Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, ASIA said:

რამდენიმე საეკლესიო პირისგან მოვისმინე ახსნა ფრესკებზე გამოსახულ ზოდიაქოზე, მარააა ყველა სხვადასხვა და არც ერთი დამაჯერებელი - საინტერესოა თქვენი აზრი.

ზოდიაქოს ნისნებსა და მათს არსს რაც შეეხება სენიორა, ძალიან საინტერესოდ აქვს ახსნილი წმ.იოანე დამასკელს თავის ნაშრომში : -  "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" (წიგნი 2-ე, თავი VII, სრულად შეგიძლიათ აქ ამოიკითხოთ) ხოლო მოკლედ ეხლავე მოგახსენებთ :

- კვალად იმასაც ამბობენ რომ, ცათა შინა 12 თანავარსკვლავედი არსებობს, ანუ ზოდიაქოს ნიშნები, რომელნიც მზისა, მთვარისა და სხვა ხუთი პლანეტის საწინაარმდეგოდ მოძრაობენ, ამასთან თითოეულმა ამ პლანეტამ თორმეტივე ეს თანავარსკვლავედი უნდა გაიაროს, თითოეული ამ ზოდიაქოს ნისნის (თანავარსკვლავედის) გავლას მზე ართ თვეს ანდომებს, მაძასადამე ყველა თანავარსკვლავედს თორმეტი თვის (ერთი წლის) განმავლობაში გადის, ესენია :

ვერძი - მზე ზოდიაქოს ამ ნიშანში შედის მატის თვის 21-ში, მოზვერი - 23 აპრილი, მარჩბივი -24მაისი, კირჩხიბი - 25 ივნისი, ლომი - 25 ივლისი, ქალწული - 25 აგვისტო, სასწორი - 25 სექტემბერი, მორიელი - 25 ოქტომბერი, მშვილდოსანი - 25 ნოემბერი, თხის რქა - 25 დეკემბრი, მერწყული - 25 იანვარი, თევზები - 24 თებერვალი

ელინები მიიჩნევდნენ რომ, ყოველი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლით და ურთიერთმიახლოებით წარიმართება, ჩვენ კი ვამბობთ, რომ მზე მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და მისთანათა მომასწავებელია და არამც და არამც არ განაპირობებს ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მოგვანიჭა თავისუფალი არჩევნის უფლება, ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონნი ჩვენივე საქმეებისა, თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა ზემოქმედებით ვიქმთ, ესეიგი აუცილებლობით ვიქმთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით. ხოლო ის რაც აუცილებლობით ხდება არ შეიძლება იყოს არც კეთილი და არც ბოროტი, და თუ არც სათნოებანი გაგვაჩნია და არც მანკიერებანი, მაშინ არ ვიმსახურებთ არც კეთილ საზღაურს და არც სასჯელს. ამ შემთხვევაში ღმერთიც უსამართლო აღმოჩნდება, როდესაც ზოგს სიკეთეს მიჰმადლის და ზოგს მწუხარებას. უფრო მეტიც სენიორა,  თუკი ყველაფერი აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება იქნება სამყაროში, , არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა და არც ჩვენი გონიერება იქნებოდა საჭირო, რამე თუ, თუ არ ხელგვეწიფება არც ერთი საქმე, არც იმაზე ფიქრი შეგვაწუხებდა რომ ჩვენი ნამოქმედარი გონებით განგვესაჯა. ვიცით, რომ გონება ღმერთისაგან გვაქვს მომადლებული, რათა მოვიფიქროთ და წინდაწინ ავწონ-დავწონოთ ხოლმე ჩვენი საქმეები, ამიტომ ყოველი გონიერი არსება , ერთდროულად არის თავისუფალი ნებისაც და არჩევანის მქონე არსებაც. 

