Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

მაგრამ მანდ რა არის სადავო?

იმჰო ის რომ, იუდაიზმი ბაგი არ არის, რადგანაც არასდროს ყოფილა მისი შექმნის მიზანი მსოფლიო მასშტაბით გავრცელება და შესაბამისად გამოყენება. განსხვავებით ქრისტიანობისა და/ან ისლამისგან.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
56 minutes წინ, Seth said:

რადგანაც არასდროს ყოფილა მისი შექმნის მიზანი მსოფლიო მასშტაბით გავრცელება და შესაბამისად გამოყენება. განსხვავებით ქრისტიანობისა და/ან ისლამისგან.

სენიორ, თუ მტკიცდება რომ იუდაიზმის საფუძველი ძველი შუმერული ტექსტებია, მაშინ მათი მითვისებით მოხდა გარკვეული პროექტის შექმნა ხომ?

რა უნდა ყოფილიყო პროექტის მიზანი?

ა) ექსპანსია (ღია პროექტი)

ბ) ჩაკეტილი სოციუმის შექმნა (დახურული პროექტი)

თუ გამოვრიცხავთ ა) -ს (თქვენი ვერსიით)

და საწყისი მიზეზი ებრაელთა მამების იყო ჩაკეტილი სოციუმის შექმნა მაშინ ეს არ ემთხვევა დროში ამ მამების აღწერილ ეპოქას არანაირად რადგან ებრაელი ერი როგორც ასეთი არც არსებობდა, სამარიტელები იუდეველები და უამრავი სხვა გააერთიანეს მოგვიანებით ხომ?

 

რატომ გააკეთა ეს პტოლემიდების ეგვიპტემ? ანუ რატომ მისცა ისტორიის ჩასწორების უფლება ვიღაც დევნილებს?

 

მენათონის ეგვიპტის ისტორიაში არსადა არაა ნახსენები არანაირი ებრაელები და იერუსალიმს აარსებენ ჰიქსოსები.

 

ჩნდება შეკითხვა რომელსაც ახსნა არ აქვს

ძალის და ცოდნის მქონე ეგვიპტემ მისცა ისტორიის ჩასწორების უფლება ვიღაც დევნილებს?!

 

რა ინტერესი ჰქონდა ალექსანდრიას? )

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

და საწყისი მიზეზი ებრაელთა მამების იყო ჩაკეტილი სოციუმის შექმნა მაშინ ეს არ ემთხვევა დროში ამ მამების აღწერილ ეპოქას არანაირად რადგან ებრაელი ერი როგორც ასეთი არც არსებობდა, სამარიტელები იუდეველები და უამრავი სხვა გააერთიანეს მოგვიანებით ხომ?

ვინ არიან ებრაელი მამები? არანაირი მამები არ არსებობდნენ :დ

ლევიტთა კასტამ დაწერა ახალი მოძღვრება და ამ მოძღვრების ირგვლივ დაიწყო კონკრეტული კონტინგენტის შემოკრება, ძირითადად იუდეველების.

დროში ძალიან კარგად ემთხვევა, რადგანაც ჯერ დავითი და მისი შვილი სოლომონიც შუმერული ღმერთების თანამედროვეები იყვნენ.

მეტიც, ეს ყბადაღებული  ark of covenant, შუმერული ლეგენდების მიხედვით განთავსებული იყო იერუსალიმში და სოლომონი მისი მეშვეობით ეკონტაქტებოდა ღმერთებს :დ (ამაზე პალეო-კონტაქტის მომხრეები ამბობენ რომ ეგ arc რეალურად იყო გადამცემი :დ )

Share on other sites

10 საათის წინ, Seth said:

მეტიც, ეს ყბადაღებული  ark of covenant, შუმერული ლეგენდების მიხედვით განთავსებული იყო იერუსალიმში და სოლომონი მისი მეშვეობით ეკონტაქტებოდა ღმერთებს :დ (ამაზე პალეო-კონტაქტის მომხრეები ამბობენ რომ ეგ arc რეალურად იყო გადამცემი :დ )

რადიო ხულინგნებს ეძახნენ ჩემს გავშვობაში მაგნაირ ხალხს :D

 

10 საათის წინ, Seth said:

ვინ არიან ებრაელი მამები? არანაირი მამები არ არსებობდნენ :დ

ლევიტთა კასტამ დაწერა ახალი მოძღვრება და ამ მოძღვრების ირგვლივ დაიწყო კონკრეტული კონტინგენტის შემოკრება, ძირითადად იუდეველების.

 

იუდაიზმის საფუძველი ხომ ბიბლიაა?  რომელიც მინიშნებებს გვიტოვებს და გვამზადებს ახალი პროექტისთვის. სხვა რამე იგულისხმებოდა (ან ზოგადად ყველა რელიგია ცდილობს რომ შესაძლო აბგრეიდი დააანონსოს მნიშვნელოვანი ბაგის შემთხვევაში?) თუ ახალმა რელიგიამ- ქრისტიანობამ მიითვია ეს როლი უბრალოდ ?? 

