Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

@Chigurh

6 minutes წინ, Chigurh said:

თუმცა ვინაიდან კულტურული დისკურსი ევროპას მიჰყავს დომინანტურად (რაიხიც და კუნძულიც), შეგვიძლია ვთქვათ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ დაითრიეს :)

კოზიმო მედიჩი!

იმდენად გენიალური და ურთულესი და უმარტივესი ერთდროლად

რომ გერმანელების შექმნილ რუსეთში ფრანგული ითვლებოდა ელიტის ენად!. ხოლო ინგლისმა საფრანგეთის ჰეგემონიის განადგურების შემდეგაც ვერ შესძლო მისი კულტურული ჰეგემონიის ჩანაცვლება და არც უცდიათ პრინციპში.

 

9 minutes წინ, Chigurh said:

ის ფორთოხალი რომ ჩხუბობდა რამდენიმე წლის წინ, ყველაზე ძვირიანი იახტები ჩვენ გვყვას, ყველაზე მდიდარი ხალხი და კომპანიები ჩვენ გვაქვს და მაინც ევროპას ეძახიან ელიტასო :lol:

:roll:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, kvipriane said:

ფენიქსი (იგივე ფასკუნჯი ქართულად) უამრავ ქართულ თქმულებასა თუ ზღაპარშია ნახსენები (ისევე ოგორც სხვა ხალხების ეპოსებსა თუ თქმულებებში, განსაკუთრებით ჩინურში

დიახ. სწორედ ამას ვგულისხმობდი.

3 საათის წინ, Say_or said:

დრო ჭირდება კი ასეთ საკითხებს

დიახ. ძალიან ბევრი და თამ რაც უაღრესად საინტერესოა ვედებზე და უპანიშადებზე ამ კუთხით (რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ) არსებობს ძალიან მცირე ლიტერატურა ინგლისურად.

2 საათის წინ, Eric said:

ეხლა წარმოვიდგინოთ ვენეცია გენუა და ფლორენცია საუკუნეების წინ , დიდებული დარბაზები და საიდუმლო საბჭოს შეკრებვა სადაც დოჟსაც კი არ უშვებენ :)))

და შეკრების თემა - > ოკეანის ათვისება კარაველას მეშვეობით

ჯერ არაა აღმოჩენილი ამერიკა, აფრიკის შემოვლითი გზა, ჯერ არაფერი არაა , მხოლოდ გადარჩენილი და დაბრუნებული მეზღვაურების ჩანაწერები რომ -> იქით გზა არის ...

 

შეიძლება თუ არა ამ სცენარში ვიგულისხმოთ რომ "მილიტარისტული განვითარება ნაკლებ სავარაუდოა"? :) რა ამბები მოყვა ამ ყველაფერს ეხლა ხომ კარგად ვიცით?

სისხლით აავსეს ოკეანეები და დამსხვრეული გემებით

 

იმისთვის რომ იგივე არ განმეორდეს კოსმოსში საჭიროა ვიღაც იყოს უპირობოდ პირველი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ეს უპირობო პირველობა დიდხანს ვერ გაგრძელდება რადგან სადაც არის პირველი ესეიგი იქ აუცილებლადაა ვიღაც ვინც მეორეა და მეორე ვერ იქნება ვერანაირად მეორე თუ პირველობა არ სურს!

რადგან თუ პირველობა არ სურს მაშინ ის მეორე ადგილზე ვერ იქნებოდა არამედ მესამეზე, მეხუთეზე ან მეშვიდეზე ....

შესაბამისად სისხლი , ბორტების ნგრევა არტილერიით და აბორდაჟზე წასვლა კბილებში სატევარით (ან ლაზერული ანიჰილატორით :)) ) ეს არის კაცობრიობა

ესაა დასავლური ცივილიზაცია სენიორ. ის ცივილიზაცია რამაც ყველა დანარჩენი ამოიდო სამუდამოდ.

 

სწორი შენიშვნაა სენიორ. პრინციპულად რა თქმა უნდა ჰგავს დიდი ოკეანის ათვისება კოსმოსის ათვისებას. ისიც მართებული იქნებოდა გვევარაუდა რომ რეზულტატიც იგივე შესაძლოა დადგეს (პრინციპში). 

რამდენიმე მომენტი არ უნდა გამოგვრჩეს ოღონდ

- რაც თქვენ დაწერეთ სწორია მაგრამ ეს ხომ დიდი ოკეანის ათვისების გამო არ მომხდარა ?!. ადამიანები ზოგადად და ევროპელები განსაკუთრებით :დ არც დიდი ოკენიას აღმოჩენამდე ერიდებოდნენ ერთმანეთის ხოცვა/ჟლეტას და არც მერე. ეს ფაქტი კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ოკეანე/კოსმოსი არაფერ შუაშია. თავშია ადამიანის სურვილი იყოს დომინანტი. ასე იყო ეს ყველა შემთხვევაში და ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე. მომავალშიც ასე იქნება და არაფერია გასაკვირი.

