Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჯუნიორ გრეჩიხას ყავდა გერმანიის ელჩი. პოლიტპატიმრები არ გყავთო. * ევროპას ეს არსად უთქამსო. მთავარი სასამართლო რეფორმაა და შედით პარლამენტშიო.

პლებისციტიც საეჭვო ხდება ამ ფონზე 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ეგ დანიელსონი ბორელსაც უთანხმებს ინიციატივებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჰუბერტ ქნირში - ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ, კანონმდებლობა უკეთესი გახდეს და ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ, თუმცა მათ ნაკლებად ვხედავ მედიაში

23:33, 17.03.2021

 

გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არა კატასტროფული.

ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე წუხილი ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა.

„არის ორი პოლიტიკური მხარე, რომლებიც ერთმანეთს ძალიან რთულად უგებენ და შეიძლება, ვეღარც უგებენ, დაყოფილი არიან ორ ნაწილად. ეს აწუხებს ყველა ქართველს და ჩვენც, როგორც პარტნიორებს.

ყველა ქვეყანას თავისი სირთულეები აქვს. სოციალიზმის დასრულების შემდეგ პოლონეთში ვცხოვრობდი, იქაც იყო სირთულეები სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებისას. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, ოთხი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და იქ კიდევ განსხვავებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, საქართველოში სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და ისეთი, სხვა ქვეყნებში რომ  არ ყოფილიყო.

ევროკავშირში წუხილი საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ამ ბოლო დროს უფრო გაიზარდა, უფრო მეტად გვესმის ევროპელი პოლიტიკოსების, გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ვიღაცამ თავი მოგვაწონოს. ჩვენ გვინდა, დავინახოთ ჩვენი პარტნიორის კეთილდღეობა, რომ ხალხმა ის იგრძნოს, რასაც ევროპაში გრძნობს ადამიანი. 100-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა. მგონია, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის უნდათ“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

წამყვანის კითხვაზე, რა იგულისხმა მან, როდესაც ჩაძირულ გემსა და მის გადარჩენაზე საუბრობდა, ელჩმა უპასუხა, რომ ეს მეტაფორულად თქვა პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. მისივე თქმით, მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთზე ცუდად საუბრობენ, ვიდრე მათ, ვისაც ნამდვილად აწუხებს ქვეყნის ბედი.

„ეს მეტაფორულად ვთქვი იმ პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და მათთვის მეორე პარტიაზე გამარჯვება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის, თუ რა გააკეთონ ქვეყნის განვითარებისთვის.

რაც ვთქვი, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსს არ ეხება. ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომელთაც ნამდვილად აწუხებთ და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ კანონმდებლობა და უფრო უკეთესი გახადონ, რათა ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ. ძალიან გასაკვირია, რომ მედიაში ამ ხალხის გამოჩენა არ ხდება იმდენად, რამდენადაც სხვების. ალბათ, მედიას ურჩევნია, ისეთი პოლიტიკოსი გამოიყვანოს, რომელიც რაღაც ცუდს იტყვის მეორეზე. ხალხმა, მედიამ და პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გადაწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს. ასეთი ნამდვილად ბევრია. საქართველო არ იწყებს ნულიდან, საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ელჩმა.

 

ჰუბერტ ქნირში - ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსში

23:46, 17.03.2021

 

ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, ვინც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

გადაცემაში საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

როგორც ჰუბერტ ქნრიშმა აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში.

„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ვხედავ, რომ საქართველოში არის უნდობლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სასამართლო არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და აქ შეიძლება იყოს, პოლიტიკური ზეგავლენა. მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება ისეთი რეფორმები, რომ სასამართლოს შეეძლება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ამან მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი და დემოკრატიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ. როგორ გაკეთდება ეს, ძალიან რთული საკითხია, დეტალები განსახილველია, მაგრამ არ შეიძლება, პარტიები დასხდნენ და იმსჯელონ – „ეს უნდა გამოვუშვათ და ეს უნდა ჩავსვათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ელჩმა აქვე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „თავად თუ თვლის, რომ პოლიტპატიმრებს ვისაც უწოდებენ, ისინი პოლიტპატიმრები არიან“. კითხვა უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხს, კერძოდ, „უნდა აეღო თუ არა მას პასუხისმგებლობა სამაჯურის გადაგდებისთვის და იგივე რომ ნიკოლა სარკოზიმ გააკეთოს, მოსთხოვენ თუ არა მას პასუხს“.

„პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სასამართლოს პოლიტიზება. არ შეიძლება, პოლიტიკოსი პრივილეგირებული და გათავისუფლებული იყოს პასუხისმგებლობისგან. თვითონ ტერმინთან „პოლიტიკური პატიმარი“ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში. ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა. არის მთელი რიგი სახელებისა, ვინც პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა კითხვის პასუხად.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თავად ევროკავშირის პოზიციაა, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში

23:50, 17.03.2021

 

ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიციაა, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე.

