Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პოპი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

"მზიურის" დატოვების შემდეგ თავისი პირველი სტუდიური ნამუშევარი გამოსცა თამარ გვერდწითელმაც. პოპ-სასიმღერო კონტექსტში ამ ალბომებს ბევრი არაფერი დაეწუნება. მათი უმეტესობა იმ ლამაზ და თბილ ორკესტრულ პოპ-ჟღერადობას ეფუძნება, რომელიც სწორედ ოთხმოციანების დასაწყისში შემოვიდა მოდაში, თუმცა იმ პერიოდის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩანაწერი ეთერ კაკულიას სრულიად განსხვავებული ესთეტიკის, 4 მეგრული სიმღერისგან შემდგარი მინიონია, რომელიც მინიმალისტურად, მხოლოდ ერთი გიტარის თანხლებითაა არანჟირებული.

ეთერ კაკულია - ვა გიორქო მა (1987)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გაოცებას იწვევს იმდროინდელი საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის მხრიდან ეთერ იოსებიძის მასშტაბის ტალანტის სრული იგნორირება. მომღერალი, რომელსაც ჩვენთან ძირითადად მხატვრულ ფილმებში "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ-ქალი", "ჩარი-რამა" და "სიყვარული ყველას უნდა" შესრულებული კომპოზიციებით იცნობდნენ, ოთხმოციანების ბოლოს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1991 წელს გამოშვებულ მემორიალურ ფირფიტაზე საოცარი ნიჭის მქონე ავტორ-შემსრულებელს ვუსმენთ, რომელიც ისევე, როგორც 10-20 წლით ადრე ინოლა გურგულია, მონატრებული გრილი ნიავივით იყო იმ პერიოდის მუსიკალურ სტაგნაციაში.

2011 წელს ეთერ იოსებიძის მიერ ოთხმოციანებში ჩაწერილი სიმღერების კიდევ ერთი კრებული გამოვიდა, რომელშიც ათი წლით ადრე ვინილზე გამოცემული კომპოზიციებიც შევიდა.

ეთერ იოსებიძე - საუკეთესო სიმღერების კრებული (2011) [სრული ალბომი]

ტექნიკურ-ინდუსტრიული ჩამორჩენის, ფორმატთან წარუმატებელი ექსპერიმენტების, აბსურდამდე მკაცრი ცენზურისა თუ პოლიტიკური წრეების მიზანმიმართული საბოტაჟის გამო, ოთხმოციანების ქართულმა ოფიციალურმა პოპულარულმა მუსიკამ საკუთარი თავი ნელ-ნელა გამოფიტა. ახალი პოპ მუსიკის სიმწირით შექმნილი ვაკუუმი კი ძველი შემსრულებლების ნოსტალგიურმა რე-რელიზებმა და ფოლკლორული თუ ბავშვთა ანსამბლების ფირფიტებმა შეავსო.  

იმ პერიოდის ბავშვთა ანსამბლებმა თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობის მორგება დაიწყეს. ასე მაგალითად, "ალიონის" 1987 წლის ფირფიტა მსუბუქ, ფანკნარევ ჯაზ-როკს შეიცავს. 

ალიონი - ალიონი (1987) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რამდენიმე კარგი ნამუშევრის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ქართული მუსიკის მომავალი ამ ცენტრალიზებულ, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ხმის ჩამწერ ინდუსტრიას აღარ ეკუთვნოდა. საქართველოში, ისევე, როგორც ზოგადად იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, დამოუკიდებელმა, სახლის ფონოგრაფიამ დაიწყო დამკვიდრება. 

წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ დღეისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე ადრეულ დამოუკიდებლად ჩაწერილ ალბომად ინოლა გურგულიას "...პირველად იყო სიმღერა" მიიჩნევა. ამ კრებულზე მუშაობა მუსიკოსმა 1977 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაასრულა. ოთხმოციანების დასაწყისში კი სახლის პირობებში მუსიკის ჩაწერა როკ ბენდებმაც დაიწყეს. ამ მხრივ განსაკუთრებით თბილისში მოღვაწე რუსულენოვანი კოლექტივები აქტიურობდნენ. 

არტ პანკ ჯგუფმა Или, რომელმაც 1983-1990 წლებში იარსება, საკმაოდ დიდი დისკოგრაფია დატოვა (Сектор Дзен, 1988; Городские Ворота, 1988; Неправильный Поезд, 1989; Выхожу На Улицу, 1990). ნედლი ჟღერადობითა და სიურრეალისტური, სიმბოლოებით სავსე ტექსტებით გამორჩეული ბენდის შემოქმედება იმდროინდელი პეტერბურგის როკ სცენას ენათესავებოდა.

Или - Сектор Дзен (1988) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კიდევ ერთმა რუსულენოვანმა ჰარდ როკ ჯგუფმა Капкан, რომელიც 1978-1990 წლებში მოღვაწეობდა, ოცდაათამდე სიმღერა ჩაწერა. 1988 წელს კი ალბომი Подведём Итоги გაავრცელა.

Капкан - Подведём итоги (1988) [სრული ალბომი]

1987 წელს Капкан-ის რამდენიმე წევრმა შექმნა ჯგუფი Цеитнот, რომელიც სტილის მხრივ მსგავს მუსიკას უკრავდა. ბენდმა, სავარაუდოდ, 1989 წლამდე იარსება. შემორჩენილია მათი რამდენიმე სიმღერის ჩანაწერი.

Цейтнот - Детская Песенка (1989)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ქართულენოვანი ბენდების ჩვენამდე მოსული ჩანაწერებიდან ყველაზე ადრეული, დიდი ალბათობით, თბილისურ ჰარდ როკ ბენდს, "გრემს" ეკუთვნის. ჯგუფი 1977-93 წლებში მოღვაწეობდა და გადმოცემით, 4 ალბომი ჩაწერა, თუმცა დღეს მუსიკოსების შემოქმედებიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ 15 სიმღერაა. მათი ალბომების მიხედვით დალაგება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

გრემი - მადონა ნორჩი (1987)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1987 წელს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენას ჩაეყარა საფუძველი. დადა დადიანმა შექმნა ჯგუფი "ტაქსი", რომელშიც მასთან ერთად ირინა ხორავა, ზაზა სახამბერიძე და ბიჭიკო ოსიპოვი გაწევრიანდნენ. მოგვიანებით ზაზა სახამბერიძე კახა კიკაბიძემ, ირინა ხორავა ირაკლი ჩარკვიანმა შეცვალა.

1988 წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი ჩაწერა, რომელშიც ნიუ ვეივისა და ინდი როკის სტილში გადაწყვეტილი 8 ქართულენოვანი სიმღერა გაერთიანდა. "მე ვეღარ ვუყურებ ავადმყოფების ქალაქს, ჭუჭყიან ქალაქს. მე ვიცი, მე ვიყავი გარეთ, მე ვიცნობ ქუჩას, თითოეულ ქუჩაში გამვლელს თვალებში ზიზღი უჩანს", - ასეთი იყო ამ ჟღერადობისა და კონცეფციის თვალსაზრისით ქართული მუსიკისთვის სრულიად ახალი ნამუშევრის განწყობა.

ტაქსი - ტაქსი (1988) [სრული ალბომი]

1989 წელს დადა დადიანმა საკუთარ სახლში დრამ მანქანისა და სინთეზატორის გამოყენებით "ტაქსის" რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაიწერა. კომპოზიციებში "მფრინავი", "მომხვიე ხელები" და "გამოდი გარეთ" გიტარის ჩვეული საუნდი ელექტრონულმა ჟღერადობამ ჩაანაცვლა. ამ მიმართულებაზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად გაკეთდა დადას მიერ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში შექმნილ პროექტებში "საბავშვო მედიცინა" და Georgian Dance Empire

ტაქსი - გამოდი გარეთ (1989)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1987 წელსვე ლადო ბურდულმა შექმნა ჯგუფი "რეცეპტი", რომელშიც ასევე ზაზა სახამბერიძევოვა ვარდანიანი და კახა გუგუშვილი შედიოდნენ. მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი და სანდრო კაპანაძე დაემატნენ. კოლექტივის მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა.

1987-92 წლებში "რეცეპტმა" ათამდე კომპოზიცია ჩაწერა. ეს ემოციურად შიშველი, სუნთქვისშემკვრელი სიმღერები 2006 წელს კანადურმა ლეიბლმა Supreme Echo კომპაქტ-დისკზე გამოსცა. ოთხმოციანების პერიოდიდან შემორჩენილია აგრეთვე ჯგუფის მიერ 1989 წელს თბილისში, უცხო ენათა ინსტიტუტში ჩატარებული კონცერტის ვიდეო. 

რეცეპტი - Anthology Of Georgian Underground, Tbilisi 1987-1992 (2006) [სრული ალბომი]

იმავე წელს ლადო ბურდულმა დადა დადიანის სახლის სტუდიაში "რეცეპტის" სამი სიმღერის - "მე მოვრბოდი შენკენ", "ამ ქალაქში მეფობენ მგლები" და "ისევ მუქდება მორიგი ღამე" ალტერნატიული ვერსიები ჩაწერა. 

რეცეპტი - ისევ მუქდება მორიგი ღამე (1989)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის კიდევ ერთი ფუძემდებელი ქიშო გლუნჩაძე იყო. 1985 წელს ის ეკრანებზე გამოჩნდა, როგორც მსახიობი ალეკო ცაბაძის ფილმში "ლაქა", შემდეგ წლებში კი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ავტორ-შემსრულებელი გახდა. მის მიერ ოთხმოციანებში შექმნილი ნამუშევრებიდან ჩვენამდე მხოლოდ ოთხმა სიმღერამ მოაღწია. ისინიც 1989 წელს დადა დადიანის სახლში ჩაიწერა. 

ქიშო გლუნჩაძე - ჭეშმარიტება (1989)

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share