Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვაქცინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ის იქნება განმსაზღვრელი თუ როდის გაიხსნება ეკონომიკა და სკოლები მთელს მსოფლიოში.

“შეხვედრაზე მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა არამხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელს მსოფლიოში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა თუ სკოლების გახსნა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

790babe1a8c7e72403f15b1ec36117b8.jpeg

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

“ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

______________________________________________________________________________

● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?

● როგორ გადაარჩინა თურქეთმა ტურიზმი, მაგრამ გააღრმავა ეპიდემია

● ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება

______________________________________________________________________________

ტიკარაძის თქმით, საქართველოს მთავრობას კოვაქს პლატფორმასთან აქტიური თანამშრომლობა აქვს და გარკვეული წინსვლა უკვე არის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით დაიწყოს.

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ კი ამას “ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება:

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი – მინუს 70 გრადუსი, რაც არის ფაიზერი ტექნოლოგიურად. უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ასტრაზენეკა იქნება”. – თქვა მან. 

მისივე თქმით, საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად მზად იანვრის ბოლოს იქნება.

პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები აიცრებიან, შემდეგ სხვა რისკ-ჯგუფები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია.

კოვაქს პლატფორმას საქართველომ შეუკვეთა 1 მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინა, რაც 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.  

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

zane-lee-65LiZUuC24I-unsplash.jpg

აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო დაწესებული შემზღუდავი ნორმები 10 თებერვლამდე გაახანგრძლივეს. თუმცა, საზოგადოებაში ეს არასაკმარისად მიაჩნიათ და საკარანტინო ზომების გამკაცრებას ითხოვენ.

განკარგულებას ხელი 13 იანვარს მოაწერა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც თავად სულ ახლახან განიკურნა COVID-19-ისგან. დაკეტილი დარჩება სკოლები, სპორტული ცენტრები, კაფეები, რესტორნები, თეატრები და მუზეუმები. აკრძალულია ნებისმიერი სახის მასობრივი ღონისძიება და დღესასწაული, მათ შორის, ქორწილები.



პანდემიის დაწყებიდან 13 იანვრამდე, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევა გამოვლინდა. 142 ადამიანი გარდაიცვალა, 7 506 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ეს რიცხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია პატარა რესპუბლიკისთვის, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 250 ათასია. წამყვანმა ექიმებმა და ბევრმა ცნობილმა აქტივისტმა მოაწერეს ხელი მთავრობისთვის გაგზავნილ წერილს, რომლითაც უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვენ.

მათი აზრით, აფხაზეთში არ არსებობს ობიექტური სურათი, რომელიც დაფუძნებული იქნება დაავადების გავრცელების ანალიზზე რაიონების მიხედვით. ამას გარდა, PCR-ტესტები არასაკმარისად ეფექტიანია, მასობრივად ირღვევა პირბადის ტარების მოთხოვნა, გრძელდება მასობრივი კორპორაციული და ოჯახური ღონისძიებები.

„ფორმალური საინფორმაციო ანგარიშები შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ, აფხაზეთში არსებული კრიზისული ვითარების შეფასების გარეშე, მოქალაქეების დეზორიენტაციას ახდენს, რომლებიც ვერ ხედავენ საფრთხეს და სასწავლო დაწესებულებების გახსნას ითხოვენ“, – ნათქვამია ღია წერილში.

საავადმყოფოებში უკვე აღარ არის ადგილები 

ოდიკ კაკალია სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 დეკემბერს მოათავსეს. მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, მოკლედ, COVID-19-ის ყველა ტიპური სიმპტომი.

10-დღიანი ინტენსიური და ძვირადღირებული თერაპიის შემდეგ, ის სახლში გაუშვეს. ჯერ კიდევ სუსტად მყოფი, თავბრუსხვევით და არასტაბილური წნევით. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ეს კოვიდცენტრებში ადგილების დეფიციტთან არის დაკავშირებული. 

პარლამენტის დეპუტატი და კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრი, ალხას ჯინჯოლია ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა საახალწლო დღესასწაულების შემდეგ. 

