ფორუმელი Seth Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 ეს რაც დღეს ხდება იმის შედეგია რომ ჟოპომ არ დათმო ვადამდელი და ეხლა რატომ დათმობს, შეგიძლიათ დასაბუთებულად ახსნას? :დ Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 32 minutes წინ, Moor said: გააჩნია, რას ვაგვარებთ. თუ როგორც ძალაუფლების თამაშებს შევხედავთ, ერთია და თუ საქპერსპექტივიდან მეორე :დ ორივე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით . . . პირველი უფრო მოგვარებადია ალბათ, მეორე და წესით მთავარი - აი არ ვივი... Edited 24 თებერვალი, 2021 by ASIA Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 მწვავე შეფასებების ქრონიკა - ამერიკიდან, ევროპიდან 27 იანვარი, 2020 დეკემბრის დასაწყისიდან სულ უფრო მზარდი და მასშტაბური გახდა ამერიკელებისა თუ ევროპელების კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით. წერილები ძირითადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე იგზავნება. 10 მარტი სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი კმაყოფილება მიღწეული შეთანხმებით და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების გათავისუფლების მოლოდინი - აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავმოყრილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯეიმს რიშისა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ლიდერის, დემოკრატ ჯინ შაჰინის შეფასებები.„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე... შექებას იმსახურებს ყველა მხარე ძნელი კომპრომისებისთვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიის წინ წასაწევად... გარდა ამისა, მივესალმები კვირის შეთანხმებულ ერთობლივ განცხადებაში ასახულ დაპირებას, გაუმკლავდნენ „ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესებისთვის შეუსაბამო პოლიტიზება“ და მოველი, რომ აუცილებლად გათავისუფლდებიან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულებს“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.„2012 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, როგორ გულმოდგინედ მუშაობს საქართველო დემოკრატიული გარდაქმნაზე და ამ მიზნის ჭრილში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში. ასევე ვაფასებ, რომ საქართველო ყურადღებას აქცევს ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებას სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზით სიარულს და შეინარჩუნებს ერთგულებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი. ტექსტის აქცენტები:მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის განვითარებისთვის და კარგი მმართველობისთვის საქართველოში; შეთანხმება შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობას; საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის მანამდე გაგზავნილ წერილში სენატორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად; უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული ცვლილებები მხარეებმა სწრაფად განახორციელონ; საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დემოკრატიის განვითარების ძალისხმევა და პროგრესი, რაც მან მან 2012 წლის შემდეგ აჩვენა; არის მოლოდინი, რომ შესრულდება მხარეთა ერთობლივ განცხადებაში ასახული დაპირება და გათავისუფლდებიან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული პირები. 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების გარდა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების აღკვეთას ისახავს მიზნად. ტექსტში გვარები არ არის ნახსენები, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ განცხადების ჭრილში ხელისუფლებამ ოთხი დაკავებულის გათავისუფლების პირობა დადო. ხელისუფლება ასეთ დაპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. 11 თებერვალი რესპუბლიკელი კონგრესმენი - რენდი ვებერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რენდი ვებერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება და 4 თებერვლით დათარიღებული ღია წერილი, რომლის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. კონგრესმენი თავის განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რეფორმების შეფერხებისა და ამერიკული ინვესტიციებისთვის კლიმატის გაუარესების გამო. ტექსტის აქცენტები:კონგრესმენების მზარდი ორპარტიული შეშფოთება დემოკრატიული ფასეულობებიდან უკუსვლისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესუსტების გამო; უარის თქმა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე; შემაშფოთებელი ცნობები მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შესახებ; პოლიტიკური ოპონენტების გაუმართლებელი დევნა და შევიწროება; მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელი შევიწროება; ევროპული და ამერიკული კომპანიების შევიწროება როგორც საფუძველი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირებისა; „ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ სახიფათო სიტუაციის სწრაფად შეცვლის აუცილებლობა. წერილში ევროპული და ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად მოყვანილია კომპანია „ფრონტერა". ასევე, საუბარია ამერიკული კომპანიის, ფეისბუკის გადაწყვეტილებაზე, გაეუქმებინა საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი გვერდი და ანგარიში. ხაზგასმულია, რომ გაუქმებული ანგარიშები აღვივებდნენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს. კონგრესმენი ვებერი პრემიერ გახარიას აფრთხილებს, რომ პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ში საქართველოს უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ. 11 თებერვალი რესპუბლიკელი სენატორი - ჯეიმს რიში აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა იმედგაცრუება გამოხატა ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით. მწვავედ კრიტიკული განცხადება ტვიტერის საშუალებით გავრცელდა. ტექსტის აქცენტები:„საქართველომ არჩია - გაზარდოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება“; „სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა". სენატორი ტექსტში აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და ოპოზიციონერების დევნასთან დაკავშირებით ის მანამდე (უგულავას დაკავებამდე) ვაშინგტონში ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. 