Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

91809266_10219283916142922_1993652432151

ინფექციური საავადმყოფოს დირქტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გახშირდა მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო. სწორედ ამიტომ, თებერვლის დასაწყისში, საქართველოში იგეგმება კოვიდგადატანილი პაციენტების სრულფასოვანი კვლევა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია – გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინდრომი: 

გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა.”

ცერცვაძის ამბობს, რომ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. მისი თქმით, საქართველოში კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.

“სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური კვლევა“, – აცხადებს ცერცვაძე.

___________________________________

● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს

● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება

_____________________________________

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ექიმები გამოიკვლევენ 500 ადამიანს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. მათ ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს. ეს იქნება კლინიკური გამოკვლევა:

“ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა

ცერცვაძის თქმით, სუნთქვის ფუნქციის კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანდახან ის რჩება დაზიანებული. კვლევების შემდეგ, დაიდება ზუსტი შედეგები, თუ რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი.

ცერცვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.

“ზუსტი შედეგების დადების შემდეგ შედგება პროგრამა, რომლითაც ასეთ პაციენტებს საშუალება ექნებათ მიმართონ კოვიდკლინიკებს და ეს გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ. ამიტომაა საჭირო ამ კვლევის ჩატარება, რომ ვიცოდეთ რაზე შევადგინოთ პროგრამა“, – აცხადებს ცერცვაძე.

როგორც CNN-ი ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. 

კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, განსაკუთრებით გულთან, თირკმლებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%თენგიზ ცერცვაძე

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთში 17-20 იანვრის სამუშაო ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიას დაესწრო, რომელმაც ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ხელმძღვანელად ხელმეორედ აირჩია.

მადრიდში ვიზიტის დროს, ზალკალიანმა შეხვედრები გამართა თავის კოლეგასთან, საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, ასევე მას ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსესთან და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 იანვარს გამართული შეხვედრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შოროს ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას“, ხოლო ზალკალიანის ვიზიტს ესპანეთში „მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების“ დასტური უწოდეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ ზალკალიანთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს.

Had an excellent meeting with my colleague @AranchaGlezLaya in Madrid.??&??expanding its bilateral ties even in these challenging time. We discussed opportunities to further enhance cooperation in various areas, also expressed readiness for joint actions against #COVID19 pic.twitter.com/kunp2mxfbP

— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 18, 2021

საქართველოს საგარეო უწყება არანჩა გონზალეს ლაიას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესები ორმხრივი ურთიერთობების მთავარი საკითხებია.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებას, რაც „განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღინიშნა ესპანეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხოლო ზალკალიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადების თაობაზე.

იმავე დღეს ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას შეხვდა, სადაც მხარეებმა „მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ“.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას. ამას გარდა, განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოსაც ხელმძღვანელობს, ზალკალიანმა საქართველოს ვაქცინაციის გეგმაზე და ვაქცინების მოპოვების კუთხით საქართველოს მიერ წარმოებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.

Had an honor 2 meet W His Royal Majesty Felipe VI, King of Spain. Had an exchange regarding a number of major developments across t/ ?, as well as successful cooperation btw ?? & ??. pic.twitter.com/3ZCcbhHmHB

— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 19, 2021

19 იანვარს, ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მეფის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში, რა დროსაც ფილიპე მეექვსეს შეხვდა.

მიღების დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მეფეს გაესაუბრა, რომელიც დაინტერესდა „რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით“. ზალკალიანმა მას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე და მადლობა გადაუხადა მეფეს ესპანეთის მხრიდან „საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

იმავე დღეს ზალკალიანი მცირე დროით ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესსაც შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მან პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის სურვილი გადასცა, რომ მას საქართველოში უმასპინძლოს, „როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება“.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

shutterstock_461355724.jpg

რეკორდულ ნიშნულს მიაღწია საქართველოში ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა და ამის მიზეზი კორონაპანდემიაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში ინტერნეტის მეშვეობით 554 მილიონი ლარის ოდენობის ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 237,1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2020 წლის დეკემბერში უშუალოდ გადახდების რაოდენობამ 8,690 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 4,1 მილიონი ოპერაციით არის გაზრდილი