მასობრივი ღონისძიებები, რომლებიც ახალი წლის ღამეს ფორმალურად აკრძალული იყო, რესტორნების უმრავლესობაში მაინც გაიმართა. ქალაქების ცენტრალური მოედნები საახალწლო ნაძვის ხის გარშემო, სავსე იყო მოსახლეობით სადღესასწაულო დღეებში. რუსეთიდან ათასობით დამსვენებელი ჩავიდა აფხაზეთში შვებულების დღეების გასატარებლად.

„ახლა, საავადმყოფოში ყოველ გათავისუფლებულ საწოლზე, რამდენიმე ახალი ინფიცირებული გვყავს და ყველა მძიმე“, – ამბობს ჯინჯოლია. 

ოპერატიული შტაბის ცნობით, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება, რესპუბლიკაში ყოველი მეოთხე ტესტი დადებითია. გარდაცვლილთა რაოდენობა დღე-ღამეში ოთხ ადამიანს აღწევს. 

დაინფიცირდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბიც, რომელიც მოსკოვში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საავადმყოფოებში ადგილების პრობლემა – ერთადერთი არ არის, ამბობს ჯინჯოლია. ასევე, მწვავე დეფიციტია სპეციალისტების მხრივ: „ყველა განყოფილებას ესაჭიროება რეანიმატოლოგი, ჩვენ კი ისინი ფიზიკურად არ გვყავს“. 

გაიზარდა ექიმებისადმი მიმართვა სხვა დაავადებების გამოც და ესეც გამოწვეულია კორონავირუსით, რადგან ადამიანებს მომდევნო სამედიცინო ეტაპზე, შემდგომი მკურნალობა ესაჭიროებათ. 

18 იანვარს სრულდება რუსი სამხედრო ექიმების მივლინება და დაიხურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც ახლა ავადმყოფებს სასტუმრო „აიტარში“ იღებს. „როდესაც ისინი წავლენ, ჩვენ კიდევ 50-60 ინფიცირებული დაგვემატება, რომელსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროება და რას გავუკეთებთ მათ?!“, – აცხადებს ჯინჯოლია.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 დაავადებულია, უფრო მეტი პაციენტის მიღება კლინიკას არ შეუძლია. გუდაუთის ჰოსპიტალში 89 მოქალაქეა, იმ დროს, როდესაც პერსონალი ერთდროულად 100 პაციენტზე მეტს ვერ მოემსახურება. ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ლაბორატორიები.

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ალხას ჯინჯოლიას მიაჩნია, რომ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია აფხაზეთში უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. „ჩვენი პატარა ზომები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავაკონტროლოთ, თუ რა ხდება დაავადებასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ანტიბიოტიკები და დექსამეტაზონი შეიძინეს ჩვენს აფთიაქებში და გასაყიდად სოჩში გააქვთ, რადგან ის ეს მედიკამენტები დეფიციტშია. ამიტომ, გვიწევს აფთიაქებში მედიკამენტების გაყიდვის სტანდარტების დანერგვა, რათა გადამყიდველებმა ყველაფერი არ შეიძინონ“.

ადამიანები კი აღნიშვნას აგრძელებენ 

ამ დროს, მოსახლეობა აგრძელებს საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნას. 

დადგა 13 იანვარი – „ძველით ახალი წელი“, რომელიც აფხაზეთში წარმართულ ტრადიციებთანა რის დაკავშირებული, როდესაც მთელი საგვარეულო ერთ სახლში იკრიბება და აფხაზურ კალენდარში არსებულ მნიშვნელოვან დღესასწაულს, „აჟირნიხუას“ აღნიშნავს.

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ამის შედეგად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.


სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

120363502_10220979112561773_503093529036

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ არ იძლევა საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე ისაუბრონ. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

საქართველო მესამე ტალღის მოლოდინში

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა უფრო მეტად მომზადებული და ეფექტური უნდა შეხვდეს.

“მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.

მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა წესების დაცვის მნიშვნელობას.

