Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანის საერთო თემა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

photo_2021-01-21_20-06-28.jpg

აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის 14 მარტიდან, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა, მათ შორის, ქორწილების. გასული 10 თვის განმავლობაში, ბევრი შეზღუდვა გაუქმდა, მაგრამ ქორწილების აკრძალვა ჯერ ისევ ძალაშია და უცნობია, როდის დაუშვებენ. ბევრ წყვილს სხვა არაფერი არ რჩება იმის გარდა, რომ დაელოდოს დღეს, როდესაც დაქორწინებას შეძლებს.



ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავისი ქორწილის თარიღს ელის – ლამია აბდულქერიმოვა JAMnews-ს იმ სირთულეებზე ესაუბრება, რომელთან შეჯახებაც უწევს.

„რატომ, მოულოდნელად ვიღაც არ დახარჯავს ფულს ჩვენს ქორწილზე?“

მისი თქმით, აზერბაიჯანული ტრადიციების თანახმად, ქორწილის გარეშე დაოჯახება მისასალმებელი არ არის. რადგან, თავად ქორწილამდე, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარო: პატარძლის არჩევა, გარიგება, ნიშნობა, წინასაქორწილო ტრადიციები და ა.შ.

„ასეთ საკითხებში, მშობლების აზრი დიდ როლს ასრულებს. რადგან ჩვენი ქორწილის ორგანიზატორები მშობლები არიან. ისინი ფიქრობენ, ჩვენ ვმონაწილეობდით ვიღაცის ქორწილში, ფული დავხარჯეთ. ჩვენც გვყავს შვილები და რატომ, მოულოდნელად ვიღაც არ დახარჯავს ფულს ჩვენს ქორწილზე?!

დამიჯერეთ, ოჯახები ადგენენ ყველანაირ სიებს, ვინ რამდენი ფული აჩუქა ქორწილში, კონკრეტული ოჯახის რამდენი წევრი მოვიდა ქორწილში, რამდენი მაგიდა იყო დაკავებული, ამოიღეს თუ არა ხარჯები თითოეულ ცალკე აღებულ მაგიდაზე“, – ამბობს ლამია.

ის დასძენს, რომ ქორწილების ჩატარების საკითხებში მშობლების მთავარი როლის მიუხედავად, თითოეულ ადამიანს რაღაც განსაკუთრებული უნდა საკუთარი თავისთვის ამ დღეს, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ დგება.

„ადრე თუ გვიან, კარანტინი დასრულდება, ჩვენ ამას ველოდებით, არსად გვეჩქარება. მათ, ვისაც ლოდინი არ შეუძლიათ, გარკვეული პრობლემები აქვთ, ან უკვე დიდი ხანია დაინიშნენ. მათი ქორწილთან დაკავშირებული გეგმები ვერ შესრულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქორწილი არ ექნებათ. თუნდაც, ოფიციალურადაც იყვნენ დაოჯახებულები, მას შემდეგ, რაც ამუშავდება ქორწინების სახლები, ბევრი ასეთი წყვილი გამართავს ქორწილს. თვითონ რომც არ მოისურვონ, ნათესავები მოითხოვენ ამას. ჩვენ ამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს“.

ექვსი თვის შემდეგ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს

ლამია აბდულქერიმოვას ექვს თვეზე მეტია ხელი სთხოვეს. მათ კარანტინის დროს გამართეს ეს ცერემონიალი, მხოლოდ უახლოესი ნათესავების მონაწილეობით. მაგრამ ნიშნობის ცერემონიალის ჩასატარებლად, საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას ელოდებიან.

„შეიძლება ითქვას, რომ დრო აღარ დაგვრჩა. თუკი გაზაფხულამდე არ გვექნება ნიშნობა, ზაფხულში ჩემი საქმრო ჯარში უნდა წავიდეს. ამ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, კიდევ ერთი წელი მოვიცადოთ. არმიის შემდეგ კი, ალბათ, ნიშნობა აღარ იქნება საჭირო და პირდაპირ ქორწილს გავმართავთ“.

იზრდება განქორწინებების რაოდენობა

კარანტინის პერიოდი არ არის ადვილი წყვილებისთვის არა მხოლოდ „ოფიციალური“ კომპონენტის გამო, არამედ, სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. მათ არ შეუძლიათ შეხვედრა, ერთად დროის გატარება, რის შედეგადაც, გასული 10-11 თვის განმავლობაში, ბევრი წყვილი დაშორდა. ამასთან ერთად, გაიზარდა განქორწინებების რაოდენობა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს, აზერბაიჯანში, 32 437 დაოჯახება და 13 349 განქორწინება დარეგისტრირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთმანეთს შორდება დაქორწინებულთა 40%-ზე მეტი. აზერბაიჯანისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია.

ახალგაზრდების პერსპექტივიდან, ლამია აღნიშნავს, რომ კარანტინი ცუდად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე და კვალს ტოვებს თითოეულ მათგანზე.

„ნერვიულობისა და სტრესის გამო, ყველასთან ვჩხუბობთ. ბუნებრივია, მათ შორის, ვისაც ვეჩხუბებით, არის პარტნიორიც. ბევრი ჩემი დაოჯახებული ნაცნობი დაშორდა კარანტინის პერიოდში. ვერც ვერაფერში დაადანაშაულებ, უკვე ყველა დაიღალა. თუკი თემას განვაზოგადებთ, ასეთ სიტუაციაში არც მინდა გათხოვება. ეს არის მოვლენა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ჩემთვის განსაკუთრებული უნდა იყოს“.

ლამიამ ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანში ბევრ ოჯახს არ უყვარს ვინმესთან ვალში დარჩენა და არ უყვართ, როდესაც ვინმეს მათი ვალი აქვს. ყველას სურს იმ ქორწილის ვალის დაბრუნება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო: „ეს ასე მოდის, საუკუნეებია“.

მუსიკოსებიც აპროტესტებენ

იმ გარემოებამ, რომ საკარანტინო რეჟიმის არაერთხელ შემსუბუქების მიუხედავად, ქორწილების აკრძალვა ძალაში რჩება, მუსიკოსების პროტესტი გამოიწვია. აღვნიშნავთ, რომ ქორწილები – აზერბაიჯანში მუსიკოსებისთვის მთავარი სამუშაო ადგილია.

მომღერალმა ელნარა ხალილოვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ასეთი ტემპებით, ქორწილებს მაჰერამის თვეში დაუშვებენ და ისევ არავინ გამართავს ქორწილს“ (მაჰერამის თვე სამგლოვიაროდ ითვლება და აზერბაიჯანში მოსახლეობის უმრავლესობა ამ პერიოდში საზეიმო ღონისძიებებს არ მართავს – JAMnews).

მომღერალმა ნიამ სალამიმაც გამოთქვა თავისი პროტესტი კარანტინის გამო:

„ჩვენ არ შეგვიძლია გადავიხადოთ ბინის ქირა. ადამიანები შიმშილით იხოცებიან. რა გავაკეთოთ მომღერლებმა? არ ვიცი, სად გავიქცე. როგორ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში?!“.

სასჯელი ქორწილის გამო

ყველა აკრძალვის მიუხედავად, აზერბაიჯანში, ზოგიერთებმა მაინც გადაწყვიტეს ქორწილის გამართვა და დაისაჯნენ კიდეც ამის გამო. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სპეციალური მუხლით დააჯარიმეს.



აზერბაიჯანში, 2020 წელს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალიც ქორწილთან იყო დაკავშირებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, რამიზ მეჰდიევის შვილიშვილის ქორწილი მისი სიძის – ყოფილი დეპუტატის, ილჰამ ალიევის 15 დღით დაპატიმრებით დასრულდა.

გარკვეული დროის შემდეგ, რამიზ მეჰდიევიც დაემშვიდობა თავის თანამდებობას.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჩვენ აზერბაიჯანის ქორწილების აკრძალვა რაში გვაინტერესებს მაინც ვერ გავიგე.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

photo-1581120083654-150513117cbf.jpg

2021 წლის 1 თებერვლიდან, აზერბაიჯანში, სკოლებში სწავლა განახლდება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაბალი კლასების მოსწავლეებს ეხებათ. რა უნდა გააკეთონ უფროსი კლასების მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა? შეიძლება სტუდენტებს სწავლის გადასახადის შემცირების იმედი ჰქონდეთ? ამ კითხვებზე ქვეყნის განათლების მინისტრმა უპასუხა.

ბრიფინგზე, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ემინ ამრულაევმა ქვეყანაში ოთხთვიანი ლოკდაუნის შემდეგ, ტრადიციული სასწავლო პროცესის განახლების შესახებ განაცხადა.

11 თვის ხანგრძლივობის ლოკდაუნი

დაწყებითი კლასების მოსწავლეები, კვირაში სამჯერ მივლენ სკოლაში. დანარჩენ დღეებში, სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.



ასეთი პრინციპი იყო შემოღებული სასწავლო წლის დასაწყისშიც, 2020 წლის 15 სექტემბერს. მაგრამ უკვე ერთი თვის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მაღალი კლასების მოსწავლეებსა და სტუდენტებს კვლავ არ ექნებათ გაკვეთილებსა და ლექციებზე სიარულის უფლება. მათთვის ლოკდაუნი 2020 წლის მარტიდან გრძელდება.

ლოკდაუნი შეიძლება დაბრუნდეს

სრულ განაკვეთზე სასწავლო პროცესის დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. მინისტრის თქმით, ტრადიციული სასწავლო პროცესის განახლებამ, შესაძლოა, COVID-19-ის შემთხვევათა მატების რისკი გაზარდოს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ლოკდაუნი დავაბრუნოთ“, – დასძინა ამრულაევმა.

რა უნდა გააკეთონ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა?

თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებას უფროსი კლასის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან დაკავშირებით.

„ბაქოში, ჯერ კიდევ არ მუშაობს მეტრო. ძალიან ბევრი უფროსკლასელი და სტუდენტი, ასევე, პედაგოგი სარგებლობს სწორედ ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – ასეთი არგუმენტი მოიყვანა განათლების მინისტრმა გადაწყვეტილების გასამართლებლად.

მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ

განათლების სამინისტრომ მოამზადა მასწავლებლების სია, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში მოხდება.



ბაქოში, 16 698 მასწავლებელს აცრიან, ქვეყნის რეგიონებში – 32 600-ს.

სწავლის ძვირადღირებული საფასური

მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების ძვირადღირებული საფასურის საკითხსაც შეეხო. ეს თემა პერიოდულად ხდება ხოლმე განხილვის საგანი სოციალურ ქსელებში. მოქალაქეები კარანტინის გამო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. მათი არგუმენტები მარტივია: სწავლა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, უნივერსიტეტების ხარჯები მკვეთრად შემცირდა, ასევე, შემცირდა სტუდენტების მშობლების შემოსავლები.

ემინ ამრულაევის თქმით, დღეისათვის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში წლიური გადასახადი, საშუალოდ, 2.500 მანათს (1 470 ამერიკულ დოლარს) შეადგენს.

„ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან შედარებითაც კი, ეს არც ისეთი დიდი თანხაა“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შრომის მინიმალური ანაზღაურება 250 მანათია (147 ამერიკული დოლარი).

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკა ფრიად სასარგებლო შეიძლება იყოს.

ვფიქრობ, გაქვთ ალღო მომავალი ტრენდების დაჭერის :smoking:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ახლა ვფიქრობდი აზერბაიჯანისთვის ცალკე ერთიანი თემის გახსნას

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ახლა ვფიქრობდი აზერბაიჯანისთვის ცალკე ერთიანი თემის გახსნას

ეს რამენაირად დააფიქსირეთ, მომავალში იმჰო გამოგადგებათ. აზერებს უყვართ ეგეთი რაღაცეები. :smoking:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ეს რამენაირად დააფიქსირეთ, მომავალში იმჰო გამოგადგებათ. აზერებს უყვართ ეგეთი რაღაცეები. :smoking:

რას გულისხმობთ? :D 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

რას გულისხმობთ?

აზიელი ხალხია მაინც, უყვართ ქვეშევრდომებისგან სტატუსის დამადასტურებელი მოძრაობები :დ

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share