Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანის საერთო თემა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ბაქოში მიდის ბიზიმდირობა.

მარა ზვიზდეც პადკრალსა ნეზამეტნა.

https://svpressa.ru/war21/article/281783/

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

1609848156672133177_1000x669.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იუნესკოს ურთიერთობების გადახედვით დაემუქრა, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია „არ შეინარჩუნებს თავის საერთაშორისო სტატუსს“ და არ შეწყვეტს „გარკვეული ქვეყნების ფილიალად ყოფნას“.



ამის შესახებ ალიევმა კულტურის ახალი მინისტრის, ანარ კერიმოვის მიღების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართა. კერიმოვი ბოლო რამდენიმე თვე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მინისტრის მოვალეობას ასრულებდა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, აბულფას კარაევის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ანარ კერიმოვი იუნესკოში წარმოადგენდა აზერბაიჯანს.

„ვის შეუძლია დაგვადანაშაულოს იმაში, რომ სხვა რელიგიების ძეგლები აზერბაიჯანში საფრთხეშია? გამოუცდელ პოლიტიკოსებს, პოპულისტებს, ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც ვერ არის გარკვეული ჩვენს რეგიონში, მაგრამ ასრულებს სომხური ლობის შეკვეთას ან მუშაობს მათზე, შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული პრეტენზიები ჩვენთან.

საფუძვლიანია ეს პრეტენზიები? არა. ამ ჩემს სიტყვებს ადასტურებს ჩვენი საქმეც, რომელიც რამდენიმე ტომს დაიტევს. დაე, წავიდნენ და ნახონ, რად გადააქციეს სომხებმა ჩვენი ძეგლები?!“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

„30 წლის განმავლობაში, რატომ არ აყენებდა ამ საკითხს იუნესკო? ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, არაერთხელ. ეს მიმართვები დოკუმენტირებულია წერილობითი სახით. ორი წლის წინ, იუნესკოს ახალ ხელმძღვანელობასაც ასევე შევთავაზეთ მისიის გაგზავნა. დაე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასულიყო მისია და ენახა, რას დაამსგავსეს ჩვენი ისტორიული ძეგლები.

და როგორი იყო იუნესკოს ხელმძღვანელობის პასუხი? მათ თქვეს, ჩვენ საკითხის პოლიტიზება არ გვსურსო. კარგი, ორი წლის წინ არ გინდოდათ საკითხის პოლიტიზება, მაგრამ ახლა რატომ გინდათ? გაგვცენ პასუხი, ძალიან მარტივი, ლოგიკური პასუხი. პასუხი არ არის“, – განაგრძო მან.

„მე ვთქვი, გაახილეთ თვალები და შეხედეთ, რა დღეში ჩააგდეს სომხებმა ჩვენი მეჩეთები-მეთქი. მოჰყვა ამას რაიმე რეაქცია მათგან? არა! ეს სომხებმა დაანგრიეს. და რა დავანგრიეთ ჩვენ? რა გავაკეთეთ ჩვენ? მხოლოდ ვარემონტებდით, ვუფრთხილდებოდით. ამიტომ, იცით რა, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ ასეთი დაუსაბუთებელი მიდგომა. მზად ვართ იუნესკოსთან მომავალი თანამშრომლობისთვის. მაგრამ ერთი პირობით, იუნესკომ უნდა შეინარჩუნოს თავისი საერთაშორისო სტატუსი. იუნესკო რომელიმე ქვეყნის ფილიალი არ არის. თუკი ეს მიდგომა გაიმარჯვებს ჩვენს ურთიერთობებში, მაშინ თანამშრომლობაც შედგება. თუკი არ იქნება, მაშინ, შეიძლება, თანამშრომლობას გადავხედოთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

3p_karabah-2kol_d_850.jpg

11 იანვარს, მოსკოვში, სამმხრივი შეხვედრა გაიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის. მოლაპარაკებების შედეგია მორიგი სამმხრივი განცხადება, რომელმაც, საერთო ჯამში, იმედგაცრუებული დატოვა ექსპერტები როგორც ბაქოში, ისე ერევანში.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგების აზრით, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, რიგი სერიოზული პრობლემები არსებობს, რომლებსაც დაუყოვნებლივი გადაწყვეტა ესაჭიროება. მაგრამ სამი ქვეყნის ლიდერების ახალი განცხადება ამას არანაირად არ უწყობს ხელს.



„როგორც ახალი სამმხრივი განცხადებიდან ჩანს, რუსეთმა ამ ეტაპზე მთელი თავისი ყურადღება მიმართა 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტის პირობების შესრულებაზე“, – ამბობს პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი.

ის აღნიშნავს, რომ სამმხრივი განცხადების აღნიშნული პუნქტის თანახმად, უნდა აღდგეს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში, მათ შორის, სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჩევანს შორის.

„ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც ბაქოში საკუთარ ავტომობილში ჩასხდებიან, უპრობლემოდ შეეძლებათ ნახიჩევნამდე მიღწევა და უკან დაბრუნება. ის საქონელი, რომელიც ამ დრომდე ნახიჩევანში ირანის ტერიტორიით ჩადის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით გაიგზავნება იქ და დაბრუნდება უკან სომხეთის გავლით, უმოკლესი გზით. თუნდაც, რუსეთის კონტროლქვეშ, მაგრამ ჩვენ მივიღებთ საქართველოს გზასთან შედარებით უფრო მოკლე მარშრუტს თურქეთისკენ და ა.შ.“, – ხაზს უსვამს ექსპერტი.

მაგრამ, მისი აზრით, ამ ეტაპზე არის არსებითად უფრო სერიოზული პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანულ საზოგადოებას აღელვებს. პოლიტოლოგი ამ პრობლემებს შემდეგნაირად ალაგებს:

„- აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენა ყარაბაღის იმ ნაწილზე, რომელსაც ახლა რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ;

– აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირების ამ რაიონებში დაბრუნება;

– სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების ბედი მთიან ყარაბაღში;

– მთიანი ყარაბაღის მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმისა და მისი ხელმძღვანელის ბედი;

– საკითხები, რომელიც დაკავშირებულია რუსი სამშვიდობოების საქმიანობასა და მათ მანდატთან;

– გზების გახსნა, რომელიც აღდერეს ქალბაჯართან აკავშირებს…“.

შაჰინ ჯაფარლი აღნიშნავს, რომ ეს საკითხები, როგორც ჩანს, ჯერჯერობით განხილვის თემა არ არის. შესაძლოა, ეს თემები სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა გადაწყდეს და მათ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ, აღნიშნავს ის.

„მაგრამ, რატომ მოახდინა რუსეთმა მთელი ყურადღების კონცენტრირება 2020 წლის 10 ნოემბრის ერთობლივი განცხადების მე-9 პუნქტზე? ჩემი აზრით, ამის ორი მიზეზი არსებობს“, – აგრძელებს ჯაფარლი.

„პირველ რიგში, რუსეთს შეძლებისდაგვარად სწრაფად სურს სომხეთთან საიმედო და ოთხსეზონიანი საავტომობილო და სარკინიგზო კავშირის აწყობა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.

დღეისათვის, რუსულ-სომხური სავაჭრო კავშირები ძირითადად საქართველოს გავლით ხორციელდება, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის საშუალებით. მაგრამ ზამთრის პერიოდში, საქართველოს მთიან გზებზე გადაადგილება რთულდება და ხანდახან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამის გამო, არსებობს ალტერნატიული გზის აუცილებლობა.

მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ იძლევა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში სამხედრო ტვირთის ჩატანის უფლებას. ფაქტობრივად, რუსული სამხედრო ბაზები სომხეთში სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების არარსებობის პირობებში ფუნქციონირებს. საქართველოს ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის სასარგებლოდ, ნიშნავს, რომ ქართული მარშრუტი არ შეიძლება რუსეთისთვის საიმედო და ხანგრძლივი გზა იყოს სავაჭრო ურთიერთობებისა და სამხედრო ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვისთვის.

აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით კი, რუსეთი შეძლებს, თავისი სამხედრო ბაზები ბლოკადიდან გამოიყვანოს და ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე განახორციელოს ტვირთის ჩატანა და მებრძოლების როტაცია წლის ნებისმიერ დროს (რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ნებართვით).

კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთს არ აქვს სახმელეთო კავშირი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ არც ერთ სახელმწიფოსთან და დარჩა ანკლავის პოზიციაში ამ ერთიანი ეკონომიკური სივრცისთვის. უმოკლესი გზა კი სომხეთს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით აკავშირებს და ეს ამ პრობლემასაც გადაჭრის.

მეორეც, ვფიქრობ, რომ კომუნიკაციისა და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის შემდეგ, რუსეთი შეძლებს დღის წესრიგში დააყენოს აზერბაიჯანის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის საკითხი. ღია საზღვრები და კომუნიკაციები ამისათვის ხელსაყრელი წინაპირობაა. თუკი მოსკოვი ასეთ წინადადებას გააჟღერებს, ბაქოსთვის მარტივი არ იქნება მასზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ბერკეტებს ფლობს ყარაბაღში ჩვენთვის პრობლემების შესაქმნელად და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობამ, შეიძლება ასეთი რისკებისგან დაგვიცვას.

ჩემი აზრით, რუსეთის ხედვა ამ რეგიონში, შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს: როგორც ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, მთიანი ყარაბაღი დარჩება აზერბაიჯანის შემადგენლობაში და იქ უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მხარეები აქტიურ თანამშრომლობას დაიწყებენ, ეტაპობრივად დავიწყებას მიეცემა ჩვენ შორის მტრობა, ყარაბაღში მყოფი სამშვიდობო კონტინგენტი რუსულ სამხედრო ბაზად ტრანსფორმირდება და ამრიგად, მიიღწევა მშვიდობა და სტაბილურობა რუსეთის მფარველობის ქვეშ“, – აღნიშნა შაჰინ ჯაფარლიმ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ახალი სამმხრივი შეთანხმება, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მეღრი, დერეფანი, გზა ნახიჩევანის გავლით, გზა მეღრის გავლით, სომეხი სამხედრო ტყვეები, რუსი სამშვიდობოები,

სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც 11 იანვარს, მოსკოვში, ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მეთაურებმა, იწყებს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო გზების გახსნას, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია დაკეტილია ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ეს სასარგებლოა სამივე ქვეყნისთვის და ასევე, თურქეთისთვის.

ორი ასპექტის ანალიზი:

  • როგორ ჩამოყალიბდა სატრანსპორტო ჩიხები სამხრეთ კავკასიაში და როგორ შეიძლება ისინი გაიხსნას.
  • სამხედრო ტყვეების პრობლემა და ფაქტობრივად ყარაბაღში ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნის საფრთხე – რა არ არის ახალ შეთანხმებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.


როგორ ჩამოყალიბდა სატრანსპორტო ჩიხები სამხრეთ კავკასიაში და როგორ შეიძლება გაიხსნას ისინი

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც „დაკავდება ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის გახსნით რეგიონში“.

საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე.

1.

დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და მის ანკლავს – ნახიჩევანს შორის და შემდეგ თურქეთში (ან საქართველოში). გზამ სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს – სიუნიქის პროვინციაზე (ქვემოთ რუკაზე წითელი ფერით).

2.

ერევნიდან რკინიგზა იმავე სიუნიქის პროვინციაში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ნახიჩევანზე გაივლის და შემდეგ, რუსეთში ჩავა. ცალკე ხაზი ასევე აკავშირებს სომხეთს ირანთან (ორივე ხაზი ქვემოთ რუკაზე იასამნისფრად).

South-Caucasus-transport-lines-2.2-1024x

ორივე მარშრუტი ძალიან აქტიურად გამოიყურებოდა საბჭოთა დროს და როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზები. თუმცა, ორივე სრულად ჩაიკეტა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი გაჩაღდა.

ამ სატრანსპორტო გზების დაკეტვით დაზარალდა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ, ასევე, რუსეთი და თურქეთი.

ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გაჩაღდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ჩაიკეტა სამხრეთ კავკასიაში მეორე მნიშვნელოვანი სარკინიგზო/საავტომობილო გზა. სომხეთმა დაკარგა რუსეთთან, თავის მთავარ მოკავშირესთან, მოსახერხებელი წვდომა. რუსეთმა და თურქეთმა დაკარგეს შესაძლებლობა, ესარგებლათ გამჭოლი მოძრაობით, რომელიც მათ რკინიგზებს დააკავშირებდა.

შედეგად, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მატარებლები სომხეთიდან მხოლოდ თბილისამდე მიდის. საქონელი კი რუსეთიდან იქ შეიძლება ჩავიდეს მხოლოდ ვლადიკავკაზიდან საქართველოს სამხედრო გზის გავლით. ეს გზა, იმის გარდა, რომ ვიწრო და უპერსპექტივოა, ასევე იკეტება ხოლმე ზამთარში თოვლის და წლის ნებისმიერ მონაკვეთში მეწყრის გამო.

სომხეთს კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს ირანთან. მაგრამ აქაც მათი განვითარება ეჯახება სატრანსპორტო პრობლემას – ორ ქვეყანას ერთმანეთთან მხოლოდ ერთი რთული მთის გზა აკავშირებს.

დასკვნა:

ახალი შეთანხმებები გადაწყვეტს ეკონომიკურ პრობლემებს ოთხივე დაინტერესებული მხარისთვის.

  • აზერბაიჯანი მიღებს გზას თავის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანსა და თურქეთთან.
  • სომხეთისთვის გაიხსნება მოსახერხებელი სარკინიგზო გზა რუსეთსა და ირანთან.
  • რუსეთი და თურქეთი გამჭოლ მოძრაობას იღებენ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

უკვე შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და სამივე ქვეყანიდან ვიცე-პრეიმერები დაინიშნენ, რომლებიც მას უხელმძღვანელებენ. გამოცხადებულია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი.

და მაინც, ეს პროექტი ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ რეალურად უახლოეს პერიოდში. მისი რეალიზებისთვის, საჭიროა არა მხოლოდ ომის დროს ძალიან დაზარალებული გზები. ასევე, საჭიროა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, აი, ეს კი ნაკლებად შესაძლებელია უახლოეს მომავალში.

ცალკე პრობლემაა ის, რომ ახალი შეთანხმების ფარგლებს მიღმა დარჩა ერევნისა და ბაქოს პოლიტიკური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც, რთულად წარმოსადგენია ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება.



სამხედრო ტყვეების პრობლემა და ფაქტობრივად ყარაბაღში ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნის საფრთხე – რა არ არის ახალ შეთანხმებაში

მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებამდე, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტიურად განიხილავდნენ, თუ რა უნდა გამხდარიყო მოლაპარაკებების საგანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სურდა, მიეღწია შეთანხმებისთვის აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებაზე. სავარაუდოდ, საუბარია 62 მებრძოლზე და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბაქო მათ დივერსანტებად მიიჩნევს, რომლებიც სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. ასევე, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეულია მთიანი ყარაბაღის სამომავლო სტატუსის საკითხი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, სავარაუდოდ, რუს მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა სურდა. ექსპერტები და სოციალური ქსელები აქტიურად აკრიტიკებენ მათ ბევრ ქმედებას, რომელიც მათი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

თუმცა, როდესაც პუტინი მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრობდა ბრიფინგზე, მან არ ახსენა არც სამხედრო ტყვეების საკითხი და არც მთიანი ყარაბაღის სტატუსის პრობლემა. სამშვიდობოებთან დაკავშირებით კი პუტინი მხოლოდ დადებითი შეფასებებით გამოვიდა – რაშიც, სხვათა შორის, იქვე, ბრიფინგზე, მას მხარი დაუჭირეს ალიევმა და ფაშინიანმა.

რეგიონის ომისშემდგომი განვითარება, ამიტომ, ჯერჯერობით უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ საერთო-ეკონომიკურ სარგებელს სარკინიგზო და საგზაო მოძრაობის აღდგენიდან. და თუკი აზერბაიჯანში ბევრი კრიტიკოსია, საერთო ჯამში, ოპოზიციაც და საზოგადოებაც მხარს უჭერენ პრეზიდენტის ხაზს – სომხეთში კი ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, პრეზიდენტის ჩათვლით, და საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, კატეგორიულად არ უჭერს მხარს პრემიერს და მის გადადგომას მოითხოვს.

2021 წელს, სომხეთში, შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომლის შედეგადაც, ხელისუფლებაში, შესაძლოა, სხვა ლიდერები მოვიდნენ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არცახის ომი, ფსიქოლოგიური დახმარება, როგორ გადავიტანოთ ომი ფსიქოლოგიურად, გორისი, არცახი, მთიანი ყარაბაღი, სომხეთი, აზერბაიჯანი

ყარაბაღის მეორე ომი ამ დროისთვის შეჩერებულია, 10 ნოემბრიდან მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მოაწერეს. თუმცა, ომმა, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო, ასევე მოვლენებმა, რომელიც სამმხრივი განცხადების ხელმოწერას მოჰყვა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა ბევრ ადამიანს.

რა მოხდა, ვინ და როგორ ცდილობს, ადამიანებს ომის ფსიქოლოგიური შედეგების გადალახვაში დაეხმაროს.



ომიდან ორი კვირის შემდეგ

32 წლის არტურმა (სახელი შეცვლილია) ყარაბაღის გზები საკუთარი ხუთი თითივით იცის – მისი ცოლი იქიდანაა. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლია და მისმა პროფესიონალიზმმა მშობლიურ ქალაქ გორისში ათობით პაციენტის სიცოცხლე იხსნა. ომის დღეებში, ყარაბაღში გაგზავნეს ახლოს მდებარე სომხური დასახლებებიდან თითქმის ყველა „სასწრაფოს მანქანა“.

„გორისიც საზღვრისპირა ქალაქია, აქ ბოლომდე მორჩენილი არ იყო პირველი ომის იარები. მართალია, იმ ომის დროს ბავშვი ვიყავი, მაგრამ მის შესახებ ბევრი ისტორია მესმოდა. როდესაც შემატყობინეს, რომ არცახში მგზავნიდნენ დაჭრილების გამოსაყვანად, გასაგები იყო, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში მივდიოდი.

ჩემი უფროსი კოლეგები, რომლებიც წინა ომების დროს მუშაობდნენ, მიყვებოდნენ დაჭრილებისა და ტრავმების შესახებ, მაგრამ მათ მონაყოლს არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რისი ნახვაც მომიწია“, – იხსენებს არტური.

ომის პირველი თვის განმავლობაში, მან საკუთარი მანქანით 143 დაჭრილი ჯარისკაცის გამოყვანა მოასწრო. ზოგიერთმა მათგანმა საავადმყოფომდე გზის გადატანა ვერ შეძლო, ბევრი მათგანის სახე არტურს მეხსიერებაში ჩაებეჭდა:

„ამ ომის ტრავმები ძალიან განსხვავებული იყო – იარაღი სხვანაირი იყო. ვფიქრობ, ამ დღეებში, არ მინახავს არცერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა.

კიდურების ბევრი ტრავმა იყო, მეომრებმა დაკარგეს ხელები და ფეხები, იყო ნამსხვრევებისგან მიყენებული ტრავმები. გვაფრთხილებდნენ, რომ თუკი 80 კმ/ს სიჩქარით ვივლიდით, ჰაერიდან მანქანისთვის მორტყმა რთული იქნებოდა. შემდეგ მივხვდი – ვერ მეხმარებოდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ციდან ცეცხლი მოდიოდა. ზიგზაგურად დავდიოდი და ერთადერთი, რაზე ფიქრიც შემეძლო – ბიჭები საავადმყოფომდე უნდა ჩამეყვანა“.

ომის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ ის მიხვდა: რაღაც ემართება. დაძინება მუშაობისას, პატარა შესვენების დროსაც კი არ შეეძლო. გაუჩნდა მუდმივი მოუსვენრობა, განსაკუთრებით სტეპანაკერტში, სადაც საჰაერო განგაში ფაქტობრივად არ ითიშებოდა. ხელები უკანკალებდა, დაკარგა მადა. იღებდა ინფორმაციას დაბომბვაში მოყოლილი სასწრაფო დახმარების მანქანების შესახებ. მაგრამ მაინც დაელოდა ცვლის დასრულებას, სანამ გორისში დაბრუნდებოდა.

„თავს ვირწმუნებდი, რომ ეს დაღლილობის გამო იყო, შინ დავბრუნდებოდი, დავისვენებდი და ყველაფერი გაივლიდა. მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე: ვკრთები მკვეთრი შუქისა და ხმის გამო, ყურებში გამუდმებით ჩამესმის აფეთქებების გრუხუნი და ადამიანთა კვნესა.

რთულია, როდესაც იცი, რომ მანქანაში გყავს ბიჭი, რომელსაც მოტეხილი აქვს ფეხი ან დაზიანებული აქვს ხერხემალი, შენ კი არ შეგიძლია გვერდი აუარო ორმოს დაბომბვისგან გაფუჭებულ გზაზე და ყოველ ორმოზე – ყურს გჭრის უიმედო ყვირილი. სახლში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა მაქვს და, რაც ყველაზე ცუდია, ის აისახება ჩემს ოჯახსა და ბავშვებზე“, – გვიყვება არტური.

მისმა ახლობლებმა დახმარებისთვის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართეს.

ფსიქოლოგიური დახმარება

1990-იანების დასაწყისის ყარაბაღის პირველი ომისა და 2016 წლის აპრილის ომის დროსაც კი, პოსტტრავმული სტრესის მკურნალობა დაკისრებული ჰქონდა ერთადერთ სპეციალიზებულ ცენტრს. ყარაბაღის მეორე ომის დროსა და შემდეგ კი, ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე კლინიკები და სახელმწიფო სისტემის გარეთ არსებული სპეციალისტთა ჯგუფები.

სამხედრო მოსამსახურეებსა და საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სტრუქტურა უწევს. ქალაქ დილიჟანში არსებულ ცენტრში, ისინი სპეციალურ მკურნალობას გადიან, რომელიც შეძლებისდაგვარად უმსუბუქებს მწვავე სტრესულ მდგომარეობას.

ომის დროს დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის, შექმნილია ცხელი ხაზი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

ომით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, პროფესიონალ ფსიქოლოგთა ჯგუფი ჩამოაყალიბა შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრომ. უწყებაში უკვე თითქმის ერთი თვეა მოქმედებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, რომელიც სატელეფონო კონსულტაციებს უწევს ადამიანებს. ამ მომსახურებით უკვე ისარგებლა 400-მდე პიროვნებამ.

ომის ფსიქოლოგიური შედეგების გადასალახად და დაშავებულთა დასახმარებლად შეიქმნა პროფესიონალთა ბევრი ჯგუფი. ისინი თავად სთავაზობენ მომსახურებას მათ, ვისაც ეს ესაჭიროება და ომის პირველივე დღეებიდან მოყოლებული, მათი უმეტესობა უსასყიდლოდ მუშაობს.

სპეციალისტები პრობლემებისა და მათი გადალახვის შესახებ

ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური MHS – ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა, რომელიც 10 ნოემბრიდან, უფასო დახმარებას სთავაზობს ომის მონაწილეებსა და მათ ახლობლებს.

Aram_Hovespyan-1.jpg

„ომის პირველივე დღეებში, როგორც ბევრი სხვა სპეციალისტი, მეც ვმუშაობდი ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან, ჯარისკაცებთან. რაც უფრო მეტს ვმუშაობდი მათთან, მით უფრო ღრმად ვაცნობიერებდი პრობლემის სერიოზულობას. 10 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ზავის შესახებ განცხადებას მოეწერა ხელი, კოლეგებთან ერთად ამ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამის ორგანიზების გადაწყვეტილება მივიღე – არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ მათი ახლობლებისთვისაც“, – ამბობს პროგრამის ინიციატორი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, არამ ოვსეპიანი.

სპეციალისტის თქმით, ფსიქოლოგიური მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა განხორციელდეს:

  • ომის ტრავმები (შიში, რომელიც ბრძოლის ველზე გაჩნდა; ჭრილობები და სიკვდილი, რომელიც საკუთარი თვალით ნახეს ჯარისკაცებმა),
  • დამარცხების ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა ადამიანთა დიდ ჯგუფზე,
  • გაურკვევლობის ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია მთლიანად ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასა და იმასთან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მარტო დატოვეს საკუთარ პრობლემებთან.

„თუკი ომის პირველ დღეებში, ჩვენ ძირითადად ვაწყდებოდით წმინდა ომის ტრავმებს, დღეს, განსაკუთრებით სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქმე გვაქვს ორ დანარჩენ ფაქტორთან, რომლებიც პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

უკვე ნათელია, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, რომელმაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა და ზემოქმედება მოახდინოს მთელ თაობაზე, თუკი დღეს ინტენსიურად არ დავკავდებით მისი გადაჭრით“, – ამბობს ფსიქოლოგი.

არამ ოვსეპიანის თქმით, დღეს ძირითადი სამუშაოა – მწვავე სტრესული რეაქციები, რომელიც გამოწვეულია დაკარგვის, შიშისა და სასოწარკვეთის გრძნობით, მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოეს თვეებში გაიზრდება პოსტტრავმული სტრესული დარღვევების რიცხვი:

„დღეს, ვცდილობთ ჩვენი სამუშაოს სხვა პროფესიონალთა ჯგუფებთან კონსოლიდირებას, რადგან მოსალოდნელია ხანგრძლივი სამუშაო პოსტტრავმული სტრესის გადასალახად და საზოგადოების ჯანმრთელობაზე ომის ზემოქმედების ნეიტრალიზებისთვის.

ამას გარდა, გვიჩნდება კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა – ფსიქოტროპული საშუალებებისა და ალკოჰოლის გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, აქტიურდება ხოლმე ასეთ სიტუაციებში, რადგან ადამიანები ასე ცდილობენ ტრავმების შემსუბუქებას“.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ფსიქოლოგიური დახმარება დღეს ათობით ათას ადამიანს სჭირდება, თუმცა, გასული ორი კვირის განმავლობაში, მათ ცენტრს, MHS-ს, მხოლოდ 17-მა ადამიანმა მიმართა. მისი აზრით, ეს დაკავშირებულია გავრცელებულ სტერეოტიპთან, რომ ასეთ ფსიქოლოგიურ პრობლემას შეიძლება დამოუკიდებლად გაუმკლავდე:

„ოჯახებთან მუშაობისას, შევამჩნიეთ, რომ მოზარდებთან დაკავშირებით ფსიქოლოგს დახმარებისთვის უფრო ხშირად მიმართავენ, ჯარისკაცებთან დაკავშირებული სიტუაცია კი განსხვავებულად ფასდება. პირველ რიგში, ბევრი ცხოვრობს სოფელში, სადაც ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ ცოტა ინფორმაციაა და ის ხშირად არ შეესაბამება რეალობას.

ამას გარდა, ეს ტრავმა ჯარისკაცებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, რომ სხვა ადამიანების გამოცდილება და განცდილი მათთვის უნებლიეთ უფასურდება. ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ ვინმეს შეუძლია გაიგოს მათი განცდები და დაეხმაროს მათ. ამ დროისთვის, ეს არის ჩვენი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და ამ მხრივ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ – სწორედ ადამიანებთან მუშაობით, მათ შორის, რეგიონებში“.

მეორე გამოწვევა, ექსპერტის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის არ არის შესაბამისი ფსიქოლოგიური მუშაობის გამოცდილება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა სომხეთში. ქვეყნებში, სადაც მსგავსი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, მაგალითად, სირიაში, ავღანეთში, უკრაინაში, ღრმა კვლევების ჩატარების შესაძლებლობა არ იყო.


არტურის სტაციონარული მკურნალობა უკვე დასრულდა. ის გორისში დაბრუნდა, მაგრამ სამსახურს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია. საჭესთან დაჯდომამდე, სარეაბილიტაციო მკურნალობა უნდა გაიაროს. ამბობს, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, არ ბრაზდება, როდესაც ბავშვები ხმაურობენ, უფრო იშვიათად ეღვიძება ღამით, თუმცა, ამ დრომდე ეძებს თვალებით ცაში უპილოტო თვითმფრინავებს.

არტურმა იცის, რომ კიდევ ელოდება რთული პერიოდი, ყველაფრის დავიწყებას ვერ შეძლებს და ეს არც უნდა. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანთან ახალ სახელმწიფოთაშორის საზღვრამდე, მისი სახლიდან, ფეხით 20 წუთში შეიძლება მისვლა.

არცახის ომი, ფსიქოლოგიური დახმარება, როგორ გადავიტანოთ ომი ფსიქოლოგიურად, გორისი, არცახი, მთიანი ყარაბაღი, სომხეთი, აზერბაიჯანი

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

129781918_3983802751647965_1839710606564

18 იანვრიდან, ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, ქუჩებში გასვლის SMS-ნებართვა უქმდება. უკვე ერთი კვირის შემდეგ, 25 იანვრიდან, ზოგიერთი არასასურსათო მაღაზია და სილამაზის სალონი გაიხსნება, კიდევ ერთ კვირაში კი – კაფეები და რესტორნები.



აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის 2021 წლის 1 აპრილამდე გაგრძელების შესახებ.

ამავდროულად, კორონავირუსის გავრცელების დინამიკაში არსებული გარკვეული სტაბილურობის გათვალისწინებით, 2021 წლის 18 იანვრიდან რიგი შემსუბუქებების შემოღება გადაწყდა. ამ დღიდან უქმდება ქუჩაში გადაადგილებისთვის საჭირო SMS-ნებართვების გაცემა, რომელიც დაფუძნებულია სპეციალურ სამთავრობო პორტალზე რეგისტრაციაზე. 

2020 წლის 14 დეკემბრიდან, აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ადამიანებს სახლის დატოვების უფლება დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათით, ისიც წინასწარ მიღებული სპეციალური SMS-ნებართვის საშუალებით შეეძლოთ.

2021 წლის 25 იანვრიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებადართული იქნება მუშაობა შემდეგი მომსახურების სფეროებში:

  • სავაჭრო ობიექტების მუშაობა (გამონაკლისია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფეებში, ჩაის სახლებში, ასევე, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და Mall-ებში ადგილზე მომსახურება);
  • საპარიკმახეროების, სილამაზის სალონების, კოსმეტიკური მომსახურების (მათ შორის, კლიენტების მომსახურება სახლებსა და სხვა ადგილებში);
  • მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზების საქმიანობა;
  • საქალაქთაშორისო და რაიონთაშორისი სატრანსპორტო კავშირი.

2021 წლის 1 თებერვლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე, დილის 06:00-დან 00:00 საათამდე, მუშაობას განაახლებენ საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები, კაფეები და ჩაის სახლები.

ახლო ნათესავის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, კვლავინდებურად საჭირო იქნება სპეციალური სატელეფონო ნებართვის მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

კვლავინდებურად დაკეტილი რჩება ბაქოს მეტროპოლიტენი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ იმუშავებს შაბათ-კვირას. სამედიცინო ნიღბების ტარება დახურულ შენობებში სავალდებულია ყველა მოქალაქისთვის. ამ წესის დამრღვევებს დაეკისრებათ ჯარიმა 200 მანათი (100 ევროს) მოცულობით.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

139771503_1326161101116256_5484931459701

თურქულ ქალაქ ყარსში ჩავიდა აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი, თურქულ არმიასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. ეს ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ყარსის პროვინცია სომხეთს ესაზღვრება.

1-დან 12 თებერვლის ჩათვლით, ორი ქვეყნის ზამთრის ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ სატანკო დანაყოფები, საარტილერიო შენაერთები, სნაიპერები, სპეციალური დანიშნულების ჯარების მეთაურები, კომანდოსები და საბრძოლო ვერტმფრენები.



აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ტოფიკ ზულფუგაროვის აზრით, ყარსში ზამთრის სამხედრო სწავლება გეგმურია და მიზნად ისახავს არმიების მომზადებას რთულ კლიმატურ პირობებში საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისთვის.   

139801988_1326161094449590_1020821338001ყარსში აზერბაიჯანელ საბრძოლო მოსამსახურეებს ხვდებიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო

„ყარსის პროვინციაში ახლა თოვლია, იქ მთებია და აზერბაიჯანელი და თურქი მებრძოლებისთვის არცთუ ისე ჩვეულებრივი კლიმატური პირობები. შეიძლება, ამით არის განპირობებული მორიგი ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ადგილის შერჩევა“, – განაცხადა მან JAMnews-თან ინტერვიუში.

სომხურ საზოგადოებაში გაჩენილი იმ პანიკური განწყობის კომენტირებისას, რომელიც მათი საზღვრის სიახლოვეს სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ ინფორმაციის გამოჩენამ გამოიწვია, ზულფუგაროვმა დასძინა:„ყარაბაღის მეორე ომის შედეგებზე შეთანხმების შემდეგ (2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა – JAMnews), აზერბაიჯანის არმიის ნებისმიერი გადაადგილება სომხური საზღვრის სიახლოვეს, მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას პანიკაში აგდებს. ეს მათი საზრუნავია, რომელიც ჩვენ არ უნდა გვაღელვებდეს“.



თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები უკვე ჩავიდნენ ყარსში.

139778668_1326161141116252_9120228869589ყარსში აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ხვდებიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო

ზამთრის სამხედრო სწავლების ძირითად მიზნად დასახელებულია ორი ქვეყნის არმიების კოორდინაცია რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მიახლოებულ პირობებში. ასევე, ყარსში გამოიყენებენ უახლეს შეიარაღებას, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიდა აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიების არსენალში, ნათქვამია თურქეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.

თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიების ერთობლივი სამხედრო სწავლებები რეგულარულად ტარდება. ბოლო ასეთი სწავლება 2020 წლის ივლის-აგვისტოში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოეწყო.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share