12-თვიანი მაჩვენებელი საერთო ჯამში ასეა შეცვლილი:

  • 2019 წელს ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა შეადგენდა 54,865 მილიონს, 2020 წელს – 61,537 მილიონს
  • 2019 წელს განხორციელებული ოპერაციების მთლიანი მოცულობა შეადგენდა – 3,504 მლრდ ლარს; 2020 წელს – 4,059 მლრდ ლარს.

________________________________________

● UNICEF: საქართველოში 10 ათასამდე ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს

● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს

● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 21 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ერონული გეგმის „ძირითადი ასპექტები“ წარადგინა. ვაქცინაციის გეგმა გუშინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ვაქცინაციის დაწყების კონკრეთული თარიღი და ვაქცინის დასახელება მითითებული არ არის, თუმცა იმუნიცაზიის პროგრამა წლის ბოლომდე 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60%-ის მოცვას გულისხმობს, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია.

გეგმის მიხედვით, ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული ან 37 ქვეყნის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ავსტრალიის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია უნდა ჰქონდეს მიღებული. 14 იანვრის მდგომარეობით, ამგვარი ვაქცინებია – ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა.

პრიორიტეტული ჯგუფები

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.

შემდეგ ეტაპზე ვაქცინას 65-74 წლის ასაკის მოქალაქეები (197 510) მიიღებენ.

მათ ძირითადი სერვისების მიმწოდებელი ჯგუფები (108 224) და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287 040) მოჰყვებიან. ამ შემთხვევაშიც მათი მოცვის მაჩვენებელიც 60% იქნება. ჯანდაცვის უწყება 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ასევე 60%-ის (53 640) ვაქცინაციას გეგმავს.

ამის შემდეგ, კუთვნილ ვაქცინას მოსახლეობის სხვა ჯგუფების 60% (860 740 პირი) მიიღებს.

იმუნიზაციის პროგრამის ღირებულება

წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარი იქნება.

თამარ გაბუნიას თქმით, თანხებს შორის დიდი შუალედი ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირდება, რადგანაც ფასი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

მისივე თქმით, ქვეყანამ უკვე მოახერხა ის, რომ ამ თანხის ნაწილი ბიუჯეტიდან Covax-ის პლატფორმაში გადაიხადა, რაც ქვეყანას მოსახლეობის 20%-ისთვის (700 000 პირი) ვაქცინის მიღების გარანტიას აძლევს.

ვაქცინაციის ქსელის გაფართოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას სამივე ტიპის ვაქცინის შენახის შესაძლებლობა აქვს, რომელთა შესანახადაც -80, -20, ასევე 2-8 გრადუსიანი ტემპერატურულ რეჟიმი სჭირდებათ.

მიუხედავად ამისა, თამარ გაბუნიამ ის ფაქტორიც აღნიშნა, რომ -80 გრადუსიან ვაქცინას „მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი“ სჭირდება და მისი რაიონულ დონეზე მიტანა გართულდება.

„ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისი, ბათუმი ქუთაისი“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაამატა, რომ როდესაც 2-8 გრადუსიანი ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი, ვაქცინაცია უკვე რეგიონულ და რაიონულ დონეზეც იქნება შესაძლებელი.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქებისა და გახანგრძლივების გეგმა წარადგინა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი 1 მარტამდე არ აღდგება. აქ 1 თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები განაახლებენ.

1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სკოლებში სასწავლო პროცესი, ასევე მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.

1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეებიც გაიხსნება. ყველა სხვა რეგიონში კი – რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროები მუშაობას კვლავ მიტანა-გატანის სერვისით გააგრძელებენ.