- დიახ იყო სისხლი, არტილერია, აბორდაჟები, მაგრამ ასევე იყო ანტიკური საბერძნეთი, რომი, ქრისტიანობა, ინლაითმენთის ეპოქა, მეცნიერების ჩასახვა და განვითარება და ა.შ. მიუხედავად ჩვენს მიერ ჩადენილი უამრავი სისულელისა, უფრო განვვითარდით ვიდრე არა, ხომ? და თუ შევადარებთ ამისთვის დაღუპული ადამიანების რაოდენობას მსოფლიოს დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობას, დიდი ფორით მოიგებს ეს უკანასკნელი. არა?

- თვითგადარჩენის ინსტინქტი.

ამ (და არამარტო) ძირითადი მომენტებს გამო, ვფიქრობ რომ ვერანაირი ეგზისტენციალური საფრთხე ადამიანის ხელით არ და ვერ დაემუქრება ადამიანს. ხოლო რაც შეეხება ომებს და სისხლისღვრას ამის გარეშეც ვერანაირად ვერ იარსებებს ადამიანი (ნუ Foreseeable  მომავალში :დ). ასე რომ ყველაფერი იქნება, ომიც, სისხლისზღვრაც, პროგრესიც, მარსიც და მთვარეც. იმჰო. 

ეგზისტენციალური საფრთხე კი ჩემი მოსაზრებით შეიძლება დადგეს მაშინ როდესაც წინ წასასვლელი აღარ დაგვრჩება. 

პ.ს. სიმართლე გითხრათ, რომის დაცემის და ვესტფალიის ზავის ამ საკითხთან დაკავშირებაც ვერ გავიგე ზოგადად. თუ მსოფლიო წესრიგზე ვსაუბრობთ, რომის დაცემას არანაირი წესრიგი არ შეუქმნია :დ უფრო უწესრიგობა :დ, ხოლო ვესტფალიის ზავი, ალბათ იმიტომ ახსენეთ რომ ზოგიერთი მკვლევარის მიერ ის მიჩნეულია როგორც დღევანდელი საერთ. ურთიერთობების საფუძველი? 

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Seth

1 საათის წინ, Seth said:

- დიახ იყო სისხლი, არტილერია, აბორდაჟები, მაგრამ ასევე იყო ანტიკური საბერძნეთი, რომი, ქრისტიანობა, ინლაითმენთის ეპოქა, მეცნიერების ჩასახვა და განვითარება და ა.შ. მიუხედავად ჩვენს მიერ ჩადენილი უამრავი სისულელისა, უფრო განვვითარდით ვიდრე არა, ხომ? და თუ შევადარებთ ამისთვის დაღუპული ადამიანების რაოდენობას მსოფლიოს დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობას, დიდი ფორით მოიგებს ეს უკანასკნელი. არა?

- თვითგადარჩენის ინსტინქტი.

ამ (და არამარტო) ძირითადი მომენტებს გამო, ვფიქრობ რომ ვერანაირი ეგზისტენციალური საფრთხე ადამიანის ხელით არ და ვერ დაემუქრება ადამიანს. ხოლო რაც შეეხება ომებს და სისხლისღვრას ამის გარეშეც ვერანაირად ვერ იარსებებს ადამიანი (ნუ Foreseeable  მომავალში :დ). ასე რომ ყველაფერი იქნება, ომიც, სისხლისზღვრაც, პროგრესიც, მარსიც და მთვარეც. იმჰო. 

ეგზისტენციალური საფრთხე კი ჩემი მოსაზრებით შეიძლება დადგეს მაშინ როდესაც წინ წასასვლელი აღარ დაგვრჩება.

მოგახსენებთ სენიორ ჩემს აზრს.

 

არსებობს (აქამომდე) მართვის მხოლოდ ორი სისტემა. ა) დასავლური და ბ) აზიური. => ძირითადში საწყისის საწყისში, სულ თავში.

დასავლურში სოციალური ლიფტი ღიაა, თეორიულად რათქმაუნდა, უბრალო სოფლელს შეუძლია გახდეს ბარონი და შემდეგ რამდენიმე თაობაში ჰერცოგი და მეფეც კი. თეორიულად და რადგან ეს თეორიულად მისაღებია გადარჩევის და ევოლუციის თეორიით იბადებიან ადამიანები ვინც ამ ვიწრო ბადეში აღწევენ პრაქტიკულად და აღწევენ ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმს პლანეტაზე. ამ პროცესს რათქმაუნდა საუკუნეები და თაობები  ჭირდება მარა ეს ხდებოდა და ხდებ ხომ?

 

აზიური სისტემა ეს არის წითელი წერტილი შუბლზე! დაიბადე? დაგარტყეს წითელი მწვანე ყვითელი და ყავისფერი წერტილი შუბლზე და მორჩა, სამუდამოდ დაკეტილი ხარ მაგ წერტილში , არსებობს მხოლოდ ბუდა და ფერადი წერტილები მის ირგვლივ. დანარჩენი მორჩა. არასოდეს და ვერასოდეს ამ წერტილიდან ვერ გახვალ.

როდესც ევროპელებმა კოლონია ტერმინატორების შექმნა დაიწყეს აზიაში და იქ საკუთარი რეკრუტების დასმა დაიწყეს ფადიშაჰების , სულთნების და ხონთქრების ტახტებზე

გაოცებულმა აზიელებმა ამას ანდაზის შექმნით უპასუხეს - > " .... თუ ფადიშახი არ გავხდე",    "ყველა ავღანელი ფადიშაჰობაზე ოცნებობს" და ა.შ , ანუ მათ გონებრივ სამყაროში იმხელა ძვრა გამოიწვია ამ ფაქტმა რომ შუბლზე 'შავწეტრილიანი' იკავებდა 'წითელწერტილიანის' ადგილს რომ გაოგნდნენ - თურმე ეს შესაძლებელია როგორღაც ისევე როგორც მზე რომ ამოდის და ჩადის!

ეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური მომენტია სენიორ - მთელი კლიტეების ასხმა ადევს აზიურ გონებას. ისე რომ იმპერატორზე შეხედვაც არ შეიძლებოდა და ახლოს მიახლოება ასეულობით მეტრობით და კარიერის საფეხურებით იზომებოდა

 

შესაბამისად, ხომ არ არის ის რაც დღეს ხდება სამყაროში პლანეტის მრავალსახოვანიელიტის ფსიქოლოგიის გადაადგილება ევროპულიდან აზიურისკენ?

რადგან აზიურ ცივილიზაციას ჩვენ ფაქტიურად არ ვიცნობთ ევროპულმა აჯობა მოსპო ამოიდო გაანადგურა ან წაიღო გადამალა გადაასწორა და არ ვიციტ, მაგრამ აზიის ჯუნგლებში დაკარგული უზარმაზარი ქალაქები უზარმაზარი არქიტექტურით ფაქტია არსებობს და წარმოდგენა არ გვაქვს ვინ შექმნა. ესეიგი ტექნოლოგიური პროგრესი და ევოლუცია შესაძლებელია 'წერტილიანების' ცივილიზაციაშიც!

თუ ეს ყველაფერი რეალურია და არა გვიანდელი ფალსიფიკაცია, რაშიც ეჭვი მეპარება მე პირადად.

1 საათის წინ, Seth said:

- დიახ იყო სისხლი, არტილერია, აბორდაჟები, მაგრამ ასევე იყო ანტიკური საბერძნეთი, რომი, ქრისტიანობა, ინლაითმენთის ეპოქა, მეცნიერების ჩასახვა და განვითარება და ა.შ. მიუხედავად ჩვენს მიერ ჩადენილი უამრავი სისულელისა, უფრო განვვითარდით ვიდრე არა, ხომ? და თუ შევადარებთ ამისთვის დაღუპული ადამიანების რაოდენობას მსოფლიოს დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობას, დიდი ფორით მოიგებს ეს უკანასკნელი. არა?

- თვითგადარჩენის ინსტინქტი.

დიახ. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ სისტემის ფორმაციის რომელ დონეზე იწყება მეცნიერების ჩასახვა და ინლლაითმენთის ეპოქა?

 

ავიღოთ 90 იანების კომუნისტები, მათი რიტორიკა იყო -

-არა შვილო ესე არ შეიძლება,

-რას შვრები შე მამაძაღლო

-ბაბუ დაუჯერე უფროსებს

 

ეხლა ავიღოთ იგივე კომუნისტები 20 იან წლებში, მაგ "შვილოებს" ქეჩოებით მიათრევდნენ ქალაქგარეთ ტყეებში და კეფაში გასროლით ხვრეტდნენ.

იგივე ნაცისტები, მათ რომ დასცლოდათ და გაემარჯვათ სადღაც 60 იანებში უკვე ჰუმანიზმის და ინლაინთმენთის ეპოქაში იქნებოდნენ

ან პირველი ქრისტიანები ავიღოთ (იმედია სენიორ კვიპრიანე სწორად გამიგებს) რას წარმოადგენდნენ ისინი მათი ჩამოყალიბების პირველ ეპოქაში? ის რაც თანამედროვე ისის -ია :roll:

წვერმოშვენულები და ტანსაცმელშემოგლეჯილები დარბოდნენ კლავდენნ წიგნებს წვავდნენ ძეგლებს ანგრევდნენ თხრიდნენ და სპობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიმარჯვეს და მართვის ქსელური სტრუქტურები შექმნეს კონკურენტები სრულაიდ მოსპეს

შემდეგ გახდნენ კეთილები

 

ასევე ახლაც, როცა საჭიროა ახალი სისტემის შექმნა აუცილებელია ნგრევის ფაქტორი და ხალხი ვინც დაანგრევს ძველს. ანტიფა იქნება თუ შუბლზე ფალოს ამოზრდილი ტრანსგენდერი არანაირი აზრი არ აქვს, მთავარია ხალხი ნგრევის ფსიქიკით ვინც ამოცანას შეასრულებს ისე რომ მორალის და სინდისის ქენჯნას არ იგრძნობს.

 

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, რადგან ამ მნგრეველა ხალხს მხოლოდ ნგრევა შეუძლია და არა შენება, საჭირო ხდება ამ ხალხის მოსპობა ერთიანად, მნიშვნელობა არ აქვს ანტიფა იქნება თუ ლგბტ პჭღრ თუ ვინ

მათ აუცილებლად როგორც კი ძველი სისტემის ნგრევას მორჩებიან სწრაფად და უსასტიკესად მოსპობენ რადგან უკვე შენების და ინოვაციების დროა და ამათ კი ეგ არ შეუძლიათ.

მათი მოსპობის შმედეგ იწყება უკვე ის რასაც ოტტეპელ -ის , ინლაითმენთის ეპოქა, ხელოვნება ყვავდება ყველას სიცოცხლე უხარია და სისტემა კეთილია როგორც ორღობეში ჩამომჯდარი უკბილო მოხუცი. :jump:

 

რადგან მას აღარვის ეშინია.

ყველა არტერტია გადაჭერილია და კონტროლდება.

ძველი სისტემა ძველი მეტოქეები წაგებულები წვანან საფლავებში.

 

ამიტომ მე არა აპოკალიფსზე მივუთითებ სენიორ

არამედ ამ გარდამავალ ეპოქაზე როცა ძველი ნადგურდება შეუბრალებლად ახლის მიერ და ძველის ნგრევის ეპოქაში ვართ ჯერჯერობით , რაც საშიში პროცესია სენიორ.

 

თორემ ბოლოს რომ XX ის კეთილ 80 იანებს მივიღებთ ოკ, გეთანხმებით. თუმცა აქაც (იმჰო) არის ვარიანტი რაც ზევით დავწერე რომ გლობალურად შესაძლოა მიღებულია გადაწყვეტილება და ცივილიზაციის ევროპული ვარიანტიდან აზიურზე გადასვლა ხდება, არვიცი.

მაგრამ მანამდე 21 წელი 24 წელი 37 წელი 1941 წლებია გასავლელი გლობალურ მაშტაბში.

Edited by Eric
Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

პ.ს. სიმართლე გითხრათ, რომის დაცემის და ვესტფალიის ზავის ამ საკითხთან დაკავშირებაც ვერ გავიგე ზოგადად. თუ მსოფლიო წესრიგზე ვსაუბრობთ, რომის დაცემას არანაირი წესრიგი არ შეუქმნია :დ უფრო უწესრიგობა :დ, ხოლო ვესტფალიის ზავი, ალბათ იმიტომ ახსენეთ რომ ზოგიერთი მკვლევარის მიერ ის მიჩნეულია როგორც დღევანდელი საერთ. ურთიერთობების საფუძველი? 

ამ საკითხში სენიორ იორკის მოსაზრებები დაგვჭირდება

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric ახლა ყველაზე მეტად ის საკითხი მაინტერესებს, თუ როგორ განაპირობა რომაული ელიტების ავტორიტეტის გაქრობა სპარტაკის აჯანყებამ და, აგრეთვე, პომპეუსის მონაწილეობა პართიელების მხარეს კრასუსის წინააღმდეგ ომში. ირიბი მტკიცებულებები იძებნება, პირდაპირი - ვერა.

Share on other sites

  • ფორუმელი

სწორედ პოსტსულანური რომი წარმოადგენს მოდელურ სისტემას იმ პროცესებისა, თუ როგორ ახორციელებს ფინანსური კაპიტალი პოლიტიკური ელიტის გადაფორმატებას.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   81 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 81 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)