ფორუმელი Moor Posted 4 თებერვალი, 2021 Author Posted 4 თებერვალი, 2021 ოთხმოციანების დასასრულს დათო ჭავჭანიშვილმა, ზვიად შენგელიამ და ამირან ებრალიძემ პირველი ქართული პანკ ჯგუფი შექმნეს, რომელსაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ "კომენდანტის საათი" ეწოდა. კომენდანტის საათი - შემეხე (1989) ოთხმოციანების ბოლოსკენ ფორმირება დაიწყო. თბილისურმა ჰარდ როკ და ჰევი მეტალ სცენამაც. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბენდები Week End, "მორიტური", "მძიმე ჯვარი", "მემენტო მორი" და "ოკეანე". მოღვაწეობა განაახლა ჯერ კიდევ 1974 წელს შექმნილმა კოლექტივმა "მწირი". ჯგუფი "პრიზიც", სანამ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში სინთპოპ ჟღერადობით გაჯერებულ ალბომს ჩაწერდა, ჰევი მეტალს უკრავდა. Week End - დღეს ჩვენ ერთად ვართ (1989) სხვა ქართული ბენდებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდნენ, უნდა აღინიშნოს 1989 წელს ქუთაისში შექმნილი პანკ კოლექტივი "აუტსაიდერი", "არაგველები" დუშეთიდან, "ბეთლემი" ქედადან, ასევე თბილისური ჯგუფები "ვნება", "ჯუკ-ბოქსი" და "ბიჭები როკ-ენ-როლიდან". ამ უკანასკნელის ფრონტმენი ირაკლი გიგაური იყო, რომელმაც 1988 წელს, 22 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა, გარდაცვალებამდე რამდენიმე ულამაზესი კომპოზიციის შექმნა მოასწრო. მათ შორისაა სიმღერა "მე მინდა გიყურო", რომელიც მოგვიანებით "ზუმბალენდის" შესრულებით გახდა პოპულარული. ბიჭები როკ-ენ-როლიდან - მაისი (1988) ოთხმოციანი წლების ბოლოდან სტაგნაციაში მყოფი ცენტრალიზებული მუსიკალური ინდუსტრია და ოფიციალური, ფილარმონიული კოლექტივები ნელ-ნელა დამოუკიდებელმა არტისტებმა ჩაანაცვლეს. მომდევნო დეკადის განმავლობაში სწორედ მათ იკისრეს პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში მუსიკის პროგრესზე. შედეგად, ოთხმოცდაათიანები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ათწლეული აღმოჩნდა ქართული პოპულარული მუსიკისთვის. ამ ეპოქაზე უფრო დაწვრილებით ჩვენი სტატიების ციკლის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 @Moor 1 სტატია დაშალე 5 გვერდზე? ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 6 მარტი, 2021 Author Posted 6 მარტი, 2021 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა