Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@kvipriane

ფაქტებს სწორად წერთ თუმცა იმჰო სურათს ხედავთ არასწორად. იყო კიივსკა რუს (რუსეთს არ ვწერ რადგან ის ხალხი რუსინებს/რუსიჩებს ეძახდა თავს და არა რუსკიეს). ამ სახელმწიფოს ჰქონდა კოლონიები დღევანდელი რუსეთის ტერიოტიაზეც (ნოვგოროდი, ფსკოვი, რიაზანი, ვლადიმირ-სუზდალი). უშუალოდ მოსკოვში ბაყაყები ყოყინებდნენ ამ დროს. 

ამ კოლონიების დაშორება და ახალ ერად წარმოქმნა იწყება ანდრეო ბოგოლუბსკის პერიოდიდან როცა კიევი დალაშქრა. კიევში ხშირად ხდებოდა დინასტიური ომები, თუმცა ეს ახალი იყო რადგან ბოგოლუბსკიმ აიღო არა როგორც სამოქალაქო ომის ქალაქი რომლის მართვაც უნდოდა, არამედ როგორც მტრული დაპყრობილი ქალაქი. აქადან იწყება რუსების და უკრაინის დაშორება. მერე მონღოლები და ოქროს ურდოს შედაგად დაშორება კიდევ იზრდება, მაგრამ ეს ცალკე ამბავია.

როცა უკვე ორი ერი შეიქმნა ის რომ ეს ორ ეკლესიას მოითხოვდა ეს გარდაუვალი იყო და დეფაქტო მდგომარეობის აღიარებისთვის რუსებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი მოქრთამეს რამე მნიშვნელობა არ გააჩნია.

უბრალოდ ეს ეკლესია რომლის მისაღებადაც რუსებმა თავიდან იბრძოლეს თვითონვე გაანიავეს ნიკონის რეფორმებით. ამ რეფორმებს გოდუნოვის მიერ გადახდილი ქრთამისგან განსხვავებით დღევანდელობაზე აქვთ გავლენა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
25 minutes წინ, Alfred Albion said:

ახლა მთავარი სიმდიდრე ინფორმაცია და მისი დამუშავების გზებია.

ეს ასეა, თუმცა მე მარტო ამას არ ვგულისხმბდი. + ფინანსების გავირტუალურება. მაგალითად: 1000 წლის წინ 10 გირვანქა ოქრო მოგეხსენებათ სახელმწიფოებს იპყრობდა და სერიოზული ძალა იყო. ერთადერთი საშუალება მის წინააღმდეგ იყო ან მეტი ოქრო ან ძალით წართმევა.

დღეს? გაქვთ 10 (გნებავთ 1000) კილოგრამი ოქრო და თქვენი ბედი დამოკიდებულია ლონდონის/ნიუ იორკის/ ტოკიოს და ა.შ. ბირჟაზე ოქროს ფასზე. ეს კურსი მოგეხსენებათ როგორ ადვილად მანიპულირებადია. დასკვნა : თქვენი ოქრო შეიძლება გახდეს სპილენძი :დ ზუსტად 5 წუთში, იმ ტიპების დამსახურებით რომლებსაც შეიძლება 1 კგ ოქროც კი არ ჰქონდეთ. :დ შემდეგი დასკვნა: ძალაუფლებამ ოქროს მფლობელი ტიპებიდან გადაინაცვლა სხვა ტიპებთან. 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, Instance said:

ფაქტებს სწორად წერთ თუმცა იმჰო სურათს ხედავთ არასწორად.

48 minutes წინ, Instance said:

იყო კიივსკა რუს (რუსეთს არ ვწერ რადგან ის ხალხი რუსინებს/რუსიჩებს ეძახდა თავს და არა რუსკიეს).

ამ სახელმწიფოს ჰქონდა კოლონიები დღევანდელი რუსეთის ტერიოტიაზეც (ნოვგოროდი, ფსკოვი, რიაზანი, ვლადიმირ-სუზდალი). უშუალოდ მოსკოვში ბაყაყები ყოყინებდნენ ამ დროს. 

ამ კოლონიების დაშორება და ახალ ერად წარმოქმნა იწყება ანდრეო ბოგოლუბსკის პერიოდიდან როცა კიევი დალაშქრა. კიევში ხშირად ხდებოდა დინასტიური ომები, თუმცა ეს ახალი იყო რადგან ბოგოლუბსკიმ აიღო არა როგორც სამოქალაქო ომის ქალაქი რომლის მართვაც უნდოდა, არამედ როგორც მტრული დაპყრობილი ქალაქი. აქადან იწყება რუსების და უკრაინის დაშორება. მერე მონღოლები და ოქროს ურდოს შედაგად დაშორება კიდევ იზრდება, მაგრამ ეს ცალკე ამბავია.

