Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის 7 აპრილის განცხადებით, მოწმის სახით გამოკითხვისას, ბრალდებულებმა გამოძიებას „პირადი მოტივით“ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის ჩვენებით, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მეგი ბაქრაძის მდგომარეობის გართულების შემდეგ, „მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით“ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. აღნიშნული კიდევ ორმა ბრალდებულმაც დაადასტურა. თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებულ ექიმს მეგი ბაქრაძისთვის „რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია“. მეტიც, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისას, იგი ოთახში საერთოდ არ იყო.

პროკურატურა ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც „ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით“, ცრუ ჩვენების მიცემით გამოძებისთვის ხელშეშლას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ. მათ ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეგი ბაქრაძე 19 მარტს, ახალციხის კლინიკაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან მეორე დღეს, თბილისში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს, სსსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდარის მიუხედავად, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 7 აპრილის მდგომარეობით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების პირველი დოზა ჯამში უკვე 14 207-მა პირმა მიიღო.

მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ 19 მარტს თქვა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა „უსაფრთხო“ და „ეფექტიანია“. სააგენტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს გადაწონის. 7 აპრილს, ბრიტანეთის სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოხმარება ახალგაზრდებში, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, თრომბს (სისხლის შედედებას) უკავშირდებოდეს. თუმცა, სააგენტო დარწმუნებულია, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 4/8/2021 at 5:05 PM, Moor said:

სავარაუდო ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის

თავდაპირველ  ინფოში  იმასაც  ამბობდნენ,  თავი  სისხლით  ჰქონდა  სავსეო.

თუ  მართლაც  ასე  იყო,  თრომბი  გამოირიცხება? თუ  ალერგიაც იწვევს  ასეთ  რამეს?

ან  გასული  დრო  არ  არის  საკმარისი  იმის  დასადგენად, იყო  თუ  არა  ეს  ალერგია.

ისევ  სავარაუდოს  რომ  წერენ.

Share on other sites

  • ფორუმელი

კოვიდის სამკურნალოდ სულ სამი კომპონენტია საჭირო და ელემენტარული ლოგიკა. ამას არ გეტყვით ექიმი ღიად, რადგან ჯანმოს პროტოკოლი ხალხის დახოცვა და პანიკაა, რათა ვაქცინაცია დააჩქარონ. მაშ ასე, დავიწყოთ:

__________________________________________________ 
ყველაზე მთავარი, მზის სხივებზე ყოფნა, ბევრი სითხე, (ჩაი, ნატურალური წვენები) ლიმნის წვენით და კონკრეტული წამალი ფავიპავირი 3-4 დღე.
კოვიდის დროს პირბადე არ გაიკეთოთ არავითარ შემთხვევაში. ასე უფრო დამძიმდებით, რადგან ვირუსს და საკუთარ ნახშიროჟანგს, უკან აბრუნებთ ორგანიზმში.
იგივე დანიშნულება არის საუკეთესო გრიპის დროსაც.
თუ თანმხლებ დაავადებად გაქვთ ალერგია, დექსამეტაზონი ჩართეთ პროცესში სიმპტომების მიხედვით.
სუნთქვის ოდნავ გაძნელების შემთხვევაში, ასთმის საწინააღმდეგო სპრეი შეისხურეთ.
მოკლედ 99.9% არაფერი არ მოგივათ, თუ ცალი ფეხი სამარეში არ აქვს ვინმეს კოვიდამდე. მთავარია სწორი პროტოკოლი.
რამდენად სანდოა ჩემი პოსტი, თავად განსაზღვრეთ. მე მტკიცებით ფორმაში არ მოგიწოდებთ არაფერს. რადგან ამის კანონიერი უფლება არ მაქვს.

Share on other sites

On 3/16/2021 at 5:31 PM, mikheil said:

ყოველ თვე როდესაც შენი თვალით დაინახავ რეალობას, იმედია გაგახსენდება ჩემი სიტყვები. მეტ დეტალებში აღარ შევალ შენთან კამათში.

წინა თვეში გამომრჩა თქვენი გახსენება და ამ თვეში ორჯერ რომ გაგიხსენოთ თუ შეიძლება?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ChariotGod said:

წინა თვეში გამომრჩა თქვენი გახსენება და ამ თვეში ორჯერ რომ გაგიხსენოთ თუ შეიძლება?

ბონუს ქულებად აგროვებ? ??

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, ChariotGod said:
On 3/16/2021 at 5:31 PM, mikheil said:

ყოველ თვე როდესაც შენი თვალით დაინახავ რეალობას, იმედია გაგახსენდება ჩემი სიტყვები. მეტ დეტალებში აღარ შევალ შენთან კამათში.

წინა თვეში გამომრჩა თქვენი გახსენება და ამ თვეში ორჯერ რომ გაგიხსენოთ თუ შეიძლება?

შენ თუ ვერ გაარჩიე სიმართლე სიყალბისგან, შენი პრობლემაა. მე შევეცადე გამომეფხიზლებინე. კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემ. მაისიდან ექსპერიმენტის მესამე ფაზა იწყება. იმედია საბოლოვოდ მონად არ გადაიქცევი. 

___________________________________________-

ანტიქრისტეს მსახურნი გამეფდნენ ხალხო! მალე ანტიქრისტეც გამოჩნდება. 
ბოლო ჟამი ახლოს არის და ბევრი ვერ გაუძლებს. იმედი არ დაკარგით. უფალი გფარავდეთ.

Share on other sites

„შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

...

...

.

.

.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share