აქედან გამომდინარე, ვამტკიცებ, რომ ვარსკვლავები თუ პლანეტები, ქვეყნად აღსრულებული არცერთი საქმის , არცერთი მოვლენის მიზეზი არ შეიძლება იყვნენ, არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა, - ხოლო მავანნი და მავანნი როდესაც ამბობენ რომ, თურმე ვარსკვლავებზეა დამოკიდებული სხვადასხვა სახის ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბება, ჩვენ ასე ვპასუხობთ : - ჩვევებიცა და სხვა დანარჩენიც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ყოველივე ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება ... " 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, kvipriane said:

... საინტერესო ინფო ისლამის გავრცელებასა, მიზეზებსა და შედეგებზე

აი რას გვეუბნება სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული საბუთების შეჯერებით მიღებული ინფორმაცია :

- VI საუკუნის 70-იანი წლებიდან საინტერესო მოვლენები განვითარებულა მახლობელ აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც 572 წელს ირანმა დაიპყრო იემენი (არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი) სასანიდურ შაჰანშაჰთა პოლიტიკის შედეგად , რომელიც მიზნად ისახავდა მონოპოლია შეენარჩუნებინა ჩინეთიდან და ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში აბრეშუმისა და სხვა საჭირო საქონლის იმპორტზე , ფუნქციონირება შეწყვიტა მექასა და იემენში გამავალმა სატრანზიტო-სავაჭრო გზამ ინდოეთიდან ბიზანტიამდე.

სავაჭრო გზის ჩრდილოეთით, ანუ ირანში გადანაცვლებამ ფრიად უარყოფითად იმოქმედა არაბეთის ეკონომიკაზე, კერძოდ, მექასა და იემენის საშუამავლო ვაჭრობაზე, ბედუინთა ტომები, რომლებიც შემოსავალს იღებდნენ ამ საქარავნო ვაჭრობით, რამდენადაც სავაჭრო ქარავნები მათგან მარაგდებოდა აქლემებით, გამყოლებით და მცველთა რაზმებით, მძიმე მდგომარეობაში მოექცა, და ბევრი მათგანი მექის მოქალაქეთა წარჩინებული ფენის მოვალედ იქცა. არაბული საზოგადოება კრიზისმა მოიცვა (მაშინაც ყოფილა კრიზისები ;) ) ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ძებნის პროცესში დაიბადა იდეა საგარეო დაპყრობითი ომების წარმოების შესახებ სირია-ირანზე გამავალი საქარავნო გზების ხელში ჩასაგდებად. ამისათვის კი საჭირო იყო არაბეთის პოლიტიკური გაერთიანება , რაც , შესაძლებელია განხორციელებულიყო, მხოლოდ ერთიანი მონოთეისტური რელიგიის მეშვეობით, რომელიც გააერთიანებდა ყველა არაბს და დიდი დაპყრობითი ომის იდეოლოგიური საფუძველი გახდებოდა.

მართლაც, ეს იდეა განხორციელდა 7-ე საუკუნის 20-იან წლებში და მისი ინიციატორი იყო მუჰამედი, რომელმაც მექაში , ჰიჯაზიში (არაბეტის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპირო) და მის მახლობლად მობინადრე ტომების რელიგიურ ცენტრში ახალი მონოთეისტური რელიგიის - ისლამის - ქადაგება დაიწყო. მუჰამადმა, რომელიც თავს ღვთის, ალაჰის მოციქულად და წინასწარმეტყველად აცხადებდა, თავის ერთგულ მიმდევრებთან ერთად შეძლო დიდი გავლენა მოეპოვებინა და სისლისმღვრელი შინაომების შედეგად შეეკავშირებინა ისლამის დროშის ქვეშ, მანამდე წარმართი და დაქსაქსული არაბული ტომები. მან შექმნა თეოკრატიული სახელმწიფო , რომლის პირველი მეთაურიც თავად გახდა, ხოლო 632 წელს , მისი გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მისი ერთგული თანამებრძოლი აბუ-ბექრი, რომელიც ქვეყანას მართავდა , როგორც "ხალიფა" (ანუ მუჰამედის მოადგილე), ასე დაიმკვიდრეს ახლადწარმოქმნილი არაბული სახელმწიფოს მეთაურებმა ეს ტიტული (ხალიფა, - აქედან "ხალიფატი")

ახლად წარმოქმნილმა ისლამურმა სახელმწიფო "ხალიფატმა" დაიწყო ფართომასშტაბიანი ომები მეზობელი ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო წლების ურთიერთშორის განუწყვეტელი ომისა გამო ძლიერ დასუსტებულნი იყვნენ. უკვე პირველი ხალიფას, აბი-ბაქრის დროს დაიწყო ერთდროული საომარი მოქმედება , როგორც ირანის ისე ბიზანტიის წინააღმდეგ. 633 წელს არაბული ლაშქარი ერაყში (ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთი) შევიდა. ხოლო 637 წელს დალაშქრა ტიგროსის ნაპირას მყოფი სასანიდური ირანის სატახტო ქალაქი ქტესიფონი . (652-ში არაბებს უკვე მთელი ირანი დაპყრობილი ჰქონდათ და ინდოეთის საზღვრამდე იყვნენ გასულნი.)  634 წელს ისინი იწყებენ ლაშქრობას სირიაში, , სადაც სპარსელთა ხანგრძლივი ოკუპაციის შემდეგ ანტიოქიაში მყოფი კეისარი ჰერაკლე ის-ის იყო აწესრიგებდა მდგომარეობას.

არაბთა გამარჯვებებს ხელს ისიც უწყობდა, რომ სირია პალესტინის ადგილობრივი ქრისტიანული და ებრაული მოსახლეობა, რომელიც უკმაყოფილო იყო ჰერაკლე კეისრის მკაცრი პოლიტიკით, არაბებში , რომლებიც პირველ ხანებში ტოლერანტულ პოლიტიკას ეწეოდნენ, საკუთარ მხსნელებს ხედავდა ბიზანტიელთა ჩაგვრისაგან და მათს მხარეს გადადიოდნენ. 

636 წელს , მდინარე იორდანესთან გამართულ სისხლიან ბრძოლაში, არაბებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიური მხედრობა. ჰერაკლემ იმედი დაკარგა სირიის დაცვისა და დატოვა ანტიოქია. (ამ დროს წარმოუთქვამს იმპერატორს ცნობილი ფრაზა : -"ეჰ, მშვდობით სირიავო") 

არაბები შესაშური სისწრაფით, ცეცხლითა და მახვილით აფართოებდნენ დაპყრობილ ასპარეზს, შეუჩერებლივ მიიწევდნენ წინ და სულ მოკლე ხანში კავკასიამდეც მოვიდნენ ...

დანარჩენი კი იცით , თავისი მურვან ყრუებითა, "ტიფლის-სახალიფოთი" და ჯაფარიდების დინასტიით ... :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, NataNostalgia said:

გელოდებით!:darki:kvipriane

მოგესალმებით სენიორა !!!

რისი თქმა მინდოდა და ... იმედია დამეთანხმებით, ადამინი, მისი გონებიდან და აზროვნების უნარიდან გამომდინარე იმთავითვე ხედავდა რა სხვადასხვა ატმოსფერულ მოვლენებს, მნათობებს ცათა შინა და ა.შ. , ყოველთვის ცდილობდა თავისთვის მაინც აეხსნა და ჭეშმარიტებაში გარკვეულიყო თუ ვისთან/რასთან ქონდა საქმე, ესაა სწორედ ის ქვაკუთხედი რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვესწრაფვით. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ადამიანს (გონიერ არსებას) აზროვნების უნარი არ მისცემს მოსვენებას რომ მან საკუთარ თავს არ დაუსვას ჭეშმარიტების გამომეძიებელი შეკითხვები და მათ პასუხებსაც კრიტიკულად არ შეჰხედოს , ასე მიიღწევა განვითარება და უამისოდ ჩვენც შორს ვერ წავიდოდით. ის რაც ცხოველთა და ფრინველთა სამყაროსათვის სიცოცხლის მამოძრავებელია (ინსტიქტები+კუჭი) ადამიანისათვის არასაკმარისი და დამამცირებელიც კი გახლავთ, ჩვენ ხომ აზროვნებისა და შემოქმედების უნარი გვაქვს ... ყოველივე აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავიგო ჭეშმარიტების შესახებ და მეც სწორედ აქედან გამოვდივარ ... ჩემი იმჰო (ეს კაი სიტყვა მასწავლეთ :) ) აზრით ჭეშმარიტების დასადგენად მიმაჩნია ყველაზე ადრეული მოვლენები (და არა ნაწერები თუ მითები, თუმცა ესეც უმნიშვნელოვანესია ჭეშმარიტების დასადგენად) !!!

რადგან ითქვა რომ ისტორია იწყება შუმერებიდან, და პატივცემულმა სენიორებმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს მათ შესახებ, მეც აქედან დავიწყე და აი რას წავაწყდი

ოდენ ცა მიწისაგან განეშორა,

ოდენ ცა მიწისაგან განცალკევდა,

ოდეს კაცობრიობის სახელი დამკვიდრდა, -

მაშინ ანმა ცა წაიღო,

ენლილმა მიწა წაიღო ...

ეს ტექსტი არის ამოღებული შუმერების უძველესი ფილებიდან ლურსმნული ნაწერით, რომელსაც მეცნიერი სამუელ ნ. კრამერი ხელმძღვანელობდა, იგი ამბობს, რომ : - " როდესაც ეს სტრიქონები ვთარგმნე და გავაანალიზე, დავასკვენი, რომ აქ მოცემულია შემდეგი კოსმოგონიური წარმოდგენები :

1) ოდესღაც ცა და მიწა ერთიანი იყო ;

2) ზოგი "ღმერთი" ცისა და მიწის გაყოფამდეც არსებობდა

3) მათგან ცის "ღმერთმა" ანმა ცა წაიღო დაჰაერის "ღმერთმა" ენლილმა მიწა, მაგრამ იგი გაკვრითაც კი არ იძლევა პასუხს შემდეგ ძირითად კითხვებზე :

1. თუ შუმერელთა წარმოდგენით, ცა და მიწა ყოველთვის არსებობდა და ოდესღაცაა შექმნილი, ვინ შექმნა იგი ???

2. როგორი ფორმისა იყო ცა და მიწა , ან და რისგან შეიქმნა იგი ???

3. ვინ დააშორა ერთმანეს ცა და მიწა ???

შუმერული ტექსტების შესწავლამ ამ კითხვებს ასეთი პასუხები გასცა :

1. ფირფიტაზე, რომელზეც ჩამოთვლილია სუმერელთა "ღმერთების" სახელები, ქალღმერთ ნანუს სახელი და პირველქმნილი ოკეანე ერთიდაიგივე პიქტოგრამით აღინიშნება, ქალღმერთი ნანუ მოიხსენიება როგორც "ცისა და მიწის დამბადებელი დედა" . ამგვარად შუმერელთა წარმოდგენაში ცა და მიწა პირველქმნილი ოკეანესაგან წარმოსობილა .

2. მითში "საქონელი და მარცვლეული" აღწერილია როგორ იშვნენ ცად საქონლისა და მარცვლეულის "ღმერთები" , შემდეგ კი დედამიწაზე დაეშვნენ, რათა კაცობრიობა აეყვავებინათ.

3. პოემაში, რომელშიც აღწერილია უმნიშვნელოვანესი მიწათმოქმედების იარაღის - თოხის დამზადება და კურთხევა, ასე იწყება :

ენლილმა, რათა ქვეყნის თესლი სახლიდან აღმოცენებულიყო,

მიწისაგან ცის განშორება გადაწყვიტა

ცისგან მიწის განშორება გადაწყვიტა (ანუ მიზანი : - კაცობრიობის აყვავება)

ასევეა "საქონლისა და მარცვლეულის " შექმნა-კურთხევის და სხვა ტექტები, ანუ ყველგანაა მინისნება რომ ცა და მიწა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა და მხოლოდ შემდგომ განიყო ...

- ამიტომ, - ასკვნის სემუელ ნ. კრამერი, - რადგან შუმერულ ტექსტებზე მუშაობამ ამგვარ დასკვნამდე მიმიყვანა, შესაძლებელი გახდა შეგვეჯერებინა შუმერული კოსმოგონიური წარმოდგენები , ანუ მათი წარმოდგენა სამყაროს შექმნაზე , რომლიდანაც ასეთი შეჯერებული ახსნა მივიღეთ :

1) თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მისი შექმნის/გაჩენის შესახებ არაფერია ნათქვამი, ადვილი შესაძლებელია შუმერელთა წარმოდგენაში იგი ყოველთვის არსებობდა (???...)

2) პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა, რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.

3) ადამიანის სახის მქონე ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ (მიწამ) შვეს ჰაერის "ღმერთი" ენლილი

4) ენლილმა ერთმანეთისგან განასორა ცა და მიწა , იმ დროს, როდესაც ანმა ასწია (წაიღო) ცა და ენლილმა ძირს დაუშვა მიწა - თავისი დედა (ნანუ), და ენლილის კავშირმა თავის დედასთან (ნანუსთან) მისცა საწყისი მსოფლიოს, ადამიანს , ცხოველებს მცენარეებს და საერთოდ ცივილიზაციას ... "

... მათთვის ვისთვისაც ცნობილია ბიბლიის გადმოცემა ქმნადობასთან დაკავშირებით და საერთოდ წმიდა წერილში გადმოცემული ახსნა - თუ როგორ შექმნა ღმერთმა (შემომქმედმა) სამყარო და ყოველივე არსებული, დამეთანხმებით რომ მაშინდელი ადამიანისათვის ამგვარი კოსმოგონიის შთაგონება, გონივრული ვარაუდით , ვისი განვითარებული შეიძლება იყოს მგონი ვხვდებით და აღნიშნულის ახსნას შემდგომ პოსტში შევეცდები ...

ბოდიშით მეგობრებო ვრცელი ტექსტისათვის !!! 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

ვფიქრობ დაგაინტერესებთ...

პირველად რომის იმპერიის გაყოფიდან - რეალური რომი 2.0 მცდელობა 

EU superstate fears: Bloc told euro can only survive if eurozone becomes 'single state' (msn.com)

Share on other sites

Posted (შესწორებული)
13 minutes წინ, Seth said:

ვფიქრობ დაგაინტერესებთ...

პირველად რომის იმპერიის გაყოფიდან - რეალური რომი 2.0 მცდელობა 

EU superstate fears: Bloc told euro can only survive if eurozone becomes 'single state' (msn.com)

გმადლობთ სენიორ.

პრაქტიკულად ჩვენს თემას მოსდევენ ))

ერტერთ წინა თემებში ვახსენეთ ეს საკითხი როგორც EU ს გადარჩენის (კონკურენტუნარიანობის) ერთადერთი გზა.

 

პოლიტიკური დედაქალაქი იქნება ერთი. ბრიუსელი?!

დანარჩენ დედაქალაქებს რეგიონალურ/კულტურული ფუნქციები დარჩებათ.

 

თორემ დღეს აგერ პოლონეთს მილიარდებს აძლევენ და უკანვე ენას უტლიკინებენ შლიახტები სოფლელების იმედზე.

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და სიტუაციაც ისეთია რომ მალე უნდა ქნან.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Eric said:

ერტერთ წინა თემებში ვახსენეთ ეს საკითხი როგორც EU ს გადარჩენის (კონკურენტუნარიანობის) ერთადერთი გზა

:yes:

თუმცა შეიძლება სოფლელებს არ მოეწონოთ :დ ვნახოთ, გაცილებით საინტერესო საყურებელი იქნება ვიდრე ბივში ოპერის ცოდვილობა :lool:

Share on other sites

@Eric შლიახტები ევროზონაში მაინც არ არიან პატივცემულო, თუმცა ეგ არ არის ისე მნიშნველოვანი, როცა სინგლ სთეითზე ვსაუბრობთ <3

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share