Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანის საერთო თემა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 minutes წინ, Seth said:

აზიელი ხალხია მაინც, უყვართ ქვეშევრდომებისგან სტატუსის დამადასტურებელი მოძრაობები :დ

:lol: ჩემგან დიდხანს მოუწევთ ლოდინი. 

ბევრი ნიუსი იდებოდა სომხეთზე და აზერბაიჯანზე და   თემატურად დავაჯგუფე უბრალოდ, რომ განყი არ გადაეტვირთათ 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

ჩემგან დიდხანს მოუწევთ ლოდინი

:lool:

არადა სწორი მიდგომაა სერ, შორსმჭვრეტელი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

127645799_3963703140324593_2272740685885

აზერბაიჯანში, ფაქტობრივად ერთდროულად გავრცელდა ინფორმაცია სამი სკანდალური სასამართლო სარჩელის შესახებ. რეალურად, ყველა მათგანს ერთი საერთო საწყისი წერტილი აქვს – გასულ წელს, ბაქოში გამართული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის შვილიშვილის ქორწილი.



ვრცელდება ინფორმაცია მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ ერთ-ერთი ფუნქციონერის, სავუშ ნოვრუზოვის სარჩელის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და ამჟამად აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, რამიზ მეხტიევის სარჩელზე 15 დეპუტატის წინააღმდეგ და ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის სარჩელზე, იმავე რამიზ მეხტიევის წინააღმდეგ.

ქორწილი და ცხოვრება მის შემდეგ

პირველი ორი სარჩელი პირდაპირ დაკავშირებულია რამიზ მეხტიევის შვილიშვილის ქორწილთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, „რუხ კარდინალად“ მიიჩნეოდა. იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ ქვეყანაში აკრძალული იყო მასობრივი ღონისძიებებისა და ცერემონიების ჩატარება – მათ შორის ქორწილების – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რამიზ მეხტიევმა შვილიშვილის ქორწილი გადაიხადა.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. პატარძლის მამას – რამიზ მეხტიევის სიძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, მრავალი სტუმარი კი დაჯარიმდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, რამიზ მეხტიევმა დაკარგა თავისი ისედაც „მორყეული“ სავარძელი, მაგრამ ფაქტობრივად მაშინვე აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე. ახალ თანამდებობაზე მუშაობა სულ რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა, როდესაც მეხტიევმა აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია დაწერა და სასამართლო გარჩევით დაემუქრა აზერბაიჯანის პარლამენტის 16 დეპუტატს, რომლებმაც მისი მისამართით ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

რამიზ მეხტიევი დეპუტატების წინააღმდეგ

მოკლე დროში ეს სტატია აკადემიის ვებგვერდიდან გაქრა, ასევე სასწრაფოდ წაშალეს ის თავიანთი გვერდებიდან მასმედიის საშუალებებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მეხტიევი თავის წერილში 16 დეპუტატს დაემუქრა, სასამართლო სარჩელში, როგორც წყარო ამტკიცებს, დასახელებულია 15 დეპუტატის სახელი. ჯერჯერობით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მეხტიევის მიერ დადანაშაულებულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა, პროსახელისუფლებო პარტია „სამშობლოს“ ხელმძღვანელმა, ფაზაილ აღამალიმ აღნიშნა, რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ამ ინფორმაციას: „ჯერჯერობით შეტყობინება არ მიმიღია. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო რამიზ მეხტიევის სარჩელის სასამართლო განხილვაში. ვნახოთ, რას ითხოვს, რა სურს“.

დეპუტატი მინისტრის წინააღმდეგ

სავუშ ნოვრუზოვის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული მეხტიევის შვილიშვილის ქორწილთან. საქმე ისაა, რომ ცერემონიაში მონაწილეობისთვის დაჯარიმებულთა შორის იყო თავად დეპუტატი ნოვრუზოვი და მისი მეუღლე – ომბუდსმენი საბინა ალიევა.