როცა უკვე ორი ერი შეიქმნა ის რომ ეს ორ ეკლესიას მოითხოვდა ეს გარდაუვალი იყო და დეფაქტო მდგომარეობის აღიარებისთვის რუსებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი მოქრთამეს რამე მნიშვნელობა არ გააჩნია.

უბრალოდ ეს ეკლესია რომლის მისაღებადაც რუსებმა თავიდან იბრძოლეს თვითონვე გაანიავეს ნიკონის რეფორმებით. ამ რეფორმებს გოდუნოვის მიერ გადახდილი ქრთამისგან განსხვავებით დღევანდელობაზე აქვთ გავლენა.

მგონი ერთიდაიგივეს ვამბობთ ორონდ სხვადასხვა ფორმატში 

49 minutes წინ, Instance said:

კიივსკა რუს (რუსეთს არ ვწერ რადგან ის ხალხი რუსინებს/რუსიჩებს ეძახდა თავს და არა რუსკიეს)

მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მომისმენია უკრაინელი სპეციალისტებისთვის და ზუსტად ვერ ამბობენ მონღოლებამდე დღევნდელი რუსსკიე და ეგენი ერთნი იყვნენ თუ არა, ტუმცა ისიც მომისმენია რასაც ამბობთ რუსიჩებს ეძახდნენ კიეველები, ხოლო მოსკოველებზა ამბობენ ფინო-უგორსკიე არიანო ... ნუ ეს არ ვიცი

თუმცა მონღოლების შემოსევაზე ყველა თანხმდება , ერთ-ერთი პროფესორისგან მაქვს გაგონილი რომ როდესაც მონღოლებმა ააოხრეს, აი წარმოიდგინეო რუქაზე კიევის ადგილას სიგარეტით რომ ამოწვა ეგეთი რამ უქნესო ... 

56 minutes წინ, Instance said:

როცა უკვე ორი ერი შეიქმნა ის რომ ეს ორ ეკლესიას მოითხოვდა ეს გარდაუვალი იყო და დეფაქტო მდგომარეობის აღიარებისთვის რუსებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი მოქრთამეს რამე მნიშვნელობა არ გააჩნია.

1440 წლამდე ხომ იყო ერთი სარწმუნოების ერი , სანამ ფერარა-ფლორენციის უნიაზე ხელმომწერ მიტროპოლიტს არ დაახვევინეს მოსკოვიდან  ???  

58 minutes წინ, Instance said:

უბრალოდ ეს ეკლესია რომლის მისაღებადაც რუსებმა თავიდან იბრძოლეს თვითონვე გაანიავეს ნიკონის რეფორმებით

რა განსხვავებაც არის სტაროვერებსა და მართლმადიდებლებს შორის სენიორ ინსტანს, ეს ადვილად დასაძლევია სურვილის შემთხვევაში და რაიმე დოგმატური სხვაობაც , რომლის საფუძველზეც ერეტიკოსებს დაარქმევდი მაგ ხალხს არ შეინიშნება , მთავარი და დოგმატების დამრღვევი ცვლილება პეტრე I -ის დროს დაფიქსირდა, როდესაც პეტკა გრუზინსკიმ აღსარების საიდუმლო გააუქმა, ამას ეუბნებოდნენ ერეკლეს რომ რუსები ჩვენნაირი მართლმადიდებლები არ არიანო, 7-დან ერთი საიდუმლო  გააუქმესო ... 

მაგრამ ყოველივე ეს მაინც სასულიერო საკითხებია, რეჩ-პოსტპოლიტასთან მიერთებული უკრაინა უკვე მაინც კათოლიკური იყო და რა აზრი აქვს ნიკონის რეფორმებს კაი ხნით ადრე გარეჩ-პოსტპოლიტებული უკრაინისთვის ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Alfred Albion said:

ესეიგი თავიდან ეკონომიკა ფინანსები ტრიალებდა ევფრატში, შემდეგ შეუერთდა ნილოსი, შემდეგ გავიდა საუკუნეები და ცოტა ზევით აიწია

და ფინანსური ჰაბი გახდა ბაბილონ - ალექსანდრია - ბალკანეთი

გავიდა საუკუნეები და კიდევ ზევით აიწია და გახდა ბაბილონ - ალექსანდრია - ბალკანეთ - რომი

და ეს ყველაფერი მძიმე ხოცვა ჟლეტვით ხალხთა მასიური აყრა გადასახლებებით და მთელი პანრეგიონების ფორმატირებებით

შემდეგ კიდევ ზევით აიწია და გახდა ჩრდილოეთ იტალია - ესპანეთი - ავსტრია

შემდეგ კიდევ ზევით და პარიზი - ვენა - ამსტერდამი

შემდეგ კიდევ ზევით და პარიზი - ვენა - ამსტერდამი - ლონდონი

და ეს ყველაფერი გაუთავებელი მძიმე ომებით ევროპაში არტილერიის შემოტანით და მთელი ხოცვა სვრემით

შემდეგ კიდევ და დარჩა ლონდონი - ნიუ იორკი

შემდეგ კიდევ მძიმე უმძიმესი ხოცვაჟლეტვა და ორჯერ ზედიზედ და ლონდონი - ნიუ იორკი - ევროპა

თანამედროვე დასავლური დემოკრატია საზღვაო ვაჭრობის შედეგია.
მეზღვაური ვაჭრების შექმნილია ჰოლანდიაც და ბრიტანეთიც თავის ფლოტებით. :)
ჩინეთის ცენტრალიზებული, მონოლითური სახელმწიფო კი სრულებითაც არ შეეფერება თალასოკტრატიულ წესრიგს. (ინდო-პასიფიქის ანგლო-საქსურ realm-სა და მის შემოგარენში ყველგან საზღვაო დემოკრატია სუფევს :)) ამ პოლიტიკური სისტემით თუ იგი ახალი "ჰაბი" და ცენტრი იქნება, იქნება მხოლოდ სახმელეთო ცენტრი.
ანუ შემთხვევით ბებერი ევროპა არ მიიბას - ამაზედაც ვიფიქროთ. :)

რაც მთავარია, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ყოველი მომდევნო ფინანსურ-პოლიტიკური, ცივილიზაციური ცენტრი წინა ცენტრის პერიფერია იყო, სადაც ძველ ცენტრს ჰქონდა კულტურული დომინაცია.
ანბანიდან დაწყებული შენობის ფასადის დეტალით გათავებული, ყველგან ვხედავთ წინა ცენტრის კვალს. სწორედ ამის საშუალებით ვიქმნით ერთგვარ ჰოლისტურ სურათს, სადაც მსოფლიო ისტორია ერთი და იმავე კაპიტალის დიალექტიკური მოძრაობაა ერთი ადგილიდან მეორისკენ. ეს ყველაზე უფრო არსებითი ნიშან-თვისებაა.

ჩემი აზრით ჩინეთი არათუ არ ჰქმნის ნოყიერ კულტურულ ნიადაგს ძალაუფლებისა და კაპიტალის ტრანზიციისთვის, არამედ კონტრკულტურას ან სულაც, ანტიკულტურას წარმოადგენს.

ახალ მსოფლიო წესრიგში, სადაც ახალი "მწვანე" რელიგია შემოდის სცენაზე, ჩინელები ჯერაც ქვანახშირს წვავენ და ცოცხლად ჭამენ ღამურებსა და ძაღლებს.:)

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Seth said:

მაგალითად?

ინდოეთი, მაგალითად.
"დიდი თურანიც" სიამოვნებით გადიდდებოდა ამ სიშორეზე.
ბოლოს და ბოლოს, დაბმული იაპონიის აშვებაც შეიძლება.

მაგრამ ბირთვული წყალქვეშა ნავები "ქროქედაილ დანდის" ხელში ზედმეტი ხომ არ არის აშშ-ს ერთპიროვნული დომინაციისთვის რეგიონში?
ნუთუ ამდენი ღირს ჩინეთი? :)
 

2 საათის წინ, Seth said:

First things first Sir. 

როგორც უკვდავ ფილმშია - ტეხასში ბანკი ტეხასელებმა უნდა წაიღონ. ჰოდა კოსმოსი ჯერ ანგლოსაქსონეთში და მერე სხვაგან

:d :yes:
 

Quote

 სტოქტონის (თუ არ ვცდები) ერლი იყო და შესაბამისად კარგად ეცოდინებოდა რომ რომში რომაელი ვერ იქნებოდი თუ ბერძნები ბეჭედს არ დაარტყამდნენ შენს სივის :დ

კლასიკური ცოდნის გარეშე ძნელად დაწინაურდება კაცი (თუნდაც იორიკი :დ) ბრიტანეთში. :user:
 



:love:
 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Alfred Albion said:

ნუთუ ამდენი ღირს ჩინეთი?

ჩინეთი არა, ევროპა ღირს მაგდენი სენიორ.

1 minute წინ, Alfred Albion said:

ინდოეთი

არ არის ანგლოსაქსური, თან კონტინენტური ინდოეთი და თან გვერდზე პაკისტანი ჰყავს 

2 minutes წინ, Alfred Albion said:

დაბმული იაპონიის აშვებაც შეიძლება.

შეიძლება, მაგრამ ისევ, არ არის ანგლოსაქსური სამყაროს ნაწილი.

3 minutes წინ, Alfred Albion said:

მაგრამ ბირთვული წყალქვეშა ნავები "ქროქედაილ დანდის" ხელში ზედმეტი ხომ არ არის აშშ-ს ერთპიროვნული დომინაციისთვის რეგიონში?

დანდი ამათთვის პრობლემის შემქმნელი ვერ გახდება მინიმუმ 1 საუკუნე სენიორ. 

 

თან ნავებიო სენიორ, ეს საყურადღებოა. გამოდის რომ საუბარია წყალზე დომინაციაზე :) რატომ? რა მოსდის სახმელეთო გზებს? :დ ნუთუ შანსია აირიოს? :დ

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
59 minutes წინ, kvipriane said:

რა განსხვავებაც არის სტაროვერებსა და მართლმადიდებლებს შორის სენიორ ინსტანს, ეს ადვილად დასაძლევია სურვილის შემთხვევაში და რაიმე დოგმატური სხვაობაც

 სენიორ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია რომ ნიკონის რეფორმის მთავარი შედეგი იყო რომ ეკლესიიდან განდევნეს რეალურად რელიგიური ხალხი და შეავსეს პრიპასობლენცებით. დღეს ამის დარევერსებაა შეუძლებელი და ერს და ეკლესიას შორის კავშირი დაიკარგა. უბრალოდ იმ მცირერიცხოვან სტაროვბერებს შემოირიგიებენ რუსვილის შემთხვევაში, მაგრამ ის როლი ეკლესიას რუსეთში ვეღარ ექნება რაც ნიკონის რეფორმებამდე ჰქონდა.

პეტრემ უბრალოდ ისედაც დისკრედიტირებული ეკლესია უფრო მეტად მოირგო თავის თავზე.

1 საათის წინ, kvipriane said:

მაგრამ ყოველივე ეს მაინც სასულიერო საკითხებია

სენიორ არა მე პოლიტიკურ საკითხზე ვსაუბრობ. ის რომ მთლიანად ეკლესიის და მართმადიდებლობის დისკრედიტირება მოხდა რუსებში ნიკონის დროს ეს პოლიტიკური საკითხია დღემდე არსებული შედეგებით.

1 საათის წინ, kvipriane said:

რეჩ-პოსტპოლიტასთან მიერთებული უკრაინა უკვე მაინც კათოლიკური იყო

ხუმრობთ სენიორ? რეჩ-პოსპოლიტაში სამოქალაქო ომების მთელი სერია სწორედ ამის გარშემო მიდიოდა.

უკრაინა (სეჩი) შემოერთების დროს იყო მართმადიდებლური, დას უკრაინა (გალიცია) და ბელარუსი იყო უნიატური. ვინც გაკათოლიკდა პოლონელებში ასიმირდა.

1 საათის წინ, kvipriane said:

რა აზრი აქვს ნიკონის რეფორმებს კაი ხნით ადრე გარეჩ-პოსტპოლიტებული უკრაინისთვის ???

ნიკონის რეფორმები სწორედ რუსეთის საეკლესიო პრაქტიკის უკრაინასთან დაახლოებისთვის გატარდა.

სხვა რა აზრი ჰქონდა?

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Alfred Albion said:

ანუ შემთხვევით ბებერი ევროპა არ მიიბას - ამაზედაც ვიფიქროთ

პირიქითაა პატივცემულო ეს. ბებრები ცდილობენ მიიბან მაო. იმჰო ამიტომაა მთელი ეს დავიდარაბა.

ეს ბმა ვერ იმუშავებს ლოთების გარეშე. შესაბამისად საფრთხე იგრძნეს რა ანგლოსაქსებმა დაიწყეს მოქმედება. ეგენი რომ მოქმედებას იწყებენ ვიღაცეებს კარგი დღე არ ადგებათ ხოლმე :დ

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share