Share on other sites

10 საათის წინ, Seth said:

ვინ არიან ებრაელი მამები? არანაირი მამები არ არსებობდნენ :დ

ლევიტთა კასტამ დაწერა ახალი მოძღვრება და ამ მოძღვრების ირგვლივ დაიწყო კონკრეტული კონტინგენტის შემოკრება, ძირითადად იუდეველების.

ესე მარტივად არამგონია სენიორ.

 

ალექსანდრიაში მოღვაწეობდა ეგვიპტელ/ბერძენი ფილოსოფოსი აპიონი, 38 წელს ქალაქში ერთმანეთს დააყარეს ბერძნებმა და ებრაელებმა, ეს უკანასკნელნი იცემნენ და განიძარცვნენ, რომში წავიდა ებრაელთა დელეგაცია კალიგულსათან საჩივლელად და ბერძნებმაც ასევე დელეგაცია გაგზავნეს საკუთარი უფლებების დასაცავად.

ებრაელების დელეგაციას ხემძღვანელობდა - ეგვიპტელ/ებრაელი ფილონ ალექსანდრიელი

ბერძნების - ეგვიპტელ/ბერძენი აპიონი

კალიგულამ ორივეს მოუსმინა და ბერძნები გაამართლა.

იმპერატორ ვესპასიანეს დროს ებრალეებს ალექსანდრიაში უფლებები აღუდგინეს სრულად.

 

და აქ საინტერესო რა არის, იოსებ ფლავიუსმა შემდეგში დაწერა ცნობილი ტრაქტატი - "იუდეველი ერის სიძველის შესახებ, აპიონის წინააღმდეგ"

:gigi:

როგორც ჩანს აპიონმა სრულად მოსპო ებრაული მითი იურიდიულად და ამის საპასუხოდ გამოქვაბულის სათითეების ოსტატს ვრცელი ესსეს დაწერა დასჭირდა.

სამწუხაროდ გამოქვაბულის აფერისტისგან განსხვავებით აპიონის თზულებები არ არის შემორჩენილი, მხოლოდ სხვების მიერ მოხსენიებული ფრაგმენტები.

 

და რაც მთავარია, დიდი დაპირისპირებაა პოსტეგვიპტურ ცივილიზაციაზე ელინებს და იუდეველებს შორის.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 საათის წინ, Eric said:

ესე მარტივად არამგონია სენიორ.

მარტივად რატომ? უდიდესი ცვლილებების პერიოდში მმართველი ქურუმთა კასტის ნაწილი დადგა ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე. გააკეთეს ის რაც ძალიან კარგად იცოდნენ. "დაწერეს" ახალი რელიგია და გაიჩინეს მიმდევრები იქ სადც იმ დროისთვის რელიგიური დუღილი პიკს აღწევდა, კონკრეტულად იუდეაში. არსად არავის დაუწერია რომ ამ რელიგიას რამე ფართო და შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა.

13 საათის წინ, Eric said:

იოსებ ფლავიუსმა

ეს რომ აფერისტი :დ იყო დიდი ხანია ცნობილია. ასევე ისიც კარგადაა ცნობილი და ამ თემაშიც განვიხილეთ ფაქტები რომ ძველი აღთქმა მთლიანად (რაც ებრაული მოძღვრების დიდ ნაწილს შეადგენს) არის გადმოწერილი და სახეცვლილი ახალი რეალიების და მოთხოვნების შესაბამისად, ხომ ასეა? შესაბამისად პატივცემული აპიონის ან ნებისმიერი სხვა მცოდნის მიერ ამის გამოაშკარავება მით უმეტეს მაშინ არ ვფიქრობ რომ დიდი პრობლემა ყოფილიყო. გაცილებით საინტერესო ჩემი აზრით ისაა რომ ფლავიუსის იდეებმა უფრო კარგად იცოცხლა და განვითარდა ვიდრე აპიონის შეხედულებებმა :) და ამაში იმჰო უდიდესი წვლილი ქრისტიანობის გაჩენას და არენაზე გამოსვლას მიუძღვის.

14 საათის წინ, Genetic Miracle said:

იუდაიზმის საფუძველი ხომ ბიბლიაა?

იმჰო. არ არის. დღეს არსებული მონაცემებით შუმერული კოსმოგონია და ღმერთების პანთეონია.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
On 2/14/2021 at 11:31 PM, Eric said:

სენიორ, თუ მტკიცდება რომ იუდაიზმის საფუძველი ძველი შუმერული ტექსტებია,

საინტერესო წიგნს მივაგენი სემუელ ნ. კრამერის შუმერები 

და ზენონ კოსიდოვსკის ბიბლიური თქმულებები

ასევე წმიდა წერილის განმარტებები მიდევს და 3 დღეა ჩავკირკიტებ, 2 დღე მაცადეტ და 

ძალიან საინტერესო რამეებს წარმოგიდგენტ მეგობრებო ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   114 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 114 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(15)
    • Chrome(17)
    • Safari(3)