Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Seth said:

თუმცა აღიარეთ რომ მაგრად უხდება დღევანდელ სიტუაციას

რა მახსენდება იცით მუსიე სეტ ?  9 აპრილს მიტინგზე ზღვა ხალხში ფეხი დამაბიჯა ვიღაც გოგომ და ისეთნაირად მომიბოდიშა კინაღამ ვუთხარი მეორე ფეხზეც დამაბიჯე-თქო (დღევანდლამდე მახსოვს, 32 წლის მერე) - რა მუხტი იყო და ერთიანობა, სიტყვა-პასუხი და რა შემართება !!!

რას დაამსგავსეს ხალხი და საერთოდ ერი ამ თითოოროლა მედროვემ და მათზე მიტმასნილმა, ერთმა მუჭა გათახსირებულმა ადამიანებმა

ბავშვურ რამეს ვიტყვი, მაგრამ ვერ წარმოიდგენტ როგორ მინდა რაღაც მფრინავითეფშივით რამე მქონდეს, ვერცერთი დედამიწური იარაღი რომ ვერ იღებდეს და ამათ დავერიო, გავწყვიტავდი, არ დავინდობდი არცერთს !!! დავწერდი მერე "სინანულის ლოცვებს" მეც !!!!

მართლა ეგრეა, რაც თქვენ და ჰერ დოიჩმა ვიდეო დადეთ, სრულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ დარგს და ეს ხელოვნურად არის აქამდე მიყვანილი !!! 

როგორ შეიძლება შენი საკუთარი ერი ასე გეჯავრებოდეს ?! ...

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

სენიორას და სენიორეს

ბნ თალაკვაძის პიანო შესრულება თუ ნახეთ?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
51 minutes წინ, Eric said:

ბნ თალაკვაძის პიანო შესრულება თუ ნახეთ?

ვერა სენიორ :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი

hello

 

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ - ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული ნათქვამი იყო, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების მისამართით.

წამყვანის რეპლიკაზე, „ახლა რასაც აკეთებთ, ამით რუსეთის წიქსვილზე ასხამთ წყალს, ეს თქვა თუ არა ღიად დანიელსონმა“, მეგრელიშვილი პასუხობს: „ზუსტად ასე გვითხრა და ევროპაში ასე არ კეთდებაო“.

„თქვენ თუ ევროპა გინდათ, ეს ამბავი უნდა მორჩეთო. ჩვენ თავი დავუქნიეთ. ჩვენც ზუსტად მასე ვფიქრობთ და გვინდა, ეს ამბავი დავამთავროთო“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, კრისტიან დანიელსონმა მათ ასევე უთხრა, რომ თუ ევროპისკენ აქვთ გეზი, უნდა შეთანხმდნენ.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩეულ კურსის გაგრძელება, რუსული თამაშის წესით მოქმედება იქნება.

„ამდენი ძალისხმევა ჩაიდოს იმაში, რომ არაფერი მოხდეს, უბრალოდ, წარმოუდგენელი მგონია. რა გვითხეს იცით? - რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ, ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე. ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობაა“ რუსეთის აგენტია, ამათი ჩხუბია რუსული საქმის კეთება და ეს არის დასამთავრებელი.იმაზეა საუბარი, რომ კლიმატი შევცვალოთ, მათ შორის ეს ეხება მედიასაც, ჟურნალისტებს, ზოგადად, ადამიანებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება, აგრესიით და სიძულვილით განაწყობს მეორე მხარის მიმართ და „ქართული ოცნებაც“ ზუსტად იგივეს აკეთებს“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმის შანსი, რომ კრისტიან დანიელსონი ისე წავიდეს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა: „იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. თუმცა, ჩვენნაირი გიჟების ხელში ყველაფერი შესაძლებელია“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ასოცირების საბჭო - 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Moor said:

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

:roll:

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Moor said:

ასოცირების საბჭო - 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

სენიორ სეტ, მგონი თქვენი ვერსიებიდან 1-ს აწვებიან ბებრები :boli:

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share