ნოვრუზოვს მიაჩნია, რომ შსს-მ საკუთარი ჯარიმით მისი სადეპუტატო ხელშეუხებლობა დაარღვია. დეპუტატის აზრით, კანონმდებლობა კარანტინის დროს პარლამენტის წევრის დასჯას არ ითვალისწინებს და მას შეუძლია იქ წავიდეს, სადაც მოისურვებს.

„ამ საკითხში უკან არ დავიხევ და კომპრომისზე არ წავალ. ევროპის სასამართლომდე მივალ. არ მივცემ უფლებას, რომ ასე მომექცნენ. ისინი, ვინც კანონი დაარღვია, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. კომპენსაციის სახით 400 ათას მანათს (დაახლოებით, 235 300 დოლარს) ვითხოვ და შემდეგ ამ ფულს ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებს დავურიგებ“, – აღნიშნა ნოვრუზოვმა.

მაგრამ, როგორც კი მისი ეს განცხადება მედიასაშუალებებში გავრცელდა, ნოვრუზოვმა სასწრაფოდ მისი უარყოფა სცადა. დეპუტატმა განაცხადა, რომ თავისი მოთხოვნა უკან მიაქვს. შემდეგ კი საერთოდ ჟურნალისტებს სთხოვა, „პოლიტიკაში ნუ გარევდნენ“.

ინსტიტუტის დირექტორი რამიზ მეხტიევის წინააღმდეგ

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რამიზ მეხტიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული მიწათმოქმედებისა და აგროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ალოვსატ ჰულიევი. მის ნაცვლად, ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტზე გარიბ მამედოვი დაინიშნა – მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი უფროსი.

თავის სარჩელში, ა. გულიევი ამტკიცებს, რომ ის თანამდებობიდან იმ დროს გაათავისუფლეს, როდესაც ბიულეტენზე იმყოფებოდა.

127645799_3963703140324593_2272740685885

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

giphy-1-1.gif

ვიდეო სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შესახებ – რა მოხდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 7-13 თებერვალს, 2021.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

janko-ferlic-zHJ4ph3GRyg-unsplash.jpg

იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების შემდეგ, ეკონომიკა კარგად და სწრაფად აღადგინონ, კონცენტრირება უნდა მოხდეს მოსახლეობის განვითარებაზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და განათლებაზე. ამ რეკომენდაციას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ადამიანების განვითარების საკითხებში, ფადია მ. საადი აძლევს. 



ბავშვები გაცილებით უფრო წარმატებულები იქნებიან, თუკი ხელისუფლება მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე იზრუნებს 

საქართველო 

„გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ადამიანური კაპიტალის პოტენციალის გახსნა მას ჯერჯერობით დიდად არ გამოსდის. ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოში მხოლოდ 0.57-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 57 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.

  • საქართველოში, მოსწავლეების უმრავლესობა ვერ იღებს საბაზო უნარ-ჩვევებს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. PISA-ს ტესტმა, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამამ 2018 წელს გამოავლინა, რომ სკოლის მოსწავლეები საქართველოში, საშუალოდ, ერთი სასწავლო წლით ჩამორჩებიან სხვა ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსწავლეებს. 
  • საქართველოში, ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ასევე აღემატება ევროპა+ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო შედეგს. ამასთან, პროფესიულად ცუდად მომზადებული კადრები დასახელდა ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2019 წელს წარმოადგინეს. 
  • ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კვლავინდებურად რჩება მომართული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე და არა დაავადებების პროფილაქტიკაზე. სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულება კი ადამიანებს აიძულებს, საერთოდ გაექცნენ სამედიცინო დახმარებას. 
  • საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა შენარჩუნებულია უმაღლეს დონეზე. 
  • კორონავირუსის პანდემია ამ ყველა პრობლემას გააღრმავებს. ნავარაუდევია, რომ COVID-19-ის შედეგად, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ექვსი პროცენტით შემცირდება 2020 წელს. 


