Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

აჰა, ჟოპოდან გამოიკვეთა კომპრომისი :დ 

პლებისციტი არჩევნებზე და ბებრების მოდერაცია - ბრუციანი, ვანაბი პრემიერი და 80%-ით ცხენოსანი

გიგა ბოკერია - კრიზისი განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პატიმრები, მელია და რურუა გათავისუფლდებიან - დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

გიორგი ვაშაძე - ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან - ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე - იმედი მაქვს, რომ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

ამ ნაცქალს არ უხსენებია :დ

სალომე სამადაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

პოლიტპატიმრების ნაწილში ყველა ერთიანია...

 

დაველოდოთ ბანძებს და გამოჩნდება.

Share on other sites

  • ფორუმელი
41 minutes წინ, Seth said:

ვინ თქვა რომ არის? არც ბებრებისთვისაა :დ

არც მაგათთვის კი. ანუ ჯენსენი თლად სისულელეს არ ამბობდათქო. შემომეპრავა :დ

36 minutes წინ, Seth said:

პლებისციტი არჩევნებზე და ბებრების მოდერაცია

ოპოები არ რისკავენ? ევროკავშირის ინიციატივების ჩაგდება მოუწევთ აწი :დ 

პლებისციტი თუ გადაწყდა, ეგ იქნება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ალბათ. წელს ვადამდელი გაიმაზა, როგორც მინიმუმ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Moor said:

ანუ ჯენსენი თლად სისულელეს არ ამბობდათქო. შემომეპრავა

არ ამბობდა. მეტიც როგორც აღნიშნა ჯერ იანკებს არ აქვთ არც ახალი პარადიგმა ბებრებთან ურთიერთობის და არც კადრები. ეს კი იმას ნიშნავს რომ ყველა საკითხში შეინარჩუნებენ სტატუს ქვოს. სადაც მშვიდობაა მშვიდობას და სადაც კრიზისია კრიზისს, სანამ დალაგდებიან. ჩვენთანაც ეგრე იქნება. რომც იყოს რაღაც კომპრომისული ვარიანტი, მაინც მყიფე იქნება იანკების ჩამოყალიბებამდე.

7 minutes წინ, Moor said:

ოპოები არ რისკავენ?

იმჰო, რისკავენ მაგრამ დიდად არა. ჟოპოს 3 საგარეო საქმის ტიპს რომ მოუსმინოთ როდესაც პარტნიორებს ახსენებენ, პირველი აშშ-ა და მერე ევროკავშირი :დ შესაბამისად გარკვეულწილად ეგ კარტი შესაძლოა ეჭიროთ თუ დარღვევა დასჭირდათ. თან გააჩნია ამ შეთანხმების ნაწილი/ავტორი იქნება თუ არა ქალ-ნი ელჩი.

+ პლებისციტი მოგება იქნება მაგათთვის. სულ რაღაც 1 თვის წინ საერთოდ არაფერი ეჭირათ ხელში. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია ბანძები წავლენ თუ არა მაგაზე.

ვადებზე ალბათ ეგრეა... 2022 თუ შეთანხმება შედგა, მე ბანძების ადგილზე არ დავთანახმდებოდი.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

:lool:

სეთ, როგორც თქვენ იტყვით ხოლმე, ბანძები ყველაფერს ბანძურად აკეტებენ. 

მაშინ რა საჭირო იყო ის ყველაფერი თუ მაინც აქამდე უნდა დასულიყო თემა. 

ეტყობა კულისებს მიღმა ბრატვას ძაან წაუთაქეს ქეფაში. 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Deutschland said:

ბანძები ყველაფერს ბანძურად აკეტებენ.

აი ვინ ექაჩებოდა ენაზე 2 დღის წინ რომ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდა? ხომ არავინ აძალებდა არა? :დ ეხლა მოუწევს დაჯდომა იმათთან ვისაც გუშინ კრიმინალებს და გადამტრიალებლებს ეძახდა. 

რეალპოლიტიკის მხრიდანაც ბანძობაა - წაგებულის პოზიციიდან იწყებ მოლაპარაკებას :დ 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

ოპოზიციონერმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ხელახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე ისაუბრეს, როგორც მათი მხრიდან კომპრომისზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიას უთხრა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პროცესში თავად შარლ მიშელი ჩაერთვება და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის საკითხი „ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს“. „შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე“, – დაამატა მან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაჰპირდა ოპოზიციას, რომ „ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“ და კრიზისის დასაძლევად „განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, მათ შორის, ხელისუფლებაზე“. „[ამ თვალსაზრისით] ევროკავშირს ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი“, – დაამატა მან.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთხმად აღნიშნეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გათავისუფლების მოთხოვნებისადმი ერთგულნი რჩებიან. ამასთან, კვლავ ძალაშია დაგეგმილი საპროტესტო აქტივობები.

ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარების იდეა პირველად დეკემბერში, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე გააჟღერა. მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა, იდეა უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარების რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს კატეგორიულად გამორიცხავდა.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური ჩიხის გადასალახად უცხოელი ფასილიტატორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში შეჩერდა. არსებული კრიზისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს".

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმაზე და აღნიშნა, რომ „კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული“.

ისეთი პირი უჩანს ბატონო @Moorრომ ჟოპომდე ჯერ ბანძებს მოუწევთ ბატონი მიშელის (რა დამთხვევაა ისე :დ რაღა მიშელი, ყოფილიყო ბიძშელი ) გადაგდება... პრინციპში მათთვის არახალია :დ არ გაუჭირდებათ :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   344 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 343 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(2)