Jump to content
×
×
  • Create New...

არცოდნის ცოდვა


Lollygag
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

უნის ამბებს ვიხსენებდი და ჩემი ერთი ლექტორი გამახსენდა, სტუდენტთა დაშეიმინგებას იყო მიჩვეული, მაგ. ისტორიას ჰყვებოდა, უცებ შეჩერდებოდა, ,,ეს დეტალი იცითო?" -შეეკითხებოდა აუდიტორიას, პასუხს თუ ვერ მიიღებდა, იწყებდა: როგორ შეიძლება ბაკალავრიატის სტუდენტმა ეს არ იცოდეს, საერთოდ, რა გინდათ უნივერსიტეტში, როცა რამდენი სახარებაა დაწერილი ისიც კი არ იცით და ა.შ.

მოკლედ, ერთი 5 წუთი ქოთქოთებდა: განათლების სისტემის კრახზე, უინტერესო და უცოდინარ სტუდენტობაზე და ა.შ. 

გასაგებია, რომ განათლების სისტემა გარკვეულ საბაზისო ცოდნის სტანდარტს აწესებს, შესაბამისად განათლების ნაკლებობაზე მიანიშნებს როცა არ იცი სხვაობა ვალენტობასა და ვალენტინობას შორის, მაგრამ სად გადის ზღვარი დასაშეიმინგებელ და სპეციფიკური ცოდნის ტიპებს შორის?

რატომ უნდა მიტყდებოდეს, რომ არ ვიცი რამდენი სახარებაა და არც არანაირი ინტერესი არ მაქვს აპოკრიფულ ტექსტებში გარკვევის?

არც ქართველი საბჭოთა მწერლები მაინტერესებს და თუნდაც ფილოსოფიისადმი ჩემი ინტერესის მიუხედავად, უამრავი ფილოსოფიური ნაშრომია, რომელსაც, დღეს, არ წავიკითხავ- დრომორჭმული მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიის კლასიკოსები არიან და ვიღაცის აზრით: ,,ტეხს, მაინტერესებდეს ფილოსოფია და არ ვკითხულობდე ჰეგელს".

ჰოდა, როგორ ფიქრობთ სად გადის ზღვარი არცოდნის ცოდვას, დაშეიმინგების მცდელობას, ეგოს გამოკვებასა და საკუთარი კომპლექსების შენიღბვას შორის? 

Edited by Darkness
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ChariotGod said:

"Ну и запросы у вас!"- сказала база данных и повисла.

:lol:

2 საათის წინ, Lollygag said:

ჰოდა, როგორ ფიქრობთ სად გადის ზღვარი არცოდნის ცოდვას, დაშეიმინგების მცდელობას, ეგოს გამოკვებასა და საკუთარი კომპლექსების შენიღბვას შორის? 

მთავარია მე რის საჭიროებას და აუცილებლობას ვხედავ და რატომ. 

პლუს მაქვს თუ არა ის ფუფუნება დავიკიდო განათლების ოფიციალური სისტემა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@cosmia

ყველაფერი რაც არ მაინტერესებს, მკიდია. თუნდაც ამის ,,ცოდნა ხამდეს".

ის განწყობა მაქვს, რომ ინფორმაციულ საუკუნეში რაღაც ფაქტის ცოდნა (სავარაუდოდ ზედაპირული) მავანის ცოდნის ექსკლუზიურობას კი არ უსვამს ხაზს, არამედ უფრო ეგოს გახარების და მავანის წარმოსახვაში, თუ აუდიტორიაში, სხვისი დაკნინების მცდელობაა (რომლის უკანაც საკუთარი კომპლექსები იმალება).

ერთი, იმედგაცრუების განცდა გეუფლება, როცა ლექტორი გევასება შორიდან და მერე ასეთ ქცევებს ავლენს. მიტყდება რომ მომწონდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Lollygag said:

სად გადის ზღვარი არცოდნის ცოდვას, დაშეიმინგების მცდელობას, ეგოს გამოკვებასა და საკუთარი კომპლექსების შენიღბვას შორის? 

ინტელექტუალების და საზოგადოების ურთიერთობა ძალიან სპეციფიურია მაგრამ არსით დიდად არ განსხვავდებიან ნებისმიერი სხვა გამვლელისგან.

ყველა იმას შეასხამს ხოტბას რაც აქვს/იცის და იტყვის რომ რაც არ აქვს/იცის ის at best *ლეობაა და at worst ცოდვა.

ბებერი ინტელექტუალი იტყვის რომ ამ ახალმა თაობამ არ იცის რაღაც აპოკრიფული ფაქტები, ბებერი ტაქსისიტი იტყვის რომ ახალმა თაობამ არ იცის მექანიკის ტარება და ბებერი ფიზ-კულტურისტი რომ შვედური კედლის კულტურა დაიკარგა, დ.ა.შ.

დღის ბოლოს, რაც პერფორმანსში არ ითარგმნება, ყველაფერი დაკიდებადია. "საჭირო" არ არის რომ რაღაც იცოდე, თუ რაღაც ჩარჩოში არ ხარ მოქცეული რომელშიც ეს საჭიროება გაიჩინე.

უბრალოდ არის მანდ ერთი "მაგრამ". როცა რაღაც არ იცი, ისიც რთული დასანახია რაში გამოგადგებოდა, მაგრამ როცა იცი, მაშინ დანამდვილებით იცი რამეში გადგება თუ არა :D

 

7 საათის წინ, Lollygag said:

,,ეს დეტალი იცითო?" -შეეკითხებოდა აუდიტორიას, პასუხს თუ ვერ მიიღებდა, იწყებდა

მარტივი გამოსავალი იქნებოდა გეთქვა "პატივცემულო, ის იცით ვოთსაპში ლოქეიშენი როგორ უნდა ჩამიგდოთ?"-ო :gigi:

Share on other sites

სოციალური წნეხის ხარჯზე რამდენად გამართლებულია სტუდენტის მოტივირება.

ვოტ მოთხრობის წერას ასე ჯობია.

 

 

ვოდა თემას არ ეხება მარა. არ გინდათ კულტურა ჩესტი / კულტურა დასტოინსტვა / კანცელ კალჩაზე რამე ვრცლად იბოდიალოთ?

ახალი ვეივია (2018-) ქართულ ნეტში სკარეე ვსევო დაჟე ტერმინოლოგიური აპარატი არ იქნება შეთანხმებული. :]

ოღონდ გოფმანივით ნუ გადამაყოლებთ თქვენს გაზრდას.

Share on other sites

  • ფორუმელი

მე ის არ ვიცი, საწყალი აპოკრიფული როგორია და რავი, სცადეთ ჩემი შერცხვენა მაგის გამო :lalala:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

სცადეთ ჩემი შერცხვენა მაგის გამო :lalala:

:mulan:

ჩემი ლექტორი იტყოდა: ,,ის მაინც ხომ იცი, სულ რამდენი სახარებაა? მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საერთოდ, ამ ცოდნის გარეშე ბაკალავრიატზე როგორ მოხვდი?" :D 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   33 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 32 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)