29 იანვარს, სენატორმა რიშმა, სენატორ შაჰინთან ერთად, კრიტიკული ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. სხვა საკითხებთან ერთად, ტექსტში ლაპარაკი იყო ოპოზიციონერი ლიდერების მიზანში ამოღებაზე. 10 თებერვალი რესპუბლიკელი კონრესმენი - ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ადამ კინზინგერმა თავისი მორიგი განცხადება ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა. ის ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. ტექსტის აქცენტები:38-თვიანი პატიმრობის მისჯა ძველი დანაშაულისთვის, როდესაც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილია; ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა არასაკმარისია; "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის".ადამ კინზინგერის ეს განცხადება სწრაფად მოჰყვა მის მიერ ასევე ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის პროდუქტიულობას შეეხებოდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა კინზინგერმა ამავე ტექსტში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მოქალაქეები უნდა ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობას და დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეს სისტემა არის დამოუკიდებელი, სამართლიანი ყველას მიმართ და ის არ მოქმედებს პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. გამოხმაურება: მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავას სასჯელზე პრეტენზიები სტრასბურგში უნდა იქნას განხილული. 29 იანვარი სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ. ტექსტის მთავარი აქცენტები:შეშფოთება ბოლო მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და სახელმწიფო მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს; შეშფოთების მიზეზი: პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების არშესრულება; შეშფოთების მიზეზი: მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა - დემოკრატიული უფლებებისა და მთავრობის მიერ თავისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევა; ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულება; ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა; კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა; უზენაეს სასამართლოში პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა, მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად; რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდის საფრთხე რეფორმების შეფერხებისა და საქართველოს შიდა დაპირისპირების ფონზე; ვითარების სწრაფად გამოსწორებისა და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულების აუცილებლობა. სენატორები არ გამორიცხავენ, რომ, თუკი საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, აშშ-ს შესაძლოა მოუწიოს საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვა. გამოხმაურება: გიორგი გახარია: ვიქნებით ობიექტურები იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ჟრიამულს ვტეხავთ თეა წულუკიანი: ამერიკელი კანონმდებლების წერილებში "გასაკვირ ნაწილებია" 28 იანვარი რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი კონგრესმენი ოლსონი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამჯერად კრიტიკის მთავარი ადრესატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. ტექსტის აქცენტები:ბიძინა ივანიშვილის შედარება ცნობილი საბავშვო შოუს, "სეზამის ქუჩის" ერთ-ერთ პერსონაჟ თოჯინასთან - ოსკართან ; ივანიშვილის დახასიათება: ის არის „მარიონეტი, რომელიც ანადგურებს საკუთარ სახლს“, ის არის „ვლადიმირ პუტინის თოჯინა“; ქართველი ხალხის სურვილი წერტილი დაუსვას კორუფციასა და რუსეთის გავლენას თავის ქვეყანაში; ივანიშვილის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განადგურება და შეტევა ინვესტიციებზე საქართველოში; ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერას“ დავა საქართველოს მთავრობასთან; ვლადიმირ პუტინის კმაყოფილება საქართველოში ნავთობის გაკონტროლების გამო; საქართველოს თავისუფლებისთვის ხმის ამაღლების საჭიროება. მანამდე, 23 იანვარს, პიტ ოლსონი შეუერთდა სხვა კონგრესმენებს საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების პროცესში. გამოხმაურება: გიორგი გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და ასეთი განცხადებები 23 იანვარი რესპუბლიკელი კონგრესმენი - ბრაიან ბაბინი წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. კონგრესმენმა ტექსტი ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა. ტექსტის აქცენტები:საქართველოში გადავადებული რეფორმები; ამერიკული ინვესტიციებისთვის გაუარესებული კლიმატი საქართველოში; მზარდი შეშფოთება დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლის გამო; შემაშფოთებელი ცნობები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე; უარყოფითი ტენდენცია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი ეკონომიკის ინდიკატორებში; აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის მიზნები; საქართველოში ვითარების შეცვლისთვის სწრაფად რეაგირების იმედი. 23 იანვარი რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი კონგრესმენმა ოლსონმა თავისი დამოკიდებულება 23 იანვარს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოხატა და ასე შეუერთდა კონგრესმენ კინზინგერის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილის ტექსტს. ტექსტის აქცენტები:საქართველოს კორუმპირებული მთავრობის თავდასხმა დემოკრატიულ ფასეულობებზე; სისასტიკე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; ანტაგონიზმი აშშ-ის ინვესტიციების მიმართ; „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ 21 იანვარი კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი, მაიკლ მაკკოლი წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. წერილი კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ტვიტერზე დააანონსა და შემდეგ, ტექსტი საქართველოს მთავრობამაც გამოაქვეყნა. ტექსტის აქცენტები:შეშფოთება დაპირებული დემოკრატიული რეფორმების არშესრულებაზე და ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; განგაში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროება საქართველოში; არაკეთილმოსურნე ბიზნესგარემო; უცხოური ინვესტიციების შემცირების კვალდაკვალ რეგიონში ვლადიმირ პუტინის გავლენის გაძლიერების საფრთხე; „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელი ფეისბუკში; შემაშფოთებელი ცნობები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების აღძვრის გამო; ვითარების შეცვლის აუცილებლობა. 