„მარტო შეზღუდვებზე აღარ არის ლაპარაკი.შეზღუდვები რა არის?! ჩვენ რომ არ ვიქცევით [კარგად], მერე ვიღაცამ უნდა შეგვზღუდოს, რომ ჩვენ დავიცვათ წესები. თუ ჩვენ ყველა დავიცავთ წესებს, იმედი მაქვს, რომ მესამე ტალღა არ იქნება ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი”, – ამბობს იმნაძე.

როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ იძლევა საშუალებას, სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ.

“როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს  ყველა საჭირო პირობას უზრუნველყოფს, რომ ბავშვები მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან, თუმცა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, მთავრობა სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს.

როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება.

მაგრამ აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

“კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე”, – აცხადებს ტიკარაძე.

______________________________________________________________________________

● ჯანდაცვის მინისტრი: მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი

● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?

● სომეხი მედიკოსები კორონავირუსის მესამე ტალღას ელოდებიან

______________________________________________________________________________

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

● სულ საქართველოში დადასტურებულია 243 255 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 846
● გამოჯანმრთელებული – 227 611
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 12 772

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

photo-1608451643043-6a8eebc527ee.jpg

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ძირითადი იყო ვაქცინის შერჩევის საკითხი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ქვეყნის მცხოვრებნი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრებიან. ამტკიცებენ, რომ ამ ვაქცინის ეფექტიანობა მაღალია, მაგრამ სხვა ქვეყნები ამ აზრს არ იზიარებენ.



სამედიცინო ტერიტორიული ქვეგანყოფილებების მართვის გაერთიანებამ (TƏBİB) აზერბაიჯანის მცხოვრებთა ვაქცინაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება არჩევანს აკეთებდა ამ მომენტისათვის ყველაზე გავრცელებულ 6 ვაქცინას შორის.

არჩევანი შეჩერდა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac-ზე.

თავიანთი არჩევანი TƏBİB-ში იმით ახსნეს, რომ ჩინური ვაქცინა „ბუნებრივი მეთოდით“ იწარმოება, რის გამოც ყველა ანალოგიურ ვაქცინას შორის „ყველაზე უსაფრთხოა“.

ამტკიცებენ, რომ ვაქცინა Sinovac-ის იმუნიზაციის პროცენტი 92-ია, სხვა სიტყვებით, 10-დან 9-ზე მეტ შემთხვევაში ვაქცინას ადამიანის სხეულში კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება მოჰყვა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ამჟამად Sinovac-ი გამოიყენება ჩინეთში, თურქეთში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში. შეკითხვაზე, სხვა ქვეყნებმა რატომ არ მიმართეს ჩინურ ვაქცინას, TƏBİB-ში აღნიშნეს, რომ Sinovac-ის წარმოების პროცესი „ძალიან რთული და ძვირადღირებულია“.

აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება. მათ მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ არ აიცრას, ადმინისტრაციულ ზომებს არ მიიღებენ.

პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და პირები 65 წელს ზემოთ, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც ჩართული არიან პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. 

თუმცა, ბრაზილიაში, სადაც უკვე დაიწყო მოსახლეობის აცრა ჩინური ვაქცინა Sinovac-ით, მისი ეფექტიანობის სულ სხვა მონაცემებს ასახელებენ. მაგალითად, ბიოტექნოლოგიურმა ცენტრმა „ბუტანტანის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ Sinovac-ის ეფექტიანობა მხოლოდ 50,38 პროცენტს შეადგენს.

ამ ვაქცინის შეძენისკენ იხრება უკრაინაც. მაგრამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ თუ ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ეფექტიანობა 70 პროცენტზე დაბალი აღმოჩნდება, ქვეყანა მას არ შეიძენს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

122584181_10221192372973150_657985337954

ვაქცინაქციის დაწყებაზე საუბარი საქართველოში გასული წლის ბოლოდან დაიწყო, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი, თუ რომელ ვაქცინას შემოიტანენ ქვეყანაში და როდის, არ არსებობს.

მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც დაბნეულობასთან ერთად, ზოგადად ზრდის უნდობლობას ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობაში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა ვაქცინებისადმი დიდი ნდობით.

ვაქცინაციაზე მკაფიო პასუხის მოლოდინშია ასევე ათასობით მოქალაქე და ბიზნესი, რომლებსაც პანდემიამ და ქვეყნის ჩაკეტვამ დიდი ეკონომიკური პრობლემები მოუტანა.


საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათასია
სულ საქართველოში დადასტურებულია 244 612 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 867
● გამოჯანმრთელებული – 228 359
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 13 360

რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში?

თუ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს გადავხედავთ, დიდი ალბათობით, საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ოქსფორდის ვაქცინა “ასტრაზენეკას” შემოტანას ფიქრობს, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ამ მიმართულებით მიღებული არ არის.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანაში მცირე დოზით Pfizer-ის ვაქცინასაც ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით:

13 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „კოვაქს პლატფორმამ“ უკვე დაადასტურა,  სამედიცინო პერსონალის ასაცრელად საქართველოს კოვიდის ვაქცინას მიაწვდის.

როდის მოხდება ეს, ტიკარაძეს კონკრეტულად არ უთქვამს.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას.

“ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას დაემატოს სხვა ვაქცინებიც. ამ შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ ასტრაზენეკაზე ხელმისაწვდომობაც გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს,” – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა უარყო, რომ ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას: 

„ცალსახად ჩვენ ვსაუბრობთ ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“. 

მანამდე, ჩინური ვაქცინის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა. ტელეკომპანია “ფორმულასთან” მან თქვა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება – ბრიტანული „ასტრაზენეკასი“ და კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის.

„ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“, – უთხრა ცერცვაძემ „ფორმულას“.

სწორედ ეს განცხადება უარყო ტიკარაძემ.

„Pfizer”-ის ან „Moderna”-ს ვაქცინის შემოტანაზე საუბრისას, საქართველო ლოჯისტიკურ სიძნელეებსაც აწყდება. ამ ვაქცინების ტრანსპორტირება-შენახვისთვის სპეციალური, ძვირადღირებული მაცივრებია საჭირო, რომლებიც -80⁰ ან -20⁰ რეჟიმზე ყინავს. საქართველოს კი, ბევრი ასეთი მაცივარი არ აქვს, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, “ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია”.

გარდა ამისა, კომპანია “თეგეტა მოტორსმა” გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის, ქვეყანას დაეხმაროს Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაში და ამისთვის ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოყოს.

“ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, რომელიც ვაქცინაციის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფშია ჩართული, ამბობს, რომ ქვეყანა “ასტრაზენეკას” 500 ათასი დოზის შემოტანისთვის ემზადება.

“ორიენტაცია ახლა გვაქვს “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე, რომელსაც იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში აწარმოონ, სჭირდენა ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. დეკემბერში მოსული წერილის მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე”, – უთხრა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია “ფორმულას”.  

ვინ აიცრება პირველ რიგში?

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც ვაქცინაციის პრიორიტეტებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს.

შესაბამისად, ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც პირველ რიგში, აიცრებიან ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

“მედიკოსები აღარ იქნებიან ვირუსის გატამტანი. ედიკოსების ვაქცინაცია, ასევე, მნიშვნელოვნად ზრდის სანდოობას მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის” – აღნიშნა ტიკარაძემ.

შემდეგ რიგში არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მატარებლები და პენსიონერები.

რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ ჯგუფში არ არიან, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში”.

როდის მოხდება ვაქცინაცია?

კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გაუკეთდება პირველი ვაქცინა საქართველოს მოქალაქეს, ჯანდაცვის მინისტრი არ ასახელებს.

თუმცა, მან თქვა, რომ რაკი საქართველოს არ ჰყავს 100 ათასი მედიკოსი, აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად განაწილდება სხვა რისკ ჯგუფებზეც გადანაწილდება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

როდესაც სტატიას სრულად აკოპირებთ საიტიდან, სულ მცირე წყარო უნდა მიუთითოთ და დალნკოთ. ეს არის ჯემნიუსის მიერ მომზადებული სტატია - https://jam-news.net/ge/rodis-da-ra-vaqcinit-acrian-saqartvelos-moqalaqeebs-ra-vicit-am-droistvis/

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share