აზერბაიჯანი 

„აზერბაიჯანმა ბევრს მიაღწია ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 21 პროცენტით მეტმა ახალგაზრდამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. შეიქმნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა, რომელმაც პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყო ხელი. დაგროვებითმა პენსიამ და სოციალურმა დახმარებამ არსებითად გაზარდა მოსახლეობის 40 პროცენტის შემოსავალი, რომლებიც გაჭირვებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ.

  • თუმცა, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შორის განათლებისა და სამედიცინო დახმარების დონის განსხვავება, კვლავინდებურად ძალიან მაღალია.
  • სტანდარტიზებული ტესტების შედეგების მიხედვით, მოსწავლეები მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ცოდნაში სამი კლასზე მეტით უსწრებენ თანატოლებს ღარიბი ოჯახებიდან. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავ გავრცელებულია ანაზღაურების ფარული, „ჯიბეში ფულის ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის.
  • ყველაზე გაჭირვებული ოჯახების კატეგორიიდან ყოველი მეხუთე ოჯახი იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
  • უმუშევრობა კვლავინდებურად მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით ქალთა შორის. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs ადამიანური კაპიტალის ინდექსი აზერბაიჯანში მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs კორონავირუსის პანდემიამ სოციალური მომსახურებისადმი წვდომის შემცირება გამოიწვია. პროგნოზების მიხედვით, 2020 წელს, აზერბაიჯანში ეკონომიკის განვითარების შემცირება 4.2 პროცენტს შეადგენს“


სომხეთი 

„სომხეთმა საგრძნობ წარმატებას მიაღწია ჯანმრთელობისა და განათლების უზრუნველყოფის კუთხით. დაწყებით და საშუალო სკოლებში დადის ბავშვთა 90 პროცენტზე მეტი. მშობიარობის 100 პროცენტი მიმდინარეობს კვალიფიციური სამედიცინო მუშაკების დაკვირვების ქვეშ. 

სოციალური გადახდების მიზნობრიობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე წვდომის გაფართოებას. 1990-დან 2017 წლამდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში 73.3-დან 78.7 წლამდე გაიზარდა, მამაკაცების – 66.7-დან 72.4-მდე. 

  • და მაინც, სომხეთში ადამიანური კაპიტალის ინდექსი მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.
  • სწავლების შედეგებიც ასევე ძალიან განსხვავდება ბავშვის გენდერისა და ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავინდებურად მიღებულია ანაზღაურების ფარული, „ფულის ჯიბეში ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. 
  • დასაქმების პროგრამები მცირერიცხოვანი და ნაკლებად მასშტაბურია. 
  • უკანასკნელი ორი ათწლეულის მიღწევები საფრთხის წინაშე დგას COVID-19-ის პანდემიის გამო. პროგნოზების თანახმად, 2020 წელს, სომხეთში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3 პროცენტით შემცირდა.
  • პროგნოზების თანახმად, სიღარიბის დონე გაიზრდება და შეიძლება შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.


ინვესტიციები ადამიანების განვითარებაში, მათ უფრო მაღალი დონის განათლებასა და ჯანმრთელობაში, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანები იყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში, ასკვნის ფადია მ. საადი. 

„ხალხი – სიმდიდრის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანების განვითარებაში ინვესტირება ზრდის კრიზისებისადმი მდგრადობას და ქვეყნის საერთო კეთილდღეობას. 

თუკი განათლება და ჯანდაცვა მოსახლეობას საჭირო მოცულობით ექნებოდა უზრუნველყოფილი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში შეიძლება იყოს 1.64-ით მეტი, აზერბაიჯანში – 1.67-ით, სომხეთში – 1.75-ით“. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

sevgi3.jpg

14 თებერვალი – შეყვარებულების დღე აზერბაიჯანში ყოველთვის დასამახსოვრებელია სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის სასტიკი კამათით. ტრადიციულად, საზოგადოება ამ დღეს ორ საპირისპირო ბანაკად იყოფა – წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნის მომხრეების და მოწინააღმდეგეების, მაგრამ წელს ასეთი რამ არ შეინიშნებოდა.

