ფორუმელი Micawber Posted 17 თებერვალი, 2021 Posted 17 თებერვალი, 2021 5 minutes წინ, Freeman said: ვინღა დარჩა?! ეგენი ვიგულისხმე, ანუ ყარაბაღის კონფლიქტის მერე ბარემ ჯორჯიაც... Life is serious. Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 17 თებერვალი, 2021 Posted 17 თებერვალი, 2021 მამუკა მდინარაძე - დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ - ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად დაეთანხმნენ ამერიკის საელჩოს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 17 თებერვალი, 2021 Author Posted 17 თებერვალი, 2021 (შესწორებული) დიპლომატების შეწუხებული სახეების რატო გჯერათ :დ Edited 17 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 17 თებერვალი, 2021 Posted 17 თებერვალი, 2021 ძალად გაიჩალიჩა , არადა ხო იცოდა რო იავნად არღვევდა კანონმდებლოაბს და სატოპკეს უწევდა პროკურატურას და სასამართლოს . რამდენიც არ უნდა სახის ხოკვის რეჟიმზე გადახვიდეთ ზოგზოგიერთები კანონმა თავისი ქნა და დაუყენა განაჩენი ასეა ეს . აშშ-ს საელჩოც და ეუ-ც დუმს ასეც უნდა ხდებოდეს რადგან კანონი უნდა კანონობდეს ქვეყანა თუ გვქვია და ისინიც ამას ითხოვენ . ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2021 Author Posted 18 თებერვალი, 2021 საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გუშინ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, – აღნიშნა გახარიამ. გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ ამერიკის საელჩოს და სენატორ ჯიმ რიშის განცხადებები უძღოდა. აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დღევანდელი კრიზისი გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. „არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. „ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა”,– ამბობს ამერიკელი სენატორი. გახარიას გადადგომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიება დროებით გადადო. დაპატიმრების გადადების მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ გახარიას გადადგომას უკავშირებს. ____________________________ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ________________________________________ ● ნიკა მელიას საქმე წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2021 Author Posted 18 თებერვალი, 2021 ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე ნიკა მელიას დაკავების გადადების თაობაზე შს მინისტრის გადაწყვეტილებას „ლოგიკურს“ უწოდებს „მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, - აღნიშნა კობახიძემ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 18 თებერვალი, 2021 Posted 18 თებერვალი, 2021 რა გამოდის გახარიას გადადგომა ოპოზიციას ჩაუდეს? კრიზისი მაქს გამწვავდება და მათ არ შესვლას დაბრალდება ახალი მინისტრთა კაბინეტის ვერ დამტკიცება? ამით ოპოზიცია ვადამდელის თემას ააქტიურებს, ანუ პინგ პონგს თამაშობენ ეს ღლეები მაშინ როცა ხალხი შიმშილობს და დედა არ ყავს ქვეყანას? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2021 Author Posted 18 თებერვალი, 2021 ოპოზიციის განცხადება მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციის სახელით განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდებიან. მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის კვლავ მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას ფასილიტატორების მონაწილეობით და განიხილოს საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. “ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვებით”, – განაცხადა მელიამ. ხელისუფლების პასუხი გახარიას გადადგომიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მელიას დაკავება დროებით გადაიდო. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით წყალგამყოფი იყო საკითხი – სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ – არა. “გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, თუმცა არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ. კობახიძემ მოუწოდა მელიას დაემორჩილოს კანონს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, მისივე თქმით, მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში – სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი. არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძერა მოხდა გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას პროკურატურა 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებას ედავება. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა ამავე საქმის გამო ნიკა მელიას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა. იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, 2019 წლის 27 ივნისს, პროკურატურამ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 30 ათასი ლარი შეუფარდა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული სამაჯური გაუკეთა. მელიამ გირაო გადაიხადა და სამაჯურიც გაიკეთა. მელიას საქმე აქტუალური ხელახლა მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების ლოზუნგით გაიმართა, ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, როგორც უსამართლობის სიმბოლო და ხალხში გადააგდო. _______________________________________________● გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი _________________________________________________ ამ ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 3 ნოემბერს მელიას გირაოს თანხა გაუზარდა – ამჯერად მელიას გირაოს სახით 70 ათასი ლარამდე განუსაზღვრეს, ანუ დამატებით 40 ათასი ლარი აქვს შესატანი. მელიამ სწორედ ამ გირაოს გადახდაზე თქვა უარი, რადგან მისი თქმით, “ქვეყანაში სასამართლოც და პროკურატურაც ივანიშვილის ჯიბეშია”. 2020 წლის 31 ოქტომბერს ნიკა მელია დეპუტატი ხელახლა გახდა, შესაბამისად, ახალ პარლამენტს მის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობა თავიდან მოუწია და საბოლოოდ იმუნიტეტი 16 თებერვალს კიდევ ერთხელ შეუჩერა. ● ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დეპუტატის მანდატის მოხსნა და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმება მელიამ თავად მოითხოვა, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატის შეწყვეტაზე უარი უთხრა. ● 2020 წლის 25 დეკემბერს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა. _____________________________________________ ● პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა● სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა