Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტომარკეტები: ბიტკოინი & ალტკოინები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 2/25/2021 at 1:52 PM, Genetic Miracle said:

ცუდი დროა შესასვლელად?

ვარესი.  ამაღამ რამე სასწაული თუ არ მოხდა, კორექციაში მივდივართ. ლონგზე არ ვიფიქრებდი ჯერ 

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Dude said:

რა ხდება ლუზერცი

კარგ თრეიდებს არ გვეუბნები და ვზივართ ასე *ლეებივით ლონგ პოზიციებზე ;(

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

Do Your Own Research

წუხელ გადავედი დოლარში. თებერვლის ჰაიზე რეაქციით დავასკვენი რო  დაბლა წავიდოდა.  მე რო დავიძინე მერე შეიცვალა მარკეტის სტრუქტურა და დაბრეიქდა. დღეს ველოდი დაბოღმილი უკან როდის დაბრუნდებოდა ფასი  და ძლივს ჩამოეძნეყვა

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Dude said:

Do Your Own Research

შენი რა მიდის რომ გადმოგვიგდო ერთი ორი კარგი თრეიდი ;(

მოვაწყდებით ჩვენი მილიარდებით და ტრენდებს აგირევთ ბაზარზე?

Share on other sites

  • ფორუმელი

აპრილი როგორ დაიხურება ნეტა    

ვოლუმს რასავ ვუყურებ, მგონია რო შორტები იხოდება ბოროტი ბიძიების ტვინებში და, მინ. იანვრამდე ჩამოვალთ, მარა წუხანდელის მერე  ინტრადეი PA კაია,  ბულ ტრაპია თუ ახალი ატჰსკენ მივდივართ ვერ ჩამოვყალიბდი. 

john travolta bolo tie GIF

:ugh:

@Damnoc რომელ ბირჟას იყენებ?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 4/11/2021 at 8:57 AM, Damnoc said:

შენი რა მიდის რომ გადმოგვიგდო ერთი ორი კარგი თრეიდი ;(

დადე, რამეს გაქექვა თუ გინდა და შევამოწმოთ, როგორ გამოიყურება

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

 

რამ გამოიწვია ბიტკოინის მკვეთრი გაუფასურება 

25 აპრ, 20:49
5945 ნახვა
tbl.ge/5ivu
დაკოპირდა
 

ტრადიციულად კრიპტომარკეტი ფასების მაღალი მერყეობითა და არასტაბილურობით გამოირჩევა. აპრილის ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიტკოინის [BTC] ფასი რეკორდული 64 700 დოლარიდან 47 600 დოლარამდე დაეცა, თითქმის 26%-იანი შემცირება მრავალი მიზეზითა და ფაქტორითაა განპირობებული.

2021 წელი კრიპტოვალუტისათვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, 1-ელი იანვრიდან მოყოლებული, ბიტკოინის ფასი თითქმის 130%-ით გაიზარდა, სხვა, შედარებით დაბალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონდე ალტკოინების ფასი კი, რიგ შემთხვევებში, გაათმაგდა. 

საფინანსო ბაზრის მსგავსი აღმასვლის პროცესს ინვესტორები ხარის ბაზრის [Bull market] სახელით მოიხსენიებენ, მის საპირისპიროს კი - დათვის ბაზრის [Bear market]. 
ეკონომისტებისა და ინვესტორების უდიდესი ნაწილის შეფასებით, 2021 წელს კრიპტოვალუტა აშკარა ხარის ბაზარში იმყოფება და ამაზე, გარდა ფასების რეკორდული ზრდისა, მრავალი სხვა ტექნიკური ინდიკატორიც მიუთითებს. 

მიუხედავად ბაზრის ზოგადი აღმასვლისა, უკანასკნელ დღეებში ფასების მკვეთრმა გაუფასურებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, დასრულდა თუ არა კრიპტოვალუტის ხარის ბაზარი და უნდა მოემზადონ თუ არა ინვესტორები ბიტკოინისა თუ სხვა ალტკოინების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებისათვის. 

btc-price.png ბიტკოინის ფასი.  წყარო: tradingview.com

ამჟამად ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას კრიპტოვალუტით დაინტერესებული ყოველი ინვესტორი და ანალიტიკოსი ცდილობს. 

ექსპერტების უმეტესობა ბაზრის გასაანალიზებლად იმ მიზეზების გაგებას ცდილობს, თუ რამ გამოიწვია პანიკური ვაჭრობა და, შესაბამისად, ფასების მკვეთრი შემცირება. 
 

1. ჰაშრეიტის მკვეთრი ვარდნა 

ნეგატიური მოვლენების საწყისი წერტილი და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა

სინძიანში კრიპტომაინერების დიდი ნაწილია თავმოყრილი და ელექტროენერგიის გათიშვამ ბიტკოინის გლობალური ჰაშრეიტის 49%-იანი ვარდნა გამოიწვია. 

ჰაშრეიტი ბიტკოინის ქსელის სიჩქარის საზომი ერთეულია, რომლის შემცირებაც სისტემის შენელებას იწვევს. 

მიუხედავად მსგავსი ტექნიკური პრობლემისა, ბიტკოინის ქსელში განხორციელებული მილიონობით ტრანზაქციიდან არცერთი მათგანი არ ყოფილა ცრუ ან არავალიდური. 

hashrate-final.png ბიტკოინის ჰაშრეიტი.  წყარო: blockchain.com

 

2. ლიკვიდირებული მარჟით მოვაჭრეები

ჰაშრეიტის მკვეთრ ვარდნას ბიტკოინის ფასის პირველი პროცენტული ერთეულების კლება მოჰყვა.

ჯაჭვის შემდეგი რგოლი სავაჭრო პლატფორმებზე მაღალი მარჟით მოვაჭრეები იყვნენ. 

მარჟით ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე გავრცელებული მოვლენაა, რომელთან დაკავშირებული პრობლემის ერთ-ერთი ცნობილი გამოვლინებაა GameStop-ის სკანდალი

მარჟით მოვაჭრეები დებენ ერთგვარ ფსონს იმაზე, მომავალში გაიზრდება თუ შემცირდება რაღაც კონკრეტული სავაჭრო ერთეულის ფასი, ამ შემთხვევაში - კრიპტოვალუტის. 

საფონდო ბირჟებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმები ინვესტორებს ისეთი მაღალი მარჟის გამოყენების საშუალებასაც აძლევს, როგორიცაა: 50X, 100X და 125X. 

კრიპტოვალუტით მოვაჭრეების მნიშვნელოვანი ნაწილი კი 100X მარჟას აქტიურად იყენებს. 

წარმოვიდგინოთ მსგავსი შემთხვევა: მოვაჭრე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ბიტკოინის ფასი 1%-ით გაიზრდება და სავაჭრო პლატფორმაზე 100 დოლარს დებს 100X-იანი მარჟით.  

იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვაჭრის მოლოდინი გამართლდება და ბიტკოინის ფასი 1%-ით გაიზრდება, მაშინ ის 100X-იანი მარჟის გამოყენების გამო, 100%-იან მოგებას მიიღებს, რადგან მისი სავაჭრო პოზიცია არა 100 დოლარი, არამედ 10 000 დოლარი იქნება [100x100].  

თუმცა, თუ მისი მოლოდინი არ გამართლდება და ბიტკოინის ფასი 1%-ით დაეცემა, იმავე პრინციპით, ის 100%-იან ზარალში წავა და მისი პოზიცია ლიკვიდირებული იქნება. 

ჰაშრეიტის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე სავაჭრო პლატფორმებზე რეკორდულად მაღალი რაოდენობით Long პოზიციები იყო დაფიქსირებული, ანუ მოვაჭრეების დიდი რაოდენობა დებდა ერთგვარ ფსონს, რომ ბიტკოინის ფასი უახლოეს მომავალში გაიზრდებოდა.

ფასის ვარდნას თან მოჰყვა მაღალი მარჟით მოვაჭრეების ლიკვიდაცია, რადგან ფასის მცირედი, 1-2%-იანი  შემცირებაც კი, 100-125X მარჟის გამოყენების შემთხვევაში, პოზიციის განულებას იწვევს.

სიძიანის ინციდენტიდან რამდენიმე საათში ლიკვიდირებული პოზიციების საერთო ღირებულებამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

ლიკვიდაციის მსგავსი მასშტაბური პროცესი კი, თავის მხრივ, იწვევს ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირებას. 

liquidation-final.png ლიკვიდირებული პოზიციები.  წყარო: bybt.com


3. ნეგატიური ამბების გავრცელება

ნეგატიური ამბების გავრცელებას, როგორც წესი, საფონდო ბირჟებზე ფასების კლება მოჰყვება ხოლმე, თუმცა კრიპტოვალუტის ბაზარი განსაკუთრებით მკვეთრად და სწრაფად რეაგირებს მსგავს სიახლეებზე, რადგან, საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, კრიპტობაზარი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე, მას ვერცერთი საფინანსო ინსტიტუტი თუ ბერკეტი ვერ აკონტროლებს. 

ფასების დაცემამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა კრიპტოვალუტის ანგარიშსწორების გამოყენების საშუალებად აკრძალვას გეგმავდა. 

გარდა ამისა, ერთ-ერთმა უდიდესმა ბიზნესგამოცემა CNBC-მ სოციალურ პლატფორმებზე ერთი თვის წინ ჩაწერილი რეპორტაჟი გააზიარა, სადაც საუბარი იყო ინდოეთში კრიპტოვალუტის წინააღმდეგ სავარაუდო კანონპროექტის შემუშავებაზე. 

რამდენიმე საათში Twitter-ზე, გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მარეგულირებელი ორგანო კრიპტოვალუტის ფულის გათეთრების მიზნით გამოყენებისთვის რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტისა და ბანკის წინააღმდეგ იწყებდა გამოძიების პროცესს. ეს უკანასკნელი ამბავი კი ოფიციალურად არ დასტურდება. 

გარდა ამისა, 22 აპრილს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კაპიტალზე დაწესებული მოგების გადასახადის გაორმაგებას გეგმავს. ამ ამბავს, როგორც კრიპტობაზრზე, ასევე ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა და აქციებისა თუ ობლიგაციების ფასების კლება მოჰყვა. 
 

დასკვნა

2021 წლის აპრილში კრიპტოვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ექსპერტების დიდი ნაწილი ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით ხსნის.  

ფასების მაღალი მერყეობა და არასტაბილურობა კრიპტოვალუტისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ბაზარი, როგორც წესი, მკვეთრად რეაგირებს ნეგატიურ სიახლეებსა და მოვლენებზე. 

ანალიტიკოსების ნაწილი ისტორიულ პარალელებზე მიუთითებს. 2017 წლის ხარის მარკეტის დროს ბიტკოინის ფასის თითქმის 30%-იანი ვარდნა 6-ჯერ დაფიქსირდა, 2021 წელს კი ფასი 4-ჯერ მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა ეს უკანასკნელი ვარდნა ამ წლის რეკორდული მაჩვენებელია. 

btc-dips-2017.png ბიტკოინის 2017 წლის ხარის მარკეტი. 

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2021 წლის ხარის მარკეტი დასასრულს უახლოვდება და ფასების მკვეთრ კლებას უნდა ველოდოთ. მათი განმარტებით, გამოცდილი ინვესტორების დიდმა ნაწილმა მოგების რეალიზაცია 60 000 დოლარის ფარგლებში განახორციელა, ხოლო შედარებით ახალი ინვესტორები მარკეტის მიმართ ნდობას კარგავენ. 

მოვაჭრეების განწყობა ბიტკოინის შიშისა და სიხარბის ინდექსზეც აისახა, რომელმაც 25 აპრილს 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

feargreed-final.png წყარო: alternative.me


ანალიტიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ფასის მსგავსი კორექცია კრიპტომარკეტისთვის დამახასიათებელია და ამას ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვებაც ცხადყოფს. ბიტკოინისთვის 40%-იანი ფასის კლებაც კი ნორმალური მოვლენაა, რაც "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შანსებს ამცირებს და ბაზარს აჯანსაღებს. 

მათი თქმით, 2021 წლის ხარის მარკეტი ფუნდამენტურად განსხვავებულია ბიტკოინის 12-წლიანი ისტორიული გამოცდილებისგან, რადგან წელს კრიპტოვალუტა როგორც კომპანიებმა, ასევე საფინანსო ინსტიტუტებმა და ტრადიციულმა ინვესტორებმაც კი აღიარეს. 

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share