე დღეს საპირისპიროს აკეთებთ :დ

და რომელი პოსტი იყო მიკერძოებული ან ქოცური? სპყ. 

1. თუ ყველა  ინსაიდერული ინფო, რაც გამოვიდა, მართალია და ოცნებამ ეს შეხვედრა ჩაშალა, დებილები ყოფილანთქო. ეგაა ქოცური?

2. მედიატორი რომ ოცნების ყოველ კაპრიზს ითვალისწინებდა და პრეამბულაშივე ჩაწერა, 2024 წელს ჩატარდეს არჩევნები და კომიტეტები გაიყავითო. ბორელმა რომ პოზიტიური განცხადებები აკეთა. გერმანიის ელჩმა საერთოდ იქოცა. მიშელიც თურმე, როგორც ნაცები ყვებიან,  რბლად რომ ექცეოდა ქოცებს, ეს ხო ფაქტია? საბოლოო დოკუმენტში არცერთი ოპოს ძირითადი მოთხოვნა რომ არ აღმოჩნდა, ეს როგორ წარმოაჩენდა ევროპის დამოკიდებულებას პროცესების და ქოცებისადმი, ოპოზიციის სასარგებლოდ?   რაში გამოიხატება ჩემო მიკერძოებულობა ვერ ვხვდები. 

15 minutes წინ, Seth said:

მერე აბა სად ვთქვიო

იქვე ჩანდა, რომ უზუსტობა იყო. სხვათაშორის, მანდაც ხელისუფლებაზე ვიცინოდი. ესეთი ხელსაყრელი პირობები თუ ქონდათ რატო ჩაშალესთქო. 

 =

გირჩიც ადასტურებს ალეკოს მონაყოლს. 

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გადასარევი და სწორი გადაწყვეტილებაა, ამის გამო ადრე მთელი ოპოზიცია გაგვიწყრა. ერთია, როდესაც ახალ არჩევნებს ვნიშნავთ იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ახალ არჩევნებს როგორც სასჯელს ისე ვუწესებთ - შენ ხარ ქურდი, მოიპარე არჩევნები და ახლა დანიშნე ახალი არჩევნები - ეს არის ერთი მიდგომა. მაგრამ, თუ ასე დადგებოდა საკითხი, რომ ჩავატაროთ კარგი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც იქნება ისეთივე პროპორციული განაწილება, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობის პრეფენერციები შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ 2022 წელს იმის გამო, რომ გვაქვს კრიზისი, დავნიშნოთ არჩევნები და შევაფასოთ.

„ქართული ოცნებიდან“ მთავარი ფიგურები წავიდნენ, ასევე წავიდა ჩვენი პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, „ევროპულ საქართველოშიც“ პრობლემებია, „პატრიოტთა ალიანსში“ სხვა ხალხია, ყველგან პრობლემაა.

ჩვენ გარდა ფაქტობრივად ყველა წინააღმდეგი იყო. ეს ჩვენთვის მისაღები და გასაგები წინადადებაა. რადგან ალეკომ თქვა და ცნობილია, რომ ეს წინადადება განხილვადი იყო, საზოგადოებამ განსაზღვროს. სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტი იყო, რომ სხვადასხვა არჩევნებია და რა შუაშიაო. მთელ მსოფლიოში ამის პრაქტიკა არსებობს, რატომააა საქართველოში შეუძლებელი, არ ვიცი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა ისაუბრა, თუ რა ფორმატით იმართებოდა გუშინდელი შეხვედრა. მისი თქმით, მედიატორები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ.

„დრო არაეფექტურად იხარჯებოდა იმის გამო, რომ პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იყო. ფაქტობრივად შეხვედრის მონაწილეები დიდ დროს ვატარებდით ერთად, სოციალიზაცია გვქონდა, ვჭორაობდით. იმედი გვქონდა, მივიღებდით დოკუმენტს. 10 საათი ძირითადად ლოდინში გავატარეთ. მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც იყო ამ დღეებში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ყველაზე გაუგებარი, სადაც არავის არაფერი მოსწონდა და არც ესმოდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმითვე, მოლაპარაკებების იდეა იყო, რომ ყველას რაღაც უნდა დაეთმო, რაც მის ინტერესებში იყო, რათა საერთო შეთანხმება შემდგარიყო.

„გირჩისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თუ შედგებოდა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ოღონდ პოლიტიკური ცხოვრება ყოფილიყო, მზად ვიყავით, წავსულიყავით კომპრომისზე, ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებზე. წავედით კიდეც. მაგრამ შეთანხმება უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ან ყველა საკითხზე ვთანხმდებოდით, ან ვერც ერთზე, ანუ იდეა იყო, რომ ყველას რაღაც უნდა დაეთმო, რაც მის ინტერესებში იყო, რომ საერთო შეთანხმება შემდგარიყო.

ისეთი დამოკიდებულება აქვთ, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება შეიძლება ამოიკითხოთ. ვერ დაინახავთ რესურსს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ რამეზე შეთანხმება. ებრძვიან ერთმანეთს. ომის მოგება უნდათ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან ომს ვერ იგებენ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

იაპონიის ელჩით გამობობღდა

 

„იაპონია და საქართველო იზიარებენ, ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია და ჩვენ მხარს ვუჭერთ, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამიტომ და ამ ჭრილში დიდი სურვილი გვაქვს დავინახოთ საქართველოში სტაბილურობა. იმედი გვაქვს, რომ მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს, რათა მცდელობა იყოს მეტი სტაბილურობისკენ. სტაბილურობა არის საკვანძო ნაწილი, როგორც დემოკრატიაში პროგრესისთვის, ასევე ბიზნესგარემოს განვითარებისთვის. იაპონელი ინვესტორები დიდი ინტერესით აკვირდებიან მსოფლიოში სხვადასხვა მოვლენებს, ითვალისწინებენ რისკებს, ამიტომ დიდი სურვილი გავქვს, რომ მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას", - განაცხადა ელჩმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Moor said:

გირჩიც ადასტურებს ალეკოს მონაყოლს

აბა რას იზამს :დ

 

ის მესამე არაფერს ამბობს? :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

ის მესამე არაფერს ამბობს? :დ

მესამე ვიღაა? ანუ არ მჯერა, რომ გარისკავენ ტყუილებს. მესმის, რომ აწყობთ ამ თემის გამოტანა. ორაზროვანი განცხადებებიც, მარა რაღაც აბსურდს ვერ მოიგონებენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური ოპოზიცია იცავს კონფიდენციალურობის წესებს, რაც გათვალისწინებულია მოლაპარაკებებით. - თიკა ბოკუჩავა

ესაა პასუხი 40%იან თემაზე.  არადა უბრალოდ შეეძლო ეთქვა, ტყუილიაო, არანაირი კონფიდენციალობა არ დაირღვეოდა. არ აწყობთ დეტალებში შესვლა და არ შედიან. ვისაც აწყობს, ის შედის.  მარტივი თამაშია

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share