Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით

თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.

After nearly six months of negotiations, the citizens of Georgia have made clear that they want the political stalemate to end, and for all elected Members to work together in Parliament and address the serious challenges facing the country, including the regional challenges, COVID-19, and the economic crisis.

With this in mind, we call on all Members of the Parliament of Georgia to sign the agreement that President of the European Council, Charles Michel, will propose today. This is an agreement all Members should sign in good faith. Unilateral statements undermine achieving the goal of a broad based agreement.

The institutional reforms in the agreement represent important progress for Georgia’s democratic development and are of significant benefit for its citizens, helping to create a more independent judiciary, stronger electoral processes and a Parliament that can better reflect the voices of all the people of Georgia.

Accepting this compromise demonstrates wisdom and a commitment by all parties to put the needs of the citizens of Georgia first, ahead of the interests of any one political party.

ამაზე გასაგებად როგორ უნდა თქვან?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

მანდ მთავარი ისაა, რომ მიესალმებიან ქართული ოცნების გადადგმულ ნაბიჯს  და ოპოზიციასაც მოუწოდებენ, გადადგან შემხვედრი ნაბიჯი, რათა შედგეს კონსესუსი. 

ანუ სიტყვები პარლამენტი და შესვლა არ იციან. გასაგებია.

2 minutes წინ, Moor said:

რა კოლექტიური ჟიგიმანტასი ან ეგ რას გვეუბნება?

ეგ იმას გვეუბნება, რაც მე გითხარით ჟიგიმანტასამდე - კოლექტიური ჟიგიმანტასი დღეის მდგომარეობით მწვანეს უნთებს ჟოპოს დაიკიდონ ბანძები. მეტს არაფერს.

4 minutes წინ, Moor said:

ძაან ფანტასტიკაა 

მართალია. გრეჩიხამ ხომ პრინციპულობის სტანდარტი აწია :დ

5 minutes წინ, Moor said:

ვინაა ეს კოლექტიური ჟიგიმანტასი მაინც ვერ გავიგე ან ჟიგიმანტასს რატო კიდია საკუთარი პარტიის ლიდერის პოზიცია ან ჟიგიმანტასის პოზიცია რომაა მისი ლიდერის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანი?

მივედით ბოლო-ბოლო სწორ შეკითხვამდე :) შემდეგი ნაბიჯი გვაზიარებს ჭეშმარიტებას.

მოდით ვცადოთ - რატომ შეიძლება ეკიდოს ჟიგის თავისივე მინისტრი და სადაა გადამალული კუბილიუსი?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

მივედით ბოლო-ბოლო სწორ შეკითხვამდე :) შემდეგი ნაბიჯი გვაზიარებს ჭეშმარიტებას.

მოდით ვცადოთ - რატომ შეიძლება ეკიდოს ჟიგის თავისივე მინისტრი და სადაა გადამალული კუბილიუსი?

ცადეთ, მოგისმენთ. 

2 minutes წინ, Seth said:

ანუ სიტყვები პარლამენტი და შესვლა არ იციან. გასაგებია.

მაინც გგონიათ რომ ვინმე ოპოზიციას აქეზებს, ბოიკოტისკენ?  და ამერიკის და ევროპის ერთაბლივი განცხადება რას გვეუბნება? 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

ცადეთ, მოგისმენთ.

შეკითხვები თქვენ გაქვთ, თორემ ჩემთვის ნათელია ეს ჰამბავი. ასე რომ მე მხოლოდ გეხმარებით. თუ არ გნებავთ, არაა პრობლემა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Seth said:

შეკითხვები თქვენ გაქვთ, თორემ ჩემთვის ნათელია ეს ჰამბავი. ასე რომ მე მხოლოდ გეხმარებით. თუ არ გნებავთ, არაა პრობლემა :დ

ეს 'მე რაღაცა ვიცი' პოზიცია რაღაა? კაი, როგორც გინდათ

პს. ერთ მხარეს გვაქვს EU-ს,  ამერიკის, UKს პოზიციები, სადაც ლაპარაკია პარლამენტის ლეგიტიმურობაზე, რეფორმებზე და საპარლამენტო მუშაობის მნიშვნელობაზე და მეორე მხარესაა, ვარაუდი, რომ რაღაც ინგლისის ინტერესშია და  ლიეტუველი ჟიგიმანტასის ან რომელიმე ცალკეული სენატორის ზარი რამეს ცვლის, როცა ოფიციალური ინსტიტების პოზიცია  გაცხადებულია და კიდევ უფრო ზუსტდება. 

და ოპოზიცია რომ ათამაშებს ხელისუფლებას თავის ჭKუაზე  ცალკე თემაა

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

ეს 'მე რაღაცა ვიზი' პოზიცია რაღაა

 ცხრაჯერ გითხარით რაც ხდება, ჟიგიმაც დაადასტურა, მერე სენატორებმა გითხრეს, მერე ერთ. განცხადებაში სახდეპმა გითხრათ, მერე შეხვედრა გადადეს და მაინც ჯიუტად გაიძახით ბანძები მაგრები არიან და გრეჩიხა კიდე პრინციპულიო და მეტი რა ვქნა? 

:დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

 ცხრაჯერ გითხარით რაც ხდება, ჟიგიმაც დაადასტურა, მერე სენატორებმა გითხრეს, მერე ერთ. განცხადებაში სახდეპმა გითხრათ, მერე შეხვედრა გადადეს და მაინც ჯიუტად გაიძახით ბანძები მაგრები არიან და გრეჩიხა კიდე პრინციპულიო და მეტი რა ვქნა? 

 

სად ვთქვი რომ ბანძები არიან მაგრები ან გრეჩიხაა პრინციპული  :drug: :lol:

კაი არ გვესმის ერთმანეთის აშკარად

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   311 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 311 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)