Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

ევროკავშირის ანგარიშები ნახეთ ბოლო პერიოდის?

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ რომ კონიუნქტურაა.

დანარჩენზე კი აბა რა გითხრათ? შეუძლებელია რამის თქმა.

იდეა რომ საქართველოში კრიზისი არ არის იმდენად მოწყვეტილია რეალობას რომ ფაქტიურად შეუძლებელია მასზე მსჯელობა.

იგივე ეხება ლეგიტიმურობას და იგივე ეხება ფუნქციონალიბას.

და მაგალითის სახით მტკიცება რომ გიჟის მთავრობა 2008 -ის მერე იყო ან ერთი და ან მეორე, რბილად რომ ვთქვათ კხმ :დ 

ერთი გიჟი იყო ლეგიტიმური და ფუნქციონალური 2008 -ის მერე და მეორე ესენი არიან დღეს. შესაბამისად რაც მაშინ მოხდა 2008 დან 2012-მდე იგივე მოხდება აქაც და ამ ყველაფერის თავი და თავი იქნება არალეგიტიმურობა და დისფუნქციონალურობა :დ

 

პ.ს. მუგაბე 2 ათეულზე მეტი წელი ინარჩუნებდა ხელისუფლებას..

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Deutschland said:

არჩევნები არ მგონია რომ დაინიშნოს, მაშინ ძაან რაღაც საოცრება უნდა ქნან ამათმა რომ მაგაზე მიაწვნენ, ალბათ შევა ოპო პარლამნეტში

შესაძლებელია სენიორ. თუმცა ამის ალბათობა მელაკუდას დაჭერამდე უფრო მაღალი იყო ვიდრე დღესაა. + რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს ალბათობა შემცირდება და არა პირიქით.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, Seth said:

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ რომ კონიუნქტურაა.

 

გამარჯობა. ასე მუშაობს სამყარო

 

35 minutes წინ, Seth said:

და მაგალითის სახით მტკიცება რომ გიჟის მთავრობა 2008 -ის მერე იყო ან ერთი და ან მეორე, რბილად რომ ვთქვათ კხმ :დ 

 

 

ოკ, ასე მაღლა თუ ავწევთ სტანდარტებს, მაწყობს, მაგრამ რა? რას ვეძახით ლეგიტიმურობას ან ეფექტურობას?

 ამერიკაში რომ ჩაატარო გამოკითხვა, იქ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება ხელისუფლებას ვიდრე აქ. და არჩევნების დანიშვნასაც იქ შეიძლება მეტმა დაუჭიროს მხარი, ვიდრე აქ. თავისუფალი სამყარო ყოფილი ლიდერი ტრამპი :დ  დღემდე არ აღიარებს მოქმედ პრეზიდენტს და არალეგიტიმურად თვლის, მაგრამ სისტემას ფუნქციონირების პრობლემა არ აქვს, ხო? ამერიკა დაბრუნდა. 

ლეგიტიმურობა არ ნიშნავს რომ ყველაფერი იდეალურად და სამართლიანადაა. ფუნქციონირებაც არ ნიშნავს რომ ყველანი კარგი მენეჯერები არიან. რაზე ვკამათობთ ვერ ვხვდები. მაქვს მოლოდინი, რომ  ეს ჭაობი შენარჩუნდება კიდევ რამდენიმე წელი და იმედია, ქოცების გაპრავებაში არ ჩამეთვლება ახლა ეს :დ მიშას წინააღმდეგ რა პროტესტიც იყო, იმისი 10% დაამთავრებდა ქოცებს, მაგრამ არ ალი. 

არც ამერიკას და საქართველოს არ ვადარებ, უბრალოდ პირობითია ბევრი რამე და ეგ ძალაუფლებაში ყოფნის პრობლემას არ ქმნის. 

35 minutes წინ, Seth said:

პ.ს. მუგაბე 2 ათეულზე მეტი წელი ინარჩუნებდა ხელისუფლებას..

