Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

მელაკუდას

ჩავფეილდი.  მე ბრიტანეთთან კონტექსტში მახსოვს და ბორის ჯონსონი იმიტო მეგონა

3 minutes წინ, Seth said:

ელგუჯა გოცირიძე

ე. გოცირიძე ეს იყო? მე ევა მეგონა. ლექსიკონით უნდა ვიარო

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Moor said:

ჩავფეილდი.  მე ბრიტანეთთან კონტექსტში მახსოვს და ბორის ჯონსონი იმიტო მეგონა

 

6 minutes წინ, Moor said:

გოცირიძე ეს იყო? მე ევა მეგონა. ლექსიკონით უნდა ვიარო

გეუბნებით, სიგარეტით იწყება :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Eric said:

მომეწონა სენიორ.

თუმცა მე უფრო დებილი ღორების სავანეს დავარქმევდი.

მოხარული ვარ სენიორ ...

ისე ეგ "დებილი ღორი" რომელია ??? -  "იმის" ჭამა რომ უყვარს ??? :lool:

5 საათის წინ, Seth said:

ეჭვი მაქვს ბატონ ელგუჯაზე ნახეთ სიუჟეტი სენიორ.

მარტო ეგაა ??? - თეთრ-ხალათიანი ღორების გამოფენას მოაწყობ რომ გინდოდეს იმდენნი არიან ... 

 

5 საათის წინ, Chigurh said:

ჩემს შემოქმედებასაც ჩავურთავ და ამათ მე - ბიბლიური სასჯელით ვიხსენიებ ხოლმე

რომელი ბიბლიური სასჯელით სენიორ  ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, kvipriane said:

მოხარული ვარ სენიორ ...

ისე ეგ "დებილი ღორი" რომელია ??? -  "იმის" ჭამა რომ უყვარს ??? :lool:

მარტო ეგაა ??? - თეთრ-ხალათიანი ღორების გამოფენას მოაწყობ რომ გინდოდეს იმდენნი არიან ... 

 

რომელი ბიბლიური სასჯელით სენიორ  ???

გნებავთ ეგვიპტური.

ბიბლიურიმასშტაბების ასაღწერად გამოვიყენე, გნებავთ კოსმიური

Share on other sites

  • მოდერატორი

გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ

 22 მარ 202111:35
fb
clock 1308
 
გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ". - უთხრა მან ჟურნალისტებს თავის სახლთან წავკისში, სადაც გახარია შეხვედრას მართავდა. 

"მალე შევხვდებით". - თქვა მან. 

გახარია ასევე ამბობს, რომ ყველა არსებულ კითხვას პასუხი მალე გაეცემა. 

გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 

მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

ირაკლი კობახიძემ 14 მარტს, რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ გიორგი გახარია 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმებოდა მელიას დაკავებას მაშინ, როცა მელიას დაკავებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 22:30 საათისთვის მიიღო. 

 

:lool:

Share on other sites

რას ამზადებენ?

მე ვერ წარმომიდგენია კალაძე, კვირიკა და გახარია ერთად 

გიორგი გახარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ - მალე შევხვდებით

გიორგი გახარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ - მალე შევხვდებით
fbshare.png
 

არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

პს. ვიდეო კომენტარში ჩანს, რომ მოსმენებზეც კითხეს და გამოვრიცხავ რომ მისმენდნენო

 

ეს  მარგველაშვილმა გააჟღერა გუშინ წინ. 

გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.

„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება. ეს არის გასაკეთებელი, ამის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტენციალს ქმნის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება.

„მე ამ პოლიტიკურ პარტიებს მივეცი ხმა 2020 წლის არჩევნებში და ჯამურად კმაყოფილი ვარ მათი შედეგით. ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ეს ბოლო გახარიას კომენტარის გავრცელებამდე 3 წუთით ადრე დაიდო ;)

ვახტანგ ძაბირაძე - თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეძლებენ, ეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შესახებ სერიოზული განაცხადი იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეძლებენ, ეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შესახებ სერიოზული განაცხადი იქნება
fbshare.png
print.png

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დააგვიანა და „არც ისე დიდი პოლიტიკური კაპიტალი გაანიავა“. ამის შესახებ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაზე საუბრისას განუცხადა.

ძაბირაძე ასახელებს სამ ადამიანს, ვისი გაერთიანებითაც, მისი აზრით, ალტერნატიული ძალის შექმნაა შესაძლებელი. როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, თუ გიორგი გახარია, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანდებიან, პარტიის შექმნისთანავე მესამე ძალად ჩამოყალიბდებიან. ძაბირაძის შეფასებით, მათ ელექტორატი აერთიანებთ, შეთავსებადები არიან და გარკვეული პოლიტიკური კაპიტალიც აქვთ.

„თეორიულად სამი პიროვნებაა დღეს რომელთა გაერთიანება, თუ ეს შესაძლებელია, იქნება წამყვანი ამ მიმართულებით. თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი შეძლებენ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, მაშინ ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმისა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. შექმნის მომენტშიც, შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს მართლაც იქნება მესამე ძალა შექმნისთანავე. შემდეგ კი დამოუკიდებული იქნება, როგორ წარმართავენ როგორც პარტიის, ასევე ოპოზიციის საქმიანობას და რას შესთავაზებენ საზოგადოებას.

