Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

@maokitso

ეს ხომ არაა სტანდარტული მედია,   ფორუმია, სადაც თემები სადისკუსიოდ იხსნება, და ყოველთვის არ ექცევა ყურადღება წყაროს ფორუმებზე,

მაგრამ თქვენი შენიშვნა მიღებულია, არანაირი პრობლემა არ მაქვს ჯემნიუსის წყაროს მითითებასთან, პირიქით. ღირებული მედია რომაა იმიტომ ვაზიარებ და ვკითხულობ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@moor მესმის, რომ ტრადიციული მედია არ არის, მაგრამ მედიაა და როდესაც სხვის ნაშრომს იყენებთ, უნდა მიუთითოთ წყარო და დალინკოთ, სხვანაირად ეს არ გამოდის გაზიარება, ეს არის უბრალოდ ინფორმაციის მითვისება. წყაროს მითითებითა და დალინკვით ამ ღირებულ მედიას სცემთ პატივს და მხარს უჭერთ მის საქმინობას, რომ მათ შორის თქვენც გააგრძელოთ ხარისხიანი ინფორმაციის კითხვა. 

მადლობა პასუხისთვის და იმედია გაითვალისწინებთ

Share on other sites

გუშინ მომივიდა წერილი. ყველა გამოცდა ონლაინ ჩატარდება და ზაფხულის სემესტრის პირველი თვე, მარტიც ონლაინ იქნება, მერე არ იციან, თუმცა ზოგიერთმა ფაკულტეტმა ავტონომიურად გადაწყვიტა, რომ მთელი ზაფხულის სემესტრი ონლაინ იქნება და გამოცდებიც.

 

მე ძნ მაწყობს ეს ონლაინ სწავლების ფორმა.

 

უზარმაზარი დროის და ფინანსების ეკონომიაა.

ერთადერთი რაშიც ფული მეხარჯება წიგნებია(არც ესაა იაფი პრინციპში), რადგან ბიბლიოთეკაში ვერ მივდივარ.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ თავის სამხედრო ბაზებზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ამავე ინფორმაციით, რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ სამხედრო ბაზების ასობით სამხედრო მოსამსახურეს გაუკეთდა.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ 15 იანვრის ინფორმაციით, აფხაზეთში მდებარე რუსული ბაზისთვის გადაცემული პირველი პარტია ორკომპონენტიანი ვაქცინის 500 დოზისგან შედგება. ამავე ცნობებით, ვაქცინაციას ორი ბრიგადა განახორციელებს და ის ორ ეტაპად, 21 დღის შუალედით, განხორციელდება.

14 იანვარს, ცხინვალში მდებარე საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინებოდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეგიონში 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე აიცრა.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Global Honors Network ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით კოვიდ-19-ზე ანტისხეულების განსაზღვრის 500 ტესტი გადასცა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

13 იანვრის ინფორმაციით, სოხუმი იმავე კომპანიისგან PCR ტესტების მიღებასაც ელის. ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები დახმარების მასშტაბის გაზრდის მიზნით.

„აფსნიპრესმა“ ასევე აღნიშნა, რომ Global Honors Network-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სოხუმსა და კომპანიას შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობას კოორდინაციას უწევს, წარსულში „გარკვეული პერიოდით“ აფხაზეთში ცხოვრობდა.

კომპანია Global Honors Network-ის შესახებ ცნობა პირველად ქართულ მედიაში 2020 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც სამხრეთ კორეული გაზეთი The Korea Herald იტყობინებოდა, რომ ადგილობრივი კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილმა მაშინ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ არასამეწარმეო ორგანიზაცია Global Honors Network-ი პატარა ორგანიზაციაა, რამდენიმე ადამიანით არის დაკომპლექტებული და „კავშირი აქვთ როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან“.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

90306385_10219148100187608_1261131448987

მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.

 სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული 

გამყრელიძის თქმით, ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა შეზღუდვების მოხსნაზეც. მისი თქმით,  ქვეყანაში შეზღუდვები არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოიხსნება.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ბიზნესს, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ აცხადებს, რომ ბიზნესის გახსნა ერთბაშად არ მოხდება:

პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით.

%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%

ბოლოს 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად დაბალი 110 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ჩატარდა ასევე ცოტა – 4 964 ტესტი.

● სულ საქართველოში დადასტურებულია 247 915 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 958
● გამოჯანმრთელებული – 234 636
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 10 295

● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

KMO_124749_00010_1_t218_182028.jpg

ისევ დამძიმდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, 68 წლის ალექსანდრ ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, 8 იანვრიდან მოყოლებული მოსკოვში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას „სტაბილურად მძიმედ“ აფასებენ.

KMO_124749_00010_1_t218_182028.jpg

ანქვაბი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაინფიცირდა. პირველ დღეებში, მკურნალობას სახლში გადიოდა, შემდეგ, აფხაზეთის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მალევე, მოსკოვში გადაიყვანეს. მისი დიაგნოზია ორმხრივი, პოლისეგმენტური პნევმონია. 

10 დღის შემდეგ, 18 იანვარს, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების შემდეგ, ალექსანდრ ანქვაბს კვლავ მოემატა სუნთქვითი უკმარისობა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. 


სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share