Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

She said "people have got used to those lower-level restrictions now, and people can live with them, and the economy can still go on with those less severe restrictions in place".

"So I think certainly for a few years, at least until other parts of the world are as well vaccinated as we are, :drug: and the numbers have come down everywhere, that is when we may be able to go very gradually back to a more normal situation," she added.

https://www.bbc.com/news/uk-56475807

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელების განცხადებით, იმავე ტექნოლოგიას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენებენ. 

 

BioNTech-Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ შექმნილი გენეტიკური ინფორმაციის ვაქცინების (mRNA) მსგავსი პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს აწვდიან ინფორმაციას სპეციფიკური ვირუსის საწინააღმდეგო პროტეინების შექმნაზე, შესაძლოა კიბოს წინააღმდეგ იმუნური სისტემის მოსამზადებლადაც იქნას გამოყენებული.

“ჩვენ გვაქვს კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა, რომელიც ამ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული” ,- აცხადებს BioNTech-ის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი. 

არა მგონია კოვიდი დაამარცხონ ამ ვაქცინით. კიბოს ვაქცინა კი საერთოდ არ მჯერა.

Share on other sites

  • ფორუმელი

კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები სხვა 16 ქვეყანასთან ერთად საქართველოსაც შეეხება. არსებულ მექანიზმში ახალი რეგულაციების შეტანის გადაწყვეტილება ევროკომისიამ დღეს მიიღო.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ განახლებული სქემით ორმხრივობისა და პროპორციულობის პრინციპები ინერგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირიდან ვაქცინების იმპორტი სურს, იმის მიხედვით შეფასდება, შეზღუდა თუ არა მან ვაქცინების ან ნედლეულის საკუთარი იმპორტი, ან არის თუ არა დანიშნულების ქვეყანაში უკეთესი ან უარესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ვაქცინაციის დონე და კოვიდ-19-ის ვაქცინებზე წვდომა, ვიდრე ევროკავშირში.

კომისიის განცხადების თანახმად, მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, 381-დან მხოლოდ ერთ საექსპორტო მოთხოვნაზე ითქვა უარი.

29 იანვარს საქართველო იმ 100-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან კოვიდ-19-ის ვაქცინების ექსპორტის უფრო მკაცრი კონტროლისგან თავისუფლდებოდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მარტს, გვიან ღამით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის გაზიარების გაეროს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის, COVAX-ის მეშვეობით მიიღო. გავრცელებული ცნობებით, მარტის დასაწყისში ვაქცინის იმპორტი იმის გამო შეფერხდა, რომ საქართველომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი, აქედან 4 ამცრელი ცენტრი თბილისში, თითო-თითო კი – ბათუმსა და ქუთაისში იმუშავებს. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი – უკვე დღეს საღამოდან იქნება შესაძლებელი.

მოქალაქეებს ახლა უკვე ორი ვაქცინიდან მათთვის სასურველით აცრის შესაძლებლობა ექნებათ. ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 86 400 დოზა აპრილში უნდა ჩამოვიდეს.

პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა მედპერსონალის ნაკლები აქტივობის გამო, მთავრობამ წრე გააფართოვა და ახლა ვაქცინის საკუთარი დოზის მიღების შესაძლებლობა 65 წელზე ზევით მოქალაქეებსაც აქვთ. 24 მარტის მდგომარეობით, 70 000-მდე სამედიცინო მუშაკიდან ჯერ მხოლოდ 4 048 აიცრა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა იაცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა.

25 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 გამოჯანმრთელდა, 10 გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 279 027 შემთხვევაა დადასტურებული, 271 278 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 732 კი – გარდაიცვალა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჩემმა სამმა ახლობელმა ექიმმა გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა და სამივეს უძილობა და არც ისე სახალისო სიმპტომები დაუტოვა, ხო ვიღაც ჩანჩალა ექიმები არ არიან მოკლედ, პროფები და ანგარიშგასაწევი ხალხია თავ-თავიანთ სფეროში. შეიძლება ამას არ უნდა ვწერდე მაგრამ რა ვიცი მინდა გულწრფელი ვიყო ვუააახ 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

„რამოდენიმე ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი არ გაყიდიან ბილეთს არავაქცინირებულ ადამიანებზე.
რამოდენიმე რესტორანმა გამოაცხადა, რომ 50%-იან ფასდაკლებას უკეთებენ ადამიანს, თუ იქ ორჯერადად ვაქცინირებული პირი შევა.
ეხლა კი ბონუსი:
ვაქცინირებული ადამიანებისთვის შესაძლოა კომენდანტი გაუქმდეს!
საერთოდ ვინმე დარჩა ისეთი ვინც აზროვნებს? ბარემ პირდაპირ კანონი მიიღონ და სავალდებულო გახადონ ვაქცინაცია. რას ნიშნავს საზოგადოების დაყოფა და გადარჩევა? აი თუ ვაქცინას არ გაიკეთებ, არ შეგიშვებ არსად, შეგზღუდავ და გაიძულებ საკუთარი ფეხით მოხვიდეო.
ბიბლიაში წერია, ანტიქრისტე გვაიძულებს მივიღოთ ბეჭედი, თუმცა თუ თავად არ ხარ თანახმა, ის ვერ გიბრძანებს პირდაპირ. მას მხოლოდ შეუძლია ისეთი პირობები შეგიქმნას, რომ თავად ითხოვო ბეჭედი.
გამოფხიზლდით! დასვით კრიტიკული კითხვები და საკუთარი აზროვნება მართეთ თავის-უფლად! ნუ გახდებით ზომბირებულები.

Share on other sites

  • ფორუმელი

ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ პრესსამსახურის 31 მარტის ცნობის თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ალექსანდრე ანქვაბი რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნდა.

ანქვაბს კოვიდ-19-ის ვირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად, 5 იანვარს იგი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. 8 იანვარს კი, ორმხრივი პნევმონიის განვითარების შემდეგ, რასაც თან ახლდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატიტის სიმპტომები, მოსკოვში გადაიყვანეს.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ანქვაბი მოსკოვის საავადმყოფოდან 18 მარტს გამოწერეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share