მაგრამ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულმა ხანგრძლივმა კარანტინმა და ომის შემდგომმა პერიოდმა, უკანა პლანზე გადაწია აზერბაიჯანში შეყვარებულთა დღის აღნიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ დავები. ყოველ შემთხვევაში, გასული წლებისგან განსხვავებით, დღეს ასეთი შეურიგებელი დაპირისპირება სოციალურ ქსელებში არ ყოფილა.

JAMnews-მა მოამზადა ფოტო და ვიდეომასალა ბაქოს ქუჩებიდან, სადაც შეგიძლიათ ნახოთ წყვილები და ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ.

sevgi1-1024x768.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews
sevgi2-1024x768.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews
sevgi4-1024x768.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews
sevgi5-1024x674.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews
sevgi6-1024x768.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews
sevgi7-1024x768.jpgშეყვარებულების პარკი, ბაქო, 14 თებერვალი, 2021 წელი. ფოტო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

121578923_3845676522127256_6162369671436

აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკარანტინო შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრიდან არ მუშაობს მეტრო. სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში, პირველ რიგში, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ქალაქის მცხოვრებლები დაჟინებით მოითხოვენ მეტროს გახსნას, მაგრამ ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს და მათ უარით ისტუმრებს.



2020 წლის ოქტომბერში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო, ბაქოში, გადაადგილების მთავარი საშუალება – მეტრო – დაკეტეს. იმავე პერიოდიდან, ერთადერთი დარჩენილი სატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი – არ დადის შაბათ-კვირას.

კარანტინი დასრულდა, მაგრამ ტრანსპორტზე აკრძალვა არ მოიხსნა

2020 წლის 18 იანვარს, აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ლოკდაუნი დასრულდა. ის 2020 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადეს და 35 დღეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ სახლის დატოვება დღე-ღამეში 3 საათზე დიდი ხნით.

ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა ძალაში დარჩა.

ამრიგად, ბაქოში არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები დადიან მხოლოდ სამუშაო დღეებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შაბათ-კვირას, აზერბაიჯანის დედაქალაქში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით.

სამსახურში მოსიარულეებს დაემატნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები

ქვეყნის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სკოლებში წავიდნენ V-IX კლასების მოსწავლეები, ასევე, სტუდენტების ნაწილი. უმაღლეს სასწავლებლებში, დასწრებული სწავლება აღდგა იმ სპეციალობებისთვის, რომელიც სტუდენტის ფიზიკურ მონაწილეობას მოითხოვს. ამ სიაში მოხვდნენ მომავალი მედიკოსები და ინჟინრები.

სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში: მგზავრები ალყაში აქცევენ გაჩერებებზე ავტობუსებს

ბუნებრივია, ამ ფაქტორმა გაზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რიცხვი და მთელ ქალაქში წარმოიშვა საცობებისა და უკმაყოფილების ტალღა.

სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში და მგზავრების აღშფოთება

მთელი 15 თებერვლისა და 16 თებერვლის დღის პირველ ნახევარში, სოციალური ქსელების აზერბაიჯანული სეგმენტი და მასმედია აჭრელდა ბაქოს ქუჩებიდან საცობების ამსახველი ვიდეოებითა და ფოტოსურათებით.

ზოგიერთი მომხმარებელი აღშფოთებული წერს პოსტებს. აი, მათი ნაწილი:

„მეტრო უნდა გაიხსნას და ეს განხილვასაც კი არ ექვემდებარება. დაე, ვინმემ ადამიანურად აგვიხსნას ამ აკრძალვის აზრი“;

„ზამთრის პარკიდან აჰმედლიმდე (დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილი) ორსაათნახევარში მივაღწიე. მეტროთი ამას მაქსიმუმ ნახევარი საათი დასჭირდებოდა“;

„საქმე იქამდე მივიდა, რომ მუშაობა დაიწყეს სამარშრუტო ტაქსებმა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა ბაქოში რამდენიმე წლის წინ აკრძალეს)“.

ოპოზიციონერები უკმაყოფილოებს შეუერთდნენ

ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნატიკ ჯაფარლი ბაქოში საგზაო მოძრაობის ახალ წესებზე ჩივის.

საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ, გზებზე ავტობუსებისთვის სპეციალური ხაზები გამოჩნდა. ჩვეულებრივ ავტომობილებს ამ ზოლში მოძრაობა ეკრძალებათ და დამრღვევებს აჯარიმებენ.

ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ეს ზოლები ცარიელია შაბათ-კვირასაც კი, როდესაც ავტობუსები არ დადის:

„არავის თავი არ შეუწუხებია, რომ გამოსულიყო და ხალხისთვის ეთქვა, რომ შაბათ-კვირას ამ ზოლზე მოძრაობის აკრძალვა არ მოქმედებს. თუკი ამ ზოლში გადახვალ, დაგაჯარიმებენ. იკითხავ, რატომ? გეტყვიან, რომ ეს ავტობუსების ზოლია. და სად არის ავტობუსები? ავტოფარეხში“.

121578923_3845676522127256_6162369671436ავტობუსი ბაქოში

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

67059614_2724293420932244_38831610814256

18 თებერვალს, ბაქოში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართება. რას განიხილავენ მინისტრები? რა პერსპექტივები აქვს საქართველოს გავლით სატრანზიტო მაგისტრალებს? გამოჩნდა ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე? კომენტარები ბაქოდან და თბილისიდან.



აზერბაიჯანელი დიპლომატის, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ტოფიკ ზულფუგაროვის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როგორც წესი, ეკონომიკური საკითხები არ განიხილება.

„საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ძალიან იშვიათად განიხილება ხოლმე. ვფიქრობ, ამ შეხვედრისას ძირითადად პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა ზულფუგაროვმა JAMnews-თან ინტერვიუში.

წინა პლანზე ეკონომიკური კანონები წამოვა

ინტერესს იწვევს რეგიონში ნავთობის, გაზისა და სატრანსპორტო ტრანზიტული მაგისტრალების პერსპექტივები, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით აკავშირებს.

საქმე ისაა, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების პირობებში, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სატრანსპორტო ხაზები სომხეთის გავლით უნდა გავიდეს. აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის ამ განცხადებით დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მას შემდეგ, რაც რეგიონში ახალი სატრანსპორტო მაგისტრალები ამოქმედდება, წინა პლანზე გამოვა ეკონომიკური კანონები. მხარეები გადაწყვეტენ, როგორ და საიდან უფრო მომგებიანია“, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

მისი აზრით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა აღსანიშნავია იმით, რომ აქ არ არის დომინანტი მხარეები: „ამ სატრანზიტო გზებით მოგებულია სამივე მხარე და არ გვიწევს საუბარი რომელიმეს უპირატესობაზე“.

ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?

„აზერბაიჯანი და საქართველო დიდი ხანია თანამშრომლობენ პოლიტიკური თვალსაზრისით სუამის ორგანიზაციის ფარგლებში. ამ ქვეყნების დაახლოებას ხელი შეუწყო ასევე ოკუპაციასთან დაკავშირებულმა ერთმანეთის მსგავსმა პრობლემებმა“, – ხაზი გაუსვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მისწრაფებაში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით: „საქართველო უკვე დიდი ხანია ცდილობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს და ამ ქვეყანაში ხშირად იმართება ნატოს ძალების სწავლებები. ყველა ამ ღონისძიებაში, თურქეთი, თუ მთავარს არა, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. ამ მიზეზით, თურქეთი, როგორც ჩანს, მთავარი რგოლია საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში“.

„რაც შეეხება თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის სამხედრო შემადგენელს, ამ სამი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე ჩაატარეს ერთობლივი სწავლება მაგისტრალური მილსადენების დაცვის საკითხზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი გამოცდილება არსებობს. ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ასევე ასეთი თანამშრომლობის სხვა ფორმატები“, – დასძინა ზულფუგაროვმა.

კომენტარები თბილისიდან

ქართველი ექსპერტის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო ამ დრომდე არ გამოსულა არანაირი საკუთარი ინიციატივით ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ კრიტიკულ მოვლენებთან დაკავშირებით: „და არა იმიტომ, რომ ის ამ სივრციდან გარიყეს. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პერსპექტიული სტრატეგიული ალიანსის საკითხის აქტივიზაცია მოხდა: თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი“.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს დავითგარეჯის მონასტრის გამო (სადავო ტერიტორია საზღვრის არადელიმიტირებულ მონაკვეთზე – JAMnews). ასევე, არის საქართველოში ისლამოფობიის გარკვეული დონეც. შეიძლება, ეს საკითხები ოფიციალურად არ დგას ბაქოში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუბარი მათ შესახებაც იქნება. ლაპარაკია სახელმწიფო საზღვარზე, ეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხია. სავარაუდოდ, თურქეთიც ინფორმირებულია ამ კონტექსტის თაობაზე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა JAMnews-თან ინტერვიუში.

„მაგრამ მე რომ ვადგენდე დღის წესრიგს – ვიტყოდი, რომ ამ სამმხრივი ფორმატის მთავარი თემა უნდა იყოს ნატოს მომავალი სამხრეთ კავკასიაში. ორივე სახელმწიფო – თურქეთიც და აზერბაიჯანიც „აღმოსავლურ დიპლომატიას“ აწარმოებენ რუსეთთან: თავშეკავებულ და კეთილგანწყობილ, მაგრამ პრინციპულ პოზიციას იკავებენ. ეს არის თურქეთის პოლიტიკა – არ აწყენინოს სხვა მოთამაშეს, მაგრამ, ამავდროულად, გააგრძელოს ისე მოქმედება, როგორც თავად მიაჩნია სწორად. და მან ეს კარგად დაამტკიცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში“, – დასძინა მან.

 „საქართველო შეიძლება გამოვიდეს, როგორც მამოძრავებელი ძალა“

ექსპერტმა აღნიშნა, რომ არ უნდა ველოდოთ თურქეთისა და აზერბაიჯანის ღია დაპირისპირებას რუსეთთან: „დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთისთვის მისი ინიციატივა უსაფრთხოების პლატფორმის შექმნის შესახებ (რუსეთის მონაწილეობით) პრინციპული საკითხი იქნება. საქართველომ კი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის გაძევება სცადოს, შეიძლება ფორმატის შეცვლა შესთავაზოს. მაგალითად, ხუთი მოთამაშის ერთიანი პლატფორმის ნაცვლად, შეიძლება იყოს ორ ან სამმხრივი ჯგუფები, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოების კონცეფციაზე იმუშავებენ. და ზოგიერთ მათგანში, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს უფლება აქვს, მკაცრად ილაპარაკოს რუსეთზე, რადგან მან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება გამოვიდეს, როგორც მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამ პარალელურ სამუშაო ფორმატებს შესთავაზებს მხოლოდ აზერბაიჯანსა და თურქეთს, მაგრამ არა რუსეთს.

მეორე ამოცანა, რომელიც შეიძლება საქართველომ გადაჭრას – გახდეს მედიატორი სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ფორმატებში. ნათელია, რომ ევროპა დიდად დაინტერესებული არ არის კავკასიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობით, ყარაბაღის მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა. ასეთ სიტუაციაში, საქართველოს შეეძლო იმ მოთამაშედ გამოსულიყო, რომელიც ერთიანი კავკასიური წრის შექმნას შეუწყობდა ხელს.

ეს შეიძლება ისეთი კავკასიური ალიანსი იყოს, სადაც დაცული იქნება სომხეთის სუვერენიტეტი. არავინ არ დააყენებს ეჭვქვეშ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სომხეთი ჩართული იქნება საერთო-კავკასიურ კონცეფციაში, სადაც გამოავლენს საკუთარ ღირსებასა და შესაძლებლობებს.

არის სხვა სფეროებიც, სადაც საქართველოს ინიციატივის გამოვლენა შეუძლია. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. შეიძლება, ეს ამ შეხვედრაზე მოხდეს“.

67059614_2724293420932244_38831610814256საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი: ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share