Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტომარკეტები: ბიტკოინი & ალტკოინები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 საათის წინ, Damnoc said:

უფრო შედეგზე მაქვს ორიენტაცია ვიდრე პროცესზე.

ნაჰ. მეც შედეგზე ორიენტირებული გახლავართ, მისტერ. ორივეს ცოდნა უნდა - როდის შეხვიდე და გამოხვიდე. 

ინვესტორი უფრო ფუნდამენტურ ანალიზს უყურებს და ჰოდლავს. ტრეიდერს ფასის ანალიზი არანაკლებად აინტერესებს და უფრო რეგულარულადაა ჩართული პროცესში. :boli:

Edited by Dude
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Dude said:

ორივეს ცოდნა უნდა - როდის შეხვიდე და გამოხვიდე.

ჩემის მოკრძალებულის აზრით "ცოდნა" რომელსაც მანდ ახსენებ, არის იგივე მომავლის წინასწარმეტყველება, რომელიც მე ვახსენე აქამდე.

ანუ როგორც "ცოდნა" უნდა იმას რომ როდის შეხვიდე და როდის გამოხვიდე, ისევე რიგითი ტოტალიზატორშიკი იტყვის რომ "ცოდნა" უნდა როდის რა ბილეთი დაწერო, და დაჟე სლოტების ჭია იტყვის რომ უნდა "იცოდე" აპარატს როდის "მოაქვს" და როდის არა :gigi:

მაგრამ როცა ხალხი ინტერესდება რეალურად არსებობს თუ არა ეს "ცოდნა" და ატარებენ ექსპერიმენტებს, ვიღებთ ასეთ შედეგებს:

Investments: Orlando is the cat's whiskers of stock picking

tl:dr 5000 ფუნტი მისცეს სამ ჯგუფს, პროფესიონალ ინვესტორებს, სტუდენტებს და კატას სახელად ორლანდო. წლის ბოლოს შედეგები იყო:

სტუდენტები - 4840

პროფესიონალები - 5176

ორლანდო - 5542

P.S. არაფერს ვამბობ შიმპანზეზე სახელად Raven, რომელმაც ისეთი შედეგები დადო 1999-ში რომ მისი სახელობის ნამდვილი ინდექსი შექმნეს სახელად "Monkeydex" :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

5 საათის წინ, Damnoc said:

ჩემის მოკრძალებულის აზრით "ცოდნა" რომელსაც მანდ ახსენებ, არის იგივე მომავლის წინასწარმეტყველება, რომელიც მე ვახსენე აქამდე.

ანუ როგორც "ცოდნა" უნდა იმას რომ როდის შეხვიდე და როდის გამოხვიდე, ისევე რიგითი ტოტალიზატორშიკი იტყვის რომ "ცოდნა" უნდა როდის რა ბილეთი დაწერო, და დაჟე სლოტების ჭია იტყვის რომ უნდა "იცოდე" აპარატს როდის "მოაქვს" და როდის არა :gigi:

 

ტოტალიზატორს  ინვესტირებას უფრო შევადარებდი,  ერთი ამტკიცებს რომ იცის ფეხბურთი და მეორე ამტკიცებს, რომ იცის ნავთობზე ან ოქროზე მოთხოვნა როგორ გაიზრდე. ინვესტირება არაა წინასწარმეტყველება? დებ ფულს და ელოდები როდის გაიზრდება. ოდესმე ალბათ გაიზრდება რაღაც რაოდენობით, მაგრამ რა რაოდენობით და როდის უნდა გამოხვიდე? ოდესმე ხომ უნდა გამოიტანო?