ყველა დიდ ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

1 მარტამდე აკრძალული რჩება 21:00-05:00 საათებში გადაადგილება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე სწავლების პროცესი 1 მარტიდან აღდგება ბაღის ასაკის ბავშვების, ასევე პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლი შეიმუშავა. კერძოდ:

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტს, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის, ბაზრობებს, ორ კვირაში თანამშრომელთა არანეკლებ 20%-ის ტესტირების ვალდებულება ექნებათ;
  • კვების ობიექტბებისთვის ეს მოთხოვნა თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება იქნება;
  • სკოლების გახსნის პარალელურად კი – მასწავლებელების ორ კვირაში ერთხელ ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„დღეიდან ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, პროტოკოლის შესაბამისად გატესტონ თავისი თანამშრომლები“, – თქვა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. მაშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნებოდა. თუმცა, ამ მონაკვეთში შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. პირველადი გეგმით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდშიც იგეგმებოდა. ბოლოს მთავრობამ ეს პროცესი 1 თებერვლამდე გადაავადა.

22 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 238 737 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 022 კი – გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

140290925_10157632098292461_235613499413

საქართველოს მთავრობამ პირველი თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.

რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ქუთაისში და რუსთავში სკოლები და საზ.ტრანსპორტი მარტამდე არ აღდგება.

არ იგეგმება გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის მოხსნა მარტიდან იგეგმება. შესაბამისად, 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება. 

სად რა შეზღუდვები შემსუბუქდება და რა დარჩება უახლოეს თვეებში:

  • კომენდანტის საათის მოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით მარტიდან იგეგმება;
  • თებერვლიდან რეგულაციების დაცვით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა მხოლოდ 5 ქალაქში. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი;
  • ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას, არ იფუნქციონირებს საზ. ტრანსპორტი. ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტამდე არ აღდგება. თუმცა ამ ქალაქებში თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას კვლავ არ იმუშავებენ, რადგან ამ დღეებში დიდია მობილობა;
  • ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
  • აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას;
  • აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა;
  • საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან;
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • გაურკვეველი დროით შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება.ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით;
  • აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით;
  • მოსახლეობას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება;
  • ყველა სავაჭრო ობიექტს მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადებისა და რიგების მართვა, დისტანციის დაცვა.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეიდან ბიზნესს საშუალება ექნება სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს და პირველ მარტამდე სახელმწიფო დაფინანსებით, მისი თანამშრომლები უფასოდ გატესტოს.

“ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება. ბუნებრივია სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

________________________________

● საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ. ბევრი ჩივის, რომ ვირუსმა პრობლემები დაუტოვა

● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის

● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება

________________________________

საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია 

21 იანვარს, Oxford-ის სპეციალური ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა. 

ინდექსი შედგენილია შემდეგი კრიტერიუმებით: გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, კომენდანტის საათი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერება და ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები.

ინდექსის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – 89.8 ქულა;
  • ზიმბაბვე – 87.04 ქულა;
  • ერიტრეა – 86.01 ქულა;
  • ირლანდია – 85.1 ქულა;
  • გერმანია – 85.1 ქულა;
  • ისრაელი – 85.1 ქულა;
  • ვენესუელა – 84.2 ქულა;
  • საქართველო – 84.2 ქულა;
  • კვიპროსი – 84.2 ქულა;
  • ნიდერლანდები – 84.2 ქულა;

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

მორჩა ხელით შეკერილი ნიღბების ერა, მხოლოდ ფფპ ნიღბებია დაშვებული.

 

ჩემმა უნიმ ივნისის ჩათვლით ონლაინ სწავლება დაამტკიცა. გამოცდებიც ასევე ონლაინ. ბიბლიოთეკაში მისვლის და წიგნის წამოღების დრო სამი საათამდე დაიყვანეს. წიგნს უკვეთავ ონლაინ, მიდიხარ, ხელით არაფერს ეხები, გარდა წიგნისა და მოგაქვს სახლში.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share