Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე

 Share

Recommended Posts

როგორც მოსალოდნელი იყო  

ნიკა მელია დააკავეს

ნიკა მელია დააკავეს
fbshare.png
print.png

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“

შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“
fbshare.png
print.png

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელია მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

Share on other sites

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - შეძრული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში დღეს დილით  განვითარებული სცენით

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - შეძრული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში დღეს დილით  განვითარებული სცენით
fbshare.png
print.png

შეძრული ვარ დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში განვითარებული სცენით, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებაზე - ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას

ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებაზე - ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას
fbshare.png
print.png

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ თავდასხმას. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს წარვადგინეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არ არის რაღაც ავტომატური. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,“- წერს ადამ კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Eric said:

არვიცი, და აუცილებელია?

საქმე რაშია იცით, - გუშინ საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავი იყო, ვის "გაუსწორეს" ეხლა უკვე ყველასთვის გასაგებია, მაგრამ აწყობს ხალხს გავხდეთ რუსეთის გუბერნია თუ დაშინებულია ხალხი ??? რატომ არის ხალხი ჩუმათ და რატომ არ ივსება ვთქვათ რუსთაველი ??? ეს რომ 30 წლის წინ მომხდარიყო კაცი არ დარჩებოდა სახლში ... მიჩმორდა ქართველი კაცი თუ რა ხდება ???? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, kvipriane said:

ტვ -ს არ ვუყურებ სენიორ ? და რამე მოხდა?

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ტვ -ს არ ვუყურებ სენიორ ? და რამე მოხდა?

არც მე ვუყურებ სენიორ , აგერ ინეტში ვიდეოები იდება, დღეს დილით შევარდნენ, დაარბიეს ნაცების ოფისი და მელია აუყვანიათ, კაი დიდი ჩხუბი ყოფილა იქ

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, kvipriane said:

არც მე ვუყურებ სენიორ , აგერ ინეტში ვიდეოები იდება, დღეს დილით შევარდნენ, დაარბიეს ნაცების ოფისი და მელია აუყვანიათ, კაი დიდი ჩხუბი ყოფილა იქ

აა

მე ვიფიქრე რუსთაველზე გასაბჭოვების 100 წლისთავი ვიზეიმეთთქო :D

ეგ მეც გავიგე და ბრიტანეთის ელჩის არ იყოს მეც შეძრული ვარ

და სხვა რა გინდათ რომ ვქნათ? და უფრო სწორედ რატომ უნდა ვქნათ?

დავანებოთ თავი იმ რთულ ჩახუჭუჭუებულ ახსნაგანმარტებას რის მიხედვითაც ბაი დეფოლტ მაინც უნდა ქნა რაღაც

მარა საშუალო სტატისტიკურ ქართველმა ჩახუჭუჭებების გარეშე რატომ უნდა ქნას რასაც მისგან მოველით?

პასუხი არ გვაქვს სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

აქ მელიაზე არაა სენიორ საუბარი

მე როგორც მესმის, მელიაში გაერთიანდა საბჭოური მენტალობიდან საბოლოოდ გამოყოფის იდეა, - მნიშვნელობა არ აქვს გვარს და პიროვნებას, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას , სიმბოლურად ეს ასე იქნებოდა 

ამ შემთხვევაში : თუ ხალხი წაუყრუებს აღმოვჩნდებით წითელ-ლოთებთან, თუ ხალხი სრულად გარეთ გამოვარდება კიდევ გვაქვს რაღაც შანსი დავაღწიოთ თავი კომუნისტურ რეჟიმს ... აქედან ასე ჩანს 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share