მარგველაშვილმა, ჩემი აზრით, ძალიან დააგვიანა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. მას გარკვეული დროის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა თავის საქმიანობა, მაგრამ მან არჩია დამკვირვებლის, ექსპერტის როლში ყოფნა. როდესაც ამ სამ ფიგურაზე ვსაუბრობ, ყველა მათგანს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს, მარგველაშვილმა ეს არც ისე პოლიტიკური კაპიტალი, ვფიქრობ, გაანიავა იმიტომ, რომ ამ პროცესებში არ იყო აქტიური. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილი რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია ან ტვირთია, პირიქით, მაგრამ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც მგონია, რომ საკმაოდ დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვთ. თან აქ პრობლემა იმაშია, რომ მათი პოლიტიკური კაპიტალი, ელექტორალური მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო არაა, აერთანებს და არ ყოფს ელექტორალური თვალსაზრისით. ესენი შეთავსებადი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებული იქნებიდან. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური კაპიტალის გაერთიანება მოხდება, კიდევ ბევრი რამ დასჭირდებათ. ვსაუბრობ დღევანდელი პოლიტიკურ აქტორებს შორის რა კონფიგურაცია იქნება ყველაზე მაქსიმალური ოპოზიციური ელექტორანტის შემკრები, იმ ელექტორატისა, ვისაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ელექტორატის მაქსიმუმს შეკრებავს თუ ეს სამი ფიგურა გაერთიანდება და პოლიტკურ ძალას ჩამოაყალიბებენ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა გადაწყვიტეს და „ნაცმოძრაობის“ ბანაკში აღმოჩნდნენ“.

„ქართული პოლიტიკისთვის სიახლე არაა, რომ ელექტორალური რესურსი ნამდვილად არსებობს. საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია. საუბარია იმაზე, რომ დღემდე ვერ შეიქმნა ისეთი ძალა, რომელიც ამ რესურსის კონსოლიდირებას მოახდენდა და ერთ ჯამში მოაქცევდა. ეს პრობლემა დგას ქართულ პოლიტიკური სპექტრის გარშემო. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულმა პატარა პარტიებმა, გარდა „გირჩისა“ და ელისაშვილისა, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა გადაწყვიტეს და „ნაცმოძრაობის“ ბანაკში აღმოჩნდნენ. უნდათ ეს, თუ არ უნდათ, ეს უკვე ჩავლილი ეტაპია, ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. შეიძლებოდა მათაც ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ ორგანიზაციულად დამოუკდიებლები უნდა ყოფილიყვნენ, ან ცალკე შეექმნათ მესამე ჯგუფი. ეს ჩავლილი ეტაპია და რომელიმე მათგანი რომ გახდება საყრდენი, რომლის ირგვლივაც შეიქმნება მესამე ძალა, ამის რესუსრი მათ ნაკლებად აქვთ, საერთოდ თუ აქვთ. თეორიულად, რადგან ელექტორანული რესურსი არსებობს, შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე ალტერნატიული ცენტრი.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის და მამუკა ხაზარაძის მიერ შესაძლო ალტერნატიული ძალის შექნის საკითხს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ „მათ ეს შესაძლებლობა გაუშვეს“.

„თავის დროზეც, როდესაც „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, მასაც ჰქონდა პერსპექტივა გამხდარიყო ბაზა მესამე პოლიტიკური ცენტრის. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში გადადგმულმა ნაბიჯმა, რომელთაც არამხოლოდ მხარი დაუჭრეს, არამედ ჩაერთნენ გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო მარათონის მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელიც მათ გამოყვა, უკან მიუყვანა „ნაცმოძრაობას“.

ასევე გიორგი ვაშაძის ელექტორატი შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე იყო, ნაწილი კი „ქართული ოცნების“. ვაშაძე ადგა და ისინი ისევ „ნაცმოძრაობას“ მიუყვანა. საუბრობენ იმაზე - რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები. კი, ბატონო, ილაპარაკეთ. მაგრამ რას ილაპარაკებ, იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ამომრჩეველი როგორ აღიქვამს. აღიქვამენ, რომ ეს არის ერთი გუნდი და რეალურად ასეცაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა „ნაციონალურ მოძრაობაშს“ ეთქმის.

ასევე, მესმის, რომ „ლელოს“ ელექტორალური ბაზა არ არის ის კატეგორია, რომელიც ქუჩაში გამოვარდება, მაგრამ ჯობდა, ცალკე ემოქმედათ. სხვაგვარად უნდა ემოქმედათ, ვფიქრობ, დღეს ეს მატარებელი უკვე ჩავლილია“,- განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.

 
 
Share on other sites

  • ფორუმელი

ამ ნიუსის ნახვისას პირველ წამებში რა ასოციაციებიც ჩამოგიყალიბდათ, ე, ზუსტად ეგ მოხდება უახლოეს მომავალში :D:D:D

Share on other sites

4 minutes წინ, ჯეიკობი said:

ამ ნიუსის ნახვისას პირველ წამებში რა ასოციაციებიც ჩამოგიყალიბდათ, ე, ზუსტად ეგ მოხდება უახლოეს მომავალში :D:D:D

რა მოხდება?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share