21 იანვარი ევროპარლამენტარების შეფასებები 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ევროპარლამენტარების ძირითადი აქცენტები:აუცილებელია არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დაპირების შესრულება; აღქმაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კულუარებში მოქმედებით ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები; თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგი შედეგს არ გამოიღებს, დაზარალდება საერთაშორისო ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; ძველი საქმეებისთვის ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების გასამართლება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აღძრავს; ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიულ ქვეყნაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; მიუღებელია თავდასხმა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე. გამომსვლელთა შორის იყვნენ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და მათ შორის იყო „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიც“ - სწორედ ის პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება. 13 იანვარი რესპუბლიკელი კონგრესმენი - მარკვეინ მალინი 13 იანვრით დათარიღებული ღია წერილი კონგრესმენმა 16 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. ტექსტის აქცენტები:„განგრძობადი გადახვევა“ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან; გაუარესებული ბიზნესკლიმატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის; განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში; ამერიკული და ევროპული ინტერესების შევიწროება; „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა. სწორედ მარკვეინ მაილინის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. ის ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში. 19 დეკემბერი (გამოქვეყნდა 25 იანვარს) სენატორ როჯერ ვიკერის წერილი 2019 წლის 19 დეკემბერს სენატორმა როჯერ ვიკერმა (აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ) წერილი მისწერა პრემიერ გიორგი გახარიას. მთავრობის ადმინისტრაციას ეს წერილი არ გამოუქვეყნებია. წერილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25 იანვარს გაასაჯაროვა. ტექსტის აქცენტები:შეშფოთება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაპირების არშესრულების გამო; ნდობის შელახვა მომავალი არჩევნების მიმართ; არჩევნების ლეგიტიმურობის გამოწვევები; პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნის აღქმა; ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით გაღრმავებული შეშფოთება ოპოზიციის ლიდერების სასამართლო საქმეების კონტექსტში; 14 მოსამართლის უვადოდ გამწესების საეჭვო პროცესი; სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა. 13 დეკემბერი კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერი-მინისტრი, გიორგი გახარია. ტექსტი 16 დეკემბერს ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა. ტექსტის აქცენტები:შოკისმომგვრელი ცნობა - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების ჩავარდნა; საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულების აუცილებლობა; საქართველოს მოქალაქეების სურვილი - ჰყავდეთ მთავრობა „ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის“, რომელიც „უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან“; შემაძრწუნებელი ცნობები - ხელისუფლების ძალადობა მომიტინგეებზე; ვითარების გამოსწორების იმედი. 8-10 დეკემბერი შეფასებები ევრონესტის ფარგლებში 8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობდა. "ქართული ოცნების" მიმართ მწვავე შეფასებები საზოგადოებამ თბილისში ჩამოსული ევროპარლამეტარებისგან სხვადასხვა ფორმატში მოისმინა.ტექსტის აქცენტები:პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებით დაიკარგა ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; აუცილებელია მოსამართლეების არჩევა სამართლიანი სისტემით; ხალხს აქვს უფლება დემოკრატია დაიცვას ქუჩის აქციებზე; საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები; პოლიტიკური დევნა შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან. ლინკები არ მოაქვს კარგად :/ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 25 minutes წინ, Seth said: ეს რაც დღეს ხდება იმის შედეგია რომ ჟოპომ არ დათმო ვადამდელი და ეხლა რატომ დათმობს, შეგიძლიათ დასაბუთებულად ახსნას? :დ ხოდა იმიტომ ამოვწიე ეს თემა, მაგრამ ქოცები რაზე შეიძლება ვაჭრობდნენ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 დიმიტრი ხუნდაძე - მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 ბოლო კვლევებით, ქოცებს ბევრად კარგი პოზიციები ქონდათ. შეიძლება ვადამდელზეც ფიქრობდნენ Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 29 minutes წინ, Moor said: მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ რა გინდ არ გჯეროდეს, უნდა დაიჯეროოოოოო - წაღიღინებით! Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 32 minutes წინ, Moor said: ბოლო კვლევებით, ქოცებს ბევრად კარგი პოზიციები ქონდათ. შეიძლება ვადამდელზეც ფიქრობდნენ მაგის მერე ბევრი რამე შეიცვალა და თუ უნდოდათ დროზე ჯობდა! ამ შეშფოთება-აღშფოტებებს და ნერვების წეწვას მაინც ავცდებოდით! P.S ბილეთი მინდა მარსობუსზე . . . ტუდა . . .აბრატნი არ მინდა. Edited 24 თებერვალი, 2021 by ASIA Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა