Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პატივცემულო საზოგადოებავ,
აქ სწორად აღნიშნეს იუზერებმა, რომ რელიგიის ამბავი (ქრისტიანობა, ისლამი) პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული.
პირადად ჩემი აზრი კი ისეთია, რომ ქრისტიანობა როცა შემოვიდა ჩვენი ტაძრები (სვეტიცხოველი, ჯვარი) უკვე იდგა იქ სადაც დღეს დგანან. უბრალოდ ეს შენობები გადააკეთეს ეკლესიებად. ანუ ქრისტიანობამდე რა მიზნით ააშენა ჩვენს წინა ცივილიზაციამ ეს შენობები, უცნობია, და ვინ ააშენა, ისიც. თუ გადახედავთ მათ შესახებ ცნობებს, აღმოაჩენთ, რომ ამშენებელი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ვინ "გაარემონტა", ანუ ვინ გადააკეთა ეკლესიად. ასევეა სომხურ ეკლესიებთან მიმართებაშიც.
ჩემი აზრით, ის ცივილიზაცია, რომელმაც ააშენა ჯვარი და სვეტიცხოველი არ ყოფილა ნიჩბით და ზუბილით შეიარაღებული. ეს ტაძრები მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციის ნამუშევრებია.
აი მაგალითად, ეს არის ჯვრის კედელზე გამოსახული ბარელიეფი. ამის მარცხნივ ფილაზე ეტყობა ელექტროხერხის განასმი ერთმანეთის პარალელური ხაზები. ასეთი ზოლები შეუძლებელის დაეტოვებინა პრიმიტიულ ხელსაწყო-იარაღებს.


აი ეს კი სვეტიცხოვლის ფრესკაა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რუკა (?) შავ ზღვაზე ფლოტით. საქართველოს როდისმე ჰყოლია ფლოტი? რატომ მოუვიდა აზრად ამის დამხატავს აზრად გემები გამოესახა ეკლესიის კედელზე? ან რატომ არაა აქ ქრისტიანული სიმბოლიკა? მარცხენა ზედა კუთხეში საერთოდ დინოზავრია დახატული, ანუ ქართულად გველეშაპი. ამ დინოზავრს ქვია პარაზაუროლოპუსი. გველეშაპი ქართულად ნიშნავს გველს - ანუ ქვეწარმავალს, ვეშაპი - ანუ დიდი.
ხოდა, დიდი ქვეწარმავალი სხვა არაფერია, თუ არა დინოზავრი. შეუძლებელია პარაზაუროლოპუსი ისე დახატოს მხატვარმა, რომ არ ჰქოდეს ნანახი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

კიდევ ერთი ფოტო, რაც ინტერნეტში მოვძებნე. ეს არის მე-19 საუკუნის თბილისი. ნარიყალას გაყოლებაზე რა ჩანს? რომაული აკვედუქტი ხომ არა? რომაელები თბილისში აკვედუქტებს აშენებდნენ? დღეს მგონი აღარც არსებობს ეს ხიდი თუ აკვედუქტი. ხოდა ვინ ააშენა?

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Lemshveniera said:

რომაელები თბილისში აკვედუქტებს აშენებდნენ?

სენატის თანხმობა უნდოდა მაგას? :D რა პრობლემაა.  თუ დაიქირავებდა ვინმე მცოდნე რომაელებს, რატომ არ ააშენებდნენ

Edited by Genetic Miracle
Share on other sites

3 საათის წინ, Lemshveniera said:

ქრისტიანობა როცა შემოვიდა ჩვენი ტაძრები (სვეტიცხოველი, ჯვარი) უკვე იდგა იქ სადაც დღეს დგანან. უბრალოდ ეს შენობები გადააკეთეს ეკლესიებად.  

საინტერესოა

Share on other sites

On 2/17/2021 at 8:19 PM, Lemshveniera said:

აქ სწორად აღნიშნეს იუზერებმა, რომ რელიგიის ამბავი (ქრისტიანობა, ისლამი) პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული.
პირადად ჩემი აზრი კი ისეთია, რომ ქრისტიანობა როცა შემოვიდა ჩვენი ტაძრები (სვეტიცხოველი, ჯვარი) უკვე იდგა იქ სადაც დღეს დგანან. უბრალოდ ეს შენობები გადააკეთეს ეკლესიებად. ანუ ქრისტიანობამდე რა მიზნით ააშენა ჩვენს წინა ცივილიზაციამ ეს შენობები, უცნობია, და ვინ ააშენა, ისიც. თუ გადახედავთ მათ შესახებ ცნობებს, აღმოაჩენთ, რომ ამშენებელი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ვინ "გაარემონტა", ანუ ვინ გადააკეთა ეკლესიად.

 

მოხარული ვარ სენიორა რომ შემოგვიერთდით.

საინტერესო თემა წამოჭერით, პალეოკონტაქტი და პროტოცივილიზაცია ორი ცალკე განხრაა იმჰო. და ორივე საკმაოდ მწიფე არგუმენტებით. რომლებსაც ოფიციოზი ჯიუტად უარყოფს.

რაც შეეხება უძველეს ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებს ყველა მათგანი ასევე უძველესი წარმართული ნაგებობების ადგილებზეა აშენებული. და არამარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც.

მაგრამ მეორე საკითხია რომ ბოლო 150 - 200 წლის განმავლობაში კიდევ რაღაცის (ების) გადაწერა (ები) მოხდა. რისი ფაქტებიც ასევე უხვადაა მარა ლოგიკა ჯერ ვერ დავადგინე მიმართულება რომ ავიღო:)))

1800 წლიდან მოყოლებული მძიმე ჩასწორებებია შეტანილი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ჩათვლით, ზოგადად მსხვილი ომები ასევე მსხვილი გაყალბების საშუალებებს იძლეოდა.

+ ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ რუსმა მღვდლებმა რომ ქართული ეკლესიებში შიდა 'რემონტები' ატარეს ამას ხსნიან ქართული ენის სიძულვილით და რუსულ ენაზე გადაყვანის საბაბით,

ჩემი აზრით კი მოხდა > რაღაც მნიშვნელოვანის წაშლა ჩვენი ისტორიიდან და ახალის შემოტანა. მეორე ეტაპი ამის იყო უკვე ბოლშევიკების დროს მასიურად ვითომ ქრისტიანობასთან ბრძოლის საბაბით ეკლესიების განადგურება, აქაც ისტორიის ფორმატირებასთან გვაქვს საქმე.

 

სვეტიცხოველი ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესიია სადაც ფრესკაზე ასტროლოგიური მოტივების გამოსახული და ასევე რაც თქვენ დადეთ.

რა იყო იმ ასობით ეკლესიებში რომლებიც ჯერ მეფის რუსეთის და მერე ბოლშევიკების დროს ფხიკეს?! და ვინ და რა მოტივით დატოვა ეგ ფრესკა სვეტიცხოველში? შესაძლოა ჩლუნგმა შემსრულებლებმა ხელი მაგიტომ არ ახლეს რომ არც წარწერა არც უშიალოდ ქრისტიანული მოტივი ვერ დაინახეს და დაეზაარათ?

რა ეწერა იმ არქივებში რომლებიც საქართველოდან გაიტანეს რუსებმა სადღაც საწყობში ეყარათ და რევოლუციის დროს მთვრალმა მატროსებმა გადაწვეს ერთიანად? (ასე ამბობენ)

მსხვილი არეულობა (რევოლუცია, ომები) მშვენიერი მომენტია ყველაფრის გადასაწერად, ალექსანდრიის ბიბლიოეთეკაც არეულობის დროს დაწვეს.

ჩემი აზრით ისტორიის 100 წლიანი მონაკვეთის ასე თუ ისე შედარებით სწორი ანალიზისთვის საჭიროა მინიმუმ 50 კაციანი სამუშაო ჯგუფი, სხვადასხვა სპეციალობის ინჟინრები , არქიტექტორები, ბიოლოგები , გეოგრაფ დემოგრაფები, ექიმები , არქეოლოგები , სოფლის მეურნეობის, ფსიქოლოგები , ჰერალდიკა, ეკონომიკის და ა.შ დიდი სამუშაო გუნდი და ყველა პროფესორის შესაბამისი ხარისხითდა მხოლოდ ერთი უბრალოდ ისტორიკოსი. :)))

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/16/2020 at 9:06 AM, Eric said:

რა მოქმედებაა რა ვითარებაა?

შევუერთდით პარიზის კლიმატის კონვენციას, გავაჩერეთ ახალი პაიპლაინები, ავკრძალეთ ახალი ჭაბურღილების ბურღვა და

Bill Gates thinks we should start eating synthetic beef (nypost.com)

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
On 2/19/2021 at 10:32 AM, Eric said:

ჩემი აზრით კი მოხდა > რაღაც მნიშვნელოვანის წაშლა ჩვენი ისტორიიდან და ახალის შემოტანა. მეორე ეტაპი ამის იყო უკვე ბოლშევიკების დროს მასიურად ვითომ ქრისტიანობასთან ბრძოლის საბაბით ეკლესიების განადგურება, აქაც ისტორიის ფორმატირებასთან გვაქვს საქმე.

საინტერესოა ...

 

თემა ცოტა შენელდა - ყველა შუმერების მითოსს ეცნობა ეტყობა ჩემსავით.:yeah:

 

რას გვიშვება თემის ავტორი - ჯერ იყო და ნესტორიანელებზე და მონღოლებზე გადავაქოთე გუგლი, ახლა შუმერები . . .

ხოდა მადლობა ამიზა - საინტერესოა რატომაც არა!<3

Edited by ASIA
Share on other sites

53 minutes წინ, ASIA said:

საინტერესოა ...

აგერ მშვენიერი ლავრა კიევში, ააფეთქეს ბოლშევიკებმა, ფუნდამენტიანად.

რატომ ააფეთქეს? რა იყო რეალში?

 

kiev_lavra.jpg

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   117 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 117 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)