 

ტრეიდინგში ეძებ და უყურებ პატერნებს, რომელიც მუშაობს და იმის მიხედვით აგებ სტრატეგიას. თან რისკებს აზღვევ, თან გააჩნია მარჟაზე ვაჭრობ თუ სპოტმარკეტებზე. ხოდა ჩემთვის მუშაობს. ბევრად მეტი ეთერიუმი და ბიტკოინი მაქვს ახლა, ვიდრე უბრალოდ ლოდინით მექნებოდა. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Dude said:

ინვესტირება არაა წინასწარმეტყველება? დებ ფულს და ელოდები როდის გაიზრდება. ოდესმე ალბათ გაიზრდება რაღაც რაოდენობით, მაგრამ რა რაოდენობით და როდის

Spoiler

picc8860755af3ed248c0b5187083e3f73b.PNG

იმისთვის რომ არსებითი დროის მანძილზე მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს, რაღაც ისეთი უნდა მოხდეს რაც ბოლო 150 წლის მანძილზე არ მომხდარა :gigi:

გაითვალისწინე ისიც რომ ა) სურათზე ლოგარითმული შკალაა და ბ) ეს არის ნომინალური ბაზრის ზრდა, მაშინ როცა ზოგიერთი ფონდი, მაგალითად ბერკშირი, ბევრად უკეთეს შედეგებს დებს სტაბილურად ვიდრე ბაზარი.

Spoiler

54f4cd60ecad0423157c881b

 

23 minutes წინ, Dude said:

როდის უნდა გამოხვიდე? ოდესმე ხომ უნდა გამოიტანო?

ძალიან ვიწრო ჭრილში მიდგომაა ეგ ჩემი აზრით. პორტფელი მოქნილია და როცა გინდა როგორც გინდა ისე გამოიყენებ, ჩაკეტილი არ არის ყუთში. თუ გინდა რაღაც ასაკიდან დაიწყებ ხარჯვას და თავზე ჩამოიმხობ უბნის ყველა ზავეძენიას, ან რაც ნაზარდი ექნება მარტო იმას "მოაჭრი" პერიოდულად, შენ მშვენივრად იცხოვრებ და ძირს გადააბარებ შვილებს.

26 minutes წინ, Dude said:

ტრეიდინგში ეძებ და უყურებ პატერნებს, რომელიც მუშაობს და იმის მიხედვით აგებ სტრატეგიას. თან რისკებს აზღვევ, თან გააჩნია მარჟაზე ვაჭრობ თუ სპოტმარკეტებზე.

სტატია წაიკითხე? არსებული საინვესტიციო ფონდების მენეჯერებით იყო დაკომპლექტებული პროფესიონალების ჯგუფი, შენ უყურებ პატერნებს და ისინი არა? შენ კარგი სტრატეგია ააგე და იმათ რაღაც ვერ დაუჭირეს მუღამი? შენ აზღვევ რისკებს და იმათ ჯერ ეგ ვერ მოხარშეს? :gigi:

32 minutes წინ, Dude said:

ბევრად მეტი ეთერიუმი და ბიტკოინი მაქვს ახლა, ვიდრე უბრალოდ ლოდინით მექნებოდა.

ან შეიძლება ბევრად ნაკლები გქონოდა :gigi:

ხომ არ მითქვამს დეი თრეიდერი ყოველთვის წააგებსთქო? ნწუ, როგორც ნებისმიერ შანსის თამაშში, ხან მოიგებს, ხან წააგებს, ზოგი თითქმის სულ მოიგებს, ზოგი თითქმის სულ წააგებს, მაგრამ საშუალო არითმეტიკული ტიპი ჯამში მოგებაში იქნებოდა რომ არ ვაჭრობდეს.

დიდი ალბათობით შენც გეგონება რომ საშუალო არითმეტიკულზე უფრო კომპეტენტური ტიპი ხარ, მაგრამ გაითვალისწინე რომ ადამიანების 80% თვლის რომ საშუალოზე უკეთესი მძღოლია :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Damnoc said:

ან შეიძლება ბევრად ნაკლები გქონოდა :gigi:

 

შანსი არაა. დავითვალე ბევრჯერ და მეტი ვერ მექნებოდა

1 საათის წინ, Damnoc said:

დეი თრეიდერი

ზოგადად ტრეიდერებზე მეგონა ლაპარაკობდი. მე არა ვარ დეიტრეიდერი ან ინტრატრეიდერი როგორც წესი.  უფრო სვინგი.  ხანდახან სკალპინგითაც ვერთობი, მარა არა სისტემატიურად. 