იმან სულ ააუქმა დემოკრატია, კი არ აყალბებდა მერე :დ

 

*ლეგიტიმურობაშო ფორმალურ სამართლებრივ პროცედურებს  არ ვგულისხმობ, ლაპარაკია იმაზე, რომ არსებული ფენები, ელიტები ქვეყნის შინ თუ გარეთ. ეგუებიან და იტანენ ამ რეალობას, როგორც ოპტიმალურს. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

თავისუფალი სამყარო ყოფილი ლიდერი ტრამპი :დ  დღემდე არ აღიარებს მოქმედ პრეზიდენტს და არალეგიტიმურად თვლის, მაგრამ სისტემას ფუნქციონირების პრობლემა არ აქვს, ხო?

:lool: ვინ გითხრათ რომ არ აღიარებს? 

1 საათის წინ, Moor said:

გამარჯობა. ასე მუშაობს სამყარო

:seth: ძალიან არასწორი წარმოდგენა გქონიათ სისტემის მუშაობის მექანიზმებზე. ეგ რეპორტები რამე მნიშვნელოვანს რომ წყვეტდეს თავისთვის დაწერდნენ პირველ რიგში.

1 საათის წინ, Moor said:

ამერიკაში რომ ჩაატარო გამოკითხვა, იქ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება ხელისუფლებას ვიდრე აქ.

:lool: 

1 საათის წინ, Moor said:

ვკამათობთ ვერ ვხვდები

რაზე? სასწაულ განაცხადზე რომ ქვეყნაში არ არის კრიზისი :დ

1 საათის წინ, Moor said:

ეგ ძალაუფლებაში ყოფნის პრობლემას არ ქმნის

ჰო მუგაბესაც არ ჰქონდა პრობლემა (კიდევ ერთხელ).არადა ძალიან მარტივია, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება ფუნქციონირებადია და ლეგიტიმური, მსგავსი ტიპის რყევები არ ხდება ყოველ წელს :დ თუ ხდება მარტივი წესით, რიგგარეშე არჩევნებით გვარდება. ნუ მეორე ვარიანტია მუგაბე, არც იქ იყო ნამეტანი რყევები და არჩევნებიც გადასარევად ტარდებდა ვადებში :დ 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

  

15 minutes წინ, Seth said:

:lool: ვინ გითხრათ რომ არ აღიარებს? 

თვითონ ;(

15 minutes წინ, Seth said:

რაზე? სასწაულ განაცხადზე რომ ქვეყნაში არ არის კრიზისი :დ

:meravi: 

16 minutes წინ, Seth said:

როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება ფუნქციონირებადია და ლეგიტიმური მსგავსი ტიპის რყევები არ ხდება ყოველ წელს :დ თუ ხდება მარტივი წესით რაცაა რიგგარეშე არჩევნები გვარდება.

არა, ვადამდელი  ასე უაზროდ არსად არ ინიშნება. ვადამდელი ინიშნება, როცა ვერ ფუნქციონირებ - ბიუჯეტს ვერ ამტკიცებ, მთავრობას ვერ ამტკიცებ, გადაწყვეტილებას ვერ იღებ ან მოკლედ ან/და ორხელისუფლებიანობაა, ხალხია ქუჩაში და რევოლუციური ფონია და პარალიზებულია სისტემა.

ევროპებში ვადამდელები ასეთ დროს ინიშნება. რამდენჯერ ლე პენი ქუჩაზე გამოხტება, ან ტრამპისტები კაპიტოლიუმზე მიიტანენ იერიშს, იმდენჯერ არჩევნები ვერ დაინიშნება ვერცერთ დემოკრატიაში. მით უმეტეს ნაკლებად ცივილიზებულში.  

ეს გურჯისტანული რყევები ლეგიტიმურობის ან ფუნქციონირების პრობლემიდან არ გამომდინარეობს. ბანძი პოლიტიკური სისტემა და ცივილიზებულობის დაბალი დონე განაპირობებს ამ 'კრიზისებს' და ეს სულ იქნება სანამ არ განვვითარდებით. ხვალვე რომ ჩატარდეს ვადამდელი და ყველა პარტიას თანაბრად შეხვდეს მანდატები, გგონიათ, კრიზისები აღარ იქნება? მერე უფრო იქნება. საბოტაჟიც და დესტრუქციაც, ოღონდ პარლამენტში. ბიუჯეტის ჩაგდებები და ვაჭრობები შიგნით გადაინაცვლებს. ასეთები ვართ. :savage:

უგულავს მადაზე არაა ვადამდელი იქნება თუ არა.

ოპოზიციას თუ შეუძლია შექმნას კრიზისი და ქვეყანას პრობლემები შეუქმნას, (დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ ორივემ უნდა შეწყვიტოს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა) რადგან არაფერი აქვს და შია. :დ ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერი აქვს, ძალაუფლება აქვს, ფული აქვს და დაკარგვა არ უნდა.  რატო არ წავა გამწვავებაზე თუ კედელთან მიაყენებ? მით უმეტეს როცა შენთვის უფრო მისაღები ძალაა სათავეში. ამიტომ არ მიაწვებიან ზედმეტად. ზეწოლა იქნება ბებრული - კაპიტალური რეფორმები და ნაკლები დაძაბვა.

კავკასიური ცარცის წრესავითაა. ოღონდ მიშიკოს ხელს არავინ გაუშვებს, რეჟისორი თუ არ ჩაერია :Lდ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 minutes წინ, Moor said:

ვადამდელი ინიშნება, როცა ვერ ფუნქციონირებ - ბიუჯეტს ვერ ამტკიცებ, მთავრობას ვერ ამტკიცებ, გადაწყვეტილებას ვერ იღებ ან მოკლედ ან/და ორხელისუფლებიანობაა, ხალხია ქუჩაში და რევოლუციური ფონია და პარალიზებულია სისტემა.

ევროპებში ვადამდელები ასეთ დროს ინიშნება. რამდენჯერ ლე პენი ქუჩაზე გამოხტება, ან ტრამპისტები კაპიტოლიუმზე მიიტანენ იერიშს, იმდენჯერ არჩევნები ვერ დაინიშნება ვერცერთ დემოკრატიაში. მით უმეტეს ნაკლებად ცივილიზებულში.  

აუფ. აქამდე არავინ მიიყვანს არაფერს ჰევროპებში. თქვენ მართლა გურჯისტანი ხომ არ გგონიათ იქ? მთელი ევროპული და ზოგადად კაპიტალისტური სამყარო აწყობილია :დ რისკების შეფასებასა და მათ პრევენციის ცივილიზებულ მექანიზმებზე.

უყურე შენ თურმე არ ხდება :lool: 

ანგელა არასდროს დაუშვებს რომ მაგალითად მწვანეები გავიდნენ ბუნდესტაგიდან და ყოველკვირა პიკეტები აწყონ :დ ან ანგელა როდესმე დაიწყებს მიტინგზე თავების თვლას? :დ ეს მარტო ველურებში ხდება... ანგელა წინასწარ შეაფასებს ამ ყველაფერს და ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს რის შედეგადაც მწვანეები არც იფიქრებენ მსგავს რაღაცეებზე :დ 

ზუსტადაც თავისი და თავისი პარტიის ლეგიტიმურობის პრობლემის მოსახსნელად დანიშნა რეფერენდუმი კემერონმა, თქვენთვის რომ ეკითხათ - რა ძმაო, ლეგიტიმური იყო და ფუნქციონერაბადი რა ჯანდაბად უნდოდა რეფერენდუმი არა? :დ

 

პ.ს. 3 კაცი რომ გამოდის ტრანსპარანტით 2 საათით დღეში, ტიპებს 2 კვირიანი განხილვები აქვთ იმათი მოთხოვნების და აქ თურმე 5000 კაცი ყოფილა დასაცინი და არაფრის მანიშნებელი. ესაა ზუსტად განსხვავება ცივილიზებულსა და ველურს შორის.

Edited by Seth
Share on other sites

On 2/28/2021 at 2:16 PM, Seth said:

არაფერს განსაკუთრებულს. იგივეს იტყვის რაც ეუ0ს პრესსპილერმა თქვა ოღონდ უფრო მეტი ბლა-ბლა-ბლა იქნება. ზოგადად არაა ეს პატივცემული ის დონე რომ რამე შეცვალოს კარდინალურად.

 

:esraaris:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share