„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე.

ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ვხედავ, რომ საქართველოში არის უნდობლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სასამართლო არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და აქ შეიძლება, იყოს პოლიტიკური ზეგავლენა. მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება ისეთი რეფორმები, რომ სასამართლოს შეეძლება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ამან მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი და დემოკრატიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ. როგორ გაკეთდება ეს, ძალიან რთული საკითხია, დეტალები განსახილველია, მაგრამ არ შეიძლება, პარტიები დასხდნენ და იმსჯელონ – „ეს უნდა გამოვუშვათ და ეს უნდა ჩავსვათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 3/17/2021 at 1:20 PM, kvipriane said:

მეგობრებო, რა უნდა გკითხოთ : - ვთქვათ და ვერ მოილაპარაკეს (როგორც სჩსნს აქეთ მიდის) - მერე რა ხდება ??? რა განვიტარება სეიზლება მოყვეს ამას ???

ეს ახლა ვნახე.

თუ გარედან არ მიაწვნენ ხელისუფლებას. დაახ. აი ისე, როგორც მიშას აწვებოდა ობამა.  ხელისუფლებისთვის ცუდი არაფერი, შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ქვეყანას დააკლდება რეიტინგი ან არც. ნუ, ცოტა უფრო გავბანძდებით დასავლეთის თვალში. 

ისინი რატო უნდა მიაწვნენ, არ ვიცი. დასავლეთის ამ კრიზისმა შანსი მიცა ჩაფეილებული რეფორმების საკითხი წამოეწია (ფორსირების უფრო თორე სულ აყენებდნენ). სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს დანიელსონი და აკო მინაშვილი იძახის, ჯერ მელია გამოვიდესო. 

მხოლოდ ნაცების გარეთ დარჩენით ნაცები ვერ მოიგებენ, დანარჩენებიც  უნდა ჩაითრიონ. + გარედან მხარდაჭერა უნდა ქონდეთ, თორე ბურჯანაძის 2009 წელს გაიმეორებენ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა 
 
ირაკლი კობახიძე - არჩევნები და პარლამენტი როდესაც ლეგიტიმურია, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ შემოდის პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია
 
i did it before it was cool :eh:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Moor said:

იგულისხმება

აჰ კარგით, თუ იგულისხმება :დ

 

1 საათის წინ, Moor said:

ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ, კანონმდებლობა უკეთესი გახდეს და ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ, თუმცა მათ ნაკლებად ვხედავ მედიაში

 

1 საათის წინ, Moor said:

ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსში

 

1 საათის წინ, Moor said:

ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თავად ევროკავშირის პოზიციაა, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში

@Ericაი ეს ზემოთ რაც წერია ზუსტად 100 წლის წინანდელი ისტორიაა, სენიორ. ნოე და კამანდა იყვნენ რეფორმებზე ორიენტირებული და ქვეყნის განვითარებაზე მოფიქრალი :დ წითლებთან მოლაპარაკება კიდე დემოკრატიის გამარჯვება :დ3

თუ გახსოვთ, ნაწილობრივ იმედს ვიტოვებდი თქვენს ვერსიასთან დაკავშირებით :დ ჰოდა არ უნდა დამეტოვებინა :დ

მეორე საკითხია გურჯები, განსაკუთრებით ის მცირე ნაწილი რომელიც თავს განათლებულად მიიჩნევს. აი ამათ უდიდეს ნაწილს ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან ელემენტარული, არადა განათლებულები არიან რომ ჰკითხო. 

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
44 minutes წინ, Moor said:

 დასავლეთის ამ კრიზისმა შანსი მიცა ჩაფეილებული რეფორმების საკითხი წამოეწია

საკითხის წამოწევა სენიორ მურ

და მისი შესრულება სხვადასხვა რამაა დამეთანხმებით, ამასთან თუ სხვა არაფერი დაუჯერეს ე.წ წამოწეული საკითხებიდან, ამას რატომ შეუსრულებენ გაუგებარია.

გააჰაჰავებენ

 

12 minutes წინ, Seth said:

აი ეს ზემოთ რაც წერია ზუსტად 100 წლის წინანდელი ისტორიაა, სენიორ. ნოე და კამანდა იყვნენ რეფორმებზე ორიენტირებული და ქვეყნის განვითარებაზე მოფიქრალი :დ წითლებთან მოლაპარაკება კიდე დემოკრატიის გამარჯვება :დ3

დიახ სენიორ.

12 minutes წინ, Seth said:

თუ გახსოვთ, ნაწილობრივ იმედს ვიტოვებდი თქვენს ვერსიასთან დაკავშირებით :დ ჰოდა არ უნდა დამეტოვებინა :დ

დაე იატაგანმა გაასწოროს მტყუან მართალი.

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   133 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 133 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(2)