 

იყო მომენტები როცა მეც მიწევდა დაჰოდვლა და ჩაყოლა. მერე ვიდექი და ვამატებდი პიზიციებს და საბოლოოდ ამოვიღე საკაიფოდ, მარა არაა ეგ ჩემი საქმე. დავაბრალოთ ტემპერამენტს ან გემოვნებას. 

:boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Dude said:

შანსი არაა. დავითვალე ბევრჯერ და მეტი ვერ მექნებოდა

მე ნაკლები დავწერე და შენ სად წახვედი ვერ მივხვდი :gigi:

5 საათის წინ, Dude said:

ზოგადად ტრეიდერებზე მეგონა ლაპარაკობდი. მე არა ვარ დეიტრეიდერი ან ინტრატრეიდერი როგორც წესი.  უფრო სვინგი.  ხანდახან სკალპინგითაც ვერთობი, მარა არა სისტემატიურად. 

მიდგომები არ დამიზუსტებია, უფრო პოზიციების ხანგრძლივობაზე ვაკეთებდი აქცენტს. მოკლევადიანი არის შანსის დეპარტამენტი და გრძელვადიანი სტატისტიკის.

ვერ იწინასწარმეტყველებ მონეტის შემდეგი აგდების შედეგს, მაგრამ დარწმუნებით შეგიძლია თქვა რომ მილიონი აგდების ბოლოს, "არიოლი" ამოვა 50±1% შემთხვევაში.

5 საათის წინ, Dude said:

დავაბრალოთ ტემპერამენტს ან გემოვნებას. 

ინდივიდუალიზმი არ მოგვიშალოს ღმერთმა :damnoc:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
30 minutes წინ, Damnoc said:

მე ნაკლები დავწერე და შენ სად წახვედი ვერ მივხვდი :gigi:

მოკლედ რომ ვვაჭრობდი, ბევრად სწორი აღმოჩნდა. და არა იმიტომ რომ გამიმართლა, არამედ იმიტომ რომ სორად დავგეგმე ;)

 

30 minutes წინ, Damnoc said:

მიდგომები არ დამიზუსტებია, უფრო პოზიციების ხანგრძლივობაზე ვაკეთებდი აქცენტს. მოკლევადიანი არის შანსის დეპარტამენტი და გრძელვადიანი სტატისტიკის.

 

 ოქროს 80იანებიდან ზრდისთვის 30 წელი დასჭირდა.  ვინც ეიზეინჰაუერის დროს იყიდა, ბუშის დროს ალბათ, პროფიტში იყო :დრუგ: 

მაგრამ ვინც რეიგანის დროს გაყიდა და მერე ბუშის პირველ წლებში იყიდა და მერე ობამას დროს გაყიდა, ბევრად კაი პროფიტშია.  ფასს თუ წაიკითხავ, მარტივი იქნებოდა სწორი პოზიციების დაკავება 

Edited by Dude
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 საათის წინ, Damnoc said:

წინასწარმეტყველება

წინა თვეში ხო ვიწინასწარმეტყველე 30 პროცენტიანი კორექცია. დეკემბერში გავყიდე და და დავშორტე წლიურ გახსნაზე და მერე ლონგზე შევედი. შენ ალბათ იჯექი და ელოდი როდის მორჩებოდა აკუმულაცია და ახალ ჰაის დადებდა? ხიხი

ჩემთვის ეს კომპიუტერული თამაშივითაა, მაგრამ აშკარად უკეთესად ვმართავ ჩემს პორტფოლიოს, ვიდრე თქვენ უსერ

Edited by Grinch

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   40 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 40 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(3)